ბათუმში სამი ავტომობილი ერთანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

სამი ადამიანი დაშავდა ბათუმში,  ​მეჯინისწყლის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

არსებული ინფორმაციით,  ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები ამდროისთვის ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შენიშვნა: ფოტო არქივი

 

 

 

სხვა ვიდეოები