ბინები ეკომიგრანტებისთვის

ხულოს სოციალურ სახლში ბინას კიდევ 14 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. გადაწყვეტილება შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო. სხდომაზე დაზარალებული ოჯახების მონაცემები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა წარმოადგინა.

ხულოს სოციალური სახლი 72 ბინიანია, კომისიის მიერ 45 ოჯახზე დადებითი გადაწყვეტილება გასულ სხდომებზე მიიღო. ვის გადასცემენ დარჩენილ 13 ბინას, მომდევნო კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. სხდომაზე კომისიის წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის შესახებაც იმსჯელეს. შარაშიძეების ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 ათასი ლარი გამოეყოფა.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები