Black sea Arena-სთან შადრევანი ამოქმედდა

დარბაზ “ბლექ სი არენას” მიმდებარედ  ამოქმედდა უნიკალური, მრავალფუნქციური შადრევანი. შადრევანთა კომპლექსი 1300 კვ. მეტრ  ფართობზე განთავსდა.  ერთმანეთთან დაკავშირებულია 1 დიდი და 8 მცირე ზომის კომპიუტერიზებული აუზები. შადრევანი აღჭურვილია ლაზერითა და სპეციალური პროექტორით,  რომელთა მეშვეობითაც წყლის ფარდაზე შესაძლებელია ნებისმიერი სახის ვიდეო და ფოტო მასალის პროექცირება.

ტექნიკური აღჭურვითა და სისტემის სირთულით, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მრავალფუნქციურ შადრევანს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.შადრევანის მშენებლობა შეუკვეთა და დააფინანსა ფონდმა “ქართუმ”, რომელიც სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.

‘აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები