დღის ვიდეო242 Videos

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს და კეთილმოწყობა გაზაფხულიდან დაიწყება. ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებია. საბაგირომ გასულ წელს 10 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ხულოს საბაგირო თავისი სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება წყარო:”აჭარის ტელევიზია”

საშობაო ლიტურგია ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში

საშობაო ლიტურგია ხულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში ღამის 12 საათზე დაიწყო. საზეიმო ღვთისმსახურება დეკანოზმა მატათა მელაძემ აღავლინა, მრევლი დალოცა და ქრისტესშობა მიულოცა. შობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ხულოსა და შუახევის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

“ალილო” 6 წლის ელენე მახარაძის შესრულებით სამების საკათედრო ტაძარში (ვიდეო)

ელენე მახარაძემ გალობა დედასთან, სოპრანო მარიამ როინიშვილთან, ბებიასთან თამარ ჭოხონელიძესთან და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელტან გუნდთან ერთად შეასრულა და მართლმადიდებლებს სიტყვებით” “ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო, იესო დაბადებულა, ალილო” ქრისტეს შობა ახარა.

ქობულეთის ნაგავსაყრელის ბედი

ქობულეთიდან ნარჩენები ისევ ფოთსა და ბათუმში გადააქვთ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებოდნენ, რომ ნაგავსაყრელი, რომელიც აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს ტურისტული სეზონისთვის უნდა აღდგენილიყო, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ პროცესი ნაგავსაყრელთან მცხოვრები ოჯახების წინააღმდეგობის გამო გაჭიანურდა. არხები გასაწმენდად, ნაგავმზიდის მისასვლელი გზის მოსაწყობად და რკინა-ბეტონის ფილების დასაგებად 117 ათას 963 ლარი მერიამ ამჯერად 2018 წლის ბიუჯეტში გამოყო. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ მოლაპარაკება ბოლო ეტაპზეა […]

ნიაზ დიასამიძე და 33ა – ბათუმს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეო-კლიპი გადაიღო. ბათუმს – ასე ქვია ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია ნიაზ დიასამიძეა. „მუსიკაც და ტექსტიც ვფიქრობ ზუსტად გამოხატავს ბათუმის სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს. ვიდეორგოლის დანიშნულება შიდა ტურიზმის სტიმულირებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტუმრები ხედავდნენ ბათუმს ბათუმელებით. ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის ის ენერგეტიკა, რომელსაც […]

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მანტიაში ჩაცმულები მღერიან

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო კლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო […]
dagupulebi
0

სასტუმრო “ლეოგრანდში” დაღუპულები ხულოში გაიხსენეს

სასტუმრო “ლეოგრანდში” დაღუპულები ხულოში გაიხსენეს. ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ლექსები წაიკითხეს, ტელეეთერებში გასული ვიდეოები აჩვენეს და სანთლები დაანთეს. საღამოს დაღუპულების ახლობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ხულოდან იყო. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

კომპენსაციები ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახებისთვის

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ნაწილს კომპენსაცია გადაეცა. სასტუმროს იურისტის კახა წერეთლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სხვა ოჯახებთანაც გრძელდება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

3 დაშავებული – ავტოავარია ფიროსმანის ქუჩაზე

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ფიროსმანის ქუჩაზე, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.   წყარო:”აჭარის ტელევიზია”

მაღალმთიანეთში დაზიანებული ელექტრობოძების შეცვლას ითხოვენ

ხულოში,  მოსახლეობა ეჭვობს, რომ ზამთარში მათ ნაწილს კვლავ ენერგომომარაგების გარეშე მოუწევს ყოფნა. ამბობენ, რომ დაზიანებული და მოძველებული ბოძების უმრავლესობა არაა გამოცვლილი, რის გამოც ისევე, როგორც გასულ წლებში, შუქი წელსაც ხშირად ეთიშებათ. ენერგოკომპანიაში კი ირწმუნებიან რომ ახალი ბოძები უკვე შეძენილია და დაზიანებულებს ეტაპობრივად ცვლიან. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა – ხულოში

ხუთი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი ხულოში, სადაც ამ წუთებში საკრბეულოს პირველი სხოდმა მიმდინარეობს. ახალი მოწვევის საკრებულო 28 დეპუტატითაა წარმოდგენილი. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სუიციდის ფაქტი ხულოში

სუიციდის ფაქტი ხულოში.  ხულოს ერთ ერთ სოფელში მეთერთმეტეკლასელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. .

გონიოში დაკარგული სამხედროს ოჯახის წევრები თანხის გამოძალვაზე საუბრობენ

გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა. ინფომრაციას ერთ ერთის ოოჯახი ადასტურებს.გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა. ინფომრაციას ერთ ერთის ოოჯახი ადასტურებს. წყარო:’აჭარის ტელევიზია”

დაზიანებული გზა

ქობულეთი – ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ნაწილი დაზიანებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილების საფრთხეზე საუბრობენ ავტომობილის მძღოლები, მათი თქმით გზა თითქმის რვა თვეა დაზიანებულია, რაც ავარიის რისკს ზრდის. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ სავალი ნაწილი დაახლოებით 2 კვირის წინ სტიქიის გამო დაზიანდა და მისი რეაბილიტაცია მომავალ კვირიდან დაიწყება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

გეოლოგები სტიქიის ზონაში

შუახევში სტიქიის შედეგებს გეოლოგები შეისწავლიან და დასკვნას 10 დღის ვადაში გამოაქვეყნებენ. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თქმით სპეციალისტების წინასწარი მონაცემებით საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მხოლოდ ერთ ოჯახს ესაჭიროება. სხვა დაზარალებულებს კი დახმარება დასკვნის შემდეგ გაეწევათ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ძუძუს კიბოს პრევენცია

აჭარაში წელს 700 ქალს დაუდგინდა ძუძუს კიბო. მაჩვენებელი მედიკოსების ინფორმაციით,  გასულ წელთან შედარებით მცირედით, თუმცა მომატებულია.  ამასთან ექიმები ამბობენ, რომ გაზრდილია სკრინინგ პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვიც. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ხულოში სტიქიის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახი მეორე კვირაა თავს ახლობლებს აფარებს

ხულოში სტიქიის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახი მეორე კვირაა თავს ახლობლებს აფარებს. მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ზარალის ზუსტი ოდენობა ისევ უცნობია, გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სახის დახმარება გაეწევა ოჯახებს. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სტიქიამ ხულოში სამი ხიდი დააზიანა.     წყარო:”აჭარის ტელევიზია”

საარჩევნო ადმინისტრაციები. უკვე გადაეცათ ოლქებს საარჩევნო ბიულეტენები.

კენჭისყრის დღისთვის ემზადებიან საარჩევნო ადმინისტრაციები. უკვე გადაეცათ ოლქებს საარჩევნო ბიულეტენები. შეგახსენებთ, არჩევნების დღეს, ანუ 21 ოქტომბერს ამომრჩეველი სამი ფერის ბიულეტენს მიიღებს, აქედან ერთი მერობის კანდიდატის ასარჩევად, მეორე მაჟორიტარობის, მესამე კი პროპორციული სიისთვის იქნება განკუთვნილი. ბიულეტენები საუბნო საარჩევნო კომისიებს ხვალიდან გადაეცემათ. მანამდე კი ბოლო დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. აჭარაში 6 ოლქი და 348 უბანი იმუშავებს. “წყარო:”აჭარის ტელევიზია’

სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანზე

მართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა საარჩევნო უბანზე. იმის გარდა, რომ ხულოს მე-15 უბანი, პაქსაძეებში, სამუშაო საათებში დაკეტილი დაგვხვდა, მისი გახსნის შემდეგ ამავე უბანზე სოფო შავაძემ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა იპოვა. აკრძალულ შენობაში აკრძალული აგიტაციისა და სავარაუდო დარღვევის შესახებ ოლქში “მთავარისგან” გაიგეს. წვიმის წყალი ჩავიდა კორტოხის მე-16 უბანზე, ამიტომ ამ უბნის ადმინისტრაცია სხვა ოთახში დაგვხდა. დღეს დაკეტილი იყო გელაძეების უბანიც. ფაქტები […]

ახალი ინვენტარი საარჩევნო ოლქში

ხელვაჩაურის #83-ე საოლქო საარჩევნო კომისიას უბნებისთვის განკუთვნილი ინვენტარის ნაწილი გადაეცა. ნაწილს კი ხვალ ელოდებიან. ახალი ინვენტარის გადაცემა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოლქის შენობის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. დაიწვა საარჩევნო კაბინები, გადასატანი ყუთები, ქსეროქსის აპარატები, დოკუმენტაცია და საარქივო მასალა. საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება სხვისი ნივთის განძრახ დაზიანება განადგურების მუხლით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ქვეყანას ახალი კონსტიტუცია აქვს

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. რიგგარეშე სხდომაზე  კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 117 ხმა 7-ის წინაღმდეგ  ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია დამტკიცდა. მანამდე კი დეპუტატებმა კენჭი უყარეს გიორგი მარგველაშვილის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 […]

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი

ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს რეგიონიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაზუსტდება. ამ მიზეზით აჭარის ეკონომიკის სამინისტროში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. მთავრობამ რეგიონის წარმომადეგნლობით ორგანოს ბიუჯეტის პროექტი 1 ნოემბრამდე უნდა გადაუგზავნოს. უმაღლესმა საბჭომ კი წლის ბოლომდე დაამტკიცოს. იცვლება თუ არა პრიორიტეტები სამინისტროებისთვის? ვის ექნება ყველაზე მეტი დაფინანსება? წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სოკარ ჯორჯიას სამუშოებმა სოფლის გზა მოშალა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ზედა თხილნარის მოსახლეობა უგზოობას უჩივის. სოფელში კომპანია სოკარ ჯორჯიამ გაზიფიკაციის პროექტი დაიწყო. მილები სასოფლო გზაზე გაიყვანეს,  თხრილი არ ამოავსეს და გზა არ მოხრეშეს, რის გამოც წვიმიან ამინდში ატალახებულ გზაზე გადაადგილება ჭირს. ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ გზების კეთილმოწყობა გაზიფიკაციის პროექტის ფარგკლებშია გათვალისწინებული, ოღონდ ბუნებრივი აირის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ. გამგეობის ინფორმაციით, კომპანიას სამშენებლო ვადა კიდევ ორი […]

შეარჩიეს თუ არა საარჩევნო ოლქში წარმომადგენლები პარტიული ნიშნით?

დანიშნა თუ არა 79-ე საოლქო საარჩევნო  კომისიამ უბანზე წარმომადგენლები პარტიული ნიშნით? – ” ნაციონალურ მოძრაობაში” ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია და ” ქართული ოცნების” 5 აქტივისტი დაასაქმა. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ დაფიქსირდა პროცედურული დარღვევებიც, რომ უბნის წარმომადგენლებს დოკუმენტაციაც კი არ წარუდგენიათ. კანონდარღვევის ფაქტს უარყოფენ 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. იურისტის განმარტებით, საუბნო კომისიებში წარმომადგენლები პოლიტიკურად ნეიტრალური […]

ოფროუდის საერთაშორისო ჩემპიონატში გამარჯვებულები

თურქეთის ქალაქ ართვინში გამართულ ოფროუდის საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოდან სამი ეკიპაჟია გამარჯვებული. მათ შორის პირველ საპრიზო ადგილზე S 3 კატეგორიაში ბათუმელმა ოფროუდერებმა მირზა ნაკაშიძე და დათო კახიძე გავიდა. იგივე კატეგორიაში მესამე ადგილი გიგი სვანმა და გიორგი ლონდარიძემ მოიპოვა. S 2 კატეგორიაში კი მესამე ადგილზე გრეგორ მშვენიერაძე და შოთა მაჭარაშვილი გავიდა.  შეჯიბრში სულ 4 ქვეყნის 70 ეკიპაჟი მონაწილეობდა. მათ […]

ქვათაცვენის საფრთხე და პრევენცია

ბათუმი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარე კლდეებს ქვებისგან ასუფთავებენ. პროცესში მეკლდეურები არიან ჩართულნი. ორ კვირის განმავლობაში  60 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია გაიწმინდება. რეგიონში საქართველოს საავტომობილო გზების წარმომადგენელი აცადებს, რომ მომავალ წელს ქვათაცვენის  პროცესის შესაჩერებლად ფეროდბებზე სპეციალური ბადეები გაკეთდება.  წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ლევან ანთაძე – ”ე.წ.-ლი ჭაობის დასახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობს”

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატის განცხადებით, ე.წ.-ლი ჭაობის დასახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობს. ლევან ანთაძის თქმით, ველო ბილიკების არ არსებობასთან ერთად, ელექტრო კომუნიკაცია მიწის ქვეშ არაა მოთავსებული. მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ამბობენ, რომ პროექტში ველობილიკები გათვალისწინებულია და  რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი

ქედაში წონიარისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო სველი წერტილები, კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა ბაღის სამზარეულოსა და საძინებელ ოთახებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 ათას 200 ლარი დაიხარჯა. მომდევნო ეტაპზე ბაღის ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი ბაღში 2 ოქტომბერს განახლდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

მერობის კანდიდატის შეხვედრა მედიკოსებთან

წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს მედიკოსებს შეხვდნენ. ბათუმის მერობის კანდიდატმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ლევან ანთაძემ მათგან არსებული პრობლემები მოისმინა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ღოღობერიძე – ჩხვირკიას სასამართლო

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიასპატიმრობის მიზანშეწონილებაზე მსჯელობენ. ბრალდების მხარე მიიჩნევს რომ მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში უნდა დატოვოს რადგან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ჩადენის ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. პროკურორების თქმით მერაბ ღოღობერიძე ხელოვნურად აჭიანურებს პროცესებს და ცდილობს ხელი შეუშალოს გამოძიებას. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

ფესტივალი ”განდაგანა” გრძელდება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” გრძელდება. პროგრამა 4 საათზე განახლდება, დამთვალიერებელს გამოფენების, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, ხალხური რეწვის ნიმუშების, და ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონანტების, ნახვის საშუალება ექნება. მოეწყობა ფოლკლორ – შოუც. დღესვე დაწურავენ ყურძენს და დაამზადებენ ფესტივალის სახელობის ღვინოს. ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფესტივალი “განდაგანა” წელს მესამედ ჩატარდა. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი იმართება

რამდენიმე საათში ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებაზე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი თავის პროდუქციას: ხილს, ტკბილეულს, ხელნაკეთ ნივთებს, ტრადიციულ კულინარიას, ღვინოებს, თაფლსა და სხვა პროდუქტებს წარადგენს. ღონისძიება 16 საათზე გაიხსნება და 7 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

ავტომანქანების ტექდათვალიერება

2018 წლის პირველი იანვრიდან ავტომანქანების სავალდებულო შემოწმება იწყება. ტექდათვალიერება ეტაპობრივად განხორციელდება. 2020 წლისთვის კი შემოწმებული უნდა იყოს ქვეყანაში არსებული ყველა ავტომობილი. პროცესის დასრულების შემდეგ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება. სად შემოწმდება ავტომანქანები – სერვის-ცენტრების სრული ჩამონათვალი ჯერ-ჯერობითუცნობია. რა ეღირება ექსპერტიზა და რა პარამეტრების დაკმაყოფილება მოუწევთ ავტომობილებს? წყარო:” აჭარის ტელევიზია”

აჭარის მაღალმთიანეთში შეშას იმარაგებენ

შეშას იმარაგებენ შუახევში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილმა ტყიდან ზამთრისთვის შეშა უკვე გამოიტანა, ნაწილი კი სატყეო სააგენტოს სპეციალური ბილეთების გაცემის დაგვიანებაში ადანაშაულებს. რასაც უწყებაში უარყოფენ, აცხადებენ, რომ ვაუჩერების გაცემა გაზაფხულიდან დაიწყო. პრობლემად რჩება ტყეში შესასვლელი გზების რამდენიმე მიმართულება. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

თამაზ ბაკურიძე გენერალურ პროკურორს მიმართავს

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ძმის, კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და მთავარ პროკურორს მიმართავს. ბაკურიძე ითხოვს, რომ  საქმე პირად კონტროლზე აიყვანონ. უფლებადამცველი აცხადებს,  რომ ფაქტიდან 3 თვე გავიდა, თუმცა პროკურატურაში ოჯახის არც ერთი წევრი არ დაუბარებიათ. ბაკურიძე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებითაც არ ფლობს ინფორმაციას და ამბობს, რომ არ იცის რა ეტაპზეა გამოძიება. ეჭვობს, რომ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესება არც უცდია. […]

მირიან ქათამაძე: ”სტიქიის ადგილზე მისვლა დანაშაული არ არის”

“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე, რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტში სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით,  სურვილი ჰქონდა სალიკვიდაციო სამუშაოები პირადად დაეთვალიერებინა, აღნიშნულ ქმედებაში კი განსაკუთრებულ დანაშაულს ვერ ხედავს. მერობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიის წევრებს მოუწოდებს, განცხადებების გაკეთების დროს უფრო კორექტულები იყვნენ. დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბრიფინგი გამართეს და “ქართული ოცნება” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს.  წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სარფში მომხდარ ინციდენტზე ართვინში იმსჯელებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს. ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნიაში გაემგზავრება, სადაც გუბერნატორს შეხვდება. აუდიენციის ერთ-ერთი საკითხი თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი იქნება. რეგიონის პირველი პირი ართვინის გუბერნატორთან და მის მოადგილესთან, რომელიც სარფის საბაჟოს თურქული მხარეს ხელმძღვანელობს, დეტალურად გაივლის მიმდინარე გამოძიების საკითხს, რომელიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და […]

წყლის პრობლემა ქედლებში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხულოს მერობის კანდიდატი ხულოში სოფელ ქედლებისმოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ყველაზე მეტად წყლის პრობლემა აწუხებთ. ირაკლი ჯორბენაძე ხულოს გამგეობას პრობლემის დროულად მოგვარებისაკენ მოუწოდებს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ პრობლემას იცნობენ და უახლოეს დღეებში გეოლოგები მიზეზებს შეისწავლიან. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

ქობულეთში დამეწყრილი სახლების რაოდენობა 42 მდე გაიზარდა

ქობულეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან. რამდნიმე სოფელში მეწყრის ახალი კერები განვითარდა. ბოლო მონაცემებით, დამეწყრილი სახლების რაოდენობა 42 მდე გაიზარდა. პარალელურად დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩაც. სახლების პირველ სართულებზე ამჟამად  წყალი აღარ დგას. ამ დროისთვის მდინარე აჭყვისწყლისდონემ დაიწია. მდინარის ადიდების შედეგად გელაურის დასახლება, რუსთაველის ქუჩა და ცენტრალური მაგისტრალი დაიტბორა. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

11 მილიონი ბიულეტენი დაიბეჭდება

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამი სახის ბიულეტენი დაიბეჭდება. ამომრჩეველი სამი სახის ბიულეტენს მიიღებს: პროპორციული სიებისთვის, მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქებისთვის და  მერის ასარჩევი ბიულეტენი. საარჩევნო ადმინისტრაცია 11 მილიონამდე ბიულეტენს დაბეჭდავს. ცესკოს ინფორმაციით, ბეჭდვის პროცესს, კანონმდებლობის მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები დააკვირდებიან. ბიულეტენები 10-მდე სტამბაში დაიბეჭდება. საქართველოში საარჩევნო ასაკის მქონე 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ამომრჩეველია. წყარო: “აჭარის […]

15 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

ქობულეთში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. სოფელ ქობულეთსა და სოფელ ალამბარში  15-მდე ოჯახი ჩახერგილი გზის გამო  სამყაროსაა მოწყვეტილი. 8 ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს. გეოლოგების წინასწარი ვარაუდით 2-ის განსახლება საჭირო გახდება. ამ დროისთვის  სპეციალურმა ჯგუფებმა 136 შეტყობინება ადგილზე გადაამოწმეს, საბოლოო დასკვნები ჯერ ცნობილი არ არის. წინასწარი ვარაუდით, დაზარალებულთა ნაწილს ფერდსამაგრი კედლების მოწყობა დასჭირდება. დამეწყრილი ტერიტორიების გასაწმენდად დღის განმავლობაში  19 ერთეული ტექნიკა […]

დაშავებულთაგან ერთს ოპერაცია ჩაუტარდა

სისხლის სამართლის კოდექსის 240- ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ბათუმში მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის ფაქტზე, რომლის შედეგადაც ობიექტზე დასაქმებული 5 მუშა დაშავდა. აღნიშნული მუხლი სამთო- სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს დაახლოებით 7 საათზე მოხდა, სადაც კომპანია „ალიანსპალასი“ მრავალსართულიან მშენებარე კორპუსს აშენებს. პროფესიული კავშირების გაერთიანება მომხდარზე პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანიას აკისრებს, […]

ტურისტული ინფრასტრუქტურა

მახუნცეთის ჩანჩქერთან  მისასვლელი  ბილიკი კვლავ არადაპტირებულია, ,ასევე მოსაწესრიგებელია პარკის ტერიტორია.  როგორც ქედის გამგეობაში განმარტავენ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული ნაკადის კლების შემდეგ დაიწყება. მუნიციპალიტეტში მოსაწესრიგებელია , საღორეთისა და ზესოფლის ციხეებთან მისასვლელი გზებიც.  უგზოობისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ტურისტებისთვის ქედაში დღემდე 20 ჩანჩქერი უცნობია. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით, დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელს ეტაპობრივად განხორციელდება. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა

”ქართული ოცნების” ბრალდება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის ”ნაციონალურ მოძრაობას”  ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ბათუმის ნომერ პირველ საარჩევნო უბანში ამომრჩეველს ბარათთან ერთად პარტიის საარჩევნო ბუკლეტს აძლევს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრს  კონკრეტული პარტიის სააგიტაციო მასალის გავრცელება ეკრძალება. როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ “ნაციონალური მოძრაობა” ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. მომხდარი დაგმეს “ნაციონალურ მოძროაბაში” […]

თანხა სახლების გასამაგრებლად

”შუახევი ჰესის” მშნებლობის არეალში მცხოვრები ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები აღდგენა – გამაგრებით სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, მშენებარე კომპანიისგან ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწიათ. შუახევის გამგებლის ინფორმაციით შესწავლის შედეგად სახლების გასამაგრებლად 69 ოჯახზე 250 ათასი ლარი ინდივიდუალურად ზარალის ოდენობის მიხედვით გადანაწილდა. “შუახევი ჰესის” მშენებლობისთვის გვირაბის გაყვანა ერთდროულად ხულოსა და შუახევის 12 სოფელში მიმდინარეობდა. ჰესის მშნებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის […]

არადაპტირებული სკოლები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული მხოლოდ შენობის პირველი სართულებია. სოფელ ხარაულისსაგანმანათლებლო დაწესებულება კი, რომელიც შენობის მეორე სართულზეა განთავსებული მთლიანად არადაპტირებულია. მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის უფროსის, დურმიშხან შავიშვილის განმარტებით, ადაპტირების საკითხს, ყოველი ახალი სკოლის რეაბილიტაციის დროს ეტაპობრივად ითვალისწინებენ. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

კამპანია “იპოვე შენი თავი”

”იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი”- ამ სახელწოდების კამპანია ქედაში. # 80 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ამომრჩევლებს ის მეთოდები და ტექნიკური საშუალებები გააცნეს, რომლითაც უბანზე მისვლის გარეშე, სარჩევნო სიაში პირადი მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა ექნებათ. ამომრჩეველს საშუალება აქვს ამ მიზნით გამოიყენონ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში განთავსებული სპეციალური ველი სახელწოდებით “ცესკო”. ასევე, ეწვიონ ვებ გვერდს ცესკო.გე.  საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე […]

ქობულეთის ავტობანის გახსნა 7 თვით გვიანდება

სავარაუდოდ 2018 წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე მანძილის ავტომანქანით გაცილებით მოკლე დროში დაფარვა. ქობულეთში, საჩინოში მიმდინარე ხიდების მშენებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი ავტობანის გახსნა გადავადდა. სწორედ ამ მიზეზს ასახლებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2020 წლამდე ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა უნდა დასრულდეს, რომელიც ქალაქის გვერდის ავლით მახინჯაურიდან  ხელვაჩაურამდე რამდენიმე […]

საუბნო კომისიის წევრი პარტიულ აგიტაციაში ამხილეს

ბრალდება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის ამჯერად “ნაციონალურ მოძრაობას” “ქართული ოცნებისგან.” გავრცელდა ვიდეო, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ბათუმის  პირველ  უბანში ამომრჩეველს ამომრჩევლის ბარათთან ერთად პარტიის საარჩევნო ბუკლეტს აძლევს, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს და რა განცხადება გაავრცელა დღეს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა წყარო : “აჭარის ტელევიზია”

გეოლოგები მეწყრულ კერებს სწავლობენ

ქობულეთში გეოლოგებმა 30-მდე დამეწყრილი საცხოვრებელი სახლი შეამოწმეს, დასკვნები ჯერ არ მომზადებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, თითქმის ყველა მათგანს ფერდსამაგრი კედლის მოწყობა დასჭირდება. დღეს და ხვალ ჯგუფები შესწავლას გააგრძელებენ,  დასკვნები კი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. რაც შეეხება გზებს, გამგეობაში აცხადებენ, რომ შიდა სასოფლო გზები 19 მიმართულებით იწმინდება. თუმცა არის ადგილები, სადაც გეოლოგების რჩევით ტექნიკა არ მუშაობს. წყალმომარაგება ისევ შეწყვეტილი აქვს ბუკნარის მოსახლეობას, მიზეზი […]

ხმაური ხულოს საკრებულოს სხდომაზე

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ხულოს საკრებულოს სხდომა. კამათი საკრებულოს   სამ წლიან  მოღვაწეობას მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა მმართველ პარტიას ის პროექტები შეახსენეს, რომლებიც წლების წინ უნდა აშენებულიყო, თუმა დღემდე არ შესრულებულა. შენიშვნები ჰქონდათ მმართველი პარტიის წევრებსაც, გურამ სურმანიძის ინფორმაციით, უხარისხოდ შესრულდა  ინფრატსრუქტურული სამუშაოების ნაწილი. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

44 გამოძახება მეწყრული კერებიდან

დაზიანებული ხიდები, გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობა და დამეწყრილი ტერიტორიები-ასეთია  სტიქიის შედეგები ქობულეთში. რამდენიმე სოფელში  გზების გაწმენდა ერთდროულად მიმდინარეობდა. პრობლემები შეიქმნა ენერგო და წყალმომარაგების კუთხითაც. რა ვითარებაა ამ დროისთვის სოფლებში.’ წყარო: “აჭარის ტელევიზია”

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი სოფელ შარაბიძეების მოსახლეობას შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქრთველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე შარაბიძეების თემში, მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სამნიძესთან ერთად, სოფელ ერგესა და ზედა ჯოჭოს მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებსა და სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა. ერგესა და ზედა ჯოჭოს მოსახლეობამ შეხვედრებზე გაზიფიცირება, შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა, გარე განათების დამონტაჟება და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა […]

”ქართული ოცნების” შუახევის მერობის კანიდიდატი ნიგზაეულის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების” შუახევის მერობის კანიდიდატი ნიგზაეულის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები ფრიდონ ფუტკარაძეს შუახევი ჰესის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ესაუბრნენ, მათი ინფორმაციით, სოფელში გვირაბის გაყვანამ წყლები დააშრო და საცხოვრებელი სახლები დაბზარა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

ქობულეთში მეწყერი 6 საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მასა 6 საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა. ამ ეტაპზე ორი ოჯახის სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს, ისინი თავს ახლობლებს აფარებენ. მუხაესტატესა და ლეღვას ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მძიმე ტექნიკა შემთხვევის ადგილას მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ქობულეთის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზაზე მოძრაობა აღდგენილია. პრობლემებია შიდა სასოფლო გზებზე. რამდენიმე მონაკვეთი  ამ დრომდე ჩაკეტილია. […]

ერთმოსწავლიანი კლასები აჭარის მაღალმთიანეთში

მიგრაციის ყველაზე კარგი ინდიკატორი სკოლებში მოსწავლეების კლებაა. მაღალმთიანი აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რამდენიმე ისეთი კლასიც გვხვდება, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე სწავლობს, ან კლასი საერთოდ ვერ იქმნება. ხშირია კლასკომპლექტები, ამ შემთხვევაში სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს გაკვეთილები ერთად უტარდებათ. ფსიქოლოგები ბაშვების თანაკლასელებთან ურთიერთობის აუცილებლობაზე, განათლების ექსპერტები კი სისტემის ხარვეზებზე საუბრობენ. მცირეკონტინგენტიანი სკოლები – მიგრაცია, თუ განათლების მიწოდების დაბალი ხარისხი? წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის ზონაში

სტიქიიდან მესამე დღე ქობულეთში. სოფლებში აღდგენითი სამუშაოები დილიდან განახლდა. გაიწმინდა შიდა გზა. ჯერ ისევ პრობლემად რჩება 12 ოჯახის საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზა, სადაც ამ დრომდე  მეწყერია ჩამოწოლილი. თუ რამ გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა და რამდენად უსაფრთხოა აქ  ცხოვრება,  საკითხს დილიდან გეოლოგები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება დამეწყრილი ოჯახების განსახლების საკითხი. სტიქიის ზონიდან 6 ოჯახი უკვე […]

კომპანია ”მეტრო სითიში” დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ

კომპანია “მეტრო სითიში” დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ. ისინი  სამშენებლო ობიექტზე დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და  სამუშაოეზე აღდგენა მოითხვეს. მუშები ხვალ საპორტესტო მსვლელობას გეგმავენ და  ხელისფლებას  კომპანიასთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ ამ დრომდე უცნობია,  დაუბრუნდებიან თუა რა სამუშაო ადგილებს. კომპანია მეტრო სითის დირექტორი რაულ კახაძე მუშების სამსახურიდან დათხოვნას  არ ადასტურებს და აცხადებს, რომ უთახმოება […]

მერობის კანდიდატი სოციალურად დაუცველ ოჯახში

საარჩევნო შეხვედრებს მართავს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ხულოში.  ირაკლი  ჯორბენაძე  სოციალურად დაუცველ ოჯახში იმყოფებოდა და მათ პრობლემებს გაეცნო. კანდიდატი ამბობს, რომ ათ წევრიან ოჯახის  საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, სოციალურ სახლში ფართის გამოყოფის მოთხოვნით გამგეობას მიმართეს, თუმცა პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.  ხულოს გამგეობაში კი აცხადებენ, რომ სოციალური სახლი სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტებისთვის არის განკუთვნილი, რის გამოც აღნიშნულ […]

სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგს დისციპლინურმა კომისიამ საყვედური გამოუცხადა

სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგს დისციპლინურმა კომისიამ საყვედური გამოუცხადა.  კომისია გუშინ დღის მეორე ნახევარში შეიკრიბა. კომისიის გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია საიდან მოხვდა ბავშვების ხელში დროშები. შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში განმარტავენ, რომ ამ მიზეზის გათვალისწინებით, მასწავლებლის მიმართ მხოლოდ საყვედურით  შემოიფარგლნენ. აქ აცხადებენ, რომ დროშები სავარაუდოდ ბავშვებმა ერთმანეთს გადასცეს. როგორ აფასებენ დისციპლინური  კომისიის გადაწყვეტილებას თავად პედაგოგი მარინა დარჩიძე და სკოლის დირექტორი, ამის […]

რა სანქცია შეიძლება გატარდეს მარინა დარჩიძის მიმართ

პარტიული აგიტაცია საჯარო სკოლაში. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინა დარჩიძემ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პირველ კლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.  მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ. პედაგოგმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან აღნიშნული ფოტო უკვე წაშალა. თუმცა ჩვენ გავარკვიეთ, რომ მარინე დარჩიძე შუახევში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია და იგი  ცესკოს წარმოადგენს. […]

ფურტიოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ფურტიოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ფერმრები შიშობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩებიან, რადგან  უწყლობის გამო მოსავალი გახმა.  შუახევის გამგეობის ინფორმაციით,  ფურტიო, ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და წყლით 800-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება   5 მილიონი ლარია. “აჭარის ტელევიზია”

შეხვედრა მოსახლეობასთან

ბონი-გოროდოკში, ბარცხანასა და ე.წ მანთაშევის გადასასვლელში მაჟორიტარობისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლიანა მგელაძე იბრძოლებს. კანდიდატი ამომრჩეველს პარტიის ლიდერებმა წარუდგინეს. ლიანა მგელაძე ნაციონალური მოძრაობის წევრი 2013 წლიდანაა. “აჭარის ტელევიზია”

დასუფთავების აქცია

„დავასუფთავოთ მსოფლიო“-კამპანიის ფარგლებში დღეს მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ბათუმის ზღვისპირა ზოლი დაასუფთავეს. მათ მყარი ნარჩენებისაგან ბენზე – ბარცხანის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს. აქციაში, ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები და საზღვაო აკადემიის სტუდენტები  მონაწილეობდნენ. მსოფლიო დასუფთავების კამპანიას საფუძველი 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით ჩაეყარა, საქართველო კი მას 2010 წელს შეუერთდა. “აჭარის ტელევიზია”

ბიაფი ხვალ გაიხსნება

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12  საერთაშორისო კინოფესტივალის დაწყებამდე ერთი დღე რჩება.  უკვე ცნობილია,    რომ   ბიაფი ქართული კინო – პრემიერით გაიხსნება.  კინომოყვარულები გიორგი ოვაშვილის    ფილმ   “ხიბულას” ნახავენ, რომელიც  საქართველოს პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებს  ასახავს.  კინოფესტივალში 35-მა ქვეყანა მონაწილეობს. 7 დღის განმავლობაში 40 მოკლემეტრაჟიანი და ამავე  რაოდენობის  სრულმეტრაჟიანი ფილმის  ჩვენება  მოეწყობა.  მაყურებელი დოკუმენტური ფილმების ხილვასაც შეძლებს. კონოფესტივალი  ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ხვალ 18 […]

შეჩერებული სააღმზრდელო პროცესი

ქედის სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მიზეზი, სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ წონიარისისსაბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზუნდაგის საბავშვო ბაღშიც. რეაბილიტაციის პროექტი ორ წლიანია და ამიტომაც მოსწავლეები მახუნცეთის, ნამლისევისა და დოლოგნის საბავშვო ბაღებში გადაანაწილეს. ზუნდაგის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 ათას 270 ლარია გამოყოფილი. მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა “ინტერ პლიუსი” ახორციელებს. […]

კომპენსაციების გაცემა

ხულო- ახალციხის  მაგისტრალის  რეაბილიტაციის  პროექტის ფარგლებში გზასთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებზე  კომპენსაციების გაცემა დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წევრის,  ანზორ ბოლქვაძის ინფორმაციით,    ამ ეტაპზე   მილიონ 800 ათას ლარია   გაცემული. იმ ოჯახებთან კი,  რომლებსაც მიწის ნაკვეთები   დაურეგისტრირებელი    აქვთ,  მოლაპარაკებები  გრძელდება. კომპენსაციას  ხულო – ზარზმის გზის  მშენებლობის არეალში მცხოვრები  354 ოჯახი მიიღებს.   რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ქუეითური დინარი დაიხარჯება. “აჭარის ტელევიზია”

სარფის სასაზღვრო პუნქტის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სარფის სასაზღვრო პუნქტის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს,  რომელიც ჩემოდნით 27 წლის ქალის გადმოყვანას ცდილობდა. ინფორმაციას და ვიდეომასალას თურქული ტელეარხი მილიეთ-ტვ ავრცელებს. საპასპორტო კონტროლის დროს, 46 წლის კაცმა თურქი მებაჟეების ყურადღება დიდი ჩემოდნით მიიქცია. ჩემოდანში აღმოჩენილ რუს ქალს ყალბი პასპორტი ჰქონდა და მას თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებოდა. ამჟამად თურქეთის პოლიცია დაკავებულის  ვინაობის  დადგენას ცდილობს.