ბათუმში შობის მახარობლები გალობით ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს შობას ულოცავენ

შობა ბათუმში ტრადიციულად ქუჩებში ალილოს მსვლელობით დაიწყო. შობის მახარობლები გალობით ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს შობას ულოცავენ და ტკბილეულს აგროვებენ.
მსვლელობა ღვთისშობლის შობის ტაძრიდან დაწყო და ტრადიციულად იუნკერების საფლავთან დასრულდა.
საზეიმო მსვლელობას საშობაო ნობათითა და ტკბილეულით შეუერთდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ალილოზე შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული კი მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადაეცემათ.

სხვა ვიდეოები