პოლიტიკა471 Videos

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „ჰილტონში“, საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით – „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ დაესწრო. კონფერენციას, რომელიც „საქპატენტისა“ და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში მესამედ ტარდება, ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მანტიაში ჩაცმულები მღერიან

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო კლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო […]

ჯანი ბუკიკიო პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესის ფარგლებში ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა უკვე დაასრულა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა განცხადებები გაკეთდა  ჯანი ბუკიკიოს , გიორგი მარგვცელაშვილისა და ოპოზიციის წრმომადგენლების მხრიდან-  თამარ კიკნაძე ემზადება ჩართვისთვის და დეტალებს გამოშვების დასრულებამდე შემოგთავაზებთ. tv 25

ბათუმში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

ხმაურით მიმდინარეობდა  საკრებულოს სხდომა ბათუმში. მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაა, ისინი 1000 კილოვატიანი ვაუჩერის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხის განხილვას ითხოვენ, რასაც მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა ერთმანეთს ეთიკისა და რელამენტის დაცვისკენ რამდენჯერმა მოუწოდეს, პერიოდულად შეურაცხმყოფელი მიმართვებიც ისმის. დღეს საკრებულო 21 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა ქალაქში მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირება და მერიის და საკრებულოს […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ სამინისტროებისა და უწყებების პრიორიტეტებზე იმსჯელა

მომავალი წლის რეგიონული ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და  სამინისტროების სამუშაო მიმართულელების განსაზღვრა – საკითხი დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ბიუროზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ”  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეც. ნინო ჩხეტიას განმარტებით,  საჯარო მოხელის შესახებ  კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით საჭირო გახდა რიგი კანონების შესაბამისობაში მოყვანა. ორივე საკითხს  მომდევნო რიგგარეშე […]

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით,  1800 ლარი 23 ივნისს ხაზინაში გადარიცხა. ”რა თქმა უნდა არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგრამ  ვერ დავუშვებდი რომ, თუნდაც ერთ ადამიანს ჩემი საქმიანობის შესახებ კითხვები დარჩენოდა.” ირაკლი მიქელაძის თქმით, ის სამი თვის განმავლობაში გერმანიაში ოჯახური მიზეზების გამო იმყოფებოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის […]
FB_IMG_1500122560581
0

თბილისში წლის ბოლომდე ქართულ -ბერძნული ბიზნესფორუმი გაიმართება

ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში გეორგიოს კატრუგალოსს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ისაუბრეს ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმის შესახებ, რომლის გამართვაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. „ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის […]
ssamrtlo
0

აიკრძალება თუ არა პარტია, რომელიც ხალხს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს სარჩელს „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ეს ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა. თუკი განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეების არგუმენტებს სასამართლო გაიზიარებს, არსებითი განხილვა დაიწყება „ცენტრისტების“ წინააღმდეგ. მოსარჩელე პარლამენტის 33 დეპუტატია [დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები]. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პოლიტიკური […]

ქობულეთის საკრებულოს სხდომა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ძირითადად მოქალაქეების მიერ შეტანილ განცხადებებზე იმსჯელეს, რაც სეზონურად სავაჭრო და სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტების განთავსებისთვის ნებართვის მიღებას ეხებოდა. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ საჯარო განცხადებები საკრებულოს დროულად უნდა განეხილა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეები გამგეობას ეტაპობრივად მიმართავენ. სხდომას გამგებელი და მისი მოადგილე არ ესწრებოდნენ, რის გამოც, ნაციონალურმა მოძრაობამ დარბაზი დატოვა. “აჭარის […]
qeo.olqi
0

ქობულეთის 81-ე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

669 განაცხადი შევიდა ქობულეთის 81-ე ოლქში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ვაკანტური ადგილი 390-ია. ოლქის თავმჯდომარის თქმით, კომისიის წევრობის სურვილი წინა არჩევნებში მონაწილე წევრებმაც გამოთქვეს. თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სულ 65 საარჩევნო უბანი იმუშავებს.  წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კენჭისყრით შეარჩევენ. “აჭარის ტელევიზია”
qobuletii
0

”ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია წარადგინა

რამდენიმე წუთის წინ “ქართულმა ოცნებამ”   ქობულეთში საარჩევნო სია წარადგინა. პრეზენტაციას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. ქობულეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში 4 მოქმედი დეპუტატია, 22 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალია. ქალაქ ქობულეთში მაჟორიტარობისთვის  დავით  წულუკიძე, დავით  მჭედლიშვილი და ავთანდილ გოგიბერიძე იბრძოლებენ. რაც შეეხება სოფლებს, კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ქაქუთი –  ვიტალი ქარცივაძე, ლეღვა – ავთანდილ […]
asvalti
0

ხულოში ნაციონალური მოძრაობა ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენებაზე საუბრობს

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამგეობას ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს, როგორც ირაკლი ჯორბენაძე ‘აიპრესთან” აცხადებს გამგებლის თანაშემწეები გოჩა მელაძის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობენ. ჯორბენაძე იმასაც აცხადებს რომ გამგეობა თანაშემწეებს ავალებს წინასაარჩევნო შეხვედრაზე ბევრი ხალხი მიიყვანონ წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობას დაატოვებიებენ. ირაკლი ჯორბენაძე ფოტოებზეც საუბრობს, სადაც ასახულია“ქართული ოცნებიდან“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე გზის მოასფალტებით სამუშაოებში თავად […]
nace mooz
0

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სოფელ ფუშრუკაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანზორ შაინიძემ, დღეს თავისი კანდიდატურა მოხსნა,პარტიაში განმარტავენ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. ქართულ ოცნებაში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად  გამორიცხავენ. მომხდარს ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის აჭარის ოფისში გამოეხმაურნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უწყებაში აცხადებენ, რომ ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია წყარო:”აჭარის ტელევიზია”

წინასწარი მონაცემებით ჯუმბერ ვარდმანიძე 51,5%-ით ხევვაჩაურის მერი გახდება

პირველ ადგილზეა, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურშიც, მას მოჰყვება “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თეიმურაზ დუმბაძე. პროპორციულ არჩევნებში ასევე მმართველი პარტია იმარჯვებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
meria
0

ლაშა კომახიძე მოადგილეებს სამშაბათს დაასახელებს

სამშაბათს გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბათუმის ვიცე მერისა და მოადგილის პოსტს. კანდიდატებს ქალაქის მერი მომავალ კვირას წარადგენს.  ქალაქის ყოფილი მერის მოადგილესა და ვიცე-მერს უფლებამოსილება გასულ კვირას შეუწყდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
gio
0

შესაძლებელია თუ არა საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთა კირნათში?

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახმედ ჩატაევმა და მისმა თანამზრახველებმა საქართველოში შემოსვლა კირნათი – მარადიდის მწვანე ზოლიდან შეძლეს, ამაში კი მათ პანკისის ხეობასა და თბილისში დაკავებულები ეხმარებოდნენ. საქართველოს თურქეთთან აჭარაში ერთადერთი ოფიციალური გამშვები პუნქტი აქვს, ეს სარფია, ორი კი მაჭახლის ხეობაშია, ამ შემთხვევაში საუბარი არაა გამშვებ პუნქტზე. კირნათი – მარადიდში საზღვარს მესაზღვრეები იცავენ და საგუშაგოებია მოწყობილი, ასევეა ხერთვისში. ოფიციალური ნებართვით მკაცრი ზამთრის […]
umag sab
0

საახალწლო პრემიები აჭარის მთავრობაში

280 ათასი ლარი გაიცა პრემიის სახით აჭარის 4 სამინისტროს თანამშრომლებისთვის. ზოგ შემთხვევაში თანხა თანაბრად, სადღესასწაულო წახალისების ფორმითაა გაცემული, ზოგან კი გვეუბნებიან, რომ გამორჩევით, შრომის შესაბამისად წაახალისეს თანამშრომლები. პრემიები არ აუღიათ მინისტრებს და მოადგილეებს, ასევე პრემიები არ გაცემულა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე. საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებზე კი 50 ათას ლარამდე თანხა გადანაწილდა. სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი თანხა, […]
acharis mtavroba
0

აჭარის მთავრობას გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის არასრულად გაცემისთვის უჩივიან

რა თანხას ხარჯავს აჭარის მთავრობა წარმომადგენლობით ხარჯებზე?  ამ კითხვაზე არასრული პასუხის მიღების გამო ნაციონალური მოძრაობა სასამართლოს მიმართავს. „არაერთხელ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან სტუმრებზე გაწეული ხარჯები შესახებ, რა დელეგაციები ჩამოდიოდა და ა.შ.  ვინაიდან ვერ მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, იქნებ ზემდგომი ინსტანციისგან მაინც მივიღოთ პასუხი“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ასმათ დიასამიძე. დეპუტატი ფიქრობს, რომ აჭარის მთავრობას არ სურს გაასაჯაროვოს ინფორმაცია, […]

ყინჩაურში მთავრობის თავმჯდომარეს დაპირება შეახსენეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ყინჩაურში მცხოვრები მოსახლეობა დანაპირების შესრულებას სთხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ მათ ზურაბ პატარაძე ჰესების მშენებელ კომპანიასთან შუამდგომლობას და არსებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარებას დაჰპირდა, რაც არ შეუსრულებია. საქმე ეხება ფერდსამაგრ სამუშაოებს, სადრენაჟე სისტემის მოწყობასა და სოფელში წყლის მიყვანას, რომლის გაკეთებასაც, მინიმუმ ერთი წელი “აჭარისწყალი ჯორჯია” არ აპირებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
pataridze
0

რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

ზურაბ პატარაძემ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქონებრივი დეკლარაცია 2017 წელის 31 მაისს პირველად შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძე ფლობს ბინას [120 კვ.მ] ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია და ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე [158 კვ.მ] , რომელიც მას „საქართველოს ბანკიდან“ გამოტანილი სესხით შეუძენია. პატარაძის ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ერთი ბინის შესახებ ფიქსირდება ინფორმაცია. თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე […]

აჭარის დელეგაციის შეხვედრები ბელარუსში

აჭარის დელეგაციის ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დელეგაციის წევრები ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით სახალხო დღესასწაულს ,,კუპალიეს” დაესწრნენ. სახალხო დღესასწაული შკლოვის რაიონში, პრეზიდენტის მშობლიურ სოფელში ყოველწლიურად იმართება. ,,კუპალიე“ -,,ალექსანდრის მეგობრებს უხმობს“ ერთ-ერთი მასშტაბური სახალხო დღესასწაულია ბელარუსში, რომელსაც ბელარუსები ზაფხულის შუაგულში აღნიშნავენ. დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი ესწრება. კუპალიეს დღესასწაული […]
varshanidze
0

გამგებელი აქციის მონაწილეებს შეხვდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე კირნათი- მარადიდის ჰესთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობას კომპანიასთან კიდევ ერთხელ შუამდგომლობას დაჰპირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობა და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიურო რამდენიმე თვეა მუშაობს. სოფელ კირნათში კომპანია “აჭარ ენერჯი 2007“ ჰესის მშნებელობას უკვე ორი წელია ახორციელებს. “ხელვაჩაურის […]

რომან ქათამაძე მუქარაზე საუბრობს

პირი, რომლის მიმართაც 21 ივლისს გასროლა განხორციელდა ამბობს, რომ ემუქრებიან. რომან ქათამაძის თქმით, მასთან უცნობი პირები მივიდნენ, რომლებიც პროკურატურიდან განცხადების უკან გამოტანას აიძულებენ. რაც შეეხება პარასკევს მომხდარ ინციდენტს, მოკვლევას გენერალური ინსპექცია აწარმოებს. თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება თუ განზრახ მკვლელობის მცდელობა. “აჭარის ტელევიზია”
SXDO
0

პროექტები გამარტივებული წესით განიხილება

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ 22 აგვისტოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში […]
qed
0

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები ქედის საკრებულოში

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქედის გამგებლის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრისა და ქედის ყოფილი გამგებლის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს. პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება შვიდ სექტემბერს გახდება ცნობილი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქედის საკრებულოში წარსადგენად ამ დროისთვის მხოლოდ  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა აქვს დაზუსტებული. პარტია დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ქედის საკრებულოს ყოფილ […]
enc
0

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის ათეული

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიაში პროპორციული საარჩევნო სია დაარეგისტრირა.  სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა. მეორე ნომერი ლევან ანთაძე, რომელიც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა. ის  „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატიცაა. სიაშია ნოდარ დუმბაძე. ის ორი მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეული კი ასე გამოიყურება: მირდატ ქამადაძე, ლევან ანთაძე,  ნოდარ დუმბაძე,  კახა […]
jumberi
0

ჯუმბერ ვარდმანიძის შეხვედრა რამდენიმე სოფლის ამომრჩეველთან

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე სოფელ მარადიდის, კირნათისა და კობალეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატი ლეილა კახაბერიძეც იმყოფებოდა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა გზებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება მოითხოვეს. ჯუმბერ ვარდმანიძე მოსახლეობას ხელვაჩაურის მერად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ეტაპობრივად დაჰპირდა. […]
qatamazde
0

მირიან ქათამაძე: თუ მე ქობულეთში არ ვიქნები წარმატებული, ჩემს ყველა წარმატებას ფასი ეკარგება!

“ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას ეძლევა შესაძლებლობა და შანსი იფიქროს, იზრუნოს, იშრომოს იმ მოსახლეობისთვის, რომელთან ერთადაც ის დაიბადა, გაიზარდა და იმ გარემოს მიმართ, რომელმაც ითამაშა როლი მისი პიროვნულად ჩამოყალიბებაში.“ – აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში ქობულეთის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” მირიან ქათამაძე. ეს არის ყველაზე რთული საქმე. ჩემი ბიოგრაფიის რაღაც დეტალები, რომელიც სხვებში მოწონებას იმსახურებს, […]
xulosakr-cr-739×428
0

ხულოს საკრებულოში ორი ქალი წევრი ეყოლებათ

”აიპრესი” დაინტერესდა, როგორ დაკომპლექტდა ხულოს საკრებულო 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე , ასევე გაუმჯობესდა თუ არა გენდერული ბალანსი და რამდენმა ქალმა მოიპოვა მანდატი. 6 მანდატი ერგო ”ნაციონალურ მოძრაობას”. 3 მაჟორიტარული და 3 პროპორციული სიით. სამი მანდატი ერგო ”ევროპულ საქართველოს” ერთი მაჟორიტარული და ორი პროპორციული. 1 წევრს შეიყვანს ”პატრიოტთა ალიანსი” და ერთ წევრს ”დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო”. […]
kab
0

სულიკო თებიძის გადაწყვეტილებით ენმ-ს წევრებს ბათუმის საკრებულოში კაბინეტი დაკეტილი დახვდათ

ბათუმის საკრებულო ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ ახლახანს პოლიცია გამოიძახა. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ბათუმის საკრებულოში თავიანთი ფრაქციის კაბინეტი დაკეტილი დახვდათ. მათი კაბინეტის კარებზე ამ დროისთვის ახალი აბრაა გამოკრული, რომ კაბინეტი ეკუთვნის „ქართული ოცნებას“. როგორც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, სულიკო თებიძე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს სხვა კაბინეტს საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის პირველ […]
xo
0

შუახევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ბერიძის, არჩილ ბერიძის და ნაზი ჩხიკვაძის სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს, მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათის სახით სურსათი და ტკბილეული გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქარი ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებმა 27-მა სოციალურად […]
26230786_977175612446963_7674375723372752146_n
0

საკრებულოს წევრები საშობაო აქციაში ჩაერთნენ

საკრებულოს წევრები სულხან დუმბაძე და მინდია დიდმანიძე სოფელ თხილნარში, მახოსა და ჭარნალში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვივნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. დეპუტატებმა 8 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საახალწლო ტკბილეული და სურსათი გადასცეს. წყარო:”ხელვჩაურის მუნიციპალიტეტი”
sasamartlo
0

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის 20 მარტს მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 30 მარტს ფიცის დადების დღიდან შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების მიხედვით, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად საკონსტიტუციო სასამართლოს […]
22
0

ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება

2018 წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში უმასპინძლებს. ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ინსპექტირების მიზნით დღეს ბათუმში ფიდეს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება სტუმრად. დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) გეორგიუს მაკროპულოსი ხელმძღვანელობს. სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სპორტის […]

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს

რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატები ორ საკითხს განიხილავენ. სხდომის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებებიც. “აჭრაის ტელევიზია”

ზურაბ პატარაძე მაროშ შევჩოვიჩს და იანოშ ჰერმანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მაროში შევჩოვიჩს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა. ევროპელ სტუმრებს ზურაბ პატარაძე აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნისათვის გაწეული დახმარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. მაროშ შევჩოვიჩის თქმით, აჭარა გამოირჩევა ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების სიმრავლით. „განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიმდინარე საერთაშორისო პროექტების რიცხვი, […]
20155726_1458274300898784_3421593466744100173_n
0

ბათუმში აჭარის საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა.

სასტუმრო შერატონში, „აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი“ გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ნინო ჩხეტია, ნუგზარ სურმანიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ვახტანგ წულაძე და ცოტნე ანანიძე დაესწრნენ. უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ […]
nukri
0

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ გასული წლის დეკემბერში პირველად შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დეპუტატობამდე ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში. ის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ნუკრი ბეჟანიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, ნუკრი ბეჟანიძე და მისი […]
ceesko
0

საია: დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის წესს ხარვეზი აქვს

დღეს, 28 აგვისტოს, ბათუმის მერობის სურვილი ორმა კანდიდატმა გამოთქვა – კახა ცისკარიძემ და გოჩა გუგუნავამ. აღმოჩნდა, რომ მათ რეგისტრაციის გავლის უფლება აღარ აქვთ.  21 აგვისტოს, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, დამოუკიდებელ კანდიდატებს სულ სამი დღე ჰქონიათ რეგისტრაციისთვის. „ეს  უნდა ჩავთვალოთ კანონის ხარვეზად, რადგან რეალურად სამი დღე ჰქონდათ დამოუკიდებელი კანდიდატების წარმდგენ საინიციატივო ჯგუფებს, შემდეგ კი ერთკვირიანი […]

ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია

საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას განაგრძობს და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.  “აჭარის ტელევიზია”

”ქართული ოცნების” შუახევის მერობის კანიდიდატი ნიგზაეულის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების” შუახევის მერობის კანიდიდატი ნიგზაეულის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები ფრიდონ ფუტკარაძეს შუახევი ჰესის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ესაუბრნენ, მათი ინფორმაციით, სოფელში გვირაბის გაყვანამ წყლები დააშრო და საცხოვრებელი სახლები დაბზარა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
charnali
0

ჯუმბერ ვარდმანიძე ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე დღეს ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩევლებს შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ. მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა ამომრჩევლებს გააცნო.ადგილობრივებმა […]
pata
0

ზურაბ პატარაძემ საკუთარი არჩევანი ქობულეთის 71-ე ოლქის მე-4 უბანში გააკეთა

„მე მივეცი ხმა ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას და ძლიერ რეგიონს, რა თქმა უნდა, ჩვენს ძლიერ თვითმმართველობას და ჩვენს ძლიერ ქვეყანას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას მეტი აქტივობისაკენ, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისათვის!“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ ზურაბ […]
levan gorgladze
0

ლევან გორგილაძე ქედის მერის თანამდებობის უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება

ლევან გორგილაძე ქედის მერის თანამდებობის უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება. დაიბადა 1962 წლის 28 თებერვალს, სოფ. კვაშტაში. განათლება: • 2013-2016 წწ – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტი. ბიზნესისა და მართვის სკოლა. სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება • 1982–1988 წწ -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობა: სამკურნალო საქმე. აკადემიური ხარისხი • ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. • მედიცინის […]
lasha
0

სამი ოქრო ანაჰაიმიდან: ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველმა რეკორდსმენმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 477 კილოგრამი დააფიქსირა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აკვრაში 243, 250 და 257 კილოგრამები შეუკვეთა და სამივე წარმატებით დაძლია. ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძეს 477 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. გარდა ამისა, ატაცში, ქართველმა ასევე მსოფლიო რეკორდი […]
26055664_971804939650697_9008424958212242610_n
0

საკრებულოს თანამშრომლებმა საახალწლო აქციაში მიიღეს მონაწილეობა

სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების რვა შვილიან ოჯახს დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეები ეწვივნენ. სოციალურად დაუცველ ოჯახს დეპუტატებმა საახალწლო ნობათი, სურსათი და ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით გადასცეს. საქველმოქმდო აქცია საკრებულოს აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, მსგავსი აქციები მომავალ წელსაც გაგრძელდება. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
sazgvari
0

თურქეთი საქართველოს საზღვარზე ელექტრონულ კონტროლს გაამკაცრებს

ოფიციალური ანკარა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ელექტრონული სათვალთვალო სისტემის დამონტაჟებას გეგმავს. განცხადება- ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირანის საზღვარზე მშენებარე კედლის ნახვის შემდეგ გააკეთა. სულეიმან სოილუს თქმით, კედლის მშენებლობა ქვეყანას ტერორისტებისა და უკანონო მიგრანტების შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. მინისტრის განცხადებით, იმავე მიზნის მისაღწევად უსაფრთხოების კონტროლი თურქეთსა და საქართველოს საზღვრის გასწვრივ ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
mamaladze
0

ციანიდის საქმეზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარდგება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დღეს პროკურატურა დასკვნით სიტყვას იტყვის. სასამართლოს საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენს, რატომ უნდა გადაკვალიფიცირდეს საქმე, პროკურატურის მიერ თავდაპირველად წაყენებულ მუხლზე. ცნობილია, რომ პროკურატურა ითხოვს, დეკანოზს მსჯავრი სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაედოს, რადგან სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ანგარებით გეგმავდა. სააპელაციო სასამართლოში  სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
mixeili
0

სააკაშვილი: “განავალი როგორც არ უნდა შეფუთო, ის შოკოლადი ვერ გახდება”

საქართველოს ექს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეაფასა უკრაინაში წინასაარჩევნო მოვლენები. მისი განცხადები პეტრე პოროშენკო არავის აწყობს, “ხალხი ისევ ფიქრობს და დავობს თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი”. მისივე განმარტებით, უკრაინელ ხალხს პრეზიდენტის არჩევა სულ ერთი და იმავე ხალხის ჯგუფიდან უწევს. “საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი უკრაინაში და ვიცი,ისევე როგორც თქვენ, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა სახეობის განავალს გვთავაზობენ. ამჯერად […]
cotne
0

დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ბათუმის ციხეში პატიმრებთან შესვლის უფლება მისცეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე დღეს, 6 ივლისს, ბათუმის ციხეში პატიმრებს მოინახულებს. დღემდე პატიმრებმა არაერთხელ ითხოვეს ცოტნე ანანიძესთან შეხვედრა, თუმცა უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის ცოტნე ანანიძე იქ შესვლას ვერ ახერხებდნენ. „კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან,“ – გვწერდნენ ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები. ისინი აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ცოტნე ანანიძე ყოფილი […]
00
0

ზურაბ პატარაძე თურქეთის საკონსულოს მიერ გამართულ ღონიძიებას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ქალაქი მერი ესწრებოდნენ. 2016წლის 15ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას 250-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. თურქეთის საკონსულოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება სწორედ დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. სასტუმრო „ეიფორიაში“ გამართული შეკრება წუთიერი დუმილით დაიწყო და თურქეთის გენერალური კონსულის […]
meria
0

ბათუმის მერი ქალაქ კლაიპედას მერს შეხვდა

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ კლაიპედას მერს ვიტაუტას გუბლიაუსკას შეხვდა. კლაიპედას მერი ბათუმის მერიაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე ესწრებოდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ კლაიპედას უმაღლესის საბჭოს მდივანი მოდესტა ვიტკუსი და მერის მრჩეველი ალბერტას ბარაუსკასი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის […]
majoritari
0

ენმ ჯავახიშვილის ქუჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარ კანდიდატად ნოდარ დუმბაძე წარადგენს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჯავახიშვილის ქუჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარ კანდიდატად ნოდარ დუმბაძე წარადგენს. ამ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე თავად ავრცელებს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც პრესსამსახურიდან გვაცნობეს, ჯერ კანდიდატების ვინაობა დაზუსტებული არ არის. “აჭარის ტელევიზია”
sxd
0

ხულოში საკრებულო სხდომას 28 დებუტატატიდან 20 ესწრება

ამ წუთებში ხულოში მორიგი საკრებულო სხდომა მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზი დღეს განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. სხდომაზე განიხილება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წლიური ანგარიში გაწეული სამუშაოს შესრულების შესახებ. დებუტატები ასევე განიხილავენ ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშის შესახებ. დღის წესრიგით სულ ორი საკითხია გათვალისწინებული. “ipress.ge”

მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატები ქედაში

ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა არჩევნებზე  ქედაში 4 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. მაჟორიტარ დეპუტატობისთვის მახუნცეთში ორი კანდიდატი, მანუჩარ დავითაძე და ნანული ყურშუბაძე დარეგისტრირდა. საინიციატივო ჯგუფებმა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე კანდიდატები წარადგინეს დაბა ქედასა და მერისშიც. დაბა ქედაში დეპუტატობისთვის, ასლან შაქარაძე, ხოლო მერისში თეიმურაზ კონცელიძე იბრძოლებს. დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დასრულდა. “აჭარის ტელევიზია”

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა

”ქართული ოცნების” ბრალდება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის ”ნაციონალურ მოძრაობას”  ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ბათუმის ნომერ პირველ საარჩევნო უბანში ამომრჩეველს ბარათთან ერთად პარტიის საარჩევნო ბუკლეტს აძლევს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრს  კონკრეტული პარტიის სააგიტაციო მასალის გავრცელება ეკრძალება. როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ “ნაციონალური მოძრაობა” ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. მომხდარი დაგმეს “ნაციონალურ მოძროაბაში” […]
SHEMAJAMEBELI SHEXVEDRA
0

საარჩევნო კამპანიის ფინალური შეხვედრა

წინასაარჩევნო კამპანიის ფინალური შეხვედრა გაიმართა ბათუმის საზაფხულო თეატრში, სადაც ქალაქის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დარბაზში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. – “ჩვენ თქვენი მხარდაჭერით, თქვენი მანდატით მოვიპოვებთ გამარჯვებას თვითმმართველობის არჩევნებში – მიმართა შეკრებილებს მთავრობის თავმჯდომარემ. წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა ლაშა კომახიძემ. მერობის კანდიდატმა მნიშვნელოვანი აქცენტები იმ პროგრამებზე გააკეთა, რომელიც მისი მერობის […]

მოსახლეობის ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა

მაღალი აქტივობის ფონზე, მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელიც მაღალია ქედაში. “ქართული ოცნების” მეორბის კანდიდატმა, ლევან გორგილაძემ 60 პროცენტზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა. მეორე ადგიზლეა ირაკლი ბარამიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან  . მესამეზე კი ევროპული საქართველოს კანდიდატი. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
23559726_486740105045823_4348423615879388900_n
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები დადებითად შეაფასა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს. პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართა და საქართველოში შექმნილი საინვესტიციო კლიმატისა და აჭარის რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. “საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, აჭარის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. აქ ყველა […]
biuuu
0

ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი ფრაქცია ეყოლება. “ქართული ოცნება – კონსერვატორებს” ნატალია ძიძიგური უხელმძღვანელებს. ცოტა ხნის წინ შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია, ანუ მმართველი გუნდი დღეიდან საკრებულოში სამი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. იმდენივეთირამდენითაც წინა მოწვევა, სწორედ წინა მოწვევას აკრიტიკებდა მესამე სექტორი ფრაქციების ნაწილში, ამბობდა რომ იკვეთებოდა მხოლოდ ფინანსური ინტერესი. ფაქტობრივად იგივეს ამბობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფრაქციების რაოდენობა […]
sachuqrebi
0

ფრიდონ ფუტკარაძემ პატარებს საახალწლო სურვილი აუსრულა

ზღვის დონიდან 850 მ მდებარეობს შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი გუნდაური;  რაიონული ცენტრიდან კი 7-კმ დაშორებით;  სოფელში წლების წინ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ეხლა 6 კომლია;  ფუნქციონირებს გუნდაურის დაწყებითი სკოლა, სადაც 3 მოსწავლე სწავლობს;  ამ პატარა სოფელს, მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ახალი წლის მისალოცად მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად სტუმრობდა;  ფრიდონ ფუტკარაძემ პატარებს საახალწლო სურვილი აუსრულა და საახალწლო […]
nacvlishvili
0

საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს მოაწერა ხელი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები. “პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნის შემდეგ მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო იმ საკანონმდებლო მუშაობის შესახებ, რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ვიმუშავეთ პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებულ კანონებზე. […]
ocneba
0

NDI: გამოკითხულთა 31 %-სთვის პოლიტიკურად ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა: ”ქართული ოცნება”– 31%, არც ერთი პარტია – 30%, უარი პასუხზე – 12%, ”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი – 5%, ”ევროპული საქართველო”- 4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%, სხვა – 1%. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 […]
pataridzee
0

ზურაბ პატარაძე: თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ ასრულებს პირობებს ”შუახევიჰესის” ინვესტორი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ყინჩაურში მდგომარეობის შესასწავლად წარმომადგენლების გაგზავნას გეგმავს. ახდენს თუ არა ზეგავლენას  ”შუახევიჰესის” გვირაბი საცხოვრებელ სახლებზე?   ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ ამის დადგენას ახალი სისტემით შეეცდებიან.  პროექტი უკვე  მზად არის. “თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ ასრულებს პირობებს ინვესტორი.  მაქსიმალურად გავითვალისწინებ როგორც კომპანიის მოთხოვნებსა და უფლებებს, ასევე მოსახლეობის ინტერესებს” – ამბობს  რეგიონის პირველი პირი. ყინჩაურის მოსახლეობამ ცენტრალური […]
chxvirkia
0

ადვოკატი: მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია ესაჭიროება

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. პაატა შავაძე ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს, კიდევ ერთხელ დააყენებს. რა ტიპის ოპერაცია სჭირდება მერაბ ღოღობერიძეს – უფლებადამცველი ვერ აკონკრეტებს. მისი განცხადებით ბრალდებულს შინაგანი ორგანოები დაზიანებული აქვს, ჯანმთელობის მდგომარეობა კი […]
221
0

ზურაბ პატარაძე ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის წევრები 18-20 ივნისს ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მაქსიმ სტეპანოვის ხელმძღვანელობით ოდესის ოლქის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობენ. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, მაქსიმ სტეპანოვთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ა/რ […]

ღოღობერიძე – ჩხვირკიას პროცესი 27 ივლისს განახლდება

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის არსებითი განხილვა მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო. მიზეზი კი მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ღოღობერიძეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება და ამის შესახებ მოსამართლეს წერილობით აცნობა. იგი საქმის განხილვის გადადებას და აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა დავით მამისეიშვილმა ეს შუამდგომლობა არ […]

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, -ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “აჭარის ტელევიზია”
enc
0

ენმ: საოლქო კომისიებმა „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიებით მიიღეს გადაწყვეტილება

„ეს კადრები ადასტურებს იმას, რომ საოლქო კომისიები წინასწარ გამზადებული სიების მიხედვით აკეთებენ არჩევანს. პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი კადრების შერჩევის ნაცვლად, საოლქო კომისია „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიით მუშაობს,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო კომისიების სხდომების ამსახველი ვიდეომასალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 6 სექტემბერს წარმოადგინა. საოლქო კომისიებმა თავიანთი წარმომადგენლების შერჩევა საუბნო კომისიებში გუშინ, […]