ბათუმში სახურავის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ძლიერი ქარის დროს სახურავის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.

 შემთხვევის დროს მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იგი მაშველებთან ერთად საცხოვრებელი სახლებიდან გადმოყრილი სახურავების ქუჩიდან გაწმენდას ცდილობდა, რა დროსაც ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი თუნუქის ფირფიტა დაეცა.

მამაკაცი ქალა-ტვინის დახურული ტრავმითა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობით გუშინ სასწრაფი დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტი რეანიმაციულ ბლოკში დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა.

გარდაცვლილილი იოსებ შერვაშიძეა, იგი ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრის მენეჯერი იყო. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მამაკაცის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს. რ

აც შეეხება მეორე მამაკაცს, იგი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა, იქვე მდგომი ორი ავტომობილი კი დაზიანდა.

სხვა ვიდეოები