ბიორკი საქართველოში ვიზიტის ფარგლეფში ზემო აჭარასაც ეწვევა

პოპულარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში ჩამოსვლისას სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის მთიან აჭარასაც ეწვევა. საგანგებო პრესკონფერენციაზე SOU-ფესტივალის დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა განაცხადა, რომ აღიარებული მომღერალი თავადაა დაინტერესებული ქართული მუსიკით და საქართველოს  მუსიკალურ ექსპედიციაში იმოგზაურებს.

სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ექსპედიციის ფარგლებში ბიორკი სვანეთს, ზემო აჭარას, გურიასა და კახეთს ესტუმრება.

ცნობილია, რომ ბიორკი 31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს თბილისში ორ კონცერტს გამართავს. ორგანიზატორთა განცხადებით, ექსპერიმენტულ არტ-პოპ ჟანრში მოღვაწე მუსიკოსი სიმღერებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ძირითადად თავისი ბოლო, რიგით მე-9 ალბომიდან (Vulnicura) შეასრულებს.

წყარო:”reginfo.ge”

სხვა ვიდეოები