ბისნეს ფორუმი

საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით აჭარაში ყაზახეთში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ყაზახ ინვესტის“ ხელმძღვანელი მეირჟან მაიკენოვი და ასტანაში სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებიან. კომპანია „ყაზახ ინვესტი“ ყაზახეთის ბაზარზე სამშენებლო სფეროში 50%-ით არის წარმოდგენილი.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ხელსაყრელმა და სტრატეგიულმა მდებარეობამ, მარტივმა და ლიბერალურმა საგადასახადო სისტემამ, არსებულმა მდიდარმა ბუნებრივმა რესურსებმა და თანამედროვე ინფრასტრუქტურამ აჭარას, მის ულამაზეს ქალაქ ბათუმს, ხელი შეუწყო გამხდარიყო პოპულარული საინვესტიციო და ტურისტული დანიშნულების ადგილი არამარტო საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონში,“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში.

ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

შეხვედრაზე საუბარი კურორტი „გოდერძის“ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეეხო. პოტენციურმა ინვესტორებმა სამთო კურორტის პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. კურორტი „გოდერძის“ განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. საპრივატიზაციო პროცესი უკვე დაწყებულია. უკვე შეიქმნა კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიის განვითარება მოხდება.

ფორუმის ფარგლებში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახურ საინვესტიციო სააგენტო „ყაზახ ინვესტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, ხელს შეუწყობს ქართველ მეწარმეებს შეუფერხებლად გაიტანონ თავიანთი პროდუქტი ყაზახურ ბაზრებზე. საინვესტიციო სააგენტო მეწარმეებს პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება, გარდა ამისა კონსულტაციებს გაუწევს საკანონმდებლო კუთხით, დაეხმარება საჭირო ლიცენზიების მოპოვებაში და ახალ ბაზრებზე გასვლაში.

ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალება მიეცათ.
ბიზნეს ფორუმს აჭარასა და ყაზახეთში სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიების წარმომამდგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის ფარგლებში ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებს შორის საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები