პოლიტიკა471 Videos

nika wulukidze
0

22 წლის ნიკა წულუკიძე მაღალმთიან აჭარაში საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრია

ხულოს რაიონ სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები ნიკა წულუკიძე, რომელიც 22 წლისაა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ნიკა „აიპრესთან“ თავის ისტორიას და იმ პერიოდს ყვება თუ როგორ მოვიდა საკრებულომდე, მისივე თქმით იცის და ესმის, რომ არის დიდი გამოწვევის წინაშე, თუმცა მზად არის მაქსიმალურად მოერგოს ამ ამპლუას, გაითავისოს ის ყველაფერი, რომელიც ხულოს და ხულოელებს აწუხებთ და გააკეთოს ის ყველაფერი […]
sazgvari
0

თურქეთი საქართველოს საზღვარზე ელექტრონულ კონტროლს გაამკაცრებს

ოფიციალური ანკარა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ელექტრონული სათვალთვალო სისტემის დამონტაჟებას გეგმავს. განცხადება- ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირანის საზღვარზე მშენებარე კედლის ნახვის შემდეგ გააკეთა. სულეიმან სოილუს თქმით, კედლის მშენებლობა ქვეყანას ტერორისტებისა და უკანონო მიგრანტების შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. მინისტრის განცხადებით, იმავე მიზნის მისაღწევად უსაფრთხოების კონტროლი თურქეთსა და საქართველოს საზღვრის გასწვრივ ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
lasha koma
0

ლაშა კომახიძე:”სამარშუტო ტაქსების მძღოლები გასცდნენ კანონის ფარგლებს”

“მძღოლები გადაცდენილები არიან სამართლებრივ ჩარჩოებს, ისინი ვალდებულები იყვნენ დალოდებოდნენ საკრებულოს გადაწყვეტილებას” – ასე შეაფასა ლაშა კომახიძემ ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის გადაწყვეტილება ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით.  ორი დღეა მძღოლები მგზავრებს 40  თეთრის ნაცვლად 50 თეთრს ახდევინებენ. ს​ამომავლოდ კი მერიისგან ტარიფის 60 თეთრამდე მომატებას ითხოვენ. ქალაქის მერი წერს, რომ მერიაში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების წერილი შევიდა ტარიფის მომატების მოთხოვნით, თუმცა მერიის პასუხის გარეშე, მძღოლებმა გადაწყვეტილება თვითნებურად,  კანონის […]
koma
0

ლაშა კომახიძე:”სამარშუტო ტაქსების მძღოლები გასცდნენ კანონის ფარგლებს”

“მძღოლები გადაცდენილები არიან სამართლებრივ ჩარჩოებს, ისინი ვალდებულები იყვნენ დალოდებოდნენ საკრებულოს გადაწყვეტილებას” – ასე შეაფასა ლაშა კომახიძემ ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის გადაწყვეტილება ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით.  ორი დღეა მძღოლები მგზავრებს 40  თეთრის ნაცვლად 50 თეთრს ახდევინებენ. ს​ამომავლოდ კი მერიისგან ტარიფის 60 თეთრამდე მომატებას ითხოვენ. ქალაქის მერი წერს, რომ მერიაში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების წერილი შევიდა ტარიფის მომატების მოთხოვნით, თუმცა მერიის პასუხის გარეშე, მძღოლებმა გადაწყვეტილება თვითნებურად,  კანონის […]
soc dau
0

საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს

მერიის წარმომადგენლები საკრებულოს წევრებთან ერთად შობა-ახალი წელის მილოცვას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აგრძელებენ. აქციაში ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე ჩაერთო. 1 კვირის განმავლობაში მერიის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგერნლებმა და დეპუტატებმა საახალწლო ტკბილეულისა და სურსათის 100 ამანათი დაარიგეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
mirdat
0

ელექტროენერგიის ვაუჩერი – ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა

კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებით ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ბრიფინგი გაიმართა. პარტია ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ოპოზიცია  საკრებულოში სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით ელექტრონერგიის ათას კილოვატიანი ვაუჩერის ინიციატივას დაარეგისტრირებს. პროგრამის მომზადებისა და კონსულტაციების მიზნით ოპოზიცია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს. ბათუმის საკრებულოს იურისტი არ გამორიცხავს, რომ ინიციატივის დარეგისტრირების შემდეგ საკრებულო ინიციატივაზე იმსჯელებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
sasaaa
0

”დედას ვთხოვ, ნუ იქნება ემოციური, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ” – ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია

ბათუმში 11-12 მარტის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს განაცხადა. მამისეიშვილმა  ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროცესს არ დაესწრო ამ საქმეზე მეორე ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე. 11-12 მარტს, ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებაში  ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამსაბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ არ ის არ უნდა აგებდეს პასუხს იმაზე, რაც არ ჩაუდენია. “რატომ უნდა ვაგო იმაზე რაც არ ჩამიდენია ან […]
26219714_2019720064973748_5913956896532392096_n
0

მერმა მოქალაქეთა ღია მიღება გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს გოჩა მელაძე მოქალაქეებს, პირველ მოადგილე ლაშა ბოლქვაძესთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. შეგახსენებთ, რომ გოჩა მელაძე ყოველ ორშაბათს, მოქალაქეების ღია მიღებას მართავს, რომელსაც სამსახურის უფროსებიც ესწრებიან. წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”
chxvirkia
0

”რატომ უნდა ვაგო პასუხი იმაზე, რაც არ ჩამიდენია?”- ირაკლი ჩხვირკია

“რატომ უნდა ვაგო პასუხი იმაზე, რაც არ ჩამიდენია?” – ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბათუმის მოვლენებზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ირაკლი ჩხვირკია, მერაბ ღოღობერიძესთან ერთად, ამ საქმეზე  მოსამართლე მამისეიშვილის გადაწყვეტილებას დღეს ელოდება. “რატომ უნდა ვაგო იმაზე რაც არ ჩამიდენია ან ის ზარალი რატომ უნდა ავინაზღაურო, რაც ამ აქციის შედეგად მიადგა სახელწიფოს? ვერცერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ მოიტანა […]
mirian
0

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ლაშა ბიაძე მოინახულეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა ლაშა ბიაძე მოინახულეს, შობა მიულოცეს და საშობაო ტკბილეული გადასცეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შშმ პირის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და სამომავლოდ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ. ლაშა ბიაძე რამდენიმე წელია ეტლით მოსარგებლეა. „ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მსგავსი ადამიანების მხარდაჭერა და მათთვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნაა. ვფიქრობ მსგავსი ოჯახები უამრავი საჭიროებების […]
nika
0

მაღალმთიან აჭარაში საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა და უხუცესი წევრი ხულოს ყავს

ხულო ქედა შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ყველაზე ახალგაზრდა და უხუცესი წევრი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყავს, ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ თავად საკრებულოს წარმომადგენლებმა მიაწოდა. ხულოს საკრებულო რომელიც 28 წევრისაგან შესდგება ყველაზე ახალგაზრდა წევრი ნიკა წულუკიძეა რომელიც 22 წლისაა. ხოლო უხუცესი წევრი ზურაბ ტუნაძე, იგი 69 წლისაა. შუახევის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი 24 წლის თენგიზ ივანაძეა, ხოლო უხუცესი […]
biuros sxdoma
0

2018 წლის ბიუროს პირველი სხდომა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2018 წლის პირველ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. […]
26230786_977175612446963_7674375723372752146_n
0

საკრებულოს წევრები საშობაო აქციაში ჩაერთნენ

საკრებულოს წევრები სულხან დუმბაძე და მინდია დიდმანიძე სოფელ თხილნარში, მახოსა და ჭარნალში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვივნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. დეპუტატებმა 8 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საახალწლო ტკბილეული და სურსათი გადასცეს. წყარო:”ხელვჩაურის მუნიციპალიტეტი”
26170009_977167039114487_7978601788879994211_n
0

ახალსოფლის მაჟორიტარი ჯამბულ თავართქილაძე სოც.დაუცველებს ეწვია

ახლსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე მერის წამომადგენელთან ერთად ახალსოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვია და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. დეპუტატმა ხნდაზმულებსა და სოც.დაუცველ ოჯახებს საახალწლო ტკბილეული და სურსათი მიუტანა. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
SASAMARTLO
0

11-12 მარტის აქციების საქმე – განაჩენი დღეს გამოცხადდება

დღეს 2017 წლის ერთ-ერთ გახმაურებელ საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.  ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბოლო სასამართლო სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული. ვიდრე მოსამართლე დავით მამისეიშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე დაცვის მხარე რეპლიკის, ხოლო ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ბათუმის საქალაქოს სასამართლო ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეს 8 თვეზე […]
SASAMARTLO
0

11-12 მარტის აქციების საქმე – განაჩენი დღეს გამოცხადდება

დღეს 2017 წლის ერთ-ერთ გახმაურებელ საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.  ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბოლო სასამართლო სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული. ვიდრე მოსამართლე დავით მამისეიშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე დაცვის მხარე რეპლიკის, ხოლო ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ბათუმის საქალაქოს სასამართლო ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეს 8 თვეზე […]
alilo batumshi
0

“ალილო” ბათუმში

შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ალილოთი გაგრძელდა. საზეიმო მსვლელობას დასაწყისშივე შეუერთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი და აპარატის თანამშრომლები. შობის მახარობლებმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მსვლელობა 12 საათზე დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან დაასრულეს. მეალილოეებს გზად აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი […]
26168034_559067001107322_6896186418397326273_n
0

მერმა ახალი წელი თმურ ბერიძის და მაგული გეგიძის ოჯახებს მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მრავალშვილიან, შშმ პირთა და სოციალურად დაუცველ ოჯახების მონახულებას, ოჯახებზე ახალი წლის მილოცვასა და საახალწლო ტკბილეულის გადაცემას. მორიგი აქცია დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სოფლ ზედაყანაში გამართა. თემურ ბერიძისა და მაგული გეგიძის ოჯახებს ახალი წელი პირადად მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად სურსათი მიუტანა. ორივე ოჯახში შშმ ბავშვი იზრდება, მაგული გეგეიძე ამასთანავე მრავალშვილიანი […]
locva
0

სტატუსშეჩერებული იმამი პარასკევის ლოცვას განაგრძობს

არჩევნებში მონაწილეობის გამო, შეწყვეტილი სტატუსის აღდგენას ითხოვენ დანისპარაულშიიმამისთვის. საუბარია ამირან პაპიძეზე, რომელიც “ევროპული საქართველოს” სახელით მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობდა, არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ კი 3 თვეა თავის საქმიანობას აგრძელებს, თუმცა უსტატუსოდ და უხელფასოდ. თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთი რელიგიური ლიდერი მონაწილეობდა, ავთანდილ გაბაიძე “ქართული ოცნებიდან” უკვე დეპუტატია საკრებულოში. იმამებისთვის ოფიციალური სტატუსის აღდგენის მოთხოვნით სამუფთოს მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა ანზორ ბოლქვაძემაც მიმართა. სამუფთო სამმართველო საქმის კურსშია, აცხადებენ, რომ პაპიძეს მათთვის […]
beridze
0

თურქ მებაჟეებსა და მოქალაქეს შორის ინციდენტს თურქეთის საკონსულო იკვლევს

ინცინდენტი სარფის საბაჟოზე. საქართველოს მოქალაქე თურქეთის მხარეს, მებაჟეებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. დარეჯან ბერიძემ თურქეთის საკონსულოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. გონიოს პოლიციამ გამოძიება დაიწყო, საქმის მოკვლევა ასევე დაწყებული აქვს საკონსულოსაც. რა მოხდა საბაჟოზე? დარეჯან ბერიძის თქმით, მას იმ პირმა სცემა, რომელმაც გასულ წელს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს პირადობა ჩამოართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ საქმის ობიექტური გამოკვლევით მთავრობის […]
misha
0

გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

პოლიტიკური, თუ სამართლებრივი დევნა? “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულს, “ქართული ოცნება” კი ობიექტურს უწოდებს. დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიესაჯა. მთავარი განსახილველი და სადავო საკითხი პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი გახდა, ოპოზიცია აქცენტს აკეთებს სააკაშვილის როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებაზე, რაც პატიმართა შეწყალების ნაწილში გამოიხატება, პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ მას სასჯელი […]
nace mooz
0

ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წვერები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარის სახელმწიფო  აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ 2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატში და ოთხ სამინისტროში  თანამშრობლებზე პრემია-დანამატებიარამიზნობრივად გაიცა, ისე, რომ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია არ არსებობს. საუბარია დაახლოებით 2 მილიონ 800 ათას ლარზე. ნაციონალურ მოძრაობაში […]
sachuqrebi
0

ფრიდონ ფუტკარაძემ პატარებს საახალწლო სურვილი აუსრულა

ზღვის დონიდან 850 მ მდებარეობს შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი გუნდაური;  რაიონული ცენტრიდან კი 7-კმ დაშორებით;  სოფელში წლების წინ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ეხლა 6 კომლია;  ფუნქციონირებს გუნდაურის დაწყებითი სკოლა, სადაც 3 მოსწავლე სწავლობს;  ამ პატარა სოფელს, მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ახალი წლის მისალოცად მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად სტუმრობდა;  ფრიდონ ფუტკარაძემ პატარებს საახალწლო სურვილი აუსრულა და საახალწლო […]
umag sab
0

საახალწლო პრემიები აჭარის მთავრობაში

280 ათასი ლარი გაიცა პრემიის სახით აჭარის 4 სამინისტროს თანამშრომლებისთვის. ზოგ შემთხვევაში თანხა თანაბრად, სადღესასწაულო წახალისების ფორმითაა გაცემული, ზოგან კი გვეუბნებიან, რომ გამორჩევით, შრომის შესაბამისად წაახალისეს თანამშრომლები. პრემიები არ აუღიათ მინისტრებს და მოადგილეებს, ასევე პრემიები არ გაცემულა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე. საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებზე კი 50 ათას ლარამდე თანხა გადანაწილდა. სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი თანხა, […]
S-AXALADZIS GACXADEBA.mpg_20171125_182044.371
0

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური უფროსმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მერიაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოვალეობას დროებით მირიან მეტრეველი შეასრულებს. ლაშა კომახიძემ განცხადება უკვე დააკმაყოფილა. ირაკლი ახალაძე ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, 2014 აგვისტოდან  მუშაობს. 2006-2008 წლებში კი, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის არქმშენინსპექციის განყოფილების უფროსი იყო. სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სატელეფონო […]
xuloo
0

ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 789 760 ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 579 150 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნადიმ ვასაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაცია ექსპლუატაციას მოხმარდება, რისთვისაც 3 299 864 ლარია გამოყოფილი. ინფრასრტუქტურულ მშენებლობებში ძირითადი მიმართულება: ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას და მუნიციპალიტეტის ცენტრის კეთილმოწყობას გულისხმობს. ჯანმრთელობის […]
shua gamgoa
0

საახალწლო პრემიები შუახევის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდა

წესის ცვლილებამდე მოქმედი კანონმდებლობით წლის ბოლოს, საახალწლო პრემიები და დანამატები მიიღეს ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. სადღესასწაულოდ დამატებითი თანხა არ გაუცია შუახევს, ეს იმიტომ, რომ ბიუჯეტში პრემიისთვისგანკუთვნილი თანხა აღარ იყო. პრემია არ მიუღიათ თანამდებობის პირებს არც ბათუმის მერიაში. მერმა და მოადგილეებმა კანონით განსაზღვრული დანამატები მიიღეს, დანამატების და პრემიების რაოდენობამ დეკემბერში, მხოლოდ ბათუმში, დაახლოებით 200 ათასი ლარი […]
xulo gamgeoba
0

ხულოს მერის მოადგილის ვაკანტური პოსტი

ამ დრომდე ვაკანტურია ხულოს მერის მოადგილეების პოზიცია. გოჩა მელაძე მათ წარდგენას თვის ბოლომდე გეგმავს. მისივე ინფორმაციით, შესაბამისი კადრები უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს. თვითმმართველობის არჩევნების დროს მერის ორი მოადგილე პარტიული სიის ხუთეულში იყვნენ, თამაზ აბაშიძე და ნოდარ მიქელაძე მუშაობას საკრებულოში აგრძელებენ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
shuaxevi1
0

შუახევში 3 მილიონ ლარზე მეტი ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენის მშენებლობისთვის დაიხარჯება

შუახევში მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენის მშენებლობისთვის დაიხარჯება. აღნიშნული პროექტი გასულ წელს მილიონ ნახევრით იყო დაფინანსებული, პროექტი ორ წლიანია და მიმდინარე წელს დასრულდება. ახალი წყალსადენი 500-ზე მეტ აბონენტზეა გათვლილი. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საწყის ეტაპზე 8 მილიონ 214 ათას 418 ათასი ლარით განისაზღვრა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xulo gamgeoba
0

ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში

იცვლება დანამატებისა და პრემიების გაცემის წესი. ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უკვე ამოქმედდა. ახალი კანონპროექტით პრემიები უქმდება და მას “ჯილდო” ანაცვლებს. კანონი ადგენს ანაზღაურების პირობებს და წესს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის დროს. ცვლილებებს ოპოზიციაში იწუნებენ და  ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების მატებაზე საუბრობენ. მმართველი […]
meria batumis
0

გაიგეთ ვინ ვერ მოხვდა ბათუმის ახალი მერის განახლებულ გუნდში

ბათუმის მერიის  მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ნაწილს ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდა. ახალი მერის, ახალ გუნდში ვერ მოხვდნენ ‘’სანდასუფთავების’’ სამსახურის უფროსი დავით ასამბაძე, ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ბაღების გაერთიანების უფროსი ნატალია ზაქარეიშვილი, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების ხელმძღვანელი ლევან ჭანუყვაძე, ასევე საფეხბურთო კლუბ  ბათუმის ‘’დინამოს’’ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოვალეობას დროებით მოადგილეები შეასრულებენ. ახალ ხელმძღვანელებს კი ლაშა კომახიძე […]
MARGVELASHVILI-cr-739×428
0

პრეზიდენტი: ჩვენი უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი, 2018 წელი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა. “ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ […]
gomaaa2
0

გომარდულში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, კურორტ გომარდულში ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. მისი თქმით, კურორტ გომარდულის გახსნა არის სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის სწორი და პრაგმატული კომუნიკაციის შედეგი. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტი გომარდული განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და იგი სულ მალე ოთხივე […]
26055664_971804939650697_9008424958212242610_n
0

საკრებულოს თანამშრომლებმა საახალწლო აქციაში მიიღეს მონაწილეობა

სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების რვა შვილიან ოჯახს დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეები ეწვივნენ. სოციალურად დაუცველ ოჯახს დეპუტატებმა საახალწლო ნობათი, სურსათი და ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით გადასცეს. საქველმოქმდო აქცია საკრებულოს აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, მსგავსი აქციები მომავალ წელსაც გაგრძელდება. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
ანზორ-ბოლქვაძე-e1476009725273
0

ანზორ ბოლქვაძე: “რაც კანონიერია ის უნდა გაკეთდეს”

რას ლობირებს ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში, როგორ აფასებს პრემიერის  ქცევას, როცა მან ანზორ ბოლქვაძის კოლეგას და ყოფილ თანაპარტიელს შეაგინა და როგორ მოიქცევა თუ პრემიერი მას შეურაცხყოფს? – ამ და სხვა კითხვებზე ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ანზორ, ამ მოწვევის პარლამენტში რა საკითხებზე მუშაობთ? ძირითადი სამუშაო იყო კონსტიტუცია, მეორე კი ბიუჯეტი ქვეყნისათვის და […]
PATARADZE
0

ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციას საახალწლო ხუმრობას უწოდებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რეგიონის მმართველის პოსტზე ლევან დიასამიძე ჩაანაცვლებს საახალწლო ხუმრობას უწოდებს. ზურაბ პატარაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ ლევან დიასამიძეს იცნობს. ზურაბ პატარაძე აღნიშნულ პოსტზე  2016 წლიდან მუშაობს. მან არჩილ ხაბაძე ჩაანაცვლლა. მანამდე კი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა […]
nac
0

“ნაციონალური მოძრაობა”: შუახევის 2018 წლის ბიუჯეტი ხალხზე მორგებული არაა!

შუახევის 2018 წლის ბიუჯეტს ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. დღეს შუახევის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხმა გამოიწვია. ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგობის მიუხედავად 18 მომხრე იყო და 4 მოწინააღმდეგე,ხოლო ერთმა თავი შეიკავა. თუმცა,  2018 წლის ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა და საწყისი ბიუჯეტი 8 მილიონ 814 ათას 418 ლარს შეადგენს. ამას ემატება ის […]
shuaxevis sakrebulo
0

შუახევის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

შუახევში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს  წლის ბოლო საკრებულოს სხდომა. სიტყვიერი შელაპარაკება 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა, რომელიც 18 ხმით დამტკიცდა. წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო, ერთმა თავი შეიკავა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საწყის ეტაპზე 8 მილიონ 214 ათას 418 ათასი ლარით განისაზღვრა. თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა. ბიუჯეტს ოპოზიცია იწუნებს, მათი განცხადებით გასულ წელთან […]
sasaa
0

საახალწლო მიღება საკონსტიტუციო სასამართლოში

ჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, რეგიონში აკრედიტებული საკონსულოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ მიწვეულ სტუმრებს წლის ანგარიში წარუდგინა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ბედნიერი […]
sx
0

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ომარ ტაკიძემ მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გამართა. დღესვე გაიმართ საბჭოს სხდომაც, სადაც ბიუჯეტის პარამეტრებზე, მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელეს და რიგ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს. მრჩეველთა საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. საბჭოს […]
nobati
0

საახალწლო ნობათი სოციალურად დაუცველებს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათის სახით სურსათი და ტკბილეული გადასცა.  საახალწლო ნობათი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახებში მიუტანეს და დამდეგი ახალი- წელი მიულოცეს. წყარო:”შუახევის მუნიციალიტეტის მერია”
qed biu
0

ქედის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

დეპუტატებმა ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონ 536 ათას 900 ლარს შეადგენს. აქედან კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 510 ათასი ლარია. პრიორიტეტი გასული წლის მსგავსად წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათ შორისაა დაბა ქედის კეთილმოწყობა, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება. ბიუჯეტის პროექტს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ორმა წევრმა სხდომათა […]
222
0

82 წლის ქალმა აჭარის პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

ალექსანდრა ტერუნი აჭარის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მას პირადი ნივთებიც არ გამოუტანია ბინიდან, ოთახში ასევე ჩაკეტილია მისი კატა. მოხუცი შიმშილობს, ვიდრე მთავარი პროკურორი მას არ შეხვდება და არ მიეცემა ბინაში დაბრუნების […]
sasamartlo
0

საკონსტიტუციო სასამართლომ ”რუსთავი 2”-ის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2’’- სა და შპს ‘’საქართველოს’’ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ოთხს მოსამართლეს თამარ საბუტაშვილს, ირინა იმერლიშვილს, მაია კოპალეიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. საქმე ეხება ‘’რუსთავი 2’’ -ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს ‘’საქართველოს’’ სარჩელს. მოსარჩელე მხარე სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის. საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი […]
xo
0

შუახევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ბერიძის, არჩილ ბერიძის და ნაზი ჩხიკვაძის სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს, მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათის სახით სურსათი და ტკბილეული გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქარი ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებმა 27-მა სოციალურად […]
fri
0

საახალწლო ნობათი მუკუტაძეების ოჯახს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ,,უკიდურესად გაჭირვებული ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის” პროგრამის ფარგლებში, სოფელ ჯაბნიძეებში ვლადიმერ მუკუტაძის ოჯახი მოინახულეს. ხელმძღვანელმა პირებმა მუკუტაძეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს. საახალწლო ნობათი აღნიშნული კატეგორიის 12 ოჯახს […]
sakrebulos sxdoma xulo
0

ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

18  მომხრე და 8  წინააღმდეგი – ხულოს ბიუჯეტი დამტკიცებულია. ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა კენჭი საკრებულოს სხდომაზე უყარეს. 2018 წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 9 მილიონ 579 ათას 150 ლარით განისაზღვრა.  აქედან გათანაბრებითი  ტრანსფერი მილიონ 456 ათასი ლარია, ხოლო კაპიტალური ტრანსფერი 2 მილიონ 497 ათას  400 ლარს შეადგენს. ოპოზიცია  მთავარ  ფინანსურ   დოკუმენტს იწუნებს, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით თანხები არამიზნობრივადაა გადანაწილებული და ინფრასტრუქტურული […]
aqc
0

საქველმოქმედო აქცია

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნათია თხილაიშვილმა კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჩაქვში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს და წინასაახალწლოდ სასურსათე ამანათები გადასცეს. „ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მსგავსი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნა. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამისი ახალი პროგრამების შემუსავებასა და არსებული პროგრამების გაუმჯობესებაზე. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი მეგობარი კერძო კომპანიების მიმართ, […]
sac
0

მაჟორიტარი დეპუტატის საახალწლო საჩუქრები

ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატის თანამშრომლებმა, საარჩევნო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს საშობაო-საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეულობა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ 8 ოჯახსა და შშმ პირს გადაეცა. ნუგზარ სურმანიძე მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოქალაქეებს კომპეტენციის […]
sx
0

ქობულეთში ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით. ფრაქციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამის ; დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების […]
SHEWYALEBA
0

გიორგი მარგველაშვილმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ”, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 187 პირი კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალბატონ მსჯავრდებულს და 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის […]

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მანტიაში ჩაცმულები მღერიან

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო კლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო […]
is
0

‘’ისლამური სახელმწიფო’’ ახალი წლის ღამეს ტერაქტებით იმუქრება

,,ისლამური სახელმწიფო” ახალი წლის ღამეს საშობაო ბაზრობებსა და დასავლურ ქვეყნებში კლუბებზე თავდასხმებით დაიმუქრა. ახალ შვიდ წუთიან ვიდეოში  თანამებრძოლებს ინგლისურ ენაზე მოუწოდებს, სადღესასწაულო პერიოდში ურწმუნოებზე იერიშები მიიტანონ. მედიაში გავრცელდა ფოტოპოსტერები, რომლებზეც ნიუ-იორკის თაიმს სკვერი და პარიზის ეიფელის კოშკია გამოსახული,  წარწერებით: „ძალიან მალე თქვენს დღესასწაულებზე“, „გილოცავთ ახალ სისხლიან წელიწადს… დაელოდეთ და ნახეთ, რა მოხდება“ და „შევხვდებით ერთმანეთს საახალწლო წვეულებაზე“. ,,დაეშის” მებრძოლი პაპ ფრანცისკეზე თავდასხმის მოწოდებითაც გამოდის. […]
SULIKO
0

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ წევრებს სხდომაზე გაჩუმებას აიძულებდა

რეგლამენტი და მადლობა ის სიტყვებია, რომლებიც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ყველაზე მეტჯერ გამოიყენა. ორივე სიტყვას ის საკრებულოს იმ წევრის გასაჩუმებლად იყენებდა, რომელმაც საუბარი ან ოპოზიციისთვის პასუხის გაცემის სურვილი გამოხატა. სულიკო თებიძე ძალისხმევას არ ზოგავდა, საკრებულოს წევრებს განსხვავებული პოზიციების გამოთქმის შემდეგ არ ეკამათათ. „არ შევიდეთ პოლემიკაში“, „ნუ შევალთ პოლემიკაში“ – ამ წინადადებით და ამ მიზეზით […]
biuuu
0

ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი ფრაქცია ეყოლება. “ქართული ოცნება – კონსერვატორებს” ნატალია ძიძიგური უხელმძღვანელებს. ცოტა ხნის წინ შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია, ანუ მმართველი გუნდი დღეიდან საკრებულოში სამი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. იმდენივეთირამდენითაც წინა მოწვევა, სწორედ წინა მოწვევას აკრიტიკებდა მესამე სექტორი ფრაქციების ნაწილში, ამბობდა რომ იკვეთებოდა მხოლოდ ფინანსური ინტერესი. ფაქტობრივად იგივეს ამბობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფრაქციების რაოდენობა […]
gio
0

შესაძლებელია თუ არა საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთა კირნათში?

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახმედ ჩატაევმა და მისმა თანამზრახველებმა საქართველოში შემოსვლა კირნათი – მარადიდის მწვანე ზოლიდან შეძლეს, ამაში კი მათ პანკისის ხეობასა და თბილისში დაკავებულები ეხმარებოდნენ. საქართველოს თურქეთთან აჭარაში ერთადერთი ოფიციალური გამშვები პუნქტი აქვს, ეს სარფია, ორი კი მაჭახლის ხეობაშია, ამ შემთხვევაში საუბარი არაა გამშვებ პუნქტზე. კირნათი – მარადიდში საზღვარს მესაზღვრეები იცავენ და საგუშაგოებია მოწყობილი, ასევეა ხერთვისში. ოფიციალური ნებართვით მკაცრი ზამთრის […]
ilia
0

ილია ნაკაშიძემ, საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია ნაკაშიძემ, საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერი, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კარანაძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე დაესწრნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობამ და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიაში მაჟორიტარმა დეპუტატმა პირველად მოაწყო საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში, რაც დადებითად შეაფასეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის […]
gamodz
0

რა ეტაპზეა გამოძიება ‘’ლეოგრანდის’’ ტრაგედიის საქმეზე

სასტუმრო ‘’ლეოგრანდის’’ საქმეზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვებისა და გამოკითხვების პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერ-ჯერობითტრაგედიასთან დაკავშირებული არცერთი პირისთვის ბრალი არ წარუდგენია. უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, სასტუმრო ‘‘ლეოგრანდში’’ მომხდარ ფაქტზე გამოძიება კვლავ გრძელდება. თემა აქტუალური დღეს კიდევ ერთხელ გახდა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 25 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები აქვს. რაულ თავართქილაძეს აინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება. სასტუმრო „ლეოგრანდში“ 25 ნოემბერს გაჩენილ […]
biuuu
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 ლარს შეადგენს. ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა […]
sak sx
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს 2018 წლის ბიუჯეტს უყრიან კენჭს, ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებით დაიწყო. ოპოზიცია ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების ახალი ფრაქციის შექმნას აპროტესტებს. დეპუტატ მირდატ ქამადაძის განცხადებით ეს არის ზედმეტი კომფორტი, ბიუჯეტიდან დამატებითი ხელფასების გაცემა და მისი არამიზნობრივი ხარჯვა. მმართველ გუნდში კი ახალი ფრაქციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. ბიუჯეტის განხილვის პროცესში დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია ყოფილი […]
sxdoma sabcho
0

რამდენი ლარით დაჯარიმდება უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც სხდომას გააცდენს

დეპუტატი, რომელიც უმაღლესი საბჭოს პლენარულ ან კომისიის სხდომას გააცდენს, თანამდებობრივი სარგოს ერთი დღის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ჩანაწერი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში 2005 წლიდან არსებობს, მაგრამ „არების“ მქონე დეპუტატებს ვერ აჯარიმებდნენ. მიზეზი ამავე რეგლამენტის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენა საპატიო მიზეზად მიიჩნეოდა. 2018 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ სატელეფონო ზარი და იმის თქმა, რომ […]
avariaaaa
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.შემთხვევა აბუსერიძის  და აბაშიძის ქუჩების კვეთაში, შუქნიშანთან მოხდა. დაშავებული ქალბატონი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი კონტაქტური იყო, შემდგომი გამოკვლევებისთვის კი მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შსს ინფორმაციით საქმე 276- ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
irakli jorbenadze
0

ჯორბენაძე: ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი წლევანდელი ბიუჯეტისგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია

ხულოს, საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ირაკლი ჯორბენაძეს 2018 წლის ბიუჯეტის გადანაწილებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, “ბიუჯეტი მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტისაგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია”. საკრებულოს წევრის განცხადებით გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირებულია ხულოს სარეზერვო ფონდის თანხები. ირაკლი ჯორბენაძე მიმდინარე წელის ბიუჯეტის ათვისებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხულოს მერიამ ბიუჯეტი სრულად […]
i
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს

მიმდინარე წლის 08 დეკემბერს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. გეოლოგიური დასკვნების თანახმად, სოფელ წინსვლაში კვირიკაძეებისა და თხილნარში დუმბაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცვლელია. უამინდობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 მეწყრული კერა დაფიქსირდა. უქმეებზე ადგილზე გეოლოგები და მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბის წევრები მუშაობდნენ. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
qiqava
0

ჯელალ ქიქავამ ლეიბორისტული პარტია დატოვა

ჯელალ ქიქავამ ლეიბორისტული პარტია დატოვა  –  გადაწყვეტილება აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გუშინ მიიღო. მოტივად – თვითმმართველობის არჩევნებზე ელექტორატის დაბალ აქტივობას ასახელებს. ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ ის ტაიმაუტს იღებს და პოლიტიკაში უპარტიო სტატუსით დაბრუნდება. ქიქავა კონკურს აცხადებს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე. ირწმუნება, რომ პარტიიდან წასვლა ლიდერთან – შალვა ნათელაშვილთან შეათანხმა. ქიქავა ბოლო ორი წელია რაც აჭარაში პარტიის სახეა, ის მიმდინარე წლის თვითმმართველობის […]
lasha
0

სამი ოქრო ანაჰაიმიდან: ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველმა რეკორდსმენმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 477 კილოგრამი დააფიქსირა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აკვრაში 243, 250 და 257 კილოგრამები შეუკვეთა და სამივე წარმატებით დაძლია. ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძეს 477 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. გარდა ამისა, ატაცში, ქართველმა ასევე მსოფლიო რეკორდი […]
turiuzm
0

აჭარა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე „IBTM World”

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში „IBTM World” მონაწილეობდა. დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად გაუწია. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. „IBTM World” არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოფენა საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და ბიზნეს ღონისძიებების გასამართად. წელს, გამოფენაში 150 […]
misha
0

მომხრეებმა დაკავებული სააკაშვილი გაათავისუფლეს

გათავისუფლებულმა მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილ თავის მომხრეებს მიმართა და შეკრებისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, დღეს დილიდან სააკაშვილის ბინასთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. თავად სააკაშვილი კორპუსის სახურავზე ავიდა და იქ შეკრებილ მომხრეებს მიმართა, შემდეგ კი იგი დააკვეს.  წყარო:”ipress.ge”
qedis
0

ქედის მერმა პირველ მოადგილედ როლანდ ბერიძე დანიშნა

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ პირველ მოადგილედ  პროფესიით მათემატიკოსი, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ყოფილი მთავარი სპეციალისტი როლანდ ბერიძე დანიშნა. ქედის მერმა პირველი მოადგილე თანამშრომლებს დღესვე წარუდგინა და განაცხადა, რომ კადრის შერჩევისას აქცენტი განათლებასა და კვალიფიციურობაზე გააკეთა. რაც შეეხება მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობას ქედის მერიაში, ლევან გორგილაძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რამდენიმე […]