“ბინათმესაკუთრეთა” ტრენინგი

ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის ტრენინგებს იწყებს. ტრენინგები 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და წევრების, ასევე, „ბათუმის კორპუსის“ თანამშრომლებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების გადამზადებას.
ტრენინგის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და მათი წევრების საერთო საკუთრების განვითარების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, საერთო საკუთრების ეფექტური მართვა, კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა.
ტრენინგები ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის მიერ ერთობლივად დაიგეგმა. „გადამზადების პროგრამა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის“ წელს პირველად ხორციელდება.

სხვა ვიდეოები