ეკონომიკა270 Videos

sax mius
0

ქედაში 8 უსახლკარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი

ქედაში ეკომიგრანტთა პირველი კატეგორიის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, 8 უსახლკარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ აიპრესს მუნიციპალიტეტის გამგეობამ განუცხადა. სოციალური სახლი დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ადგილმრეწველობის შენობაში მოეწყობა, რომლის რეკონსტრუქციისათვის 436 046 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად მოინახულა. სამუშაოებს ტენდერში […]
germa deleg
0

საიუბილეო ღონისძიება ბრანდენბურგის ლანდთაგში

17 Photos · Updated 6 minutes ago   გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – ვახტანგ წულაძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), ნინო ჩხეტია, ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი რომანაძე, დავით თედორაძე, ირაკლი ჭეიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენელი სულხან დუმბაძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, 5 სექტემბერს ბრანდენბურგის ფედერალური მიწის […]
delegacia
0

აჭარის დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ წულაძის მეთაურობით, გერმანული მხარის მიწვევით, 4-5 სექტემბერს გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდთაგის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართულ დელეგაციას, ვიზიტის პირველ დღეს, ლანდთაგის პრეზიდენტის მოადგილემ დიტერ დომბროვსკიმ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბრანდენბურგის საკანონმდებლო ორგანოში შემავალი პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები, […]
xelv
0

ზანაქიძეებში 115 ოჯახისთვის წყლის მაგისტრალი კეთდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 15-მდე სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სოფელ ზანაქიძეებისა და ხელვაჩაურის საზღვართან (თავკალოს დასახლებაში)115 ოჯახზე გათვლილი სასმელი წყლის ჭაბურღილის, რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაობი. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 999 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ტუსკი გეოლოგი გრუპი“ აწარმოებს. “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
jebirebi
0

ქობულეთში ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება

ქობულეთში  ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სანაპირო ზოლი კომპანია „ალიანსის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად განხორციელებაზე ისაუბრეს. „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე […]
biz
0

ბიზნეს-ფორუმი ”აჭარა-მოგილოვი”

,,აჭარა- მოგილოვი” – ბიზნეს ფორუმს ბათუმი მასპინძლობს. ფორუმის მონაწილეებს  რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გააცნო. დელაგაციის წევრები ასევე აჭარის ტურიზიმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ. ფორუმის ფარგლებში ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროსა  და მოგილოვის რეგიონალური განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუიმი გაფორმდა, რომელიც ქართველ მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე გატანის შესაძლებლობას მისცემს. “აჭარის ტელევიზია”
sxdoma sabcho
0

აჭარის უამღლეს საბჭოში ბიუროის სხდომა გაიმართება

აჭარის უამღლეს საბჭოში ბიუროის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში 2 საკითხია განსახილვევლი. რეგიონის კანონმდებლები 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ იმსჯელებენ.  ასევე  გრანტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც  საქართველოს პარლამენტს წარედგინება.  ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ავტონომიურ რესოპუბლიკაში არსებულ სახელისუფლებო ორგანოებს პირდაპირ  შეეძლებათ სხადასხვა სახის გრანტის მიღება. “აჭარის ტელევიზია”
qed trre
0

ქედაში,,მყარი ნარჩენების მართვა”-სთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

,,დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III “-ის პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”- ის კოორდინატორმა გიორგი სერგენკომ თემაზე ,,საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების (კერძოდ, ქლორის ძველი რეზერვუარები და ვადაგასული ქიმიკატები) და მათი საშიში ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე” შესახებ შხვედრა გამართა. პროექტის მიზანია: სუფთა გარემოს შენარჩუნება, სამეურნეო საქმიანობის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, სკოლებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებში […]
5 lariani
0

პირველი სექტემბრიდან განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაშია

2017 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და ეროვნული ბანკის ინფორმაციით მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად. მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტების გშვებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე დადგენილება კი ეროვნული ბანკის საბჭომ მიმდინარე წლის […]
miw
0

ბათუმის მერია, საავტომობილო კოლეჯის აშენების პირობით, 4 ჰა მიწას 3,1 მილიონად ყიდის

ბათუმის მერიამ ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაში მდებარე 1 871 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გ. ლეონიძის ქ. N29-ში მდებარე 29 327 კვ.მ. და 8 129 კვ.მ. მიწის ნაკვეთები ერთ ლოტად პირობებიან აუქციონზე გაიტანა. მთლიანობაში 39 327 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3 მილიონ 167 ათასი ლარია. ქონების მყიდველი სხვა პირობებთან ერთად, ვალდებული იქნება „საკუთრებაში […]
mshe
0

სარფში სკოლის მშენებლობის პროცესს გამგებელი გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესი დაიწყო. დღეს საძირკვლის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე გაეცნო. ობიექტის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს „დამბა“ აწარმოებს, რომელიც 2018 წლის სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების დამკვეთი აჭარის ა.რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროა. […]
sx74
0

კომისიამ ანგარიშები ცნობად მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ,სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა, კომისიამ ერთხმად მიიღო ცნობად. კომისიის წევრებმა მოისმინეს და ასევე ერთხმად მიიღეს […]
KOM
0

მიწის კომისიამ გონიოელების საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო

გონიოელებისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვა ხელახლა დაიწყო მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. პირველ ჯერზე კომისია ოთხი გონიოელის შემთხვევას განიხილავს – ენვერ ირემაძის, ჯემალ ბათაძის, რუსუდან ჯავახიშვილის და მზევინარ ლამპარაძის. ამ პირების სარჩელი მიმდინარე წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის საკუთრების კომისიის წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გონიოს 60-მდე […]
1
0

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „რეზონიაკის“ მწარმოებელ კოოპერატივს „ეკო ფერმა გონიო“-ს დანადგარების შეძენაში დაეხმარა

გაეროს განვითარების პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „რეზონიაკის“ მწარმოებელ კოოპერატივს „ეკო ფერმა გონიო“-ს დანადგარების შეძენაში დაეხმარა, რაც წარმოების გაზრდასთან ერთად ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. „რეზონიაკი“ არის ციტრუსის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, რომლის შემადგენლობაშიც მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი და გრეიფუტია. მისი რეცეპტის შექმნაზე წლების განმავლობაში მუშაობდა ქართველი მიკრობიოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი რეზო ადამია. „რეზონიაკი“ 100%-ით ნატურალური […]
shemovliti gxza
0

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად არსებული გზა  ტურისტულ […]
sxd
0

ხულოში საკრებულო სხდომას 28 დებუტატატიდან 20 ესწრება

ამ წუთებში ხულოში მორიგი საკრებულო სხდომა მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზი დღეს განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. სხდომაზე განიხილება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წლიური ანგარიში გაწეული სამუშაოს შესრულების შესახებ. დებუტატები ასევე განიხილავენ ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშის შესახებ. დღის წესრიგით სულ ორი საკითხია გათვალისწინებული. “ipress.ge”
qvedatxil
0

ქვედა თხილვანელთა განსახლების ვადა სექტემბერში იწურება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები 63 ოჯახიდან, ორმა ოჯახმა, სახელმწიფო განსახლების პროგრამაში ჩართვასა და 25 000 ლარის მიღებაზე უარი განაცხადა. მისივე ინფორმაციით ორ ოჯახს ბინა, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლში გადაეცა, ხოლო დანარჩენ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების შესაძენად, 25 000 ლარი, პირად ანგარიშებზე დაერიცხათ. „ორმა ოჯახმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, თუმცა მათთვის […]

“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი ჯორბენაძის, მტკიცებით ვაშლოვანის სოციალური სახლში ბინები არაობიექტურად განაწილდა. ბინის გარეშე დარჩა ჯაყელების ოჯახი, რომელიც გეოლოგიური დასკვნის მიხედვით ადგილმონაცვლეობას საჭიროებს. ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით განაწილდა.  ჯაყელები კი კრიტერიუმს  ვერ აკმაყოფილებდნენ. ვაშლოვანის სოციალურ სახლში ბინები სულ 59 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. “აჭარის […]
ferdsamagri sam
0

94 ფერდსამაგრი კედლის მოწყობისთვის ტენდერია გამოცხადებული

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში 75 ობიექტზე ფერდსამაგრი კედელი უკვე მოეწყო. ამჟამად კი 94 კედლის მშენებლობისთვის ტენდერია გამოცხადებული. 2017 წელს ფერდსამაგრების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარია გამოყოფილი. “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
gomarduli
0

დაყადაღებული კურორტი და მთავრობის გეგმა

სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ შესაძლოა ყადაღა მოეხსნას. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა. მთავრობა დააფინანსებს ასევე კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და გაზის მიყვანასაც. სანაცვლოდ დამფუძნებლებმა კურორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აიღეს. შეთანხმების სხვა დეტალებზე  „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ უპასუხა. ბატონო რამაზ, დღეს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა მთავრობის თავმჯდომარის […]

ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში

ამ წუთებში ქობულეთში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები  2017 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის ანგარიშზე იმსჯელებენ. ასევე ცვლილებები შევა ჯანდაცვის პროგრამებში და დამტკიცდება საარჩევნო ბანერების გასაკრავად ნებადართული ადგილები. დეპუტატები გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზეც იმსჯელებენ. დღის წესრიგით სულ 22 საკითხია გათვალისწინებული. “აჭარის ტელევიზია”
komisia
0

კომისია აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს

აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში მიმდინარეობს სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა. სხდომაზე დღეს, 22 აგვისტოს, განიხილავენ ბათუმში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახის დახმარების საკითხს.  თითოეულზე 5 000 ლარის ოდენობის დახმარებაა გათვალისწინებული. მთავრობის ინფორმაციით ამ ოჯახებს 5 000 – 5 000 ლარით უკვე დაეხმარა ბათუმის […]
tye
0

ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ამჯერად 467 ერთეული ხე მოიჭრება. 4 სახეობის ხე, რომლებიც უნდა მოიჭრას, „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიეცა: „აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში არსებული, საქართველოს […]

ცვლილება ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი. 2 თვით ადრე, ბათუმის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი  ლარით გაიზარდა. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი ქალაქის მთავრობას რეგიონის მთავრობამ გადასცა, ფული ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა შემოსულობების ხარჯზეც, 200 ათასი ლარი კი ტრანსფერის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაემატა. რაში დახარჯავს მერია ფულს? გაზრდილი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი […]
andza
0

5862 კვ/მ მიწა 1 ლარად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზისთვის

ჯამში 5862 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავრობამ საკუთრებაში სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. კერძო კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემა თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. მიწის ნაკვეთები მდებარეობს აჭარაში, კერძოდ, დაბა ხელვაჩაურსა და ხელვაჩაურის სოფლებში: კაპანდიბი, მახო, ერგე, სიმონეთი, მირვეთი, მარადიდი, კირნათი. საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ […]
qon
0

ქონების ჩამორთმევა ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტობანის მშენებლობის გამო

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებით მიენიჭა, რომლებსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ჯავახაძე აწერს. „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან […]

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე  საფუძველი ჩაეყარა. კომპლექსის შემადგენლობაში იქნება სასტუმრო და სამორინე. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობაც. მშენებლობისთვის კომპანია “Crystal building”- ი 200 მილიონი ლარის  ინვესტიციას  ახორციელებს.  ქობულეთში აღნიშნული ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით მილიონ 648 ათას ლარად რამდენიმე კვირის წინ გაასხვისა. “აჭარის ტელევიზია”
stiqia
0

სტიქიის გამო, შუახევში 150-მდე ოჯახი ერთი წელია სარწყავი არხით ვერ სარგებლობს

გასული წლის სტიქიურმა მოვლენებმა შუახევში სოფელ ცინარეთში 21 კმ სიგრძის სარწყავი არხი დააზიანა. როგორც ადგილობრივები “აიპრესთან” ყვებიან, აღნიშნული არხით მეზობელი სოფლის მოსახლეობაც სარგებლობდა, დაახლოებით 150 ოჯახს ერთი წელია სარწყავი არხით ვეღარ სარგებლობს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. „გაუსლ წელს ისე დაზიანდა ეს არხი, რომ მისი შეკეთება შეუძლებელი გახდა, ხალხი წყალს სარწყავად იყენებდა და სოფელში ეს წყალი […]
bina
0

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. ბინების მიღება მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად მიულოცა. ,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მოსახლეობას. დაახლოებით ერთი წლის წინ საარჩევნო პერიოდი იყო, როცა ჩვენ […]
awa
0

სამეწარმეო მარკეტი ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში ,,სტარტაპ მარკეტი“ გაიხსნა. სამეწარმეო მარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „აწარმოე საქართველოს“ დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად დაესწრო. გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე მონაწილეობს, სადაც თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს თავისი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა აქვთ წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო […]
20945667_1827052857324132_1211673298_o-e1503073266475
0

16 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში

ბათუმის მერიამ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ამ ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 16 846 400  ლარი  შევიდა, მათ შორის სამორინის მაგიდიდან 6 156 000, სათამაშო აპარატებიდან  კი 9 079 100; 1 470 000 ლარი  შეადგინა ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების მოსაკრებელმა. ბიუჯეტში თანხები შევიდა ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან – 30 800 […]
turi
0

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

8-9 სექტემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას „სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები“ უმასპინძლებს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, ღვინის ტურიზმის სტანდარტები, ასევე ტურისტების მოზიდვა და სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისებისა […]
mwvane tba
0

ბოლქვაძე: მაღალმთიანი აჭარა ყოველთვის იქნება ტურიზმის ერთადერთი ძირითადი წამყვანი რეგიონი

მაღალმთიანი აჭარის დებუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ „აიპრესთნ“ ტურიზმის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დებუტატის განცხადებით ხულო, ქედა, შუახევში ტურიზმი უფრო მეტად განვითარდება. „მწვანნე ტბა, გოდერძის სათხილამურო ბაზა, ბოტანიკური ბაღი, კურორტი ბეშუმი ეს ყველაფერი არის იმის მომასწავლებელი, რომ სულ მალე მაღალმთიან აჭარაში ტურიზმი უფრე მეტად განვითარდება და მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და […]

ნაპირსამაგრი სამუშაოები

ქედაში მდინარე აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, რის შედეგადაც  მუნიციპალიტეტის  დაბის ტერიტორია 2 ჰექტარით გაფართოვდა.  სამუშაოების მეორე ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთს  მოაშანდაგებენ. აქ პარკინგისა და მოსასვენებელი პარკის მოწყობა იგეგმება.  სამუშაოები გასულ წელს დაიწყო  და  ბიუჯეტიდან  მილიონ 737 ათასი ლარი გამოიყო. პროექტი  2018 წელს დასრულდება. “აჭარის ტელევიზია”

საჩუქარი ბოტანიკურ ბაღს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მცენარეთა დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სარეველა ბალახებთან საბრძოლველად გამოსაყენებელი სამუშაო ხელსაწყოები გადაეცა. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თიკას თანამშრომლებმა, ბოტანიკურ ბაღს გასულ წელს რამდენიმე ათასი დოლარის საჭირო ინვენტარი გადასცეს.  “აჭარის ტელევიზია”

გზის რეაბილიტაცია

პირველად კაპრეშუმი – ყოროლისთავის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საავტომობილო და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი გამოიყო. “აჭარის ტელევიზია”

დაგვიანდა თუ არა გზის რეაბილიტაცია?

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება რომ, კურორტ ბეშუმში  შიდა გზის კეთილმოწყობა ინდმეწარმემ განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა, გამგეობამ  კი კომპანია არ დააჯარიმა. ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ხულოს გამგეობაში. ლაშა ბოლქვაძის განცხადებით,  ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა მშენებარე კომპანიას 5 სექტემბრამდე აქვს, სამუშაოები კი მისი თქმით,  შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით შეჩერდა. ბეშუმის კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 300 […]

ხეების ჭრის ფაქტები ბეშუმში

ხეების უკანონო ჭრა ბეშუმის შიდა ტერიტორიაზე. ნაძვები  მოჭრილია გარე პერიმეტრზეც, თუმცა სატყეო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ნებართვა გაცემული იყო, რადგან დაავადებული ნარგავები, სხვა ხეებსაც აზიანებდა. ტურისტები და მემთეურები ამბობენ, რომ ხეების უნებართვო ჭრა ბოლო წლებში ტემპერატურის მატებაზე აისახა. ზოგადად საშეშე მასალად ხის მოჭრა დაშვებულია, თუმცა განსაზღვრული რაოდენობით. ბეშუმის შიდა პერიმეტრზე ბოლო პერიოდში ხის უკანონოდ მოჭრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული, […]

არდაგანის ტბის პრობლემა

როდის შეისწავლიან არდაგანის ტბის პრობლემებს ჯერ უცნობია. ტბაზე რამდენიმე დღეა წყლის შეფერილობა შეიცვალა და ზედაპირის ნაწილზე მწვანე ნადები გაჩნდა. ტბა ბულვარს 1 იანვრიდან წლის ბოლომდე აქვს დროებით სარგებლობაში გადაცემული.   ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ივნისში ჩატარდა და ტერიტორიიდან შლამი გაიტანეს. დამატებითი თანხა ტბაზე სხვა სამუშაოების ჩასატარებლად წლის ბოლომდე ბიუჯეტში გაწერილი არ არის, თუმცა ბულვარის დირექტორის […]
paa
0

ზურაბ პატარაძე 26 მაისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ე.წ. ჭაობის დასახლებაში გზების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად გაეცნო. ამ პერიოდისათვის 26 მაისის, ვაჟა ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 26 მაისის ქუჩის სარებილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა. ამ პერიოდისათვის ქუჩაზე ჩაიდო 1000 გრძ.მ სანიაღვრე მილი, მოეწყო 42 სანიაღვრე ჭა, ხოლო გზაჯვარედინებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 32 […]

2012 წელს რეგისტრირებული საკუთრება სადავოა

გზა, რომლის მშენებლობაც არ დაიწყება, თუ სახელმწიფო მიწების გამოსყიდვის მიზნით, მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს არ დაასრულებს. საუბარია ხულო – ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, რომლის მშენებლობისთვისაც, 50-მდე ოჯახს უკვე გადაუხადეს დაახლოებით მილიონნახევარი ლარი. ჯამში კომპენსაცია უნდა გაიცეს 600-მდე მიწის ნაკვეთის მეპატრონეზე. არიან ისეთები, რომლებსაც ტერიტორიები დარეგისტრირებული აქვთ, თუმცა გასხვისების და კომპენსაციის მიღების უფლების მოსაპოვებლად საჯარო რეესტრში დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ, რაც დამატებით […]

3,5 მილიონი ლარი მუნიციპალიტეტებისთვის

მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 12 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიების  დასაფინანსებლად აჭარის მთავრობამ სამ მილიონნახევარი ლარი გამოყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტს ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის 163 ათასი, ქედას ნაგავმზიდი ავტომობილის შესაძენად 171 ათასი, გზების დეპარტამენტს კი მილიონ 255 ათასი  ლარი გამოეყო. მერიამ 5 პროექტის განხორციელებისთვის კი მთავრობისგან დამატებით 2 მილიონამდე ლარი მოითხოვა. ამ თანხით 27 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა, სამი ახალი ლიფტის მონტაჟი და 15 ეზოს მოპირკეთება იგეგმება. […]

სოციალურ სახლში განაცხადების მიღება დასრულდა

ხულოში ვაშლოვანის სოციალურ სახლში დარჩენილ 14 ბინაში ფართების გადაცემისთვის ბენეფიციართა განაცხადების მიღება დასრულდა. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ფართის მისაღებად გამგეობაში შექმნილ სპეციალურ კომისიას 21-მა ოჯახმა მიმართა. ამ ეტაპზე მათი შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბენეფიციართა მდგომარეობაზე სამთავრობო კომისიაზე იმსჯელებენ.    სოფელ ვაშლოვანში, 72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის  3 მილიონ 500 ათასი  ლარი დაიხარჯა. “აჭარის ტელევიზია”

რატომ არ გადაეცა ამბულატორიებს მანქანები?

მაღალი გამავლობის ავტომანქანები, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს ამბულატორიებისთვის გადასცა, ქობულეთის გამგეობას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის არ დაურიგებია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მანქანების გადაცემას წინასაარჩევნოდ აპირებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ავტომანქანები  მუნიციპალიტეტს გადაეცა, მისი  გადანაწილება კი გამგეობამ უნდა უზრუნველყოს. “აჭარის ტელევიზია”

აჭარის მთავრობის სხდომა

რეგიონში 12 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის   აჭარის მთავრობამ 3  მილიონ 565  ათას 283 ლარი გამოყო. თანხა, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომელიც ქობულეთსა და ქედაში თითო, ბათუმში ხუთ  და საავტომობილო გზების მიერ დაგეგმილ პროექტებზე დაიხარჯება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიას თანხა გაეზარდა გამარტივებული შესყიდვებისთვის.  დღესვე კომპანია ,,მეტრო ატლას ჯორჯიასა”  და კომპანია  „ბედეგი ბილდინგს“ საპრივატიზაციო პირობები შეეცვალათ. “აჭარის […]
gomas mta
0

რა იგეგმება მწვანე ტბასთან და მთა ღომაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მწვანე ტბისა და ღომას მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტების შედგენაზე კონკურსები გამოაცხადა. მწვანე ტბის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 67 700 ლარია, ხოლო  მთა ღომას განვითარების პროექტში სამინისტრო 84 700 ლარს გადაიხდის. ორივე კონკურსი 2017 წლის 7 სექტემბერს დასრულდება, პროექტები კი სამინისტროს ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს. საკონკურსო წინადადების მიხედვით მწვანე ტბასთან, საპროექტო ტერიტორიაზე შესაძლებლობისამებრ […]
gas
0

ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 126 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტრო ტექნიკურ ზედამხედველს ტენდერით შეარჩევს. გამარჯვებულმა ზედამხედველობა გაზსადენის მშენებლობის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. ტექნიკურმა ზედამხედველმა ტექნიკური ზედამხედველობა გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებასა და მათ ხარისხიანად შესრულებაზე უნდა განახორციელოს. გაზსადენი წელიწადნახევარში უნდა აშენდეს, მაგრამ, თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით […]
gza
0

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება

ხულო-ზარზმა, გოდერძი-ბეშუმი, ეს ორი გზა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია, გზის მშენებლობა ჩავთვალოთ რომ უკვე დაპროექტებულია”-  ამის შესახებ ზურაბ ალავიძემ ხულოში განაცხადა. ალავიძემ ყურადღება გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება. ზურაბ ალავიძის თქმით ამ ეტაპზე კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს რომელიც სექტემბერში დასრულდება. რეგიონული განვითარების მინისტრის თქმის გზის ხულო-ზარზმის მშენებლობა ორ წელიწადს გაგრზელდება. “გზა ხულო-ზარზმა კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს ეს […]
ferd
0

ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები 67 ობიექტზე ჩატარდება

ქედის მუნიციპალიტეტი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 694 ათას ლარს დახარჯავს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. “სამუშაოები 67 ობიექტზე ჩატარდება. პრევენცია საყრდენი კედლის მოწყობას და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს. ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, სამუშაოები ძირითადად იმ საცხოვრებელ სახლებთან ჩატარდება, რომლებიც საფრთხის შემცველ ზონაშია.”- აღნიშულია აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. “ipress.ge”

თხილით ჩანაცვლებული ბოსტნეული

ჩაი იყო ერთ-ერთი კულტურა, რომელიც ქედაში ფერმერების უმეტესობამ თხილით ჩაანაცვლა. ადგილობრივების უმრავლესობამ 2 წლის წინ, ქედისთვის დამახასიათებელი ბოსტნეული კულტურების და ვაზის ნაცვლად თხილის პლანტაციები გააშენა, რამაც მათი თქმით, არ გაამართლა. არ აქვთ გამოცდილება, არ იციან რა საშუალებებით შეწამლონ დაზიანებული ნარგავები. ამას ემატება ბაზარზე თხილის ფასის ვარდნაც. “აჭარის ტელევიზია”
PATARADZE
0

ზურაბ პატარაძე: გლეხს აღარ მოუწევს ქალაქში ჩასვლა, მას ლოგისტიკური ცენტრი მოემსახურება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “აიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის მაღალმთიანი აჭარა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროექტების დიდი ნაწილი სწორედ იქ განხორციელდება. ერთ-ერთი პროექტი კი  გლეხებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებას, პროდუქციის რეალიზებას შეუწყობს ხელს. გლეხები მაღალმთიანი აჭარიდან აცხადებენ, რომ მათთვის მოწეული მოსავლის რეალიზაცია საკმაოდ რთულია.  პროდუქციის ჩაბარება დაბალ ფასად უწევთ  ცენტრალურ აგრარულ ბაზარში. ისინი იძულებულნი არიან, […]
avtobusi
0

მგზავრობის საფასური

ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების პროგრამას ახორციელებს. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50%-ით სუბსიდირება გათვალისწინებულია სტუდენტების, იძულებით გადაადგილებული პირების, ასაკით პენსიონერების, საბავშვო ბაღებისა და ბილიოთეკების იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა ხელფასი არ აღემატება 650 ლარს თვეში. მგზავრობის საფასურის 100%-ით სუბსდირება გათვალისწინებულია ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარების, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, 70 000-ის ჩათვლით ქულის მქონე […]
gza
0

დამეწყრილი და გაუწმენდავი გზა სოფელ წითელი ოქტომბერში

ასე გამოიყურება გზა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელი ოქტომბრის წყლის სათავე ნაგებობასთან მიდის. დიდი ღრმულები 10 დღის წინ, ძლიერი წვიმების შედეგად გაჩნდა. მიწის ნატანი, შიდა სასოფლო გზაზეც იყო ჩამოწოლილი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულმა ტექნიკამ იმ დღესვე გაწმინდა. სასაფლაოებისა და წყლის სათავე ნაგებობისკენ მიმავალი გზა კი ისევ ავარიულია. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწა პერიოდულად ჩამოდის. მოსახლეობა კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. […]
er
0

ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის კეთილმოწყობა დასრულდა

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან ირაკლი არჩაიასთან ერთად ბოტანიკურ ბაღში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და ივლისში დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა პარკს, მოეწყო ოთხი მოსასვენებელი სივრცე, სადაც მსურველებს უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უფასო […]
par
0

ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება

ქობულეთის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, 29 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1,6 მილიონი ლარია, ბიჯი – 48 ათასი ლარი. აღნიშნული ტერიტორია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 277 ნომერში მდებარეობს და აქ წლების წინ სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა. აუქციონის პირობების მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია: საბოლოო საპრივატიზებო საფასური […]
kaz
0

მილიონები ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესისგან  მოსაკრებლის სახით წლის განმავლობაში 29,5 მილიონ ლარს ელოდება. „გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 21 მილიონ 835 ათასი ლარი შევიდა. ანუ პროგნოზთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის ბიუჯეტში 17 მილიონ ლარამდეა შესული სათამაშო ბიზნესიდან, დაახლოებით 12,5 მილიონ […]
xidi
0

საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის ხულოში 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში იგეგმება 7 550 კილომეტრზე ასფალტის საფარის მოწყობა – 3 498 780 ლარის ფარგლებში, ხოლო 25 კილომეტრ გზაზე (8229 კუბ.მ.) ბეტონის საფარი მოეწყობა – 1 521 552 ლარის ფარგლებში. ერთი ხიდის რეაბილიტაციაზე უკვე დაიხარჯა 85 000 ლარი. ასევე იგეგმება 44  ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა, […]

ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ბოტანიკური ბაღის  ქვედა პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შეკეთდა დაზიანებული გზის ნაწილი, მიწისქვეშ დამონტაჟდა  ელექტრო და ოპტიკურბოჭკოვანი  სადენები და ვიდეოსამეთავლყურეო ქსელი.   მოეწყო ასევე,  4 მოსასვენებელი სივრცე. “აჭარის ტელევიზია”

30 მილიონი ბათუმის სანაპიროსთვის

ბუნებრივი კვების გარეშე დარჩენილი სანაპირო ზოლი და ნაპირგამაგრებითი სამუშაოები. ბათუმის პლაჟების ერთ-ერთი მთავარი საკვები მდინარე ჭოროხი და ამ მდინარიდან ჩატანილი ნატანი იყო. ნატანის რაოდენობა ჯერ მდინარის კალაპოტის შეცვლამ, ბოლო პერიოდში კი მაღალმთიან აჭარაში კაშხლების და ჰესების მშენებლობამ შეამცირა. პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის გასამაგრებლად აზიის განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით მილიონობით ლარი იხარჯება. სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა პროექტს […]
FB_IMG_1501505919893
0

კურორტ “გოდერძიზე” 1761 მეტრის შიდა გზის მოწყობა დაიწყო

ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან დააკავშირებს. სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილესთან კონსტანტინე მეგრელიშვილთან და “გოდერძის”დირექტორთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კომპანია “ბონდი 2009”-ს პროექტის მენეჯერმა მამუკა ჟღენტმა მიაწოდა. პროექტი კურორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებით სრულიად ახალი გზის მოწყობას და განათების ბოძების განთავსებას ითვალისწინებს. […]

2 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

2 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ცვლილება საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სოციალურ პროექტებს მოხმარდება, ასევე იგეგმება ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღნიშნული თანხიდან 32 ათას 250 ლარი დაემატა ჯანდაცვის სფეროს, ამოქმედდება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების მედიკამენტოზური მკურნალობის პროგრამა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით მიმდინარე წელს ბიუჯეტის საშემოსავლო […]
sxdoma
0

კომისიამ რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო,იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა. განიხილეს დღის წერიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი -“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი -“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი […]
chacha
0

19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვის მუხლს 183 ათასი ლარი დაემატა. აღნიშნული თანხიდან 19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შეკეთებაზე დაიხარჯება. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს, რადგან მეხი დაეცა. მისივე ინფორმაციით, ჭაჭა თაუერში არც ჭაჭაა, რადგან ჩამოსასხმელი მოწყობილობა დაზიანებულია. „თაუერი გაქურდეს და დაამტვრიეს […]
stadioni
0

ბათუმში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “აიპრესთან” ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, რომელიც სამხარაულის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს, სულ რამდენიმე დღეში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გარევიზიებული საბოლოო პროექტი იქნება მზად. ზურაბ პატარაძე: “ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ჩვენ ამ პროექტს მივიღებთ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, ერთად ვიზეიმოთ […]
jiu
0

ბათუმის ბიუჯეტი დაახლოებით ორ მილიონამდე ლარით გაიზრდება

ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი 1 მილიონ 818 ათას 900 ლარით გაიზარდა და 164 მილიონ 193 ათას 500 ლარს შეადგენს. საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი დამატებით კიდევ 346 000 ლარით გაიზარდა და 164 მილიონ 539 ათას 500 ლარს მიაღწია. ცნობილი რომ საბავშვო ბაღების გაერთიანებას […]
bagiri
0

ზურაბ პატარაძე: ბათუმი-შუახევის პროექტის ფარგლებში 11 000 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება

“მაღალმთიანი აჭარის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტია, ეს არაერთგზის განვაცხადეთ მოსახლეობასთან შეხვედრებისას. უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების მოწესრიგება, წყლის მიყვანა, სკოლების, ბავშვთა ბაღების მშენებლობა.” – აცხადებს აიპრესთან ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. თავმჯდომარის თქმით, მათი ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო მაღალმთიანი რეგიონების სრულად გაზიფიცირება. სწორედ ამის ფარგლებში ხორციელდება ბათუმი შუახევის პროექტი. ზურაბ პატარაძე: […]

ქედის სარეზერვო ფონდი

ქედის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ბოლო 7 თვის განმავლობაში 67 ათას 260 ლარი დაიხარჯა. ქედის გამგებლის ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასა და საზღვარგარეთ რამდენიმე გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებისთვის გადანაწილდა. ქედის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი წელს 86 ათასი ლარია. “აჭარის ტელევიზია”
BSU
0

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება: ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები, ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი […]

“შუახევჰესი”

შუახევჰესის მშენებლობა დასრულდა და ობიექტი ექპლუატაციაშიც შევიდა, თუმცა პროტესტი გრძელდება – დამშრალი წყაროები შუახევის სოფლებში. “აჭარის ტელევიზია”