ბეშუმში ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენება დაიწყო

კურორტ ბეშუმში შქერნალის ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანება დაიწყო. გეგმის მიხედვით, შქერნალში მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ავტომობილის პარკინგი და ტურისტებისთვის საპიკნიკე ტერიტორიები. ალპურ ბაღზე მუშაობა 2015 წლიდან დაიწყო, რომელსაც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფსი” შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით „ კავკასიის ალიანსის პროგრამით“ ახორციელებს. დღემდე ბაღისთვის 700 ათას ლარამდე დაიხარჯა. პროექტის მიზანი მაღალმთიან აჭარაში სოფლად ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები