პოლიტიკა471 Videos

mwsxidze
0

,,ნაციონალური მოძრაობა” აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ დღეს მედიას დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც მათი თქმით, უწყების მოქმედმა თანამშრომლებმა მიაწოდეს. ირაკლი ბარამიძე ირწმუნება, რომ სამინისტროში დასაქმებულებს, ამით ოპოზიციისთვის მინისტრის  ბიზნესსაქმიანობის შესახებ მიწოდება სურდათ, რითაც როგორც ბარამიძე აცხადებს, ისინი შეწუხებულები არიან. ,,ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ ავთანდილ მესხიძეს სამეგრელოში, სოფელ ნოსირში, ზაზა ხარჩილავასთან ერთად  სანერგე მეურნეობა  ჰქონდა.  2008 წელს ავთანდილ […]
sasaaa
0

”დედას ვთხოვ, ნუ იქნება ემოციური, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ” – ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია

ბათუმში 11-12 მარტის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს განაცხადა. მამისეიშვილმა  ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროცესს არ დაესწრო ამ საქმეზე მეორე ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე. 11-12 მარტს, ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებაში  ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამსაბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ არ ის არ უნდა აგებდეს პასუხს იმაზე, რაც არ ჩაუდენია. “რატომ უნდა ვაგო იმაზე რაც არ ჩამიდენია ან […]
demokratiuli modzraoba
0

”დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” საარჩევნო სია

საარჩევნო ბლოკი  „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“  ბათუმის საკრებულოს წევრობის პირველი ხუთეული ცნობილია. ბათუმის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი იურისტი ომარ ფარტენაძეა. 2015 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ის ასოცირებული პროფესორია. ომარ ფარტენაძე 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. საარჩევნო ბლოკის […]
ermakovii
0

”ერმაკოვიდან-ერმაკოვამდე” – ჯერ კიდევ მოქმედ მერს გამოფენას უძღვნიან

„ხელისუფლების წარმომადგენლებს სულ ვპირდებოდით საჯაროდ გამოვფენდით ყველაფერს, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააკეთეს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამის დროც დადგა“ – აცხადებს შოთა გუჯაბიძე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ წევრია. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები დღეს ფოტოგამოფენის სანახავად დამთვალიერებლებს ევროპის მოედანზე, 13 საათზე ელოდებიან. სურვილი აქვთ საზოგადოებას აჩვენონ რა იყო ადრე და რა ხდება დღეს ქალაქში. განსხვავებების პოვნას და შედარებას თავად […]
qiqava
0

”მე სავარძელი არ მინდა – ხალხს არ ჰქონია პრეტენზია, ალბათ მაძღრები არიან’’ – ჯელალ ქიქავა

“მე სავარძელი არ მინდა – ხალხს არ ჰქონია პრეტენზია, ალბათ მაძღრები არიან. მე ხალხისთვის ვაპირებდი მოსვლას, თორემ თუ მოსახლეობას პროტესტის გრძნობა არ აქვს პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ვერჩით” – განცხადება ლეიბორიტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატმა გააკეთა. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ მოქალაქეების კეთილდღეობისთვის აპირებდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

”ნაციონალური მოძრაობა” განცხადება

ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში – მირდატ ქამადაძე ამტკიცებს რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. პარტიაში დღეს ვიდეოკადრები წარმოადგინეს, სადაც მათი მტკიცებით ნათლად როგორ იბარებენ პარტიულ აქტივისტებს შტაბში, რომლებსაც ოლქებში განცხადებების შეტანას სთხოვენ. აღნიშნულ პირებს კი შემდგომში საოლქო საარჩევნო კომისიები, უბნებზე წარმომადგენლებად დანიშნავენ. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას საუბნო საარჩევნო კომისიები დამოუკიდებელი და პროფესიონალი წევრებით დააკომპლექტოს. “აჭარის […]
chxvirkia
0

”რატომ უნდა ვაგო პასუხი იმაზე, რაც არ ჩამიდენია?”- ირაკლი ჩხვირკია

“რატომ უნდა ვაგო პასუხი იმაზე, რაც არ ჩამიდენია?” – ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბათუმის მოვლენებზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ირაკლი ჩხვირკია, მერაბ ღოღობერიძესთან ერთად, ამ საქმეზე  მოსამართლე მამისეიშვილის გადაწყვეტილებას დღეს ელოდება. “რატომ უნდა ვაგო იმაზე რაც არ ჩამიდენია ან ის ზარალი რატომ უნდა ავინაზღაურო, რაც ამ აქციის შედეგად მიადგა სახელწიფოს? ვერცერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ მოიტანა […]

”რესპუბლიკური პარტიის” ბრალდება ”ქართულ ოცნებას”

“რესპუბლიკური პარტიის” ბრალდება “ქართულ ოცნებას”. დემურ მსახურაძის განცხადებით,  შუახევის საკრებულოს მოადგილე, გურამ ზოიძე  დახურულ კარს მიღმა  გამგებლის წარმომადგენლებს საკრებულოს შენობაში შეხვდა, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებიც იყვნენ. მისივე მტკიცებით, შეხვედრაზე არ დაუშვეს მისი მეუღლე ირინა ბერიძე, რომელიც სოფელ ფურტიოშიგამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეა, იმის მიუხედავად, რომ ის შეხვედრაზე დაბარებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებში” ამბობენ, რომ საარჩევნო კანონის ორი ნორმა […]
SHEXVEDRA
0

”საქართველოს ევროპული გზა” – საერთაშორისო კონფერენცია

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა, მიმდინარეობს. შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა. “აჭარის ტელევიზია”

”საქართველოს ევროპული გზა”-კონფერენციის დასკვნითი დღე

”საქართველოს ევროპული გზა”-კონფერენცია ბათუმში დილიდან განახლდა. სამუშაო სესიის ერთ–ერთი თემაა ,,დღევანდელი უსაფრთხოების არქიტექტურა, რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა“. ასევე იმსჯელებენ უვიზო რეჟიმზე ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტზე და მიგრაციის საკითხებზე. სიტყვით უკვე გამოვიდა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. ასევე განცხადებები გააკეთეს, თავდაცვის მინისტრმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, […]
ocneba
0

”ქართული ოცნება” აჭარაში საარჩევნო სიას ხვალ წარადგენს

ქართული ოცნება“ აჭარაში საარჩევნო სიას ხვალ წარადგენს აჭარაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ოფიციალურად ხვალ გახდება ცნობილი. საზოგადოებას კანდიდატებს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს. ბათუმში, 19 საათზე კონცერტი გაიმართება, 20 საათზე კი ოფიციალური ცერემონია დაიწყება. პრეზენტაციამდე მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ბათუმის მერის კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდა. ქალაქსა და რაიონებში წინასაარჩევნო ბანერებიც გამოჩნდა. ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე იბრძოლებს, რომელიც წლების […]
ste
0

”ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში ძალოვანი უწყებაა ჩართული – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ  ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები.  რეზო ხარაზისთქმით, ძალოვანები ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მტკიცებით, სოფელ ფუშრუკაულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, სწორედ სუს-ის წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ განაცხადა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს სპეციალური სქემაც წარადგინეს, სადაც იმ პირების სახელები ეწერა, ვინც  წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები. „ყველა […]
ocneba
0

”ქართული ოცნების” საარჩევნო სია

„ქართული ოცნების“ ბათუმის საკრებულოს პროპორციული სიის ათეული ცნობილია. პარტიამ საჭირო დოკუმენტაცია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა. სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძეა, რომელიც 2012 წლიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. სიაში ასევე მოქმედი საკრებულოს ორი წევრია – საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე და მისი მოადგილე ირაკლი მიქელაძე. სიაშია დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული […]

”ქართული ოცნების” შუახევის მერობის კანიდიდატი ნიგზაეულის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების” შუახევის მერობის კანიდიდატი ნიგზაეულის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები ფრიდონ ფუტკარაძეს შუახევი ჰესის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ესაუბრნენ, მათი ინფორმაციით, სოფელში გვირაბის გაყვანამ წყლები დააშრო და საცხოვრებელი სახლები დაბზარა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
qobuletii
0

”ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია წარადგინა

რამდენიმე წუთის წინ “ქართულმა ოცნებამ”   ქობულეთში საარჩევნო სია წარადგინა. პრეზენტაციას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. ქობულეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში 4 მოქმედი დეპუტატია, 22 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალია. ქალაქ ქობულეთში მაჟორიტარობისთვის  დავით  წულუკიძე, დავით  მჭედლიშვილი და ავთანდილ გოგიბერიძე იბრძოლებენ. რაც შეეხება სოფლებს, კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ქაქუთი –  ვიტალი ქარცივაძე, ლეღვა – ავთანდილ […]
mirdat
0

‘’არჩევნები გაყალბებულია და ამაში ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიუძღვის’’ -მირდატ ქამადაძე

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ​‘’არჩევნები გაყალბებულია და ამაში ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიუძღვის’’ – განაცხადა ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარი ოპოზიციური ძალაა. მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ თუ მათი წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრები სამართლიანად განიხილეს, ისინი შედეგებზე გავლენას იქონიებენ. ‘’ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’’  100 მეტი საჩივარი მხოლოდ ბათუმში დაწერა. დღესვე პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატმა ლევან […]
gia abulaze
0

‘’ზურაბ პატარაძეს თაღლითურ სქემასთან აქვს კავშირი’’ – ენმ

რთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავენ. ამბობენ, რომ მახინჯაურში, ყოფილი მზიურის ტერიტორიაზე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მოითხოვენ უწყებებმა დაუყოვნებლივ გამოიძიონ რა ფინანსური ზიანი მიადგა ბიუჯეტს. გია აბულაძე ირწმუნება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თაღლითურ სქემასთან აქვს კავშირი და ზურაბ პატარაძე კომპანიასთან გარიგებაშია. ‘’დღემდე ამ ობიექტებზე არაფერი გაკეთებულია, პირიქით დაზიანდა და განადგურდა, […]
is
0

‘’ისლამური სახელმწიფო’’ ახალი წლის ღამეს ტერაქტებით იმუქრება

,,ისლამური სახელმწიფო” ახალი წლის ღამეს საშობაო ბაზრობებსა და დასავლურ ქვეყნებში კლუბებზე თავდასხმებით დაიმუქრა. ახალ შვიდ წუთიან ვიდეოში  თანამებრძოლებს ინგლისურ ენაზე მოუწოდებს, სადღესასწაულო პერიოდში ურწმუნოებზე იერიშები მიიტანონ. მედიაში გავრცელდა ფოტოპოსტერები, რომლებზეც ნიუ-იორკის თაიმს სკვერი და პარიზის ეიფელის კოშკია გამოსახული,  წარწერებით: „ძალიან მალე თქვენს დღესასწაულებზე“, „გილოცავთ ახალ სისხლიან წელიწადს… დაელოდეთ და ნახეთ, რა მოხდება“ და „შევხვდებით ერთმანეთს საახალწლო წვეულებაზე“. ,,დაეშის” მებრძოლი პაპ ფრანცისკეზე თავდასხმის მოწოდებითაც გამოდის. […]
patriot aliasi
0

‘’პატრიოტთა ალიანსის’’ შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

არჩევნებამდე 9 დღით ადრე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“   შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.  რევაზ ზოიძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.  ის ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის გამო, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ვერ ახერხებს. „მკურნალობას ვაპირებ საზღვარგარეთ, იძულებული ვარ კანდიდატურა მოვხსნა“ – განაცხადა პატრიოთა ალიანსის შუახევის მერობის კანდიდატმა. რევაზ ზოიძის განმარტებით, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ პარტიის რეგიონულმა წარმომადგენლებმა იციან,   ცენტრალური ოფისისთვის კი  ინფორმაცია ჯერ […]
frido
0

‘’ქართული ოცნების’’ შუახევის მერობის კანდიდატმა ხმების 71.30% მიიღო

‘’ქართული ოცნების’’ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ ამომრჩეველთა 71.30%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატ ომარ მეგრელიძეს კი მხარი დაუჭირა მოსახლეობის 16.4%-მა.  ‘’ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენელმა მირზა თურმანიძემ 6.65% აიღო. რაც შეეხება პროპორციულ სიას. შუახევის 82 ოლქის მონაცემებით ‘’ქართული ოცნება’’ 60.60% ლიდერობს.  ‘’ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას კი- 18.19% აქვს მიღებული. სხვა პარტიის შედეგები კი ასე გამოიყურება: ‘’ევროპული საქართველო’’ – 7.24%. ‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ -2.75%. ‘’გაერთიანებული დემოკრატები’’ -0.13%, ‘’რესპუბლიკუი პარტია’’ -2.73%, ‘’საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ – 5.51%,  ლეიბორისტული პარტია’’ – […]
alilo batumshi
0

“ალილო” ბათუმში

შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ალილოთი გაგრძელდა. საზეიმო მსვლელობას დასაწყისშივე შეუერთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი და აპარატის თანამშრომლები. შობის მახარობლებმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მსვლელობა 12 საათზე დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან დაასრულეს. მეალილოეებს გზად აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი […]
5
0

“ამომრჩევლის ნების კონტროლს ახორციელებენ პოლიტიკური პარტიები ” საიას შეფასება /10 საათი/

საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნებთან დგანან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები სიებით და აკონტროლებენ მივიდა თუ არა მათი მხარდამჭერი მოქალაქე არჩევნებზე – განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. “პარტიის წარმომადგენლები სიებით დგანან უბნებზე და აკონტროლებენ მათ სიებში არსებული პირები მივიდნენ თუ არა საარჩევნო უბანზე და დააფიქსირეს თუ არა პოზიცია. ეს წინა წლებშიც ხდებოდა და არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ამომრჩევლის ნების […]
nac
0

“ნაციონალური მოძრაობა”: შუახევის 2018 წლის ბიუჯეტი ხალხზე მორგებული არაა!

შუახევის 2018 წლის ბიუჯეტს ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. დღეს შუახევის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხმა გამოიწვია. ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგობის მიუხედავად 18 მომხრე იყო და 4 მოწინააღმდეგე,ხოლო ერთმა თავი შეიკავა. თუმცა,  2018 წლის ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა და საწყისი ბიუჯეტი 8 მილიონ 814 ათას 418 ლარს შეადგენს. ამას ემატება ის […]
qama
0

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პროკურატუარში დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე პროკურატუარში გამოკითხვაზე დაიბარეს. ოპოზიიის წარმოამდგენელი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება, რამდენიმე დღის წინ,  ბრიფინგზე გაკეთებული  განცხადებით დაინტერესდა. მისი განცხადებით, საქმე ეხება საარჩევნო დარღვევბს, კონკრეტუკლად კი საუბნო კომისიის წევრებზე სავარუდო ზეწოლის ფაქტს.  მირტად ქამადაძის თქმით, მას  აქვს ინფორმაცია თუ როგორ აძლევდნენ სარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს უკანონო მითითებებს, რის გამოც რამდნეიმე მათგანმა თანამდებობა დატოვა.  […]
patr alia
0

“პატრიოტთა ალიანსი” მთავრობის გადადგომას ითხოვს

“ვერ დავიბრუნებთ სოხუმსა და ცხინვალს პირდაპირი კომუნიკაციისა და რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე” – ესაა მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსი” თავის მომხრეებს აქციაზე აცნობს. აქცია ამ წუთებში ერას მოედანზე მიმდინარეობს. აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი იმყოფებიან, მათი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს მთავრობა, გადაიხედოს მოსახლეობის საბანკო ვალდებულებების სისტემა, შეიცვალოს კონსტიტუცია და საარჩევნო სისტემა. იგივე […]
frodomni
0

“ქართული ოცნება” შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ ზამლეთის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის ფურტიოს, ბუთურაულის, ნიგაზეულის, ნენიის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან ამირან ბერიძე წარუდგინა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილზე მოისმინა მათი პრობლემები. ,,მე დღეს ვიმყოფები მოსახლეობით ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში,სადაც ძალიან ბევრი […]

“პატრიოტთა ალიანსმა” ქობულეთში კანდიდატები წარადგინა

პატრიოტთა ალიანსმა ქობულეთში მერობის კანდიდატად  მერაბ ბლადაძე წარადგინა. ის საზოგადოებას ბოლო წლებში როგორც უფლება დამცველი ახსოვს. ასევე 21 მაჟორიტარულ ოლქში ცნობილია კანდიდატების ვინაობა. მხარდამჭერებს კანდიდატების წარდგენამდე სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა. დავით თარხან მოურავმა გამოსვლის ძირითადი დრო ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და ქობულეთის მოსახლეობას მერაბ ბლადაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირმა ინაშვილმა კი მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ და 8 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდა. […]

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიში

მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის საგანი. 38 გვერდიან დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებაზეა საუბარი, მათ შორის დეპუტატების მიერ ინიცირებული და მიღებული კანონების შესახებ, ასევე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ბიზნეს საქმიანობაზე. კვლევა 2012-დან 2016 წლამდე პერიოდს ეხება. კვლევის ფარგლებში რეკომენდაციებთან ერთად შენიშვნებიც არის, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს. არ ჩატარებულა სამთავრობო საათი, პრობლემური […]
evropa
0

„ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად მიდის“

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“, პირველ პანელზე განსახილველი თემა იყო აღმოსავლეთ პარნიორობს შორის ახალი პერსპექტრივები და შესაძლებლობები. ასევე, 2017 წლის სამიტი ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე დაისვა კითხვები როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე ასევე ასევე ევროკავშირთან დაახლოებაზეც. ლორ დელკურმა, რომელიც პროექტ EU-STRAT-ის მკვლევარია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდს წარმოადგენს, ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და […]
evropuli saqarTvelo
0

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ

ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა. თუმცა, როგორც გოგომაჩაძე ამბობს, მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. […]
qed
0

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები ქედის საკრებულოში

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქედის გამგებლის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრისა და ქედის ყოფილი გამგებლის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს. პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება შვიდ სექტემბერს გახდება ცნობილი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქედის საკრებულოში წარსადგენად ამ დროისთვის მხოლოდ  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა აქვს დაზუსტებული. პარტია დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ქედის საკრებულოს ყოფილ […]
levani
0

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ხუთეული ბათუმში

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 სექტემბერს ბათუმში მერობის კანდიდატი ლევან ანთაძე, აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები და საარჩევნო სია წარუდგინა ამომრჩევევლს. ბათუმში საარჩევნო სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა,  მეორე – ლევან ანთაძე, მესამე – ნოდარ დუმბაძე, მეოთხე – გიორგი კუნჭულია, სიის მეხუთე ნომერი კი მანანა ილურიძეა. სიის პირველ ხუთეულში არ არის გიორგი კირთაძე, ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე. […]
lado mgaloblishvili
0

„ოპონენტ პარტიას კარუსელების ხილვა გუშინ მხოლოდ 6 მაისის პარკში შეეძლო’’ -ლადო მგალობლიშვილი

‘’ქართული ოცნების’’  შტაბში ლადო მგალობლიშვილმა განცხადება გააკეთა. მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ‘’გუშინ მოქალაქეებმა  სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღეს. მხარი დაუჭირა ‘’ქართულ ოცნებას’’. ჩვენ ყველა ოლქში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ოპონენტებს შანსი არ დავუტოვეთ’’. ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა. ბრალდებებს უსუსური და უარგუმენტო უწოდა. ‘’ამ ბრალდებებზე სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლებელია. ხუმრობით ვთქვი, რომ ოპონენტი პარტიების  წარმომადგენლებს კარუსელების ხილვა გუშინ, მხოლოდ  6 მაისის […]
olq
0

„სამართლიანი არჩევნები“: პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების და „ქართული ოცნების“ პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესი დღეს, 5 სექტემბერს დაასრულა. საუბარია 13-წევრიან კომისიაში 6 წევრის არჩევაზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული ნიშნით უნდა აირჩიონ. ისევე, როგორც საუბნო კომისიებში, ასევე ოლქებსა და ცესკო-ში პროფესიული ნიშნით წევრების არჩევამ საარჩევნო ადმინისტრაციის აპოლიტიკურობა და კვალიფიციურობა უნდა უზრუნველყოს [ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში 13-წევრიან კომისიაში 7 წევრს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტია […]
vardmanidze
0

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი -ავტ] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა. ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან, 2014 წლის 23 ივლისიდან კი ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2012 წლიდან დღემდე ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო […]
ssamrtlo
0

1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება აჭარაში – „გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს კიდევ ერთ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კვლევის საგანი კვლავაც 2013-2017 [30 იანვრის ჩათვლით] წლებში 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება იყო. „2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა“, – წერია კვლევაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წინ წლებთან შედარებით სახელმწიფო […]
SASAMARTLO
0

11-12 მარტის აქციების საქმე – განაჩენი დღეს გამოცხადდება

დღეს 2017 წლის ერთ-ერთ გახმაურებელ საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.  ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბოლო სასამართლო სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული. ვიდრე მოსამართლე დავით მამისეიშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე დაცვის მხარე რეპლიკის, ხოლო ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ბათუმის საქალაქოს სასამართლო ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეს 8 თვეზე […]
SASAMARTLO
0

11-12 მარტის აქციების საქმე – განაჩენი დღეს გამოცხადდება

დღეს 2017 წლის ერთ-ერთ გახმაურებელ საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.  ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბოლო სასამართლო სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული. ვიდრე მოსამართლე დავით მამისეიშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე დაცვის მხარე რეპლიკის, ხოლო ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ბათუმის საქალაქოს სასამართლო ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეს 8 თვეზე […]
sasamartlo
0

11-12 მარტის მოვლებთან დაკავშირებით მოსამართლემ ექვსივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ლევან გელოვანმა ექვსივე ბრალდებული, მალხაზ ბერიძე, გიორგი გუბელაძე, შოთა გორგაძე, ლაშა დეკანაძე, გოდერძი გორგილაძე და შალვა ფევაძე  პატიმრობაში დატოვა.  მან ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე აცხადებს, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირის საქმის განხილვა 14 ივლის 14:00 საათზე განახლდება “გაზეთი ბათუმელები”
xulo1
0

11% “ევროპული საქართველო”, 54% “ქართული ოცნება” – ხულოს წინასწარი შედეგები

ხულოში 14 ათას 232-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და წინასწარი მონაცემებით ხმათა 60 %-ით მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, გოჩა მელაძეს ერგო. მას არჩევნებზე მისულმა 8 ათასამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.  3 500-მდე ხმა დააგროვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა,რაც 26 % შეადგენს. დარჩენილ ორ პარტიას შორის ხმები ასე გადანაწილდა: 3, 37 %-ი “პატრიოტთა ალიანსი”, 11 %-ი კი ევროპული საქართველოს კანდიდატებმა მიიღეს. რაც შეეხება […]
avtomoblbi
0

150 ათასი ახალ ავტომანქანებში სამი რესურსცენტრისთვის

ქედის, შუახევისა და ხულოს რესურსცენტრები ახალი ავტომანქანების შეძენას აპირებენ. სამივე უწყებამ ტენდერი ერთდროულად 14 ივლისს გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში რესურსცენტრები მოითხოვენ 2017 წელს გამოშვებულ ავტომანქანას, რომელიც იქნება მე-3 კლასის და მაღალი გამავლობის მქონე. თითოეული რესურსცენტრი ერთი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მაქსიმალური ფასი ერთი ავტომანქანის შესაძენად 50 ათასი ლარია. “ბათუმელები”
shuax gamde
0

16 უბნის მონაცემებით შუახევში “ქართული ოცნების ” კანდიდატი ლიდერობს

შუახევის ოლქში 49 უბნიდან 16 უბნის მონაცემები შევიდა. ამ დროისთვის შუახევში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს. ფრიდონ ფუტკარაძემ 16 უბანზე 63.9%  დააგროვა. მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ომარ მეგრელიძე – 19.93% მესამე ადგილზე კი “ევროპული საქართველოს” კანდიდატი მირზა თურმანიძე. მერობის კანდიდატების მსგავსია პროპორციული სიის მონაცემები. ქართული ოცნება -56.55% ნაციონალური მოძრაობა  20.07 ევროპულ საქართველო 8.63 “პატრიოტთა ალიანსი”  7.16 “ლეიბორისტული პარტია” […]
chacha
0

19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვის მუხლს 183 ათასი ლარი დაემატა. აღნიშნული თანხიდან 19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შეკეთებაზე დაიხარჯება. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს, რადგან მეხი დაეცა. მისივე ინფორმაციით, ჭაჭა თაუერში არც ჭაჭაა, რადგან ჩამოსასხმელი მოწყობილობა დაზიანებულია. „თაუერი გაქურდეს და დაამტვრიეს […]
qed biu
0

2 ახალი ფრაქცია ქედის საკრებულოში

ორი ახალი ფრაქცია ქედის საკრებულოში.  “ქართული ოცნება -მრეწველები” და “ქართული ოცნება- კონსერვატორები” უკვე დარეგისტრირდნენ. ფრაქცია სამ-სამი  წევრისაგან შედგება. საკითხი თანხების არამიზნობრივ ხარჯვად შეაფასა ოპოზიციამ. საკრებულოს თავმჯდომარე კი თვლის, რომ ფრაქციების მუშაობა შედეგის მომტანი იქნება. ქედის საკრებულო სულ ოთხი ფრაქციისაგან შედგება. მანამდე მხოლოდ ორი ფრაქცია ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო. გასულ წელს კი საკრებულოში ექვსი ფრაქცია […]
shuax gamde
0

20 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს

20 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს. გუშინ გიორგი დავითაძეს ერთი ხმა დააკლდა იმისთვის, რომ ეს პოსტი დაეჭირა. შუახევის საკრებულოში, სადაც 19  მმართველი გუნდის დეპუტატია, დავითაძეს მხარდაჭერა მხოლოდ 12 დეპუტატმა გამოუცხადა. დღეს კი, დავითაძემ შუახევის საკრებულოს 20 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის 19 “ქართული ოცნების” წევრის და ერთი “ევროპული საქართველოს”. “ნაციონალური მოძრაობის” […]
shuaxevi1
0

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა. მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 994 784 ლარი დაიხარჯა,განხორციელდა ტომაშეთის და მახალაკიძეების სოფლების წყალმომარაგების პროექტი. 5 სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს :- სხალთის ხეობიდან ფურტიო – ბუთურაული – ნენიის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა და სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის […]
biuros sxdoma
0

2018 წლის ბიუროს პირველი სხდომა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2018 წლის პირველ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. […]
nika wulukidze
0

22 წლის ნიკა წულუკიძე მაღალმთიან აჭარაში საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრია

ხულოს რაიონ სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები ნიკა წულუკიძე, რომელიც 22 წლისაა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ნიკა „აიპრესთან“ თავის ისტორიას და იმ პერიოდს ყვება თუ როგორ მოვიდა საკრებულომდე, მისივე თქმით იცის და ესმის, რომ არის დიდი გამოწვევის წინაშე, თუმცა მზად არის მაქსიმალურად მოერგოს ამ ამპლუას, გაითავისოს ის ყველაფერი, რომელიც ხულოს და ხულოელებს აწუხებთ და გააკეთოს ის ყველაფერი […]
nika
0

22 წლის ნიკა წულუკიძე მაღალმთიან აჭარაში საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრია

ხულოს რაიონ სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები ნიკა წულუკიძე, რომელიც 22 წლისაა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ნიკა „აიპრესთან“ თავის ისტორიას და იმ პერიოდს ყვება თუ როგორ მოვიდა საკრებულომდე, მისივე თქმით იცის და ესმის, რომ არის დიდი გამოწვევის წინაშე, თუმცა მზად არის მაქსიმალურად მოერგოს ამ ამპლუას, გაითავისოს ის ყველაფერი, რომელიც ხულოს და ხულოელებს აწუხებთ და გააკეთოს ის ყველაფერი […]
meria batumis
0

4 პარტია ბათუმის საკრებულოში

მაჟორიტარულ არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ქართული ოცნებიდან შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატი და 9 პროპორციულით. ბათუმის ოლქის მონაცემების თანახმად, კიდევ სამმა პარტიამ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი, საკრებულოში 4 წევრს შეიყვანს “ნაციონალური მოძრაობა,” ერთს “პატრიოტთა ალიანსი” და ასევე ერთს “ევროპული საქართველო. ანუ ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით იქნებიან: ქართული […]
beqauri
0

44 799 ლარი – კახა ბექაურისა და ეკა ბერიძის ყოველთვიური ხელფასი

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის [GNCC] თავმჯდომარეს, კახა ბექაურს, გასული 2016 წლის იანვრიდან  დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, 233 988 ლარი მიუღია, რაც თვეში 19 499 ლარია. ამის შესახებ კახა ბექაური თავის ქონებრივ დეკლარაციაში წერს. კახა ბექაურმა, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 5 მაისს შეავსო. დეკლარაციის შევსებამდე სამი დღით ადრე, ანუ 2017 წლის […]

44 ათას 928 ამომრჩეველი ისარგებლებს ხმის მიცემის უფლებით ხელვაჩაურში

44 ათას 928  ამომრჩეველი ისარგებლებს ხმის მიცემის უფლებით  ხელვაჩაურში. სწორედ ამდენი მოქალაქეა ერთიან საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია. აქაც როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში თვიმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დილიდან აქტიურ ფაზაშია. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
SASAMARTLO
0

6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სასამართლო პროცესი მირონ შუშანიძესთან. მას გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში, გონიოში მოხდა. მირონ შუშანიძე ავტომანქანით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მხარეებს შორის საპროცესო […]
222
0

82 წლის ქალმა აჭარის პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

ალექსანდრა ტერუნი აჭარის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მას პირადი ნივთებიც არ გამოუტანია ბინიდან, ოთახში ასევე ჩაკეტილია მისი კატა. მოხუცი შიმშილობს, ვიდრე მთავარი პროკურორი მას არ შეხვდება და არ მიეცემა ბინაში დაბრუნების […]
word repo
0

Human Rights Watch: საქართველოში პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა

“ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა”, – ამის შესახებ HUMAN RIGHTS WATCH-ის საქართველოს შესახებ 2017 წლის გამოქვეყნებული ანგარიშის, ნარკოპოლიტიკის ქვეთავშია ნათქვამი. “პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე […]
parlamenti
0

NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა – არ იცის. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის […]
ocneba
0

NDI: გამოკითხულთა 31 %-სთვის პოლიტიკურად ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა: ”ქართული ოცნება”– 31%, არც ერთი პარტია – 30%, უარი პასუხზე – 12%, ”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი – 5%, ”ევროპული საქართველო”- 4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%, სხვა – 1%. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 […]
arch
0

NDI: საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 27% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-თ „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ამ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 27%; არც ერთი პარტია – 24%; არ ვიცი – 15%; უარი პასუხზე – 13%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; „ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა – 7%. კვლევის საველე […]

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, -ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “აჭარის ტელევიზია”
chxvirkia
0

ადვოკატი: მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია ესაჭიროება

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. პაატა შავაძე ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს, კიდევ ერთხელ დააყენებს. რა ტიპის ოპერაცია სჭირდება მერაბ ღოღობერიძეს – უფლებადამცველი ვერ აკონკრეტებს. მისი განცხადებით ბრალდებულს შინაგანი ორგანოები დაზიანებული აქვს, ჯანმთელობის მდგომარეობა კი […]
avariaaaa
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.შემთხვევა აბუსერიძის  და აბაშიძის ქუჩების კვეთაში, შუქნიშანთან მოხდა. დაშავებული ქალბატონი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი კონტაქტური იყო, შემდგომი გამოკვლევებისთვის კი მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შსს ინფორმაციით საქმე 276- ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
ssamrtlo
0

აიკრძალება თუ არა პარტია, რომელიც ხალხს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს სარჩელს „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ეს ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა. თუკი განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეების არგუმენტებს სასამართლო გაიზიარებს, არსებითი განხილვა დაიწყება „ცენტრისტების“ წინააღმდეგ. მოსარჩელე პარლამენტის 33 დეპუტატია [დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები]. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პოლიტიკური […]

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი – პოლიტიკოსების შეფასებები

მაიკ პენსის ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და  სუვერენეტეტს  საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში, ეს ვიზიტი არის მთავარი გზავნილი ოკუპანტისთვის,  სწორედ ასეთი შეფასებები კეთდება  ქართულ პოლიტიკურ წრეებში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღეს. “აჭარის ტელევიზია”
ceeeskoo
0

ამომრჩეველთა სია

ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია. ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის, მობილური ტელეფონის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 ათას 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა […]

ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია

საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას განაგრძობს და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.  “აჭარის ტელევიზია”
ანზორ-ბოლქვაძე-e1476009725273
0

ანზორ ბოლქვაძე: “რაც კანონიერია ის უნდა გაკეთდეს”

რას ლობირებს ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში, როგორ აფასებს პრემიერის  ქცევას, როცა მან ანზორ ბოლქვაძის კოლეგას და ყოფილ თანაპარტიელს შეაგინა და როგორ მოიქცევა თუ პრემიერი მას შეურაცხყოფს? – ამ და სხვა კითხვებზე ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ანზორ, ამ მოწვევის პარლამენტში რა საკითხებზე მუშაობთ? ძირითადი სამუშაო იყო კონსტიტუცია, მეორე კი ბიუჯეტი ქვეყნისათვის და […]
xelvachauri
0

არჩევნები ხელვაჩაურსა და ქობულეთში დამოუკიდებელი კანდიდატების გარეშე

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დარეგისტრირებულან. ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა, რომლებიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაასახელებდა. „ოლქში არც გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატურა არ არის დარეგისტრირებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში. ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდეს ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიიდანაც. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო […]
5asc
0

არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის მედლის მფლობელი გახდა

შავი ზღვის მედალი წელს  გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს არჩილ გუჩმანიძეს გადაეცა. საზეიმო ღონისძიება სტამბოლში გაიმართა. არჩილ გუჩმანიძე 2006 წლიდან აღნიშნული დეპარტამენტში საქმიანობს, 2015 წლიდან კი ხელმძღვანელის პოზიციაზე  მუშაობს. ‘’შავი ზღვის მედალი’’ ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირველად მიიღო. ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.  ორგანიზატორი შავი ზღვის დაბინძურებისგან […]
aqcia ocneba
0

აქცია „ოცნების ქალაქში“ – ძალით ამ ხალხს აქედან ვერ გაიყვანენ

„ოცნების ქალაქში“, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც კომპანია ამ ტერიტორიაზე ახალი ქვესადგურების მშენებლობას გეგმავს. ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები 2012 წლიდან ცხოვრობენ, 2015 წელს კი, ხელისუფლებამ ტერიტორია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიჰყიდა. „საპროტესტო აქციით მოსახლეობა ეხმაურება „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ […]