ბიაფი ხვალ გაიხსნება

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12  საერთაშორისო კინოფესტივალის დაწყებამდე ერთი დღე რჩება.  უკვე ცნობილია,    რომ   ბიაფი ქართული კინო – პრემიერით გაიხსნება.  კინომოყვარულები გიორგი ოვაშვილის    ფილმ   “ხიბულას” ნახავენ, რომელიც  საქართველოს პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებს  ასახავს.  კინოფესტივალში 35-მა ქვეყანა მონაწილეობს. 7 დღის განმავლობაში 40 მოკლემეტრაჟიანი და ამავე  რაოდენობის  სრულმეტრაჟიანი ფილმის  ჩვენება  მოეწყობა.  მაყურებელი დოკუმენტური ფილმების ხილვასაც შეძლებს.

კონოფესტივალი  ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ხვალ 18 საათზე  გაიხსნება. გახსნის ცერემონიას სპეციალური სტუმრის სტატუსით  დაესწრებიან  გია ყანჩელი და   ვახტანგ კიკაბიძე, რომლებსაც კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. ბათუმის  საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი “არგანი”.

 “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები