ბსუ გამოფენაზე “BATUMI BUILD 2017”

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენაში “BATUMI BUILD 2017″, რომელიც იმართება სასტუმრო “შერატონ ბათუმში”. 3-დღიან გამოფენაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ინოვაციურ ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კონსტრუქციები და შენობა-ნაგებობების მაკეტები. გამოფენა იმართება „ჯეონეტ ექსპოს“ ორგანიზებით და მონაწილეობას ღებულობს 7 ქვეყნის 80-მდე კომპანია.

წყარო:”Batumi Shota Rustaveli State University.

სხვა ვიდეოები