პოლიტიკა471 Videos

პრეტენზიები მმართველი გუნდის მისამართით

შუახევის #82-ე საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიების წევრები აირჩიეს.  ოლქში სულ 399 განაცხადი შევიდა, კომისიის წევრი კი 294 გახდა. პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია ” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წევრები, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. სოსლან ზოიძის თქმით, მმართველ გუნდს საუბნო კომისიების სასურველი კანდიდატებით დაკომპლექტება სურდა.  ბრალდებას უარყოფს #82-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შუახევში სულ 49 საარჩევნო უბანია. “აჭარის ტელევიზია”
1111
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბელარუსში სამუსაო ვიზით იმყოფება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბელარუსში ვიზიტი იწყება. დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პირველ პირთან, ვიცე-პრემიერთან, ასევე მოგილიოვის ოლქის გუბერნატორთან და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთოებბის გარღმავებაა. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებებზე გამახვილდება ყურადღება. “აჭარის ტელევიზია”
SASAMARTLO
0

6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სასამართლო პროცესი მირონ შუშანიძესთან. მას გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში, გონიოში მოხდა. მირონ შუშანიძე ავტომანქანით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მხარეებს შორის საპროცესო […]
mirian
0

მირიან ქათამაძე კონსულტაციებს ადასტურებს

მირიან ქათამაძე ქობულეთის გამგებლობის კანდიდატად დასახელების საკითხზე “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა ჯერ – ჯერობით დეტალებზე არ საუბრობს. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს, თუმცა იგი მზადაა იქ გააგრძელოს მუშაობა სადაც გუნდი გადაწყვეტს. “აჭარის ტელევიზია”
beqauri
0

44 799 ლარი – კახა ბექაურისა და ეკა ბერიძის ყოველთვიური ხელფასი

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის [GNCC] თავმჯდომარეს, კახა ბექაურს, გასული 2016 წლის იანვრიდან  დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, 233 988 ლარი მიუღია, რაც თვეში 19 499 ლარია. ამის შესახებ კახა ბექაური თავის ქონებრივ დეკლარაციაში წერს. კახა ბექაურმა, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 5 მაისს შეავსო. დეკლარაციის შევსებამდე სამი დღით ადრე, ანუ 2017 წლის […]

საარჩევნო კომისიის სხდომა

ხმაურით დაიწყო კომისიის სხდომა ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კამათი ოლქის თავმჯდომარესა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს სხდომაზე დასწრების საკითხს მოჰყვა. დამსწრეებს აკრედიტაცია გავლილი არ ჰქონდათ, რის გამოც მათ გელა ხახნელიძემ სხდომის დატოვება მოთხოვა. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ირწმუნებოდნენ, რომ სხდომა ღიაა და მათ როგორც მოქალაქეებს დასწრების უფლება აკრედიტაციის გარეშე აქვთ. გარდა ამისა, კენჭისყრის პროცესში  კომისიის წევრი  ასლან […]

ოპოზიცია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველო“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში და სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს. მირზა თურმანიძის განცხადებით, სოფელ ნენიაში გაკეთებული  წყლის ჭაბურღილი და ავზი უფუნქციოა, მოსახლეობას კი ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება. შუახევის გამგეობაში აცხადებენ, რომ გვალვების გამო წყლის რაოდენობა შემცირდა და რეზერვუარის დანიშნულებისამებრ გამოყენება ვერ მოხერხდა.  “აჭარის ტელევიზია”
qiqava
0

ლეიბორისტი ბათუმის მერობის კანდიდატი კონსულტაციებს ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გადის

ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გადის.   ქიქავას მტკიცებით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, სწორედ ამიტომ მართავს კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიასთან. „კონსულტაციები მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც დამიმალავს. მე ახალი ვარ ამ სფეროში, დიდ პოლიტიკაში, ბევრი საარჩევნო ნიუანსია და მე მათგან ვსწავლობ. ჩვენ არ ვართ კოალიციაში, ჩვენ ვართ ორი დიდი ოპოზიციური პარტია. აქ არ არის თანამშრომლობაზე საუბარი, […]
qiqavas plakati
0

ინციდენტი ”ლეიბორისტული პარტიისა” და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის

‘’ლეიბორისტული პარტიისა’’ და  ‘’ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე, ვარდების სკვერში განთავსებულ საარჩევნო დაფებთან სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. მისი მტკიცებით,  ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ‘’ლეიბორისტული პარტიის’’ წარმომადგენელს სიტყვირი შეურაცხყოფა მიაყენა. „ახალგაზრდები ნერვებზე არიან, არჩევნებამდე ორი დღე  დარჩა. ნერვებს ვერ თოკავენ. ჩვენი პარტიის პლაკატებზე გადააკრეს. რომ შევხედე ჩემი პლაკატებიც ძალიან ბევრია გაკრული.  ჩემი ხელით ჩამოვხიე რამდენიმე პლაკატები. თუ  მერად ამირჩევენ  ქალაქში პლაკატომანია აიკრძალება.  გინება […]
lado mgaloblishvili
0

„ოპონენტ პარტიას კარუსელების ხილვა გუშინ მხოლოდ 6 მაისის პარკში შეეძლო’’ -ლადო მგალობლიშვილი

‘’ქართული ოცნების’’  შტაბში ლადო მგალობლიშვილმა განცხადება გააკეთა. მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ‘’გუშინ მოქალაქეებმა  სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღეს. მხარი დაუჭირა ‘’ქართულ ოცნებას’’. ჩვენ ყველა ოლქში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ოპონენტებს შანსი არ დავუტოვეთ’’. ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა. ბრალდებებს უსუსური და უარგუმენტო უწოდა. ‘’ამ ბრალდებებზე სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლებელია. ხუმრობით ვთქვი, რომ ოპონენტი პარტიების  წარმომადგენლებს კარუსელების ხილვა გუშინ, მხოლოდ  6 მაისის […]
evrpkavshiri
0

საქართველოს მოქალაქეთა 66% ევროკავშირს ენდობა – 2017 წლის OPEN გამოკითხვის შედეგები

საქართველოში ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა იზრდება. ნდობის ინდექსი 66% შეადგენს. ეს მაჩვენებელი  გაეროს (56%) და ნატოს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს აღემატება. საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კარგად არის ინფორმირებული. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის ეფექტურია. საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს მიიჩნევს მოქალაქეთა 83%. მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 8% გაიზარდა […]
sxdoam
0

ოპოზიციამ ხულოში საფინანსო სამსახურის ანგარიში გააპროტესტეს

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ხულოს საკრებულოს სხდომა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საფინანსო სამსახურის  2017 წლის 9 თვის ანგარიში გააპროტესტეს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება, რომ მილიონ ნახევარი ლარი ხულოს მერიამ ვერ აითვისა, რაშიც იგი თვითმმართველობას ადანაშაულებს. ბრალდებას საკრებულოს თავმჯდომარე უსაფუძვლოს უწოდებს, საფინანსო სამსახურის უფროსი ნადიმ ვასაძე კი განმარტავს, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე თავის დროზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა, რამაც […]
sasaa
0

საახალწლო მიღება საკონსტიტუციო სასამართლოში

ჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, რეგიონში აკრედიტებული საკონსულოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ მიწვეულ სტუმრებს წლის ანგარიში წარუდგინა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ბედნიერი […]
sasaaa
0

”დედას ვთხოვ, ნუ იქნება ემოციური, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ” – ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია

ბათუმში 11-12 მარტის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს განაცხადა. მამისეიშვილმა  ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროცესს არ დაესწრო ამ საქმეზე მეორე ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე. 11-12 მარტს, ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებაში  ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამსაბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ არ ის არ უნდა აგებდეს პასუხს იმაზე, რაც არ ჩაუდენია. “რატომ უნდა ვაგო იმაზე რაც არ ჩამიდენია ან […]
pata sar
0

აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ართვინის გუბერნატორს შეხვდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძეთან და თურქეთის რეპუბლიკის კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან ერთად მეზობელ თურქეთში გაემგზავრება და ართვინის გუბერნატორს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო. რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელი პირები თურქეთის საზღვრის გადაკვეთამდე სარფის საბაჟოსთან შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრნენ, […]
qobuleti1
0

ქობულეთის მერიაში 7 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში 6 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა

ქობულეთის მერიაში 7 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში 6 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობას მალხაზ რომანაძე დაიკავებს, იგი ამ თანამდებობაზე ადრეც იყო.  შემდეგ კი გამგებლის მოადგილე იყო. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე გამარჯვებულია გოგი ვერულიძე, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მიზეზად აპლიკანტების არასაკმარისი კვალიფიკაცია დასახელდა. აღნიშნული პოზიციები მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც მერიის ზედამხედველობისა […]

პრეზიდენტის სახელით ბათუმში მიღება გაიმართა

კონგრესის ფარგლებში მონაწილეებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებთან ერთად მივიდა და 40 -მდე ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და ერთიანი ევროპული დისკუსიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
00
0

შუახევში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, შუახევში, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს […]
f
0

ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები ბათუმიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდებიან

ტრეფიკინგის მსხვერპლი მოქალაქეები დღეს, 19 ივლისს, უკრაინაში გაემგზავრებიან. ორი უკრაინელი ქალი თვენახევრის განმავლობაში ბათუმის ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში ცხოვრობდა. უკრაინის მოქალაქეები შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი აფხაზეთში გახდნენ. „ისინი არიან პროფესიით მღებავები და ეძებდნენ სამუშაოს. ინტერნეტით მიიღეს შეთავაზება, რომ რუსეთში არსებობდა კარგი სამუშაო. ისინი რუსეთის ნაცვლად აფხაზეთში აღმოჩნდნენ. დაახლოებით წელიწადნახევარი ამუშავეს ისე, რომ სახლიდან გარეთაც […]

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ამბობს, რომ “პოროშენკო საქართველოში არ ჩასულა ორ ქვეყანას შორის კავშირების დასამყარებლად, არამედ ჩავიდა ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შეთანხმებისთვის”. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სიცრუეა უკრაინული მხარის განცხადება, თითქოს საქართველომ უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. […]

მერაბ ღოღობერიძე საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის შეჩერების თხოვნით მიმართვას

მერაბ ღოღობერიძე საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის შეჩერების თხოვნით მიმართვას. ბრალდებულის წერილში საუბარია 11 -12 მარტის ბათუმის მოვლენებსა და მის უდანაშაულობაზე. ღოღობერიძე რამდენიმე მაღალჩინოსანს ასახელებს, მათ შორისაა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი. წერილში აღნიშნულია რომ, ისინი როგორც „ერთ-ერთი ორგანიზაციის აქტიურ წევრს“ ურეკავდნენ და ხალხის “დაშოშმინებაში” დახმარებას სთხოვდნენ. ამავე განცხადებაში მერაბ ღოღობერიძე თავის პოლიტიკურ წარსულზეც საუბრობს. […]
levani
0

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ხუთეული ბათუმში

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 სექტემბერს ბათუმში მერობის კანდიდატი ლევან ანთაძე, აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები და საარჩევნო სია წარუდგინა ამომრჩევევლს. ბათუმში საარჩევნო სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა,  მეორე – ლევან ანთაძე, მესამე – ნოდარ დუმბაძე, მეოთხე – გიორგი კუნჭულია, სიის მეხუთე ნომერი კი მანანა ილურიძეა. სიის პირველ ხუთეულში არ არის გიორგი კირთაძე, ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე. […]
frodomni
0

“ქართული ოცნება” შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ ზამლეთის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის ფურტიოს, ბუთურაულის, ნიგაზეულის, ნენიის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან ამირან ბერიძე წარუდგინა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილზე მოისმინა მათი პრობლემები. ,,მე დღეს ვიმყოფები მოსახლეობით ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში,სადაც ძალიან ბევრი […]

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი

ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს რეგიონიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაზუსტდება. ამ მიზეზით აჭარის ეკონომიკის სამინისტროში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. მთავრობამ რეგიონის წარმომადეგნლობით ორგანოს ბიუჯეტის პროექტი 1 ნოემბრამდე უნდა გადაუგზავნოს. უმაღლესმა საბჭომ კი წლის ბოლომდე დაამტკიცოს. იცვლება თუ არა პრიორიტეტები სამინისტროებისთვის? ვის ექნება ყველაზე მეტი დაფინანსება? წყარო:”აჭარის ტელევიზია”
5
0

“ამომრჩევლის ნების კონტროლს ახორციელებენ პოლიტიკური პარტიები ” საიას შეფასება /10 საათი/

საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნებთან დგანან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები სიებით და აკონტროლებენ მივიდა თუ არა მათი მხარდამჭერი მოქალაქე არჩევნებზე – განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. “პარტიის წარმომადგენლები სიებით დგანან უბნებზე და აკონტროლებენ მათ სიებში არსებული პირები მივიდნენ თუ არა საარჩევნო უბანზე და დააფიქსირეს თუ არა პოზიცია. ეს წინა წლებშიც ხდებოდა და არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ამომრჩევლის ნების […]
dele
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას. […]
sak sx
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს 2018 წლის ბიუჯეტს უყრიან კენჭს, ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებით დაიწყო. ოპოზიცია ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების ახალი ფრაქციის შექმნას აპროტესტებს. დეპუტატ მირდატ ქამადაძის განცხადებით ეს არის ზედმეტი კომფორტი, ბიუჯეტიდან დამატებითი ხელფასების გაცემა და მისი არამიზნობრივი ხარჯვა. მმართველ გუნდში კი ახალი ფრაქციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. ბიუჯეტის განხილვის პროცესში დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია ყოფილი […]
xulo gamgeoba
0

ხულოს მერის მოადგილის ვაკანტური პოსტი

ამ დრომდე ვაკანტურია ხულოს მერის მოადგილეების პოზიცია. გოჩა მელაძე მათ წარდგენას თვის ბოლომდე გეგმავს. მისივე ინფორმაციით, შესაბამისი კადრები უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს. თვითმმართველობის არჩევნების დროს მერის ორი მოადგილე პარტიული სიის ხუთეულში იყვნენ, თამაზ აბაშიძე და ნოდარ მიქელაძე მუშაობას საკრებულოში აგრძელებენ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
sxdomaa
0

მერიის გაფართოებული თათბირი

გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის გაფართოებული თათბირი, რომელსაც უძღვებოდა მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე.  თათბირს ესწრებოდნენ:  მერის მოადგილეები; მერიის თანამშრომლები, ა(ა)იპების და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები. თათბირზე მოწვეული იყვნენ: შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელები, კომისიათა თავმჯდომარეები, დეპუტატები. დღის წესრიგით მოსმენილი იქნა ინფორმაციები:  2017 წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების, განსახორციელებელი პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ;  ინფორმაცია ქვემდებარე უწყებებში არსებული მდგომარეობის შესახებ;  შეხვედრაზე ასევე […]
bsu
0

ტრენინგი მოსწავლეებისათვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები პროექტით “ეპოქა და სამართალი” ესტუმრნენ დაბა შუახევის სკოლას, სადაც მე-10-11-12 კლასელებთან ჩაატარეს ინფორმაციული სახის ტრენინგი თემებზე: ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და “ჯინსების თაობა”. ტრენინგს თან ერთვოდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, დისკუსია და სხვა აქტივობები. შეხვედრის ბოლოს კი მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისთვის გადაეცათ სერთიფიკატები. ტრენინგები ასევე ჩატარდება შუახევის, ხელვაჩაურისა […]
11111111111111111111111
0

რიჟვაძე: ხაზგასმით გამოვხატავ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ

“ხაზგასმით გამოვხატავ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ სამართალდამცავის მიმართ, რომელმაც ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა!” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საპოლიციო ოპერაცია, რომელიც იყო ჩატარებული, არის ლეგიტიმური და ემსახურებოდა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებას. ასევე, მისი თქმით, ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება იმ ცალკეული შემთხვევების (როცა […]

მოსახლეობის მოთხოვნა

სოფელ შარაბიძეების მოსახლეობა კი სასმელი წყლის პრობლემის მოგარებას ითხოვს. მათი თქმით კორპუსში მრიცხველები ერთი წლის წინ დამონტაჟდა, თუმცა წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდებათ. გარდა ამისა, ისინი მრავლბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასაც ითხოვენ. ბათუმის წყალში განმარტავენ, რომ პრობლემა შარაბიძეებში მას შემდეგ მოგვარდება რაც წყლის სისტემა ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში  კი განაცხადეს, რომ ისინი მოსახლეობას შეხვდებიან, ტერიტორიას დაათვალიერებენ და  მათ […]
FB_IMG_1500047514393
0

გიორგი რომანაძე დაგვის მოსახლეობას შეხვდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, გიორგი რომანაძე, სოფელ დაგვას მოსახლეობას შეხვდა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილმა 20-მდე მოქალაქემ, დეპუტატის წინაშე, წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის, შიდა სასოფლო გზების მოასფალტების, დასაქმების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სპორტული მოედნისა და კულტურის ცენტრის განახლების საკითხი დააყენა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 30-მდე მაცხოვრებელს შეხვდა ლაზისტანის დასახლებაში და მათ პრობლემებსაც გაეცნო. ადგილობრივმა […]

სასამართლო პროცესი

11-12 მარტის აქციებში სავარაუდო მონაწილე პირების სასამართლო პროცესები გრძელდება. რამდენიმე წუთში ბათუმის საქალაქო სასამართლო 9 პირის საკითხზე იმსჯელებს. “აჭარის ტელევიზია”

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დასრულ

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პენსმა ჩვენი ქვეყანა უკვე დატოვა. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. სიტყვით მიმართა სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი 2017”-ის სამხედროებს. შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. საქართველოს კათოლიკოს პატრიაქრთან და მეუღლესთან ერთად დაათვალიერა სიონის საკათედრო ტაძარი. მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტის დროს სხვადასხვა შეხვედრაზე რამდენჯერმე ახსენა, რომ ის საქართველოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით იმყოფებოდა, […]
EVGENIDZE
0

სულხან ევგენიძე: ასე უკეთესი იქნება, დავისვენებ

ის ისევ საჯარო სექტორში აპირებს დარჩენას. ამბობს, რომ კერძო სექტორში მუშაობა კომფორტია, მაგრამ შემოთავაზებები საჯარო სამსახურში აქვს, როცა გამგებლის სავარძელს არჩევნების შემდეგ სხვას დაუთმობს. ქობულეთის გამგებელი – სულხან ევგენიძე არ აკონკრეტებს, საიდან აქვს შეთავაზება. გამართლებულად მიიჩნევს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გამგებლების კანდიდატები ახალი სახეები უნდა იყვნენ. „სურვილი რა, მეც ვფიქრობ, რომ ასე უკეთესი […]
evropuli saqarTvelo
0

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ

ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა. თუმცა, როგორც გოგომაჩაძე ამბობს, მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. […]
qob rigg sxdoma
0

სხდომაზე   დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე   დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველ და მომდევნო საკითხებად დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის,პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების , პერსონალის პროფესიული სტანდარტების და საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტები. […]
shex uxucesebtan
0

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურში მცხოვრებ უხუცესებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცესებს შეხვდნენ. მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამაზე, ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ახალი პროგრამების შემუშავდებაზე, სოფლის ცენტრების განვითარებასა და ახალგაზრდების დასაქმებაზე ისაუბრა. წყარო:”ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერად / Jumber Vardmanidze”
frido
0

‘’ქართული ოცნების’’ შუახევის მერობის კანდიდატმა ხმების 71.30% მიიღო

‘’ქართული ოცნების’’ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ ამომრჩეველთა 71.30%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატ ომარ მეგრელიძეს კი მხარი დაუჭირა მოსახლეობის 16.4%-მა.  ‘’ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენელმა მირზა თურმანიძემ 6.65% აიღო. რაც შეეხება პროპორციულ სიას. შუახევის 82 ოლქის მონაცემებით ‘’ქართული ოცნება’’ 60.60% ლიდერობს.  ‘’ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას კი- 18.19% აქვს მიღებული. სხვა პარტიის შედეგები კი ასე გამოიყურება: ‘’ევროპული საქართველო’’ – 7.24%. ‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ -2.75%. ‘’გაერთიანებული დემოკრატები’’ -0.13%, ‘’რესპუბლიკუი პარტია’’ -2.73%, ‘’საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ – 5.51%,  ლეიბორისტული პარტია’’ – […]
bat sak
0

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს, ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე განცხადება მირდატ ქამადაძემ გააკეთა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, საკრებულოს წევრები გაყალბებული არჩევნებით მოვიდნენ უმრავლესობაში. “გაყალბებული არჩევნებით მოხვედით ხელისუფლებაში და ამაზე მთელი პასუხიმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ჩხვირკვია (ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ დაკავებული აქტივისტი) როდესაც ზის ციხეში ეს არის მესიჯი მოსახლეობისადმი რომ უდანაშაულო ადამიანების დაკავება და ბრალდება შეგიძლიათ” – განაცხადა ახალარჩეულმა […]
sac
0

მაჟორიტარი დეპუტატის საახალწლო საჩუქრები

ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატის თანამშრომლებმა, საარჩევნო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს საშობაო-საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეულობა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ 8 ოჯახსა და შშმ პირს გადაეცა. ნუგზარ სურმანიძე მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოქალაქეებს კომპეტენციის […]
alilo batumshi
0

“ალილო” ბათუმში

შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ალილოთი გაგრძელდა. საზეიმო მსვლელობას დასაწყისშივე შეუერთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი და აპარატის თანამშრომლები. შობის მახარობლებმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მსვლელობა 12 საათზე დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან დაასრულეს. მეალილოეებს გზად აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი […]
enc
0

ენმ სოციალურად დაუცველთათვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების ინიციატივით გამოდის და ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. „ხელისუფლების დაპირებისამებრ, ნაცვლად ტარიფების შემცირებისა, ყოველწლიურად იზრდება კომუნალური გადასახადები. ახლახან გაძვირდა ელექტროენერგია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაა ამუშავდეს 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი, რომელიც გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და […]
kom sxd
0

საკრებულოს სხდომა ხელვაჩაურში

ამ წუთებში საკრებულოს სხდომა იწყება ხელვაჩაურში, სადაც 12 საკითხს განიხილავენ. უნდა განისაზღვროს მერიისა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების და სარგოების საკითხი. დღესვე უნდა შეიქმნას გენდერული თანასწორობის საბჭო და დამტკიცდეს მისი დებულება. ასევე უნდა განისაზღვროს  ქონების პრივატიზების გეგმა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
lash
0

ლაშა კომახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბათუმისა და ბათუმის უბნებისთვის ფუნქციების მინიჭება, ბევრი ინოვაციური პროექტი, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობა – ერთ-ერთი მთავარია ლაშა კომახიძისთვის. იგი „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ბავშვობა ძველ ბათუმში, დღევანდელი თავისუფლების მოედნის (ყოფილი ლენინის მოედანი) მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარა. სიყვარულისა და მეგობრობის ქალაქში ბავშვობის დროინდელ მრავალეთნიკურ ბათუმურ ეზოებს ღიმილით იხსენებს და ამბობს, რომ საკმაოდ გვიან […]

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. სამი დღის განმავლობაში, როგორც მოგილოვში, ისე მინსკში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები, მათ შორის ქვეყნის პირველ პირთან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკვე შეხვდა ქვეყნის ვიცე-პრემიერს. “აჭარის ტელევიზია1′
nakaide
0

ნაკაიძე ქობულეთისთვის თვითმმართველობის მინიჭებაზე: დაგვემართება ის, რაც დაემართა ოზურგეთს

საქართველოს პარლამენტში აჭარას ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. აქედან ერთ-ერთია ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე. ის იმ დეპუტატებს შორის მოხვდა, რომლებიც რვა თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან. კობა ნაკაიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტების რაოდეობა არის – 0. კობა ნაკაიძის გარდა ამ სიაში მოხვდნენ ფატი ხალვაში, ლევან ბეჟანიძე და მუხრან ვახტანგაძე. 2016 წლის 18 ნოემბრიდან […]

შუახევში, მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდის დაფინანსებით სამი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

შუახევში, მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდის დაფინანსებით სამი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ჩანჩხალ-ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობისთვის და ბესელაშვილების ხიდის მშენებლობისთვის 2 მილიონ 54 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების ნაწილის დასაწყებად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. “აჭარის ტელევიზია”

ხელვაჩაურის გამგებლობის კანდიდატის წარდგენა

ევროპული საქართველოს ხელვაჩაურის გამგებლობის კანდიდატად ლევან ლორთქიფანიძე წარადგინეს. პარტიის ლიდერები  გიგი უგულავა და გიგა ბოკერია შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრნენ. პროგრამის მიხედვით, ევროპული საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების, პრემია და დანამატების შემცირებას და პენსიის ზრდას გეგმავს. “აჭარის ტელევიზია”

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

წლის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ, ე.წ. ,,ციანიდის საქმეზე”  მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.     მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა – განზრახ ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი მამალაძე ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დეკანოზ გიორგი […]
zviad diasamidze
0

შუახევის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შუახევის გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძემ თანამდებობა დატოვა,-  ამის შესახებ “აიპრესს” ინფორმაცია დიასამიძემ თავად დაუდასტურა. “ეს გადაწყვეტილება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღე, ამ ეტაპზე არ მაქვს სამომავლო გეგმები თუ სად გავაგრძელებ მოღვაწეობას ცოტა ხნით დასვენებას ვაპირებ” – განაცხადა ზვიად დიასამიძემ “აიპრესთან” “ipress.ge”
leq
0

რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია ბსუ-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რატი ამაღლობელის შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან. პოეტის საჯარო ლექცია საქართველოს, ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს შეეხებოდა. რატი ამაღლობელმა ხაზი გაუსვა ისეთ კონცეპტებსა და ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, შრომისმოყვარეობა, განათლება, ტრადიციები და ლიტერატურა. პოეტ რატი ამაღლობელის შეხვედრა სტუდენტებთან პროექტის ,,მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის’’ ფარგლებში გაიმართა. წყარო:”Batumi Shota Rustaveli State University”
ste
0

”ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში ძალოვანი უწყებაა ჩართული – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ  ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები.  რეზო ხარაზისთქმით, ძალოვანები ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მტკიცებით, სოფელ ფუშრუკაულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, სწორედ სუს-ის წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ განაცხადა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს სპეციალური სქემაც წარადგინეს, სადაც იმ პირების სახელები ეწერა, ვინც  წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები. „ყველა […]
arche
0

შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება თითქმის დასრულებულია

შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება თითქმის დასრულებულია, დარჩენილია ათი უბნის შედეგი.  ამომრჩეველთა 55,68 პროცენტის მხარდაჭერა და გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ ერგო. მმართველი პარტია უმრავლესობით შევა ქვეყნის 64-ვე საკრებულოში, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკვე უწოდეს ერთპარტიული მმართველობა და აღნიშნეს, რომ ამის გამო ქვეყანა მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგება. „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ მერის არჩევნებშიც. 58 თვითმმართველობაში 50 […]
irakli jor
0

ხულოში “ნაცმოძრაობა” “ოცნების” წარმომადგენელს საკრებულოს სხდომებზე არშეშვებით ემუქრება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხულოს რაიონული ორგანიზაციის წევრები, ყოფილი გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის “ქართული ოცნების” პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვენ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ჯორბენაძე “აიპრესთან” აცხადებს, ბესიკ ბაუჩაძის ადგილი საკრებულოში აღარაა. “ბესიკ ბაუჩაძის მოღვაწეობა ხულოში, შეფასდა ასე, კაცი მოვიდა, გააჩანაგა ხულოს მუნიციპალიტეტი და წავიდა. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოიშოროს “ქართულმა ოცნებამ” ეს კაცი სიიდან, რადგან ბესიკ ბაუჩაძის […]
fri
0

შუახევში მერის ერთი მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ”აიპრესთან” აცხადებს, ჯერჯერობით კანდიდატის დასახელებას არ აპირებს და მსგავს საკითხზე ვინმესთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ფრიდონ ფუტკარაძემ ”აიპრესის” კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მესამე მოადგილე ოპოზიციური პარტიიდან იყოს, არც უარყო და არც დაეთანხმა, მისივე თქმით, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა მესამე მოადგილე ოპოზიციური პარტიიდან იქნება თუ არა, ეს ჯერ არ იცის. შეგახსენებთ, მაღალმთიან აჭარაში შუახევის […]
shuaxevis sakrebulo
0

შუახევის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

შუახევში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს  წლის ბოლო საკრებულოს სხდომა. სიტყვიერი შელაპარაკება 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა, რომელიც 18 ხმით დამტკიცდა. წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო, ერთმა თავი შეიკავა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საწყის ეტაპზე 8 მილიონ 214 ათას 418 ათასი ლარით განისაზღვრა. თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა. ბიუჯეტს ოპოზიცია იწუნებს, მათი განცხადებით გასულ წელთან […]
mirdat
0

ელექტროენერგიის ვაუჩერი – ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა

კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებით ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ბრიფინგი გაიმართა. პარტია ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ოპოზიცია  საკრებულოში სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით ელექტრონერგიის ათას კილოვატიანი ვაუჩერის ინიციატივას დაარეგისტრირებს. პროგრამის მომზადებისა და კონსულტაციების მიზნით ოპოზიცია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს. ბათუმის საკრებულოს იურისტი არ გამორიცხავს, რომ ინიციატივის დარეგისტრირების შემდეგ საკრებულო ინიციატივაზე იმსჯელებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
manve
0

განათლების მინისტრის მოადგილედ ყოფილი ვიცე-მერი დაინიშნა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. თანამდებობა ბაგრატ მანველიძემ დაიკავა, ის ბათუმის ვიცი-მერი იყო. ინფორმაცია, განათლების სამინისტროს პრესსამსახურში დაადასტურეს. მანველიძე უფლებამოსილების განხორცილებას  დღეს შეუდგა. სამინისტროში კიდევ ერთი მოადგილის პოზიციაა ვაკანტური. როგორც ცნობილია, სულიკო თებიძემთანამდებობა დატოვა, ის ‘’ქართული ოცნების’’ კვოტით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა.  ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. ბაგრატ მანველიძე ბათუმის მერიაში 2014 წლიდან მუშაობდა. […]
qed biu
0

2 ახალი ფრაქცია ქედის საკრებულოში

ორი ახალი ფრაქცია ქედის საკრებულოში.  “ქართული ოცნება -მრეწველები” და “ქართული ოცნება- კონსერვატორები” უკვე დარეგისტრირდნენ. ფრაქცია სამ-სამი  წევრისაგან შედგება. საკითხი თანხების არამიზნობრივ ხარჯვად შეაფასა ოპოზიციამ. საკრებულოს თავმჯდომარე კი თვლის, რომ ფრაქციების მუშაობა შედეგის მომტანი იქნება. ქედის საკრებულო სულ ოთხი ფრაქციისაგან შედგება. მანამდე მხოლოდ ორი ფრაქცია ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო. გასულ წელს კი საკრებულოში ექვსი ფრაქცია […]

მაჟორიტარული ოლქები თვითმმართველობის არჩევნების წინ

3 თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში არჩევნების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კოდექსს აკრიტიკებენ და დასახვეწად ცვლილებებს ითხოვენ. ამბობენ, რომ აუცილებელია შეიცვალოს ჩანაწერები დავების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგიტაციის და ამომრჩეველთა მოსყიდვის ნაწილში. მაჟორიტარული ოლქების დაყოფა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, საპარლამენტოსგან განსხვავებით, კვლავ პრობლემად რჩება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. “აჭარის ტელევიზია”

მერობის და გამგებლობის სავარაუდო კანდიდატები

ქედის გამგებლობის კანდიდატი სავარაუდოდ ლევან გორგილაძე იქნება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გორგილაძე ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ადასტურებს, რომ შეთავაზება აქვს და ამ საკითხზე მასთან “ქართული ოცნება” კონსულტაციებს მართავს. ლევან გორგილაძე ამბობს, რომ კონსულტაციები სხვა შესაძლო კანდიდატებთანაც იმართება, თუმცა ის მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ლევან გორგილაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის […]
sasamartlo
0

მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

11 მოწმეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ დღეს, 27 ივლისს, უნდა მიეცა ჩვენება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზში გამოცხადების ნაცვლად სასამართლოში გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებთან დარჩა. „იგი მოითხოვს კლინიკა „მედინაში“ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს კომპეტენცია… ამ მდგომარეობაში მისი ყოფნა სასამართლო დარბაზში რეკომენდებული არ არის, უმჯობესია, ექიმებმა მიხედონ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. […]
tebidze
0

ბათუმის საკრებულოს სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე იქნება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იქნება. დღემდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სიის პირველი ნომერი ხდებოდა. „ქართული ოცნების“ შეთავაზებას თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით თავად სულიკო თებიძეც ადასტურებს: „საუბარი არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შემოთავაზება იყო, რომ ან სიით ვიყარო კენჭი, ან მაჟორიტარ კანდიდატად. მე […]
genderi
0

შუახევის გამგეობაში 98 თანამშრომლიდან 20 ქალია, 24 წევრიან საკრებულში 1

აჭარაში 5 მუნიციპალიტეტიდან შუახევი ერთადერთია, სადაც გამგებლის მოადგილე ქალია, თუმცა გენდერული დისბალანსი სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად აქაც შეინიშნება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 98 თანამშრომელია, საიდანაც მხოლოდ 20 ქალია. ქალ თანამშრომელთა უმრავლესობა გამგეობაში ძირითადად თანაშემწეებისა და საქმის მწარმოებლის პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება საკრებულოს 24 წევრიდან ქალი მხოლოდ ერთია. ამის შესახებ “აიპრესს” მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს. შუახევის გამგეობაში სულ 9 […]
arch
0

ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში 7 პარტია დარეგისტრირდა

ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში  7  პარტია დარეგისტრირდა.  მუნიციპალიტეტის მერობისთვის კი ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“,  “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინეს. “ქართული ოცნების“ სიის ხუთეულში ძირითადად გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები არიან.  ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე სიის მეორე ნომერია. ხუთეულშია სტუდენტი ნიკა წულუკიძე. 1.    თამაზ აბაშიძე-  ხულოს გამგებლის მოადგილე 2.    ბესიკ ბაუძაძე- ხულოს […]
patriot aliasi
0

‘’პატრიოტთა ალიანსის’’ შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

არჩევნებამდე 9 დღით ადრე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“   შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.  რევაზ ზოიძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.  ის ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის გამო, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ვერ ახერხებს. „მკურნალობას ვაპირებ საზღვარგარეთ, იძულებული ვარ კანდიდატურა მოვხსნა“ – განაცხადა პატრიოთა ალიანსის შუახევის მერობის კანდიდატმა. რევაზ ზოიძის განმარტებით, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ პარტიის რეგიონულმა წარმომადგენლებმა იციან,   ცენტრალური ოფისისთვის კი  ინფორმაცია ჯერ […]
LASHA
0

ლაშა კომახიძემ ოჯახთან ერთად #65-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ოჯახთან ერთად #65-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მერობის კანდიდატის განცხადებით, დღეს ყველა პირობაა იმისთვის, რომ არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით პირველივე ტურში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ დამთავრდეს. წყარო:”ლაშა კომახიძე ბათუმის მერად / Lasha Komakhidze”