ბათუმში სატვირთო მატარებელი ქალს დაეჯახა

ბათუმში, სატვირთო მატარებელი ქალს დაეჯახა – ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტრში დაუდასტურეს.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით ქალიდ მდგომარეობა რთულია: ” დაახლოებით ერთი საათის წინ გვქონდა გამოძახება შემთხვევის ადგილზე. ქალს აქვს თავის და ყრლის არე დაზიანებული, პირიდან სისხლდენა. გადაყვანილია ბათუმის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, შესაძლოა რეანიმაციაში.” – განაცხადა ” აიპრესთან” საუბრისას ბადრი პაქსაძემ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 275-ე მულით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები