ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამინების საერთაშორისო დღეა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ღონისძიება ბათუმში ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა. უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა. გასულ წელს ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი საპატივცემულოდ სიმბოლური მონუმენტი აღიმართა. სკვერში დაკარგულ მებრძოლთა ახლობლები, ნათესავები და მთავრობის წევრები შეიკრიბნენ. 30 აგვისტოს ღონისძიებები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერითაა ორგანიზებული. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა, მათი ოჯახების მხარდაჭერა და ფართო საზოგადოების იმ შედეგების შესახებ ინფორმირებაა, რაც ოჯახებისთვის ახლობელი ადამიანების გაუჩინარებას მოაქვს. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.

“ზურაბ პატარაძე”

სხვა ვიდეოები