ბერი სალოსის ქუჩაზე მორიგი შტურმი განხორციელდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სეცოპერაცია მიმდინარეობს, მორიგი შტურმი განხორციელდა.

ბერი სალოსის ქუჩაზე სროლის და აფეთქების ხმა ისმის.

ცნობისთვის, სპეცოპერაცია დაახლოებით 18 საათია მიმდინარეობს.

დაახლოებით საათნახევრის წინ სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები