ბათუმში, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსია.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ეპიდემიოლოგები საჭირო გამოკვლევებს ჩაატარებენ და სწორედ გამოკვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

სხვა ვიდეოები