ხანძარი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე

გუშინ ღამით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ძველ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მალევე მივიდა ბათუმის სახანძრო სამსახური და ცეცხლი ჩააქრეს, მათი ინფორმაციით ხანძარი სახლის მეორე სართულზე იყო.

დაკვამლიანება პირველად ბოტანიკური ბაღის დაცვის თანამშრომლებმა შენიშნეს. ბოტანიკური ბაღის დირექტორის ინფორმაციით მცენარეები არ დაზიანებულა.

სახლი, სადაც ცეცხლი გაჩნდა ავარიულია. ოჯახები შენობიდან რამდენიმე თვის წინ გაასახლეს. ამ დრომდე საცხოვრებლის პირველ სართულზე მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ისინი საცხოვრებლიდან გაიყვანეს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები