ბეშუმში მოსულმა სეტყვამ ნარგავები დააზიანა

კურორტ ბეშუმში საღამოს საათებში სეტყვა მოვიდა. მოიალაღეების ინფორმაციით სეტყვამ ნარგავები დააზიანა.
როგორც მოიალაღეები “აიპრესთან“ ყვებიან, სეტყვა მოულოდნელად მოვიდა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათივე თქმით სეტყვის დროს ძლიერი ქარიც იყო რის გამოც დენი გაითიშა.

მუნიციპალიტეტის გამგებლი, ბესიკ ბაუჩაძე “აიპრესთან” განმარტავს, რომ ბეშუმში დენი ძლიერი ქარის შედეგად ავარიულად გაითიშა, თუმცა დროულად მოხდა დაზიანებული კერების აღდგენა. ამ დროისთვის ელექტრო ენერგია აბონენტებს უწყვეტად მიეწოდებათ.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები