ბათუმში ტრანსპორტის თემაზე მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ამ წუთებში სასტუმრო „ჰილტონში“ მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2017“ მიმდინარეობს. კონფერენცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფნის ახალი ტვირთები და პერსპექტივები, კასპიის და შავი ზღვის რეგიონში ტვირთბრუნვის დინამიკის რეფორმაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა,სატარიფო პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. კონფერენციას 15 -ზე მეტი ქვეყნის 130 დელეგატი ესწრება, რომლებიც ნავთობისა და სატრანპოსრტო-ლოჯისტიკურ კომპანიებს, ასევე ნავთობგადამამუშავებელ და საწვავის მომხმარებელ ქვეყნებს წარმოადგენენ. მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2017“ საქართველოს რკინიგზისა და აჭარის ა.რ მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. შეხვედრა დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები