ეკონომიკა270 Videos

ზურაბ პატარაძე სასტუმრო კომპლექს „თვინ თაუერსის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება. 30-მლნ დოლარის ინვესტიცია; კომპლექსში განთავსდება: ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში; სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა; ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები; შიდა და გარე ავტოსადგომი მშენებლობის პროცესში 450, ხოლო დასრულების შემდეგ 150 ადამიანი დასაქმდება აშენდება ორი 28 სართულიანი და ერთი 20 სართულიან შენობა პროექტი დასრულდება 2021 წლის ზაფხულში „თვინ […]

სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს. “tv 25”

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „ჰილტონში“, საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით – „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ დაესწრო. კონფერენციას, რომელიც „საქპატენტისა“ და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში მესამედ ტარდება, ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]

ქართული ქაფშია ევროპის ბაზარზე გავა

საქართველო  მესამე ქვეყნების ჩამონათვალში ჩაისვა, საიდანაც თევზპროდუქტების იმპორტი  დაიშვა. გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2 წელიწადი ელოდა, 16 ივნისს, ბრიუსელში მიიღეს. შეთანხმება საქართველოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას ავალდებულებს. მზადების რა პროცესი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ბაზარზე ახალი შესაძლებლობებით სარგებლობით ნებართვის მიღებამდე და როგორ აფასებენ ქართული ქაფშიის ევროპულ ბაზარზე რეალიზების შესაძლებლობას  გარემოსდამცველები, ნახეთ სიუჟეტში. TV 25

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]

ბისნეს ფორუმი

საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით აჭარაში ყაზახეთში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ყაზახ ინვესტის“ ხელმძღვანელი მეირჟან მაიკენოვი და ასტანაში სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებიან. კომპანია „ყაზახ ინვესტი“ ყაზახეთის ბაზარზე სამშენებლო სფეროში 50%-ით არის წარმოდგენილი. “აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ხელსაყრელმა და სტრატეგიულმა მდებარეობამ, მარტივმა და ლიბერალურმა საგადასახადო სისტემამ, არსებულმა მდიდარმა […]

უმაღლეს საბჭოში ხვალ რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სასტურო „შერატონში“,სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. სხდომაზე აჭარის რეგიონში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის საკითხი განიხილეს. სოციალური პარტნიორობა საზოგადოებრივი მოძრაობაა,რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანი სოციალური პარტნიორობის განვითარება, დასაქმებულებს, დამსაქმებლებს და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური […]
FB_IMG_1500122560581
0

თბილისში წლის ბოლომდე ქართულ -ბერძნული ბიზნესფორუმი გაიმართება

ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში გეორგიოს კატრუგალოსს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ისაუბრეს ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმის შესახებ, რომლის გამართვაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. „ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის […]
74
0

ჩაქვში წყლის სამარაგო რეზერვუარი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ლაშა სირაბიძესთან, შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორთან თენგიზ ქოქოლაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ჩაქვში, 2500კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარი გახსნა. ჩაქვში დასრულდა 2500კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის პროცესი, რომელიც ზღვის დონიდან 52 მეტრზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III […]
FB_IMG_1501505919893
0

კურორტ “გოდერძიზე” 1761 მეტრის შიდა გზის მოწყობა დაიწყო

ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან დააკავშირებს. სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილესთან კონსტანტინე მეგრელიშვილთან და “გოდერძის”დირექტორთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კომპანია “ბონდი 2009”-ს პროექტის მენეჯერმა მამუკა ჟღენტმა მიაწოდა. პროექტი კურორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებით სრულიად ახალი გზის მოწყობას და განათების ბოძების განთავსებას ითვალისწინებს. […]

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე  საფუძველი ჩაეყარა. კომპლექსის შემადგენლობაში იქნება სასტუმრო და სამორინე. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობაც. მშენებლობისთვის კომპანია “Crystal building”- ი 200 მილიონი ლარის  ინვესტიციას  ახორციელებს.  ქობულეთში აღნიშნული ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით მილიონ 648 ათას ლარად რამდენიმე კვირის წინ გაასხვისა. “აჭარის ტელევიზია”
satburi
0

ქობულეთში, 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზე სასათბურე კომპლექსი შენდება

აჭარის მუნიციპალიტეტებისათვის ახალი სასოფლო სამეურნეო ფუნქციების მინიჭება დაიწყო. ამის შესახებ “აიპრესს” აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბათუმის მერობის კანიდატმა “ქართული ოცნებიდან” ლაშა კომახიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქობულეთში, 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზე სასათბურე კომპლექსი შენდება. “ალბათ ჩემს საუბარში ხშირად გექმით სიტყვა „ფუნქცია“. ამით განისაზღვრება ყველაფერი, ჩვენ გვქონდა საბჭოთა მემკვიდრეობა, მონოკულტურაზე ციტრუსზე და ჩაიზე, ჩაი გადაშენდა და […]
sx
0

ქობულეთში ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით. ფრაქციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამის ; დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების […]

ქობულეთის სანაპირო საპირფარეშოების გარეშე

ტურისტული ქალაქი, სადაც სულ 5 საპირფარეშოა, აქედან 3 არ ფუნქციონირებს. დარჩენილი ორიდან ერთს წყალი არ მიეწოდება, მეორეში კი ხელის დაბანის შემდეგ, შესაძლოა ხელი ისევ დასაბანი გქონდეთ, რადგან ონკანი დაზიანებული და დასვრილია. ხუთივე საპირფარეშოში ანტისანიტარიაა. დაზიანებულია კედლები. მოკლედ თუ მაინც ისარგებლებთ ამ საპირფარეშოებით, გაითვალისწინეთ საკეტები არ მუშაობს. გამგეობამ, რემონტისთვის, ტენდერი სამჯერ გამოაცხადა, სამივე ჩავარდა.
terabanki
0

ბათუმში „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა

“ტერაბანკის”ოფიციალურ ცერემონიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდა. მინისტრმა საზეიმო ლენტი ტერაბანკის გენერალურ დირექტორთან თეა ლორთქიფანიძესთან ერთად გაჭრა. რამაზ ბოლქვაძემ კომპანიის წარმომადგენლებს დაწესებულების გახსნა მიულოცა და ახალი ფინანსური ცენტრის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. “მოხარული ვარ, რომ დღეიდან ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი შეემატება. „დაბი ჯგუფს“ საქართველოში დაახლოებით 250 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული […]
avtomoblbi
0

150 ათასი ახალ ავტომანქანებში სამი რესურსცენტრისთვის

ქედის, შუახევისა და ხულოს რესურსცენტრები ახალი ავტომანქანების შეძენას აპირებენ. სამივე უწყებამ ტენდერი ერთდროულად 14 ივლისს გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში რესურსცენტრები მოითხოვენ 2017 წელს გამოშვებულ ავტომანქანას, რომელიც იქნება მე-3 კლასის და მაღალი გამავლობის მქონე. თითოეული რესურსცენტრი ერთი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მაქსიმალური ფასი ერთი ავტომანქანის შესაძენად 50 ათასი ლარია. “ბათუმელები”
gomarduli
0

კურორტი გომარდული ტურისტების მიღებას შეძლებს

კურორტ გომარდულის აქციონერებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება კვირის ბოლოს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კურორტი ტურისტების მიღებას მალე შეძლებს. გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დღეს თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოება 600 ათასი ლარითაა დაყადაღებული. […]
gza
0

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება

ხულო-ზარზმა, გოდერძი-ბეშუმი, ეს ორი გზა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია, გზის მშენებლობა ჩავთვალოთ რომ უკვე დაპროექტებულია”-  ამის შესახებ ზურაბ ალავიძემ ხულოში განაცხადა. ალავიძემ ყურადღება გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება. ზურაბ ალავიძის თქმით ამ ეტაპზე კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს რომელიც სექტემბერში დასრულდება. რეგიონული განვითარების მინისტრის თქმის გზის ხულო-ზარზმის მშენებლობა ორ წელიწადს გაგრზელდება. “გზა ხულო-ზარზმა კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს ეს […]
sxd
0

ხულოში საკრებულო სხდომას 28 დებუტატატიდან 20 ესწრება

ამ წუთებში ხულოში მორიგი საკრებულო სხდომა მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზი დღეს განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. სხდომაზე განიხილება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წლიური ანგარიში გაწეული სამუშაოს შესრულების შესახებ. დებუტატები ასევე განიხილავენ ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშის შესახებ. დღის წესრიგით სულ ორი საკითხია გათვალისწინებული. “ipress.ge”
evrpkavshiri
0

საქართველოს მოქალაქეთა 66% ევროკავშირს ენდობა – 2017 წლის OPEN გამოკითხვის შედეგები

საქართველოში ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა იზრდება. ნდობის ინდექსი 66% შეადგენს. ეს მაჩვენებელი  გაეროს (56%) და ნატოს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს აღემატება. საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კარგად არის ინფორმირებული. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის ეფექტურია. საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს მიიჩნევს მოქალაქეთა 83%. მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 8% გაიზარდა […]
shuaxevii
0

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს დარგის განვითარების მიზნით პროექტების გაგრძელებას გეგმავს. სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 800 ათასი ლარით გაიზარდა. უწყება სულ 19 პროგრამას ახორციელებს. აქედან სამინისტროსა და აგრო სერვის ცენტრს  6 ახალი პროგრამა ემატება. წელს დაგეგმილია 20 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების გაშენება. ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სანერგე მეურნეობის ცენტრის მოწყობა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მეცხოველეობის […]

ბეშუმში ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენება დაიწყო

კურორტ ბეშუმში შქერნალის ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანება დაიწყო. გეგმის მიხედვით, შქერნალში მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ავტომობილის პარკინგი და ტურისტებისთვის საპიკნიკე ტერიტორიები. ალპურ ბაღზე მუშაობა 2015 წლიდან დაიწყო, რომელსაც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფსი” შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით „ კავკასიის ალიანსის პროგრამით“ ახორციელებს. დღემდე ბაღისთვის 700 ათას ლარამდე დაიხარჯა. პროექტის მიზანი […]
ada
0

აჭარის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტის დასკვნა

”აჭარის მუნიციპალიტეტებში გასული წლის მონიტორინგის შემდეგ, 60 მილიონ ლართან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა” – აცხადებს სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ლომჯარია. დასკვნაში, ძირითადი შენიშვნები სახელმწიფო ქონების აღრიცხვიანობას, პრემიებისა და დანამატების გაცემის წესს უკავშირდება. დოკუმენტში საუბარია ტენდერებზეც. განმარტებულია, რომ არაკონკურენტუნარიანი გარემო მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. აჭარის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციებზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები […]

ზურაბ პატარაძე მაროშ შევჩოვიჩს და იანოშ ჰერმანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მაროში შევჩოვიჩს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა. ევროპელ სტუმრებს ზურაბ პატარაძე აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნისათვის გაწეული დახმარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. მაროშ შევჩოვიჩის თქმით, აჭარა გამოირჩევა ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების სიმრავლით. „განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიმდინარე საერთაშორისო პროექტების რიცხვი, […]

ყალბი ფულის გასაღების ფაქტი

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიერ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის […]

აჭარის მთავრობა ქობულეთში ნაკვეთს ჰყიდის

აჭარის მთავრობა, ქობულეთში, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ჰყიდის. აუქციონის საწყისი ფასი 1 600 000 ლარია. ტერიტორიით ყაზახი ინვესტორია დაინტერესებული. მყიდველს 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელების და ქობულეთში, პირველი კაზინოს გახსნის ვალდებულება ექნება. რამდენია სამორინეებისგან მიღებული შემოსავლის წილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში?

დაგვიანდა თუ არა გზის რეაბილიტაცია?

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება რომ, კურორტ ბეშუმში  შიდა გზის კეთილმოწყობა ინდმეწარმემ განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა, გამგეობამ  კი კომპანია არ დააჯარიმა. ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ხულოს გამგეობაში. ლაშა ბოლქვაძის განცხადებით,  ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა მშენებარე კომპანიას 5 სექტემბრამდე აქვს, სამუშაოები კი მისი თქმით,  შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით შეჩერდა. ბეშუმის კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 300 […]
delegacia
0

აჭარის დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ წულაძის მეთაურობით, გერმანული მხარის მიწვევით, 4-5 სექტემბერს გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდთაგის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართულ დელეგაციას, ვიზიტის პირველ დღეს, ლანდთაგის პრეზიდენტის მოადგილემ დიტერ დომბროვსკიმ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბრანდენბურგის საკანონმდებლო ორგანოში შემავალი პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები, […]
gvi
0

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში – საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციას, რომელიც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაური შეფასებით, პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. “ამ მასშტაბური […]
qum
0

ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს. […]

3 000 ლარი ქობულეთის გამწვანებისთვის

ქობულეთის გამგეობამ, წელს ქობულეთის გამწვანება დაასრულა. გამწვანების სამსახურის 256 ათასიანი ბიუჯეტიდან, უშუალოდ მცენარეების დარგვას 3 ათასი ლარი მოხმარდა. ყვავილები დარგეს გამგეობის შენობის წინ, რომლის ნაწილი უკვე გახმა. სამსახური მომდევნო თვეებში, გასულ წლებში დარგული მცენარეების მოვლასა და ქალაქის სარეველა ბალახებისგან გაწმენდაზე იმუშავებს, რისთვისაც საცელი აპარატები ახლახან შეიძინეს. გ ამწვანების სამსახურის ფუნქციებში ტროტუარების მოწესრიგებაზე, დაგებაზე, ამისთვის ცემენტისა […]

ვინ აკონტროლებს ქუჩაში გამოტანილ პროდუქტს?

მაღალი ტემპერატურა და მზეზე გასაყიდად გამოტანილი სურსათი. გარევაჭრობას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ვერ აკონტროლებს, შესაბამისად უწყება ძირითადად შემდეგი რეკომენდაციით შემოიფარგლება: ნუ იყიდით შეუსაბამო პირობებში გასაყიდად გამოტანილ საკვებს. შეუსაბამო პირობები გვხვდება ვაჭრობისთვის ნებადართულ ადგილებშიც. როგორია ექიმების რჩევები და რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები? “აჭარის ტელევიზია”

წყლის ახალი ავზები და მრიცხველები ქედაში

წყლის მრიცხველები დაბა ქედასა და მახუნცეთში. საკრებულომ უნდა დაადგინოს ტარიფი, მოსახლეობა კი გამრიცხველიანებას ეწინააღმდეგება. შიშობენ, რომ შესაძლოა საფასური ვერ გადაიხადონ. თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ აბონენტები რესურსის ეკონომიურად ხარჯვაზე იზრუნებენ. ბოლო რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის წყლის ავზების მშენებლობა მიმდინარეობს. მოძველებულია წყლის მილებიც. როგორ მიმდინარეობს სოფლებში წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარება, რომელიც ადგილობრივებს განსაკუთრებით ზაფხულობით აწუხებთ? “აჭარსი […]
ssamrtlo
0

1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება აჭარაში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს კიდევ ერთ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კვლევის საგანი კვლავაც 2013-2017 [30 იანვრის ჩათვლით] წლებში 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება იყო. „2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა“, – წერია კვლევაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წინ წლებთან შედარებით სახელმწიფო […]

30 მილიონი ბათუმის სანაპიროსთვის

ბუნებრივი კვების გარეშე დარჩენილი სანაპირო ზოლი და ნაპირგამაგრებითი სამუშაოები. ბათუმის პლაჟების ერთ-ერთი მთავარი საკვები მდინარე ჭოროხი და ამ მდინარიდან ჩატანილი ნატანი იყო. ნატანის რაოდენობა ჯერ მდინარის კალაპოტის შეცვლამ, ბოლო პერიოდში კი მაღალმთიან აჭარაში კაშხლების და ჰესების მშენებლობამ შეამცირა. პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის გასამაგრებლად აზიის განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით მილიონობით ლარი იხარჯება. სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა პროექტს […]
qon
0

ქონების ჩამორთმევა ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტობანის მშენებლობის გამო

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებით მიენიჭა, რომლებსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ჯავახაძე აწერს. „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან […]
mesxidze
0

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავთანდილ მესხიძე უხელძღვანელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ესტუმრა და სამინისტროს თანამშრომლებს ახლად დანიშნული მინისტრი ავთანდილ მესხიძე წარუდგინა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ავთანდილ მესხიძე უცხო კადრი არ არის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, მას წლებია სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია და კარგად იცნობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებს, ისე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ზურაბ პატარაძემ […]
ele
0

ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც იზრდება

თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა. “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფზეც სემეკმა დღეს იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად […]
111
0

ხულოს “ნაცმოძრაობა” ტუალეტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი გუნდი თანამედროვე ტუალეტების ფასსზე კამათობს. ხულოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ლიდერი, ირაკლი ჯორბენაძე „აიპრესთნ“ ირწმუნება, რომ მწვანე ტბაზე საპირფარეშოს მშენებლობისთვის 11 500 ლარი საკმარისი არა არის. ჯორბენაძის მტკიცებით ამ თანხით თანამედროვე ტიპის სტანდარტის საპირფარეშოს მშენებლობა შეუძლებელია და მოითხოვს არსებულ ციფრს თანხის 50% დაემატოს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით მწვანე ტბაზე თანამედროვე […]
metro
0

15 ივლისს ბათუმში მეტრო მარტის ჰიპერმარკეტი უნიკალური აქციით გაიხსნება

15 ივლისს, ბათუმში, ჭავჭავაძის #131-ში, [სამკერვალო ფაბრიკის ყოფილი შენობა], მეტრო მარტის რიგით მეხუთე ტექნიკის ჰიპერმარკეტი საზეიმოდ და სპეციალური ფასდაკლების აქციებით გაიხსნება. ჰიპერმარკეტში მომხმარებლებს ტექნიკის ფართო არჩევანი დახვდებათ. გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მეტრო მარტის ბათუმის ფილიალში მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს სპეციალური ფასები, განსაკუთრებული შეთავაზებები ყველა კატეგორიის ტექნიკაზე, საჩუქრების მოსაგებად ჩატარდება არაერთი სახალისო კონკურსი, დღის ბოლოს კი ყველაზე […]
lar
0

შსს-ს მომსახურების სააგენტოს არაკონკურენტული ტენდერები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეულ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის აღწერისას მითითებული ჰქონდა ისეთი პარამეტრები, რომელთა სიდიდეების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა, ან საერთოდ საჭიროება აუცილებლობას არ წარმოადგენდა და აკმაყოფილებდა მხოლოდ კონკრეტული პრეტენდენტის ინტერესებს – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, ზოგჯერ პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული იყო ისეთი საქონელი, რომელთა ტექნიკური პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ […]
4154
0

ბათუმში ახალი შუქნიშნებისთვის 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, 8 ადგილზე, მათ შორის გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, ახალი შუქნიშნები და საგზაო ნიშნები მოეწყობა. შესაბამის შესყიდვას ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო განახორციელებს. სააგენტომ, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, ტენდერი უკვე გამოაცხადა, საწყისი ღირებულებით – 1 375 690 ლარი. ახალი შუქნიშნები ბათუმში დამონტაჟდება შემდეგ ადგილებში: პუშკინისა და დ. თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე; პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე; […]
gas
0

ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 126 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტრო ტექნიკურ ზედამხედველს ტენდერით შეარჩევს. გამარჯვებულმა ზედამხედველობა გაზსადენის მშენებლობის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. ტექნიკურმა ზედამხედველმა ტექნიკური ზედამხედველობა გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებასა და მათ ხარისხიანად შესრულებაზე უნდა განახორციელოს. გაზსადენი წელიწადნახევარში უნდა აშენდეს, მაგრამ, თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით […]
shemovliti gxza
0

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად არსებული გზა  ტურისტულ […]
lari
0

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა – ხვალ 1 დოლარი 2.56 ლარი ეღირება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში 0.116 პუნქტით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.5612 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.5496 ლარად არის შესაძლებელი. წყარო:”ipress.ge”
xuloo
0

ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 789 760 ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 579 150 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნადიმ ვასაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაცია ექსპლუატაციას მოხმარდება, რისთვისაც 3 299 864 ლარია გამოყოფილი. ინფრასრტუქტურულ მშენებლობებში ძირითადი მიმართულება: ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას და მუნიციპალიტეტის ცენტრის კეთილმოწყობას გულისხმობს. ჯანმრთელობის […]
batumi
0

ბათუმის ბიუჯეტი 6 მილიონ 756 ათასი ლარით გაიზარდა

რამდენიმე საათია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე მსჯელობენ.  ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 6 მილიონ 756  ლარით იზრდება. აქედან თანხის ნაწილი ”ბათუმობის” დღესასწაულს მოხმარდება. საკრებულოს წევრების შენიშვნები სწორედ ბათუმობის დღესასწაულს უკავშირდება. “აჭარის ტელევიზია”
akad
0

ბათუმში სკანდინავიური ბრენდის საოჯახო საქონლის მაღაზია გაიხსნა

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის #88-ში სკანდინავიური ბრენდის მაღაზია „იუსკი“ JYSK 8 ივლისს გაიხსნა. „იუსკი“ გლობალური საცალო სავაჭრო ქსელია, რომელიც მომხმარებელს სახლისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებს, ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს. ქსელი ოპერირებს პრინციპით – „ყველაფერი სახლისთვის“. თბილისში “იუსკი” 2016 წლის ბოლოს გაიხსნა. „იუსკის” პირველი მაღაზია მისმა მფლობელმა ლარს ლარსენმა დანიაში, ქალაქ აარჰუსში 1979 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე […]

”საქართველოს ევროპული გზა”-კონფერენციის დასკვნითი დღე

”საქართველოს ევროპული გზა”-კონფერენცია ბათუმში დილიდან განახლდა. სამუშაო სესიის ერთ–ერთი თემაა ,,დღევანდელი უსაფრთხოების არქიტექტურა, რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა“. ასევე იმსჯელებენ უვიზო რეჟიმზე ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტზე და მიგრაციის საკითხებზე. სიტყვით უკვე გამოვიდა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. ასევე განცხადებები გააკეთეს, თავდაცვის მინისტრმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, […]
321
0

ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ბათუმელების“ ინფორმაციით გამარჯვებულად თურქული კომპანია დასახელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვიდასტურეს ის, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის თურქული კომპანია შეარჩიეს, თუმცა სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. „მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში და ამ ეტაპზე მათგან პასუხს ველოდებით. მათი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულებაც და სატენდერო პროცედურებიც ამის შემდეგ დასრულდება, რაზედაც მოგვიანებით […]

“შუახევჰესი”

შუახევჰესის მშენებლობა დასრულდა და ობიექტი ექპლუატაციაშიც შევიდა, თუმცა პროტესტი გრძელდება – დამშრალი წყაროები შუახევის სოფლებში. “აჭარის ტელევიზია”

გზის რეაბილიტაცია

პირველად კაპრეშუმი – ყოროლისთავის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საავტომობილო და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი გამოიყო. “აჭარის ტელევიზია”
germa deleg
0

საიუბილეო ღონისძიება ბრანდენბურგის ლანდთაგში

17 Photos · Updated 6 minutes ago   გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – ვახტანგ წულაძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), ნინო ჩხეტია, ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი რომანაძე, დავით თედორაძე, ირაკლი ჭეიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენელი სულხან დუმბაძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, 5 სექტემბერს ბრანდენბურგის ფედერალური მიწის […]

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა – ხულოში

ხუთი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი ხულოში, სადაც ამ წუთებში საკრბეულოს პირველი სხოდმა მიმდინარეობს. ახალი მოწვევის საკრებულო 28 დეპუტატითაა წარმოდგენილი. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
ipm
0

IPM: მოსახლეობის 93,3% მიიჩნევს, რომ 2018 წელი შარშანდელთან შედარებით უკეთესი იქნება

მოსახლეობის 93,3% თვლის რომ, 2018 წელი წინა წელთან შედარებით უკეთესი იქნება. ეს შედეგი IPM-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. “ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა იგივეა ბავშვების საახალწლო განწყობის შეფასების შემთხვევაშიც. 93,3%-ის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები ბედნიერები ხვდებიან ახალ წელს”, – აცხადებენ კვლევის ავტორები. კვლევის მიხედვით, ქართველებმა საახალწლო სუფრაზე, საშუალოდ, 200-დან 300 ლარამდე დახარჯეს. ქართული საახალწლო სუფრის პირველი […]

გოდერძზე გზის მშენებლობის გამო 40 ოჯახს კომპენსაციას სთავაზობენ

დღევანდელ ფორუმზე საუბარი კურორტ გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობებსაც შეეხო. განაშენიანების რეგულირების დოკუმენტის თანახმად ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი უნდა განთავსდეს. მშენებლობებისთვის მიწის დათმობის სანაცვლოდ, 50-მდე ოჯახს, კომპენსაციას გადაუხდიან. ასევე, იგეგმება შიდა გზის მოწყობა, რის გამოც 480-მდე მცენარე უნდა მოიჭრას. რაც შეეხება კურორტამდე მისასვლელ გზას, ანუ ხულო-გოდერძის მონაკვეთს, ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს.

ბათუმის რომელ უბანში აშენდება ახალი სკოლა?

ბათუმში შესაძლოა ახალი სკოლა აშენდეს. საჯარო სკოლის შენობისთვის კონკრეტული ადგილი არ სახელდება, თუმცა საჭიროებაზე, იმაზე, რომ სკოლა ქალაქის ცენტრში უნდა აიგოს, მოთხოვნა და ე.წ. ცენტრალურ სკოლებში რეგისტრაციის რაოდენობაც მეტყველებს. ბათუმში, ბოლო 30 წელია სკოლა არ აშენებულა. რაც შეეხება დანგრევას, ათი წლის წინ ძველ ბათუმში პიაცას ადგილზე არსებული მესამე სკოლა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მეექვსე სკოლის შენობა […]

ქვეყნის საგარეო კურსი – შეხვედრა ბათუმში

,,საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები’’- ამ საკითხებზე დღეს საჯარო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ოკუპაციაზე ისაუბრეს. შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. “აჭარის ტელევიზია”

განმეორებითი შესწავლა

შუახევში, სოფელ კობალთაში დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები განმეორებით შეისწავლიან. გამგებლის ინფორმაციით, გეოლოგების დასკვნის შემდეგ შესაძლოა 12 ოჯახის განსახლება აუცილებელი გახდეს. შუახევში შიშობენ, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში წუმპოს მთიდან მეწყრული პროცესები შესაძლოა კვლავ განმეორდეს. შეგახსენებთ, სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები ერთი თვის წინ განვითარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილი იყო. “აჭარის ტელევიზია”
xidi
0

საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის ხულოში 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში იგეგმება 7 550 კილომეტრზე ასფალტის საფარის მოწყობა – 3 498 780 ლარის ფარგლებში, ხოლო 25 კილომეტრ გზაზე (8229 კუბ.მ.) ბეტონის საფარი მოეწყობა – 1 521 552 ლარის ფარგლებში. ერთი ხიდის რეაბილიტაციაზე უკვე დაიხარჯა 85 000 ლარი. ასევე იგეგმება 44  ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა, […]
andza
0

5862 კვ/მ მიწა 1 ლარად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზისთვის

ჯამში 5862 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავრობამ საკუთრებაში სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. კერძო კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემა თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. მიწის ნაკვეთები მდებარეობს აჭარაში, კერძოდ, დაბა ხელვაჩაურსა და ხელვაჩაურის სოფლებში: კაპანდიბი, მახო, ერგე, სიმონეთი, მირვეთი, მარადიდი, კირნათი. საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ […]
chex
0

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი იწყება

15 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირმა სოფლის განვითარების კიდევ ერთი ახალი პროექტი წარადგინა. პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ჩეხეთს რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. პროექტი ითვალისწინებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალური თანამონაწილეობას სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში. ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე […]
droshebi
0

ბათუმის მერია 77 975 ლარის დროშებს შეიძენს

ბათუმის მერიას 77 975 ლარი აქვს გათვალისწინებული 2018 წლისთვის დროშების შესაძენად. მერია სხვადასხვა ზომის 3736 ალამსა და დროშას თანმდევი მომსახურებით [მონტაჟი, დემონტაჟი, ფლაგშტოკების შეღებვა, დროშის ასაწევი ბაგირების გამოცვლა] შეიძენს. დროშებსა და შესაბამის მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს: ალმების ტარებით [ზომა 0,9 სმ] დამზადება ატლასის ნაჭრით, ზომა 0,7X0,5 მ-ზე. მოხდება სადღესასწაულო […]

ბიბენი ეკომიგრანტებს

თამარის დასახლებაში მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში 39 ეკომიგრანტ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. ბინების განაწილებას კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა. უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეულ ეკომიგრანტ ოჯახებთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში […]
fasadebi
0

ძეგლის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია ძველ ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქ. N4-ში მდებარე შენობის ფასადის, აივნისა და ფარნავაზ მეფის ქ. N45-ში მდებარე შენობის აივნის რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება. შესაბამისი ტენდერის მიხედვით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა, დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მომზადდეს. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო […]

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა

გაძვირდება თუ არა ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი – ეს ხვალ გაირკვევა. „სოკარ ჯორჯია გაზის“, “ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“ და „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს სემეკი დაადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა. სემეკს ახალი ტარიფი 2000 წლის შემდეგ არ დაუდგენია. “აჭარის ტელევიზია”
bodzauri
0

ზურაბ პატარაძემ სოფელ ბოძაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

ხულოს მუნიციპალლიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად სოფელ ბოძაურის მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავობა ავრცლებს. თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელს დაიწყო და 2018 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება. სარემონტო სამუშაოებს შპს ,,ლაპოტი“ ახორციელებს. მშენებლობაზე 8 […]
gomas mta
0

რა იგეგმება მწვანე ტბასთან და მთა ღომაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მწვანე ტბისა და ღომას მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტების შედგენაზე კონკურსები გამოაცხადა. მწვანე ტბის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 67 700 ლარია, ხოლო  მთა ღომას განვითარების პროექტში სამინისტრო 84 700 ლარს გადაიხდის. ორივე კონკურსი 2017 წლის 7 სექტემბერს დასრულდება, პროექტები კი სამინისტროს ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს. საკონკურსო წინადადების მიხედვით მწვანე ტბასთან, საპროექტო ტერიტორიაზე შესაძლებლობისამებრ […]
1
0

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „რეზონიაკის“ მწარმოებელ კოოპერატივს „ეკო ფერმა გონიო“-ს დანადგარების შეძენაში დაეხმარა

გაეროს განვითარების პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „რეზონიაკის“ მწარმოებელ კოოპერატივს „ეკო ფერმა გონიო“-ს დანადგარების შეძენაში დაეხმარა, რაც წარმოების გაზრდასთან ერთად ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. „რეზონიაკი“ არის ციტრუსის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, რომლის შემადგენლობაშიც მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი და გრეიფუტია. მისი რეცეპტის შექმნაზე წლების განმავლობაში მუშაობდა ქართველი მიკრობიოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი რეზო ადამია. „რეზონიაკი“ 100%-ით ნატურალური […]