ბათუმში, წერეთლის ქუჩა უკანონო გარევაჭრობისგან გათავისფულდა

გარემოვაჭრეების ნაწილმა უკვე დაიწყო ახალ ლოკაციაზე საქმიანობა. ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების მიზნით მერიამ არაერთი თანმიმდევრული ღონისძიებაგანახორციელა და გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზა. უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მერიის მიერ შეთავაზებულ ფართში (გოგოლის ქ. #1) გადასვლის შემთხვევაში, მერია გარემოვაჭრეებს 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, კომპენსაციის სახით 200 ლარს სთავაზობდა. ასევე შეთავაზებული იყო კეთილმოწყობილი სავაჭრო დახლები და დახურული სავაჭრო ჯიხურები, ადგილზე მისასვლელი ავტობუსის გამოყოფა და ახალი ბაზრობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში დახმარება, რასაც გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ.

უკანონო გარემოვაჭრეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. გარემოვაჭრეებმა მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლა მოითხოვეს, შემდეგ კი იქ ამაზეც უარი განაცხადეს . მერიის მხრიდან ყველა შესაძლო რესურსი იქნა გამოყენებული საკითხის გარემოვაჭრეებისთვის უმტკივნეულოდ გადაჭრისთვის, ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. წერეთლის ქუჩიდან აღებული უკანონო კონსტრუქციები დასაწყობდა. ამის შესახებ ინფორმციას ბათუმის მერია ავრცელებს.

სხვა ვიდეოები