ბათუმში, უცხოელებზე მიწების გასხვისების მორატორიუმის მოხსნას “პატრიოტთა ალიანსის” წევრები აპროტესტებენ

საპროტესტო აქციისთვის სპეციალურად თბილისის პარტიის ლიდერი ემზარ კვიციანიც ჩამოვიდა. როგორც “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ამტკიცებს ამ დრომდე მიწის არცერთი ნაკვეთი არ გაყიდულა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და ეს სწორედ მათი აქციების დამსახურებაა.
“გვინდა გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვინც მეხუთე დღეა წვიმაში დგას და აპროტესტებს ქართული მიწის გასხვისებას, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომჩემი ინფორმაციით დღესდღეობით არც ერთი მეტრი მიწა არ გასხვისებულა და ეს არის ძალიან დიდი დამსახურება პირველ რიგში თვითონ იუსტიციის სახლის თანამშრომლების და მერე რა თქმა უნდა იმ ხალხის, ვინც თბილისში ვდგავართ და ვაპროტესტებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას”-განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ბათუმის პარალელურად პატრიოტთა ალიანსის აქქცია მორატორიუმის მოხსნაზე თბილისის იუსტიციის სახლთან უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

სხვა ვიდეოები