ბათუმში, “ზებრაზე” ავტომობილის დაჯახების შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში 9 წლის ბავშვი ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

როგორც “აიპრეს” შსს-ში განუცხადეს, მძღოლი არ მიმალულა, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის 5 ნაწილით.

ცნობისთვის, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე მძღოლის დაკავება კანონით იკრძალება.

ipress.ge

სხვა ვიდეოები