პოლიტიკა471 Videos

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „ჰილტონში“, საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით – „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ დაესწრო. კონფერენციას, რომელიც „საქპატენტისა“ და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში მესამედ ტარდება, ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მანტიაში ჩაცმულები მღერიან

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო კლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო […]

ჯანი ბუკიკიო პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესის ფარგლებში ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა უკვე დაასრულა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა განცხადებები გაკეთდა  ჯანი ბუკიკიოს , გიორგი მარგვცელაშვილისა და ოპოზიციის წრმომადგენლების მხრიდან-  თამარ კიკნაძე ემზადება ჩართვისთვის და დეტალებს გამოშვების დასრულებამდე შემოგთავაზებთ. tv 25

ბათუმში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

ხმაურით მიმდინარეობდა  საკრებულოს სხდომა ბათუმში. მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაა, ისინი 1000 კილოვატიანი ვაუჩერის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხის განხილვას ითხოვენ, რასაც მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა ერთმანეთს ეთიკისა და რელამენტის დაცვისკენ რამდენჯერმა მოუწოდეს, პერიოდულად შეურაცხმყოფელი მიმართვებიც ისმის. დღეს საკრებულო 21 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა ქალაქში მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირება და მერიის და საკრებულოს […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ სამინისტროებისა და უწყებების პრიორიტეტებზე იმსჯელა

მომავალი წლის რეგიონული ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და  სამინისტროების სამუშაო მიმართულელების განსაზღვრა – საკითხი დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ბიუროზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ”  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეც. ნინო ჩხეტიას განმარტებით,  საჯარო მოხელის შესახებ  კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით საჭირო გახდა რიგი კანონების შესაბამისობაში მოყვანა. ორივე საკითხს  მომდევნო რიგგარეშე […]
pataridzekongresi
0

ზურაბ პატარაძე “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, აჭარის სამმართველოს უფროსი გიორგი ქაშიბაძე, ქალაქ ბათუმის მერი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არსებული მიმდინარე პროექტები გააცნეს. განიხილეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის […]
22
0

პროკურატურა დაკავებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 2 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს, რომელიც ერთი წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებს – ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს. თენგიზ კახიძის განცხადებით, ორთავე ბრალდებული ამ პირობას ეთანხმება. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა სხვა ბრალდებულებს 18 თვით თავისუფლების აღვეთას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია. დაცვის მხარე შერჩევით სამართალე საუბრობს. თენგიზ კახიძის ინფორმაციით, ორ […]
0

შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ერთი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 22 685 ლარი, შუახევის გამგეობამ, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყო. საცხოვრებელი სახლების გასამაგრებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება, შუახევის გამგეობაში მოქმედმა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელმა კომისიამ დღეს, 19 ივლისს მიიღო. გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები, […]
chacha
0

19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვის მუხლს 183 ათასი ლარი დაემატა. აღნიშნული თანხიდან 19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შეკეთებაზე დაიხარჯება. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს, რადგან მეხი დაეცა. მისივე ინფორმაციით, ჭაჭა თაუერში არც ჭაჭაა, რადგან ჩამოსასხმელი მოწყობილობა დაზიანებულია. „თაუერი გაქურდეს და დაამტვრიეს […]

აჭარაში 16 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა

ბათუმს დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი არ ეყოლება, არც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს ეყოლებათ დამოუკიდებელი გამგებლობის კანდიდატები. რეგიონის მასშტაბით 6 ოლქში სულ 16 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობის ხელმოწერების და დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ. ყველაზე მეტი მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სავარაუდოდ ხულოს ეყოლება. “აჭარის ტელევიზია”
vardmanidze
0

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი -ავტ] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა. ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან, 2014 წლის 23 ივლისიდან კი ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2012 წლიდან დღემდე ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო […]
cesko
0

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის  მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.  ოქმის შედგენის მიზეზი  საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის ატვირთვა გახდა. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. დოკუმენტი  შემდგომი რეაგირებისთვის  სასამართლოს გადაეგზავნა. აჭარის უმაღლეს საბჭოში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ […]
chadrako
0

ევროპის ჩემპიონი მესამედ- ბათუმის საჭადრაკო კლუბ “ნონას” გამარჯვება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ‘’ნონა’’ ევროპის ჩემპიონია. გოგონათა გუნდმა ევროპის საჭადრაკო საკლუბო ჩემპიონატი უკვე მესამედ მოიგო. ბოლო _ მეშვიდე ტურში, ქართულმა კლუბმა რუმინეთის გუნდთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა და ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბათუმის კლუბ ”ნონას” შემადგენლობაში არიან: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონოვალი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. დაახლოებით ამ შემადგენლობით გუნდს ბოლო 4 წლის განმავლობაში ქალთა შორის […]
meria batumis
0

ქალაქის მერი ბათუმელების 36% აირჩია

ვინ იქნება ბათუმის მერი და როგორ დაკომპლექტდება საკრებულო, გადაწყვეტილება ქალაქის 139 595  ათასი ამომრჩევლიდან მხოლოდ 50 ათას70 მიიღო. სწორედ ამდენი მოქალაქე მივიდა დღეს საარჩევნო ყუთებთან ბათუმში. როგორც ბათუმის #79 ოლქში აცხადებენ აქტივობა საშუალო და ბათუმელების 36,37% -მა შეადგენს. ამ დროისთვის ოლქში ბათუმის საარჩევნო უბნებიდან 13 საჩივარი შევიდა, 11 არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა ​ არჩევნებმა”, ორი სარჩელი კი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დაწერა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
fri
0

შუახევის ახლადარჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩია. მან ამომრჩეველთა ხმების 71,48 % მიიღო. ფრიდონ ფუტკარაძე დაიბადა 1976 წლის 4 აგვისტოს შუახევის რაიონში.1993 წელს დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით.1993-1995 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.1995-2004 წლებში ეკავა შუახევის […]
i
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს

მიმდინარე წლის 08 დეკემბერს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. გეოლოგიური დასკვნების თანახმად, სოფელ წინსვლაში კვირიკაძეებისა და თხილნარში დუმბაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცვლელია. უამინდობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 მეწყრული კერა დაფიქსირდა. უქმეებზე ადგილზე გეოლოგები და მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბის წევრები მუშაობდნენ. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
MARGVELASHVILI-cr-739×428
0

პრეზიდენტი: ჩვენი უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი, 2018 წელი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა. “ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ […]
nika
0

22 წლის ნიკა წულუკიძე მაღალმთიან აჭარაში საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრია

ხულოს რაიონ სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები ნიკა წულუკიძე, რომელიც 22 წლისაა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ნიკა „აიპრესთან“ თავის ისტორიას და იმ პერიოდს ყვება თუ როგორ მოვიდა საკრებულომდე, მისივე თქმით იცის და ესმის, რომ არის დიდი გამოწვევის წინაშე, თუმცა მზად არის მაქსიმალურად მოერგოს ამ ამპლუას, გაითავისოს ის ყველაფერი, რომელიც ხულოს და ხულოელებს აწუხებთ და გააკეთოს ის ყველაფერი […]
shuaxevis meria
0

სახლებით უზრუნველყოფის პროგრამა

უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამაში „ბენეფიციარების ჩასართავად შუახევის მერია  განცხადებების მიღებას  იწყებს. სპეციალური  კომისია ოჯახების შესწავლას  1 მარტამდე დაასრულებს.  2018 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად 100 ათასი ლარია გათვალისწინებული. მერიას გასულ წელს 41  ბენეფიციარმა მიმართა, მათგან  11  დაკმაყოფილდა, რისთვისაც 119 ათას 900 ლარი დაიხარჯა. ერთ ოჯახზე 10 […]
prezidenti
0

მარგველაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაუუქმოს მომავალ პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი

გიორგი მარგველაშვილი სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა პროექტებში მონაწილეობისათვის და ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა: ნინო ქადაგიძე – ჟვანია, – ორგანიზაციის “პირველი ნაბიჯი“ დამფუძნებელი; ნინო ცინცაძე, – ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის “პორტიჯი” დამფუძნებელი; […]

კანონდამრღვევი ქვეითები – გადაადგილება აკრძალულ ადგილებზე

სპეციალისტი, პროფესიონალი, პარტიული, უპარტიო, ან პარტიისადმი სიმპათიით განწყობილი – რამდენი მოქალაქე დასაქმდა აჭარის მუნიციპალიტეტების გაგმგეობებში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე? აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული ზრდა არჩევნებიდან 2 თვეში დაიწყო. “აჭარის ტელევიზია”

სოციალური სახლის მშენებლობა

545 ათასი ლარი სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ქედის გამგეობა ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს, სადაც 12 საცხოვრებელი ბინა მოეწყობა. ფართებით ქედაში მცხოვრები უსახლკარო ოჯახები დაკმაყოფილდებიან. სოციალური სახლის მშენებლობისთვის თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყო. ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები ტენდერის დასრულებისთანავე დაიწყება. “აჭარის ტელევიზია”
ssamrtlo
0

1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება აჭარაში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს კიდევ ერთ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კვლევის საგანი კვლავაც 2013-2017 [30 იანვრის ჩათვლით] წლებში 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება იყო. „2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა“, – წერია კვლევაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წინ წლებთან შედარებით სახელმწიფო […]
cesko
0

ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებზე 84 საარჩევნო უბანი გაიხსნება

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოსა და ქედაში სულ 84 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ინფორმაცია „აიპრესს“ საარჩევნო კომისიის თვმჯდომარეებმა მიაწოდეს. როგორც “აიპრესს” ხულოს 84-ს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ მელაძემ განუცხადა, ხულოს 84-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 53 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მისივე თქმით, 15 ივლისის მონაცემებით, 23 ათას 960 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 53 უბნიდან მხოლოდ 13 უბანია ადაპტირებული, აქედან […]

”ნაციონალური მოძრაობა” განცხადება

ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში – მირდატ ქამადაძე ამტკიცებს რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. პარტიაში დღეს ვიდეოკადრები წარმოადგინეს, სადაც მათი მტკიცებით ნათლად როგორ იბარებენ პარტიულ აქტივისტებს შტაბში, რომლებსაც ოლქებში განცხადებების შეტანას სთხოვენ. აღნიშნულ პირებს კი შემდგომში საოლქო საარჩევნო კომისიები, უბნებზე წარმომადგენლებად დანიშნავენ. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას საუბნო საარჩევნო კომისიები დამოუკიდებელი და პროფესიონალი წევრებით დააკომპლექტოს. “აჭარის […]
fridonis wardgena
0

შუახევში “ქართული ოცნებიდან” მერობისთვის ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს

შუახევის მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ასევე გია ვოლსკიმ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, “ქართული ოცნებიდან” შუახევის მერობის კანდიდატი წარუდგინა. “ქართული ოცნებიდან” შუახევის მერობისთვის ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს. ამომრჩევლებს მერობის კანდიდატებთან ერთად 9 მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარუდგინეს: დაბა შუახევი – გიორგი დავითაძე, ბარათაული – მურად ქათამაძე ,დღვანი-იმედა მუკუტაძე, ზამლეთი -ამირან ბერიძე, ოლადაური – გენადი მიქელაძე, უჩამბა […]
frido
0

შეხვედრა ჩანჩხალოს მოსახლეობასთან

„ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ჩანჩხალოს მოსახლეობასთან გამართა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ესაუბრა. ფრიდონ ფუტკარაძემ ადგილობრივებისგან სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციაც მოისმინა და გამარჯვების შემთხევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. შეხვედრის დასასრულს, მერობის კანდიდატმა ადგილობრივების კითხვებს უპასუხა. წყარო: “ფრიდონ ფუტკარაძის მხარდამჭერები“
ermakovii
0

”ერმაკოვიდან-ერმაკოვამდე” – ჯერ კიდევ მოქმედ მერს გამოფენას უძღვნიან

„ხელისუფლების წარმომადგენლებს სულ ვპირდებოდით საჯაროდ გამოვფენდით ყველაფერს, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააკეთეს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამის დროც დადგა“ – აცხადებს შოთა გუჯაბიძე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ წევრია. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები დღეს ფოტოგამოფენის სანახავად დამთვალიერებლებს ევროპის მოედანზე, 13 საათზე ელოდებიან. სურვილი აქვთ საზოგადოებას აჩვენონ რა იყო ადრე და რა ხდება დღეს ქალაქში. განსხვავებების პოვნას და შედარებას თავად […]
2
0

უბნებზე ხმების დათვლა დასრულებულია

ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო მონაცემებს სპეციალურ პორტალზე ანთავსებს. სულ დასათვლელი იყო 3 644 უბნის შემაჯამებელი ოქმები, უბნებზე კი კომისიის წევრებს სამი ბიულეტენის შედეგის დაჯამება მოუხდათ.  მონაცემები პირდაპირ რეჟიმში იტვირთება ვებ-გვერდზე, ასე რომ პერიოდულად იცვლება. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, წინასწარი შედეგების თანახმად, პროპორციულ არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო.” ასევე, პირველ ადგილზე […]
xulos gamgeoba
0

ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

ხვალ 15 საათზე გაიმართება ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაც. დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ. ხულოს საკრებულოს ერთადერთია რეგიონში, სადაც ხუთი პარტიაა წარმოდგენილი. ახალი მოწვევის საკრებულო ასე დაკომპლექტდა:. ევროპული საქართველო- სამი წევრი- ერთი მაჟორიტარული და 2 პარტიული სიით. ქართული ოცნება 17 წევრი, 9 მაჟორიტარული და 8 პროპორციული სიით.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 6 წევრი- სამი […]
is
0

‘’ისლამური სახელმწიფო’’ ახალი წლის ღამეს ტერაქტებით იმუქრება

,,ისლამური სახელმწიფო” ახალი წლის ღამეს საშობაო ბაზრობებსა და დასავლურ ქვეყნებში კლუბებზე თავდასხმებით დაიმუქრა. ახალ შვიდ წუთიან ვიდეოში  თანამებრძოლებს ინგლისურ ენაზე მოუწოდებს, სადღესასწაულო პერიოდში ურწმუნოებზე იერიშები მიიტანონ. მედიაში გავრცელდა ფოტოპოსტერები, რომლებზეც ნიუ-იორკის თაიმს სკვერი და პარიზის ეიფელის კოშკია გამოსახული,  წარწერებით: „ძალიან მალე თქვენს დღესასწაულებზე“, „გილოცავთ ახალ სისხლიან წელიწადს… დაელოდეთ და ნახეთ, რა მოხდება“ და „შევხვდებით ერთმანეთს საახალწლო წვეულებაზე“. ,,დაეშის” მებრძოლი პაპ ფრანცისკეზე თავდასხმის მოწოდებითაც გამოდის. […]
misha
0

გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

პოლიტიკური, თუ სამართლებრივი დევნა? “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულს, “ქართული ოცნება” კი ობიექტურს უწოდებს. დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიესაჯა. მთავარი განსახილველი და სადავო საკითხი პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი გახდა, ოპოზიცია აქცენტს აკეთებს სააკაშვილის როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებაზე, რაც პატიმართა შეწყალების ნაწილში გამოიხატება, პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ მას სასჯელი […]
machalikashvuli
0

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

მანამდე კი მის საცხოვრებელ სახლში დაკრძალვის წინა რიტუალი ჩატარდა. დუისის სასაფლაოზე გარდაცვლილის ნათესავები, ოჯახის წევრები, ხეობის მაცხოვრებლები და უხუცესთა საბჭოს წევრები არიან შეკრებილნი. შეგახსნებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა, თუმცა 2018 წლის 10 […]
arch
0

NDI: საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 27% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-თ „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ამ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 27%; არც ერთი პარტია – 24%; არ ვიცი – 15%; უარი პასუხზე – 13%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; „ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა – 7%. კვლევის საველე […]
batumia
0

ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს უმასპინძლებს

ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების 17-ე კონგრესს მასპინძლობს. ღონისძება ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, თუმცა მაღალი რანგის სტუმრებს აჭარაში უკვე დღეს, საღამოს ელოდებიან. 40 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების 200-მდე წარმომადგენელთან ერთად, ბათუმს ვენეციის კომისიის წევრები და მისი პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიოც ეწვევიან. სტუმრებს დღეს საზეიმო ვახშამზე უმასპინძლებენ, უკვე ხვალიდან კი, ღონისძიების დღის წესრიგი საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულ […]

რელიგიური ორგანიზაციების სარჩელი

ტოლერატობისა მრავალფეროვნების ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანს სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს რელიგიური გაერთიანებებიდან მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას. შესაბამისად სხვა არცერთი რელიგიური გაერთიანება მსგავსი უფლებით არ სარგებლობს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ ეს რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და […]
ukrainis prezidenti
0

ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს აჭარას პეტრო პოროშენკო ესტუმრება. უკრაინის პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება. ბათუმში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო – უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში ოდესისა და აჭარის რეგიონს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება. “აჭარის ტელევიზია”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიში

მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის საგანი. 38 გვერდიან დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებაზეა საუბარი, მათ შორის დეპუტატების მიერ ინიცირებული და მიღებული კანონების შესახებ, ასევე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ბიზნეს საქმიანობაზე. კვლევა 2012-დან 2016 წლამდე პერიოდს ეხება. კვლევის ფარგლებში რეკომენდაციებთან ერთად შენიშვნებიც არის, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს. არ ჩატარებულა სამთავრობო საათი, პრობლემური […]

ქობულეთში ”ნაციონალური მოძრაობა” გამგეობას აკრიტიკებს

ნაციოანლური მოძრაობის წევრები უკმაყოფილეობი არიან ქობულეთშიც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მერაბ ცინცაბაძე აცხადებს,  რომ  მიუსაფარი ცხოველების  გაუვნებელყოფისთვის,  ბიუჯეტში  თანხები  გამოყოფოლია, თუმცა  უწყება ქალაქიდან დაავადებული ცხოველების გაყვანაზე არ ზრუნავს. საფრთხეებზე საუბრობენ ადგილობრივებიც. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ გამგეობაში, და ირწმუნებიან,  რომ  ტერიტორიებს თვეში რამდენჯერმე ამოწმებენ. მათივე თქმით, მიმდინარე წელს ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ  533  მიუსაფარი  ცხოველი აიყვანა.  “აჭარის ტელევიზია”
germa deleg
0

საიუბილეო ღონისძიება ბრანდენბურგის ლანდთაგში

17 Photos · Updated 6 minutes ago   გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – ვახტანგ წულაძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), ნინო ჩხეტია, ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი რომანაძე, დავით თედორაძე, ირაკლი ჭეიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენელი სულხან დუმბაძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, 5 სექტემბერს ბრანდენბურგის ფედერალური მიწის […]
shuax gamde
0

შუახევში მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

ამ დროისთვის, შუახევის საოლქო სარჩევნო კომისიაში მუნიციპალიტეტის მერობისთვის კანდიდატი  ოთხმა პარტიამ წარადგინა. “ქართული ოცნებიდან“ ფრიდონ ფუტკარაძე დარეგისტრირდა, “ევროპული საქართველოდან“ მირზა თურმანიძე. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ომარ მეგრელიძეა წარდგენილი,  “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი კი  რევაზ ზოიძეა. შუახევის #82 საარჩევნო ოლქში, პროპორციული სია,  რვა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს, 18 საათზე იწურება. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
qiqavas plakati
0

პლაკატებით ბრძოლა

ჯელალ ქიქავამ საკუთარი საარჩევნო პლაკატი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის სააგიტაციო მასალას გადააკრა. “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, რადგან სპეციალურად საარჩევნო სუბიექტებისთვის განკუთვნილი სტენდები, რომელი ცმერიამ ქალაქის ცენტრში განათავსა, საკმარისი ყველა კანდიდატისთვის არაა და მას ადგილი ამ სტენდებზე არ დაუტოვეს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

შუახევში სულ 15 009 ამომრჩეველია რეგისტრირებული

შუახევში 15 009 რეგისტრირებულ ამომრჩეველს 49 საუბნო საარჩევნო კომისია უნდა მოემსახუროს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
meria
0

ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები

„ქართული ოცნება“ ბათუმის ახალ საკრებულოში 19 წევრით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით საკრებულოში შევლენ: სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე, წინა მოწვევის საკრებულოს  წევრი, ირაკლი მიქელაძე, ექიმი ნერიმან ცინცაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული,  ბესარიონ გოგოტიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური და თამაზ დევაძე.  საკრებულოს ათი წევრი კი, მაჟორიტარობის  […]
55
0

თბილისის მოვლენებს სოციალ ქსელში სხვადასხვა გამოხმაურობა მოყვა

თბილისში ბერი სალოსის ქუჩაზე მორიგი შტურმი განხორციელდა. სპეცოპერაციის ადგილას აფეთქების და სროლის ხმა ისმის.სპეცოპერაცია 19 საათია მიმდინარეობს.აღნიშნულ მოვლენებს სოციალ ქსელში სხვადასხვა გამოხმაურობა მოყვა როგორც  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ასევე რიგითი მოქალაქეებიდან. “არ არის მარტივად საქმე. მეოცე საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რამდენიმე საათში ღამდება !”- ელისო კილაძე “ოფიციალურ უწყებებს სძინავთ ?! 17 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს განცხადება გაავრცელეთ […]
qed biu
0

ქედის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

დეპუტატებმა ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონ 536 ათას 900 ლარს შეადგენს. აქედან კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 510 ათასი ლარია. პრიორიტეტი გასული წლის მსგავსად წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათ შორისაა დაბა ქედის კეთილმოწყობა, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება. ბიუჯეტის პროექტს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ორმა წევრმა სხდომათა […]
mirian
0

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ლაშა ბიაძე მოინახულეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა ლაშა ბიაძე მოინახულეს, შობა მიულოცეს და საშობაო ტკბილეული გადასცეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შშმ პირის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და სამომავლოდ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ. ლაშა ბიაძე რამდენიმე წელია ეტლით მოსარგებლეა. „ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მსგავსი ადამიანების მხარდაჭერა და მათთვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნაა. ვფიქრობ მსგავსი ოჯახები უამრავი საჭიროებების […]
AQCIA MTAVROBASTAN
0

ენმ: ”ზურაბ პატარაძე ოლიგარქიულ რეჟიმს მფარველობს და რეგიონიდან ხეების გატანის პროცესებს ხელს უწყობს”

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა დღეს მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსიგამართეს. ისინი ადმინისტრაციულ შენობასთან პლაკატებითა და ხის საჭრელი დანადგარებით მივიდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეოლიგარქიულ რეჟიმს მფარველობს, რეგიონიდან ხეების გატანის პროცესებს ხელს უწყობს, რაც დიდი დანაშაულია. აქციის მონაწილეების თქმით, ჩაქვის ტერიტორიაზე დაზიანებულია სხვა მწვანე ნარგავები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პროცესები შეაჩერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციებით […]
pikapi
0

ხულოს მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით პიკაპის ტიპის ავტომანქანა გადაეცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით პიკაპის ტიპის ავტომანქანა გადაეცა. ახალი მანქანა ძირითადად მერის მოადგილეს ლაშა ბოლქვაძეს მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ თავად ლაშა ბოლქვაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით ეს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დაეხმარება და პრობლემურ ადგილებზე მისვლა უფრო გაუმარტივდება, ლაშა ბოლქვაძე მერიაში არსებული ავტოპარკის სიძველეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხულოს მერიაში ახალი ავტომანქანა 2010 წლის […]
sakonstitucio
0

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან

  პლენუმის გადაწყვეტილებით, თითო მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან. თითოეულ მოსამართლეს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე – ესენი არიან […]
aac
0

ბათუმის მოვლენების დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოწმის სახით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ის გამომძიებლები დაიკითხებიან, რომელბმაც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის დავით ჯაფარიძის თქმით, შესაძლოა მის დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირი საპროცესო შეთანხმების ახალ პირობას, რომელიც თავისუფლების […]
sxdoma
0

კომისიამ რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო,იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა. განიხილეს დღის წერიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი -“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი -“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი […]

ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში

ამ წუთებში ქობულეთში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები  2017 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის ანგარიშზე იმსჯელებენ. ასევე ცვლილებები შევა ჯანდაცვის პროგრამებში და დამტკიცდება საარჩევნო ბანერების გასაკრავად ნებადართული ადგილები. დეპუტატები გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზეც იმსჯელებენ. დღის წესრიგით სულ 22 საკითხია გათვალისწინებული. “აჭარის ტელევიზია”
ilia
0

შეხვერა მცირე მეწარეეთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს ხელვჩაურის N72 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ნაკაშიძე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მცირე მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ხელვაჩაურში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და ასევე ადგილობრივი, ნატურალური პროდუქციის ექსპორტზე გატანა იყო. საუბარი […]
euto
0

ზურაბ პატარაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ – საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, კორიენ იონკერთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ბათუმში მივლინებული ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები ჟანეტა ვენცუროვა და დუგლას ვეიკი, მედია ანალიტიკოსი ივან გოდარსკი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანია არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის განხილვა და აჭარის რეგიონის განვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება. მთავრობის თავმჯომარის ისაუბრა […]
shexvedra shuaxebvi
0

ფრიდონ ფუტკარაძე მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე, ხვიჩა შარშიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფრიდონ ფუტკარაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა […]
qiqava
0

”მე სავარძელი არ მინდა – ხალხს არ ჰქონია პრეტენზია, ალბათ მაძღრები არიან’’ – ჯელალ ქიქავა

“მე სავარძელი არ მინდა – ხალხს არ ჰქონია პრეტენზია, ალბათ მაძღრები არიან. მე ხალხისთვის ვაპირებდი მოსვლას, თორემ თუ მოსახლეობას პროტესტის გრძნობა არ აქვს პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ვერჩით” – განცხადება ლეიბორიტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატმა გააკეთა. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ მოქალაქეების კეთილდღეობისთვის აპირებდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
lashaaa
0

ლაშა კომახიძე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში სამსახურის ხელმძღვანელებმა საკუთარ სამსახურებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ მერია ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფასა და საქმიანობის გამჭვირვალობაზე. შეხვედრა თითოეული სამსახურის უფროსთან ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელდა. წყარო:”ბათუმის მერია”
irakli jorbenadze
0

ჯორბენაძე: ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი წლევანდელი ბიუჯეტისგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია

ხულოს, საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ირაკლი ჯორბენაძეს 2018 წლის ბიუჯეტის გადანაწილებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, “ბიუჯეტი მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტისაგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია”. საკრებულოს წევრის განცხადებით გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირებულია ხულოს სარეზერვო ფონდის თანხები. ირაკლი ჯორბენაძე მიმდინარე წელის ბიუჯეტის ათვისებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხულოს მერიამ ბიუჯეტი სრულად […]
meria batumis
0

გაიგეთ ვინ ვერ მოხვდა ბათუმის ახალი მერის განახლებულ გუნდში

ბათუმის მერიის  მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ნაწილს ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდა. ახალი მერის, ახალ გუნდში ვერ მოხვდნენ ‘’სანდასუფთავების’’ სამსახურის უფროსი დავით ასამბაძე, ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ბაღების გაერთიანების უფროსი ნატალია ზაქარეიშვილი, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების ხელმძღვანელი ლევან ჭანუყვაძე, ასევე საფეხბურთო კლუბ  ბათუმის ‘’დინამოს’’ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოვალეობას დროებით მოადგილეები შეასრულებენ. ახალ ხელმძღვანელებს კი ლაშა კომახიძე […]
xe
0

სოფელ ხუცუბანში ასწლოვანი ევკალიპტები იჭრება – პროცესი “ენმ”-ის წევრებმა გააპროტესტეს

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ასწლოვანი ევკალიპტები იჭრება. პროცესი „ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გამზადებულია 5 ხე, რომლებიც უახლოეს დღეებში შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გადასარგავად უნდა გადაიტანონ. „ბიძინა ივანიშვილის ხეები რომ ტრანსპორტირდეს, ამის გამო აბსოლუტურად ჯანსაღ, ასწლოვან ევკალიპტებს ჭრიან. თითქოს და იმ მოტივით, რომ ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ აღნიშნულ […]
64
0

ზურაბ პატარაძე: კონსულტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

ზურაბ პატარაძე: კონსულტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება „მინდა ვაცნობო სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისა მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მკვიდრებს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოსა შსს მინისტრსა და მის თურქ კოლეგას შორის, გაიმართა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ორმხრივმა […]
tornike
0

თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რას გულისხმობდა ”პირად შურისძიებაში”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თონიკე რიჟვაძემ დღეს პირველად გააკეთა განმარტება მის განცხადებაზე, სადაც “ქიქავებს და სხვა ოპონენტებს” პირადი შურისძიებით დაემუქრა და მათგან პოლიტიკური ველის გასუფთავებაზე ისაუბრა. თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი და მისი თანაგუნდელების ბრძოლის იარაღი პოლიტიკურია, რომელიც მოქცეულია კანონის ჩარჩოებში. ”ადამიანისთვის ღირსებაა უმთავრესი და რა თქმა უნდა ჩვენი ბრძოლის მეთოდები ყოველთვის არის პოლიტიკური და კანონმდებლობით გათვალისწინებული. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ […]
111
0

ხულოს “ნაცმოძრაობა” ტუალეტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი გუნდი თანამედროვე ტუალეტების ფასსზე კამათობს. ხულოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ლიდერი, ირაკლი ჯორბენაძე „აიპრესთნ“ ირწმუნება, რომ მწვანე ტბაზე საპირფარეშოს მშენებლობისთვის 11 500 ლარი საკმარისი არა არის. ჯორბენაძის მტკიცებით ამ თანხით თანამედროვე ტიპის სტანდარტის საპირფარეშოს მშენებლობა შეუძლებელია და მოითხოვს არსებულ ციფრს თანხის 50% დაემატოს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით მწვანე ტბაზე თანამედროვე […]
avtomoblbi
0

150 ათასი ახალ ავტომანქანებში სამი რესურსცენტრისთვის

ქედის, შუახევისა და ხულოს რესურსცენტრები ახალი ავტომანქანების შეძენას აპირებენ. სამივე უწყებამ ტენდერი ერთდროულად 14 ივლისს გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში რესურსცენტრები მოითხოვენ 2017 წელს გამოშვებულ ავტომანქანას, რომელიც იქნება მე-3 კლასის და მაღალი გამავლობის მქონე. თითოეული რესურსცენტრი ერთი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მაქსიმალური ფასი ერთი ავტომანქანის შესაძენად 50 ათასი ლარია. “ბათუმელები”
FB_IMG_1500659082093
0

მერაბ კარანაძე მარადიდის მოსახლეობას შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, სოფელ მარადიდის მოსახლეობის 12 კაციანი ჯგუფის წევრებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. მოსახლეობის ნაწილი ”აჭარ ენერჯი 2007″-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ პრეტენზია გამოთქვეს. მათი განმარტებით თურქული კომპანიის წარმომადგენლები არცერთ ვალდებულებას არ ასრულებენ, რის გამოც […]

ბათუმის საარჩევნო შტაბს ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსად კვლავ ირაკლი ჭეიშვილი დაინიშნა. იგი ბათუმის საარჩევნო შტაბს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში, 2014 წლის თვითმმართველობის და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ხელმძღვანელობდა. ირაკლი ჭეიშვილი ამჟამად უმაღლესი საბჭოს წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა. “აჭარის ტელევიზია”
ermakovi
0

გიორგი ერმაკოვი: ბათუმის მომავალ მერს გამძლეობას ვურჩევ

ბათუმის არჩეული მერი, გიორგი ერმაკოვი, რომლის უფლებამოსილების ვადა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მიიჩნევს, რომ მან წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულა და მისი მერობის პერიოდში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. „სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაწყებულია, რამდენიმეეტაპიანია და დასჭირდება კიდევ ორი წელი დაახლოებით, რომ დასრულდეს. ოთხწლიანი ვადაც რომ მქონოდა, ვერ დასრულდებოდა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის, მასშტაბური სამუშაოებია, რაც ათწლეულებია ქალაქში […]
qeda ward
0

ქედაში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქედის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საარჩევნო სიაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოქმედი დეპუტატი ამირან დევაძეა, ის ზვარეს თემში კვლავ „ქართული ოცნების“ კვოტით იყრის კენჭს. ქედაში მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძეა. ის  ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის დირექტორად მუშაობს.კანდიდატები საზოგადოებას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად […]