ეკონომიკა270 Videos

ზურაბ პატარაძე სასტუმრო კომპლექს „თვინ თაუერსის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება. 30-მლნ დოლარის ინვესტიცია; კომპლექსში განთავსდება: ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში; სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა; ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები; შიდა და გარე ავტოსადგომი მშენებლობის პროცესში 450, ხოლო დასრულების შემდეგ 150 ადამიანი დასაქმდება აშენდება ორი 28 სართულიანი და ერთი 20 სართულიან შენობა პროექტი დასრულდება 2021 წლის ზაფხულში „თვინ […]

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]

ქართული ქაფშია ევროპის ბაზარზე გავა

საქართველო  მესამე ქვეყნების ჩამონათვალში ჩაისვა, საიდანაც თევზპროდუქტების იმპორტი  დაიშვა. გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2 წელიწადი ელოდა, 16 ივნისს, ბრიუსელში მიიღეს. შეთანხმება საქართველოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას ავალდებულებს. მზადების რა პროცესი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ბაზარზე ახალი შესაძლებლობებით სარგებლობით ნებართვის მიღებამდე და როგორ აფასებენ ქართული ქაფშიის ევროპულ ბაზარზე რეალიზების შესაძლებლობას  გარემოსდამცველები, ნახეთ სიუჟეტში. TV 25

სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს. “tv 25”

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „ჰილტონში“, საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით – „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ დაესწრო. კონფერენციას, რომელიც „საქპატენტისა“ და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში მესამედ ტარდება, ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]
astana
0

“Georgian Airways”-მა ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ოპერირება დაიწყო

ქართულმა ავიაკომპანია “Georgian Airways”-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღნიშნულ მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ გუშინ 18 ივნისს შეასრულა. რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა),  Boeing B737 CL-600  ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა “Georgian Airways”-ს​ 19 მაისს მიენიჭა. […]
migranti
0

პროექტი მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

19 მცირე ბიზნესი და 2 სოციალური საწარმო _ პროექტები 2 წლის განმავლობაში მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ “ინტელექტის„ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა. პროგრამის მიზანი ეკომიგრანტების პროფესიულ განვითარება და დასაქმებაა. პროფესიული სწავლების საგრანტო პროგრამით 142 კურსდამთავრებული ჰყავს. “აჭარის ტელევიზია”

5,5 მილიონი ახალი ავტობუსების შესაძენად

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა სამ ფინანსურ შეთანხმებას. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისთვის დამატებით 3.5 მლნ ევრო გამოიყოფა. სასესხო და საგრანტო ფინანსური შეთანხმება შედგა EBRD-თან ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის გასაახლებლად, ქალაქს 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე მუნიციპალური ავტობუსები შეემატება. “აჭარის ტელევიზია”
20155726_1458274300898784_3421593466744100173_n
0

ბათუმში აჭარის საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა.

სასტუმრო შერატონში, „აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი“ გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ნინო ჩხეტია, ნუგზარ სურმანიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ვახტანგ წულაძე და ცოტნე ანანიძე დაესწრნენ. უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ […]
BSU
0

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება: ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები, ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი […]

საჩუქარი ბოტანიკურ ბაღს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მცენარეთა დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სარეველა ბალახებთან საბრძოლველად გამოსაყენებელი სამუშაო ხელსაწყოები გადაეცა. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თიკას თანამშრომლებმა, ბოტანიკურ ბაღს გასულ წელს რამდენიმე ათასი დოლარის საჭირო ინვენტარი გადასცეს.  “აჭარის ტელევიზია”
sax mius
0

ქედაში 8 უსახლკარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი

ქედაში ეკომიგრანტთა პირველი კატეგორიის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, 8 უსახლკარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ აიპრესს მუნიციპალიტეტის გამგეობამ განუცხადა. სოციალური სახლი დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ადგილმრეწველობის შენობაში მოეწყობა, რომლის რეკონსტრუქციისათვის 436 046 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად მოინახულა. სამუშაოებს ტენდერში […]
qob biuj.gan
0

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

ქობულეთის კულტურის სახლში ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით ქობულეთის 2018 წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში 25 656 100 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი რჩება. ქალაქ ქობულეთის მერმა პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს […]
chadrakkis
0

საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება

2018 წელს საქართველო მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. ტურნირი ბათუმში 23 სექტემბიდან – 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია, შემდეგ კი საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. მანამდე კი ბათუმში საქართველოს მთავრობის წევრებისა და ფიდეს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაციის სამუშაო შეხვედრა […]

შრომის ბაზრის მოთხოვნა ქედაში

ის რომ, მაღალმთიან აჭარაში სამუშაო ადგილების დეფიციტია, ამაზე “მთავარში” არაერთხელ ვისაუბრეთ, დღეს კი ილონა შავლიძე დაინტერესდა რომელი სპეციალობის მქონე მოქალაქეების დეფიციტია ქედაში. აღმოჩნდა, რომ არაერთხელ ნახსენები ინგლისური ენის პედაგოგების გარდა, პრობლემურია ელექტრომექანიკოსების, შემდუღებლების და ინჟინრების პოვნა. რაში ხედავენ გამოსავალს დასაქმების სააგენტო და გამგეობა?
sarfi
0

შემოსავლების სამსახური: სარფში მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოერთვათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი [ჯამში 26 300 ღერი] აღმოაჩინეს. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით“ – აღნიშნულია შემოსავლების […]

ბინები ეკომიგრანტებისთვის

ხულოს სოციალურ სახლში ბინას კიდევ 14 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. გადაწყვეტილება შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო. სხდომაზე დაზარალებული ოჯახების მონაცემები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა წარმოადგინა. ხულოს სოციალური სახლი 72 ბინიანია, კომისიის მიერ 45 ოჯახზე დადებითი გადაწყვეტილება გასულ სხდომებზე მიიღო. ვის გადასცემენ დარჩენილ 13 ბინას, მომდევნო კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. სხდომაზე კომისიის წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი […]
metro
0

სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში „მეტრომ“ თავის შვილობილ კომპანიებზე გაასხვისა

„მეტრო ატლას ჯორჯიამ“ სასტუმრო „ეიფორია“ და სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი“ ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილ კომპანიებზე ჯამში 306 მილიონ 250 ათას ლარად [დაახლოებით 125 მილიონ აშშ დოლარად] გაასხვისა. სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში, ახალ ბულვართან, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე „მეტროს“ მიერ განხორციელებული პროექტ „მეტრო სითის“ ნაწილია. „მეტრო ატლას ჯორჯია“ საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფაქტობრივად თავადაც ჰოლდინგ […]
kaz
0

მილიონები ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესისგან  მოსაკრებლის სახით წლის განმავლობაში 29,5 მილიონ ლარს ელოდება. „გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 21 მილიონ 835 ათასი ლარი შევიდა. ანუ პროგნოზთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის ბიუჯეტში 17 მილიონ ლარამდეა შესული სათამაშო ბიზნესიდან, დაახლოებით 12,5 მილიონ […]

ცვლილება ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი. 2 თვით ადრე, ბათუმის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი  ლარით გაიზარდა. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი ქალაქის მთავრობას რეგიონის მთავრობამ გადასცა, ფული ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა შემოსულობების ხარჯზეც, 200 ათასი ლარი კი ტრანსფერის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაემატა. რაში დახარჯავს მერია ფულს? გაზრდილი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი […]
biuros sxdoma
0

ბიურომ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული 5 საკითხი განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს  სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს წევრებმა ერთხმად მიიღეს ცნობად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე […]
sakrebulos sxdoma xulo
0

ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

18  მომხრე და 8  წინააღმდეგი – ხულოს ბიუჯეტი დამტკიცებულია. ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა კენჭი საკრებულოს სხდომაზე უყარეს. 2018 წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 9 მილიონ 579 ათას 150 ლარით განისაზღვრა.  აქედან გათანაბრებითი  ტრანსფერი მილიონ 456 ათასი ლარია, ხოლო კაპიტალური ტრანსფერი 2 მილიონ 497 ათას  400 ლარს შეადგენს. ოპოზიცია  მთავარ  ფინანსურ   დოკუმენტს იწუნებს, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით თანხები არამიზნობრივადაა გადანაწილებული და ინფრასტრუქტურული […]
1111
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბელარუსში სამუსაო ვიზით იმყოფება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბელარუსში ვიზიტი იწყება. დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პირველ პირთან, ვიცე-პრემიერთან, ასევე მოგილიოვის ოლქის გუბერნატორთან და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთოებბის გარღმავებაა. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებებზე გამახვილდება ყურადღება. “აჭარის ტელევიზია”
bina
0

ბათუმში 13 კორპუსს ლითონის ფურცლებით შეფუთავენ

„ბათუმის კორპუსი “ 13 საცხოვრებელ სახლზე ლითონის ფურცლების შემოკვრას გეგმავს. „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ნაკაიძის თქმით, საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ლითონის ფურცლებით შეფუთავენ, გენერალ აბაშიძის, ინასარიძის ქუჩაზე, ლერმონტოვის 102-ში და ჯავახიშვილის 6-ს ნომერში დგას. კორპუსები შეიფუთება ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზეც. „ადრე ამ სახლებს გარედან შემოკრული ჰქონდა ე.წ. შიფერი, რომელიც დალპა, ცვივა და ავარიულია. ამიტომ აუცილებელია […]
AVTOBUSI
0

ბათუმის მერია 10 ელექტრო და 20 ევროსტანდარტის ახალ ავტობუსს შეიძენს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (EBRD), ბათუმს ახალი დაბალძირიანი ავტობუსები მოემსახურება, რაც საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს. პროექტი ევრობანკის მიერ მართული მრავალდონორიანი აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში ხორციელდება. ევრობანკი საქართველოს 5.5 მილიონი ევროს სუვერენულ სესხს გამოუყოფს. თანხა ბათუმის მერიას გადაეცემა, რათა შპს […]
20264850_1970627913166381_3419413475735007453_n
0

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ნაილე ლაზიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

აჭარის მთავრობის სხდომა

რეგიონში 12 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის   აჭარის მთავრობამ 3  მილიონ 565  ათას 283 ლარი გამოყო. თანხა, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომელიც ქობულეთსა და ქედაში თითო, ბათუმში ხუთ  და საავტომობილო გზების მიერ დაგეგმილ პროექტებზე დაიხარჯება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიას თანხა გაეზარდა გამარტივებული შესყიდვებისთვის.  დღესვე კომპანია ,,მეტრო ატლას ჯორჯიასა”  და კომპანია  „ბედეგი ბილდინგს“ საპრივატიზაციო პირობები შეეცვალათ. “აჭარის […]
KOM
0

მიწის კომისიამ გონიოელების საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო

გონიოელებისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვა ხელახლა დაიწყო მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. პირველ ჯერზე კომისია ოთხი გონიოელის შემთხვევას განიხილავს – ენვერ ირემაძის, ჯემალ ბათაძის, რუსუდან ჯავახიშვილის და მზევინარ ლამპარაძის. ამ პირების სარჩელი მიმდინარე წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის საკუთრების კომისიის წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გონიოს 60-მდე […]
sx
0

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 2018 წელს შემოსავლების ნაწილში 44 მილიონით იზრდება

აჭარის მთავრობის სხდომაზე 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მილიონით განისაზღვრა. საპროგნოზო დოკუმებტის მიხედვით 6 მილიონი ლარით გაიზრდება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი. თანხა 65-თ კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას, 190 ხელოვნური ნაგებობისა და 14 ახალი ხიდის მშენებლობას მოხმარდება. 32 პროცენტით გაიზრდება ტურიზმისა […]
lib ban
0

ლიბერთი ბანკი 2017 წლის შემაჯამებელ სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშს აქვეყნებს

გასულ წელს ლიბერთი ბანკის დახმარებით, 50-ზე მეტ მიუსაფარ ბავშვთა სახლს ჰქონდა უწყვეტი ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, რომლის საფასურის სრული ანაზღაურება ბანკმა უზრუნველყო მთელი წლის განმავლობაში, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს. გასულ წელს ლიბერთი ბანკის დახმარებით: ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს Educare Georgia-სთან და Khan Academy-ს ფარგლებში ჩვენ ონლაინ განათლების ხელშეწყობის პროგრამაში […]
mshenebloba
0

სამშენებლო პირობების დამრღვევები, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან

მერიის არქიტექტურის სამსახურმა, დღეს 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს მშენებლობა და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1 ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრამდეა ძალაში. საკრებულოს წევრის კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია […]
KOLEJI
0

კოლეჯი „გოლდენი სიი“ – დუალური სწავლება ბათუმში, სწავლა და მუშაობა ერთდროულად

კოლეჯის შექმნის იდეა დუალური სწავლების შესახებ იდეა 2013 წელს დამებადა, მაშინ სასწავლო მივლინებით გერმანიის ქალაქ გარმიშში ვიყავი, სადაც თანმიმდევრულ თარგმანს (ინგლისური, რუსული) ვსწავლობდი ევროპის ენების სასწავლო ცენტრში. სულ ექვსი სტუდენტი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი ამერიკის საელჩოდან, წარმოშობით ნორვეგიელი. ერთ დღეს ის სკაიპით შვილს ესაუბრებოდა, ვიცოდი, რომ მისი შვილი სწავლობდა პროფესიულ კოლეჯში, თუმცა […]

თვითნებურად მოწყობილი პარკირების ადგილები

ხშირად შეგხვდებათ ქალაქში, მანქანისთვის განკუთვნილ ადგილზე სკამი ან მანიშნებელი, რომ დაკავებულია, ასევე თვითნებური ბაქნებია მოწყობილი თბილისის მოედანზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის. როგორ არეგულირებს ქალაქის მერია ამ საკითხს? “აჭარის ტელევიზია”
0

შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ერთი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 22 685 ლარი, შუახევის გამგეობამ, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყო. საცხოვრებელი სახლების გასამაგრებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება, შუახევის გამგეობაში მოქმედმა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელმა კომისიამ დღეს, 19 ივლისს მიიღო. გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები, […]

ქედის სარეზერვო ფონდი

ქედის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ბოლო 7 თვის განმავლობაში 67 ათას 260 ლარი დაიხარჯა. ქედის გამგებლის ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასა და საზღვარგარეთ რამდენიმე გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებისთვის გადანაწილდა. ქედის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი წელს 86 ათასი ლარია. “აჭარის ტელევიზია”

ნაპირსამაგრი სამუშაოები

ქედაში მდინარე აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, რის შედეგადაც  მუნიციპალიტეტის  დაბის ტერიტორია 2 ჰექტარით გაფართოვდა.  სამუშაოების მეორე ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთს  მოაშანდაგებენ. აქ პარკინგისა და მოსასვენებელი პარკის მოწყობა იგეგმება.  სამუშაოები გასულ წელს დაიწყო  და  ბიუჯეტიდან  მილიონ 737 ათასი ლარი გამოიყო. პროექტი  2018 წელს დასრულდება. “აჭარის ტელევიზია”
skola12
0

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ქობულეთის N3, სახალვაშოს, კვირიკე N1, ზედა დაგვას და ალამბრის საჯარო სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო გორგაძეების და ოჩხამურის საჯარო სკოლების სპორტული დარბაზები. სოფელ დაგვასა და კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები […]
shuaxevi 2
0

შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. მუნიციპალიტეტის 2018 წლის საწყისი ბიუჯეტი 7 314 000 ლარია. აქედან ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 2 925 300 ლარი, ხოლო განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით 1 571 000 ლარია გათვალისწინებული. ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 561 000 ლარი დაიხარჯება.100 […]
22
0

ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება

2018 წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში უმასპინძლებს. ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ინსპექტირების მიზნით დღეს ბათუმში ფიდეს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება სტუმრად. დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) გეორგიუს მაკროპულოსი ხელმძღვანელობს. სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სპორტის […]
barcxana2
0

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში 18 ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია განხორციელდება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აგარაკის ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ჭები და მიმდინარეობს გრუნტის შეცვლის სამუშაოები. ჯემალ ქათამაძის ჩიხში კი დახურული სანიაღვრე არხის მოწყობა ხორციელდება. საერთო ჯამში, ბარცხანის დასახლებაში 18 ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 484 ათას 44 ლარს შეადგენს.
111
0

სავაჭრო ჯიხურებითა და დახლებით შეზღუდული საფეხმავლო ბილიკები – წერეთლის ქუჩა

სავაჭრო ჯიხურებითა და დახლებით შეზღუდული საფეხმავლო ბილიკები – წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები უკვე წლებია აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ. ბათუმის მერიას კი საკითხის მოგვარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ ქუჩაზე ანტისანიტარიაა, გადაადგილება შეუძლებელია და დღის განმავლობაში აუტანელი ხმაურია. როგორ აპირებს ქალაქის თვითმმართველობა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას? მერიაში აცხადებენ, რომ “ქალაქში არსებული უკანონო გარე ვაჭრობის აღკვეთისა და უნებართვოდ განთავსებული უსახური ნაგებობების დემონტაჟის […]
00
0

ზურაბ პატარაძე თურქეთის საკონსულოს მიერ გამართულ ღონიძიებას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ქალაქი მერი ესწრებოდნენ. 2016წლის 15ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას 250-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. თურქეთის საკონსულოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება სწორედ დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. სასტუმრო „ეიფორიაში“ გამართული შეკრება წუთიერი დუმილით დაიწყო და თურქეთის გენერალური კონსულის […]
mwvane
0

მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს 24 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს გაეცნო. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება […]
par
0

ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება

ქობულეთის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, 29 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1,6 მილიონი ლარია, ბიჯი – 48 ათასი ლარი. აღნიშნული ტერიტორია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 277 ნომერში მდებარეობს და აქ წლების წინ სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა. აუქციონის პირობების მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია: საბოლოო საპრივატიზებო საფასური […]
tye
0

ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ამჯერად 467 ერთეული ხე მოიჭრება. 4 სახეობის ხე, რომლებიც უნდა მოიჭრას, „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიეცა: „აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში არსებული, საქართველოს […]
genderi
0

მაღალმთიან აჭარაში “ოცნების” მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებიდან არცერთია ქალი

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნისთვის “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლებს მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე წარუდგინა. მაღალმთიან აჭარაში დასახელებული კანდიდატებიდან არცერთი არაა ქალი. პარტიამ ამომრჩევლებს მაღალმთიან აჭარაში სამი მერობის კანდიდატი და 31 მაჟორიტარიტარობის კანდიდატი დაასახელა. აიპრესის ყურადღების ცენტრში კი მოხვდა ის ფაქტი რომ დასახელებული კანდიდატებიდან ყველა მამაკაცია. გთავაზობთ პარტია “ქართული ოცნების” ხულო, ქედა, შუახვის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების […]
qed biu
0

ქედის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

დეპუტატებმა ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონ 536 ათას 900 ლარს შეადგენს. აქედან კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 510 ათასი ლარია. პრიორიტეტი გასული წლის მსგავსად წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათ შორისაა დაბა ქედის კეთილმოწყობა, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება. ბიუჯეტის პროექტს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ორმა წევრმა სხდომათა […]

ატრაქციონები და სტადიონების კეთილმოწყობა

საარჩევნო წელი და ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იმის მიუხედავად, რომ ბათუმის არაერთ უბანში მოსახლეობა წლებია დაზიანებული მინი-სტადიონების და ბავშვთა ატრაქციონების გამოცვლას ითხოვს, ამისთვის თანხა ბათუმის მერიამ წელს გაითვალისწინა. ნაწილზე ტენდერები უკვე გამოცხადდა და სამუშაოები არჩევნებამდე დასრულდება. იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტს ნაშთი მორჩა, ამბობენ, რომ ამ კონკრეტული პროგრამებისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდათ. “აჭარის […]

მარადიდის მოსახლეობის პროტესტი

კირნათი- მარადიდის ჰესში რამდენიმე საათით სამუშაო პროცესი შეჩერდა, მიზეზი კი ადგილობრივების საპროტეტსო აქცია გახდა. მოსახლეობისთვის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებელი კომპანიის მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებელია და ისინი მის გაზრდას ითხოვენ. ადგილობრივები კომპენსაციას მიწის ფართობისა და საცხოვრებლის ფართის სანაცვლოდ ითხოვენ. ხელვაჩაურის გამგებელი ამბობს, რომ მათ კომპანიასთან შუამდგომლობა არაერთხელ გაუწია. მარადიდში ჰესს ,,აჭარა ენერჯი 2007” აშენებს. გაითვალისწინებენ თუ […]
qeda2
0

ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები

2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. […]

რატომ არ გადაეცა ამბულატორიებს მანქანები?

მაღალი გამავლობის ავტომანქანები, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს ამბულატორიებისთვის გადასცა, ქობულეთის გამგეობას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის არ დაურიგებია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მანქანების გადაცემას წინასაარჩევნოდ აპირებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ავტომანქანები  მუნიციპალიტეტს გადაეცა, მისი  გადანაწილება კი გამგეობამ უნდა უზრუნველყოს. “აჭარის ტელევიზია”
sx74
0

კომისიამ ანგარიშები ცნობად მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ,სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა, კომისიამ ერთხმად მიიღო ცნობად. კომისიის წევრებმა მოისმინეს და ასევე ერთხმად მიიღეს […]
pataradzee
0

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების 105 წლის იუბილე

დღეს ბოტანიკოსთა სიმპოზიუმი „კოლხეთის მცენარეთა სამყარო: მრავალფეროვნება, ეკოლოგია, კონსერვაცია“ გაიმართა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სიმპოზიუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ სიმპოზიუმის მისასალმებელ სიტყვაში რეგიონისათვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის ტურისტულ პოტენციალს განსაკუთრებით ამდიდრებს და ღირებულს ხდის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, […]
turr
0

ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა 

ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა 2017 წელს საქართველოში შემოვიდა 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური. 2017 წელს ტურისტების რაოდენობა 27.9%-ით გაიზარდა. იანვარ-დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო +39.9%,  ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% გერმანია +25.7% ● ასევე აშშ-დან + 24.5% ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის […]
chinelebi
0

უმსხვილესი ჩინური კომპანია აჭარაში ტურიზმის სფეროთი დაინტერესდა

აჭარაში შემოსვლით ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფია“ დაინტერესებული. კომპანიის პრეზიდენტ მი ენ ჰუა ბათუმში  დაახლოებით სამი კვირის წინ ჩამოვიდა და  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. ამ შეხვედრიდან მალევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ აუქცინზე  გასაყიდად ოთხი საინვესტიციო ნაკვეთი გამოიტანა. მინისტრმა აჭარაში  100 მილიონიანი ინვესტიციის შესაძლო განხორციეების შესახებ დაანონსა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტთან შეხვედრას […]
bulvari
0

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ვიდეოზე გავრცელებული შეფასება არასწორი და პროვოკაციულია

9 ივლისს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომლის ავტორის თქმითაც, ბულვარში პოლიციამ ახალგაზრდებს ქართული ცეკვა აუკრძალა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია არასწორი და პროვოკაციულია: „გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ავტორი მიზანმიმართულად აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შესაბამება: თითქოს, ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ კრძალავენ. ბულვარის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმულირება არის არამარტო არასწორი […]
FB_IMG_1500035717788
0

ზურაბ პატარაძემ სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ფინანსთა მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სანაპირო ზოლის აღდგენა-გამაგრების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროექტის დროული დასრულების აუცილებლობაზე. ,,ინფრასტრუქტურის მინისტრთან ბატონ ზურაბ ალავიძესთან ერთად ვიმყოფებით სარფში, სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოები დავათვალიერეთ. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი […]
beshimi1
0

ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას „გოდერძზე“ უკრაინელი ბიზნესმენები აპირებენ

„კურორტ გოდერძზე უკრაინელი ბიზნესმენები ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. აჭარის საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ გრძელდება. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება მხოლიდ კურორტ გოდერძთან მიმართებით არსებობს. „თუმცა დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შეთავაზება იქნება სოფლის მეურნეობის, ციტრუსის კუთხით, […]
bagiri
0

ზურაბ პატარაძე: ბათუმი-შუახევის პროექტის ფარგლებში 11 000 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება

“მაღალმთიანი აჭარის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტია, ეს არაერთგზის განვაცხადეთ მოსახლეობასთან შეხვედრებისას. უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების მოწესრიგება, წყლის მიყვანა, სკოლების, ბავშვთა ბაღების მშენებლობა.” – აცხადებს აიპრესთან ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. თავმჯდომარის თქმით, მათი ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო მაღალმთიანი რეგიონების სრულად გაზიფიცირება. სწორედ ამის ფარგლებში ხორციელდება ბათუმი შუახევის პროექტი. ზურაბ პატარაძე: […]
mwvane tba
0

ბოლქვაძე: მაღალმთიანი აჭარა ყოველთვის იქნება ტურიზმის ერთადერთი ძირითადი წამყვანი რეგიონი

მაღალმთიანი აჭარის დებუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ „აიპრესთნ“ ტურიზმის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დებუტატის განცხადებით ხულო, ქედა, შუახევში ტურიზმი უფრო მეტად განვითარდება. „მწვანნე ტბა, გოდერძის სათხილამურო ბაზა, ბოტანიკური ბაღი, კურორტი ბეშუმი ეს ყველაფერი არის იმის მომასწავლებელი, რომ სულ მალე მაღალმთიან აჭარაში ტურიზმი უფრე მეტად განვითარდება და მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და […]
xulo1
0

ევროკავშირი ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

15 სექტემბერი 2017, ხულო, აჭარა – ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭრას საქართველოში. 15 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში ახალ პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ოფიციალურად გახსნის. ღონისძიება გაიმართება ხულოს ცენტრალური ბიბლიოთეკაში 12 საათზე და გაგრძელდება 14:30 საათამდე.მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, პროექტის […]
14
0

საქართველოს კომერციული ბანკები მოგებით ევროპის და აზიის ბანკებს უსწრებენ

საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობით ევროპის და აზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის 1 ადგილზეა. როგორც სოციალურ ქსელში ეკონომისტი მიხეილ დუნდუა წერს, ფიზიკური პირების დაკრედიტება ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 1 მილიარდ 720 ლარით და უცხოურ ვალუტაში შემცირდა მხოლოდ 80 მილიონი დოლარით. დუნდუას აზრით გამოსავალი სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულებაშია.  კერძოდ, სესხის მომსახურება, ანუ სესხის დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლის […]
sta msh
0

სპორტული კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები დაწყებულია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსაზმადებელ სამუშაოებს გაეცნო. ახალი სპორტული კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება, ყოფილი ელექტრომექანკური ქარხნის ტერიტორია შემოღობილია და მოსამზადებელი მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის ხელმძღვანელი პირებისაგან სპორტული კომპლექსის შესახებ ინფორმაცის […]

ე.წ. ჭაობის რეაბილიტაცია

ე.წ. ჭაობის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე იცვლება გრუნტი, მონტაჟდება სანიაღვრე სისტემა, რომლის დასრულებისთანავე მოეწყობა ბორდიურები. ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები და ასფალტის საფარი. პროექტის I ეტაპის ფარგლებში 25 ქუჩის კეთილმოწყობა იყო დაგეგმილი. რაც შეეხება II–III ეტაპებს, გათვალისწინებულია 21 ქუჩის მოწესრიგება. სამუშაოების ღირებულება 43 მილიონამდე ლარს შეადგენს და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. “აჭარის ტელევიზია”
++++
0

ეთერ გორგილაძე – „უცხოეთში სტაჟირების“ პროგრამის გამარჯვებული

ეთერ გორგილაძე სამინისტროს „უცხოეთში სტაჟირების“ ქვეპროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი სტაჟირებას გადის ესპანეთში, BGE OPEN GIS AND WATER SOLUTION კომპანიაში, კომუნიკაციის მენეჯერის ასისტენტის კვალიფიკაციით. ეთერ გორგილაძე – „პირველი სამსახურის ძიება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს გავიგებდი. შედეგები კარგი აღმოჩნდა… მას შემდეგ მუდმივად სწავლისა და მუშაობის პროცესში ვარ ერთდროულად. აქტიურად ვარ ჩართული კონფერენციებსა, […]

შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო – ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების საკითხებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ქალაქების კონსტანცასა და ბათუმის დამეგობრებას. რადუ ლივიუ ჰორუმბამ მზაობა გამოთქვა რუმინეთის სხვა ქალაქებთან თანამშრომლობაზეც.
QEDA
0

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652 ლარი გამოიყო. მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი. გამგეობის მიერ […]
er
0

ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის კეთილმოწყობა დასრულდა

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან ირაკლი არჩაიასთან ერთად ბოტანიკურ ბაღში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და ივლისში დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა პარკს, მოეწყო ოთხი მოსასვენებელი სივრცე, სადაც მსურველებს უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უფასო […]
komisia
0

კომისია აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს

აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში მიმდინარეობს სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა. სხდომაზე დღეს, 22 აგვისტოს, განიხილავენ ბათუმში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახის დახმარების საკითხს.  თითოეულზე 5 000 ლარის ოდენობის დახმარებაა გათვალისწინებული. მთავრობის ინფორმაციით ამ ოჯახებს 5 000 – 5 000 ლარით უკვე დაეხმარა ბათუმის […]