ბათუმში საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება

ბათუმი ახალი წლისთვის ემზადება. საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება. ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ. მათ შორის იქნებიან ჯგუფები Groovephonics, Saund Lab, Sea Side, Strowberry filds, Fourth Season, ასეა სულ, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band და Geoplanet. 29 დეკემბერს, მაყურებლის წინაშე უკვე ნიაზ დიასამიძე და 33ა, 2 იანვარს კი ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ წარსდგება.

საახალწლო ღონისძიებები საინტერესო იქნება პატარებისთვისაც. მათთვის ევროპის მოედანზე საცირკო და საახალწლო-თეატრალური წარმოდგენები, ცეცხლოვანი შოუები, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები და აკრობატი სანტების შოუ გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ევროპის მოედანი ასევე უმაპისნძლებს ღვინისა და ყველის ფესტივალს, სადაც აჭარაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

31 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება გალა კონცერტი, სადაც პოპულარული ბათუმელი შემსრულებლები იმღერებენ. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ოცდახუთი დეკემბრიდან ორ იანვრამდე გაგრძელდება.

 წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები