C ჰეპატიტის კვირეული

ცე ჰეპატიტის სკრინინგისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს უფასო გამოკვლევებს სთავაზობს. ჰეპატიტზე ანალიზის ჩაბარება მსურველებს ხვალ დილის თერთმეტიდან 16 საათამდე “ბათუმი პლაზას” მიმდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ. უფასო გამოკვლევები ხვალვე დაიწყება ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.

ცე ჰეპატიტის პრევენციის კვირეული აჭარის რეგიონში ამჯერად ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეწყობა. მისი მიზანი დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენა და მკურნალობაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით რეგიონში ცე ჰეპატიტი დაახლოებით 15 ათასამდე პირს აქვს, თუმცა მათგან სახელმწიფო პროგრამით დაახლოებით 3 ათასი დაავადებული მკურნალობს.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები