ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მოქალაქეების პროტესტი 2 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პირის დანით დაჭრის ფაქტზე 4 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას მოჰყვა. საქმეზე დაკავებული 5-ვე პირს დღეს მოსამართლე ლევან გელოვანმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ორ ნაწილად ჩატარდა რადგან ერთი დაკავებული მოწინააღმდეგე გუნდიდანაა. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი 4 ბრალდებულიდან ერთ-ერთს სასამართლო პროცესის დატოვება მოუწია.

მან მოსამართლის ნებართვის გარეშე განცხადება გააკეთა, რომ ის უბრალოდ თავს იცავდა:

“ჩვენ თავს ვიცავდით, ყველამ დაინახა, რომ მხოლოდ თავდაცვის მიზნით დავარტყი. ჩვენ გვიპირისპირებენ ქურდული სამყაროს წევრებს და ეს ყველამ იცის, ბოდიშს ვიხდი თუ ვინმეს რამე უხერხულობა შეექმნა ჩვენი ქმედების გამო. ჩვენ გვიომია ჩვენი სამშობლოსთვის, თავის დაცვა რომ შემიძლია, არ ნიშნავს, რომ დამაშაულს ჩავდივარ. თავდაცვის ინსტიქტი ვარჯიშებმა გამომიმუშავა. ეს კრიმინალური სამყაროს წევრები სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ, როგორ მოიქცეოდით თქვენ”-მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ.

დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. უწყების არგუმრნტებიდან გამომდინარე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.

სხვა ვიდეოები