ბრიტანელი ექსპერტის ვორქშოპი

ბრიტანეთის საბჭოს და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობა საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება და მას თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით ჩაეყარა საფუძველი. პროგრამის ფარგლებში 27-28 სექტემბერს აჭარის საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება ტრენინგი თემაზე „თეატრის ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობის ინიცირება და განვითარება“, რომელსაც ატარებს ბრიტანელი ექსპერტი პიპა სმიტი.

თეატრის ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობის მიღწევა საკმაოდ რთულია – საზოგადოების სხვადასხვა ფენას ინტერესების, ასაკის, სოციალური მდგომარეობის, განათლების სფეროში მიღწევებისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად მონაწილეობის განსხვავებული სქემები სჭირდება. შესაბამისად, სატრენინგო კურსის მონაწილეები შეისწავლიან საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების იდენტიფიცირებას და იმ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ თეატრის ცხოვრებაში, როგორც მაყურებლებმა, ისე შემოქმედებითი ინიციატივების მონაწილეებმა. ტრენინგი ითვალისწინებს ბრიტანული და ევროპული გამოცდილების გაზიარებას.

დღეს ტრენინგის მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე დაესწრო. „აუდიტორიის მოზიდვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების ჩართულობა თეატრალურ ცხოვრებაში, სწორედ ამ მიმართულებით დღეს და ხვალ ბრიტანელი ექსპერტის მონაწილეობით იმართება ტრენინგები, რომელიც თეატრებისა და მუსიკალური ცენტრის წარმომადგენლებს გაუზიარებს გამოცდილებას“ -აღნიშნა თეონა ბერიძემ. ტრენინგები აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ხორციელდება.

წყარო: “აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სხვა ვიდეოები