ბესო კალანდაძის შემოქმედებითი საღამო ხულოში

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის და პოპულარული სიმღერების ავტორის ბესო კალანდაძის შემოქმედებითი საღამო „ბესო კალანდაძე და მეგობრები“ გაიმართა. ღონისძიება გახორციელა საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნურმა ხმებმა“ აჭარის ა.რ. მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. საორგანიზაციო ჯგუფი დაკომპლექტებული იყო პოპულარული ქართველი მომღერლებითა და შემსრულებლებით: ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ დოიჯაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე.
კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები