პოლიტიკა471 Videos

fridonis wardgena
0

ბათუმისა და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების ბიზნეს ინტერესები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  წარმომადგენლები კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ბათუმის მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების, ასევე პარტიული სიების პირველი ნომრებისა და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების ქონებასა და ბიზნესინტერესებზე დღეს ისაუბრებენ. ინფორმაცია საჯარო რეესტრის მონაცემებს, ასევე ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ეყრდნობა. ”ქართული ოცნების” მიერ 6 მუნიციპალიტეტში დასახელებული მერობის კანდიდატებიდან […]
bat
0

ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

10 საათის მონაცემებით ბათუმში საკუთარი არჩევანი 7 014 მოქალაქემ დააფიქსირა. ეს ამომრჩეველთა 5,02 % პროცენტია. ბათუმის #79 ოლქის შეფასებით აქტივობა დაბალია, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის არჩევანი 7, 34% ჰქონდა გაკეთებული. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
5asc
0

არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის მედლის მფლობელი გახდა

შავი ზღვის მედალი წელს  გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს არჩილ გუჩმანიძეს გადაეცა. საზეიმო ღონისძიება სტამბოლში გაიმართა. არჩილ გუჩმანიძე 2006 წლიდან აღნიშნული დეპარტამენტში საქმიანობს, 2015 წლიდან კი ხელმძღვანელის პოზიციაზე  მუშაობს. ‘’შავი ზღვის მედალი’’ ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირველად მიიღო. ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.  ორგანიზატორი შავი ზღვის დაბინძურებისგან […]
misha
0

მომხრეებმა დაკავებული სააკაშვილი გაათავისუფლეს

გათავისუფლებულმა მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილ თავის მომხრეებს მიმართა და შეკრებისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, დღეს დილიდან სააკაშვილის ბინასთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. თავად სააკაშვილი კორპუსის სახურავზე ავიდა და იქ შეკრებილ მომხრეებს მიმართა, შემდეგ კი იგი დააკვეს.  წყარო:”ipress.ge”
PATARADZE
0

ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციას საახალწლო ხუმრობას უწოდებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რეგიონის მმართველის პოსტზე ლევან დიასამიძე ჩაანაცვლებს საახალწლო ხუმრობას უწოდებს. ზურაბ პატარაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ ლევან დიასამიძეს იცნობს. ზურაბ პატარაძე აღნიშნულ პოსტზე  2016 წლიდან მუშაობს. მან არჩილ ხაბაძე ჩაანაცვლლა. მანამდე კი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა […]
koma
0

ლაშა კომახიძე:”სამარშუტო ტაქსების მძღოლები გასცდნენ კანონის ფარგლებს”

“მძღოლები გადაცდენილები არიან სამართლებრივ ჩარჩოებს, ისინი ვალდებულები იყვნენ დალოდებოდნენ საკრებულოს გადაწყვეტილებას” – ასე შეაფასა ლაშა კომახიძემ ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის გადაწყვეტილება ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით.  ორი დღეა მძღოლები მგზავრებს 40  თეთრის ნაცვლად 50 თეთრს ახდევინებენ. ს​ამომავლოდ კი მერიისგან ტარიფის 60 თეთრამდე მომატებას ითხოვენ. ქალაქის მერი წერს, რომ მერიაში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების წერილი შევიდა ტარიფის მომატების მოთხოვნით, თუმცა მერიის პასუხის გარეშე, მძღოლებმა გადაწყვეტილება თვითნებურად,  კანონის […]
meria
0

ბათუმის მერია აუქმებს ორ ა(ა)იპ-ს, სადაც 74 პირია დასაქმებული

ბათუმის მერია ორი ა(ა)იპ-ის: „ბათუმის ავტოდრომისა“ და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ გაუქმებას გეგმავს. მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 18 იანვარს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ბათუმში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის, რეგულირებისა და პარკირების წესებში. მერიის გადაწყვეტილებით, „ბათუმის ავტოდრომის“ ფუნქცია-მოვალეობები გადაეცემა „ბათუმის სპორტულ ცენტრს“, ხოლო „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ფუნქციები – შპს „ბათუმის […]
xulo1
0

ცვლილება საშტატო ერთეულებში

იანვრიდან ხულოს მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულებში ცვლილება განხორციელდა. მერის 25 წარმომადგენელი, რომელთაც აქამდე შრომითი ხელშეკრულებები ჰქონდათ, შტატში გააგრძელებენ მუშაობას. თემის წარმომადგენლები კი კონკურსის შედეგად არიან დანიშნულები. ხულოს მუნიციპალიტეტის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი ხაჯიშვილის განმარტებით, ცვლილების შემდეგ გამგებლის წარმომადგენლების უფლება მოსილებები უცვლელი რჩება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
sasamartlo
0

11-12 მარტის მოვლებთან დაკავშირებით მოსამართლემ ექვსივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ლევან გელოვანმა ექვსივე ბრალდებული, მალხაზ ბერიძე, გიორგი გუბელაძე, შოთა გორგაძე, ლაშა დეკანაძე, გოდერძი გორგილაძე და შალვა ფევაძე  პატიმრობაში დატოვა.  მან ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე აცხადებს, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირის საქმის განხილვა 14 ივლის 14:00 საათზე განახლდება “გაზეთი ბათუმელები”

ღოღობერიძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი სამი საათია მიმდინარეობს. შესავალი სიტყვა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა წარმოთქვეს. მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია თავს უდანაშაულოდ თვლიან და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ.
00221
0

პროექტზე რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა. განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლემენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც კომისიის წევრებს გააცნო უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო-იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ. კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აღნიშნული […]

შინდისის გმირები

2008 წლის 11 აგვისტო – თარიღი რომელიც შინდისის გმირების ისტორიაზე გვიყვება. 9 წლის წინ, მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს  რუსულ  ბატალიონთან  არათანაბარ ბრძოლაში მოჰყვა. ქართველი მეომრები ბრძოლაში სოფელ შინდისთან მხოლოდ ავტომატებით ჩაებნენ ბრძოლაში, რასაც 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა. ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო რუსმა კაპიტანმა გენერალიტეტიდან დახმარება მაშინ ორჯერ ითხოვა.  დაღუპული გმირებს დღეს საქართველო […]
xelvachauri
0

არჩევნები ხელვაჩაურსა და ქობულეთში დამოუკიდებელი კანდიდატების გარეშე

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დარეგისტრირებულან. ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა, რომლებიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაასახელებდა. „ოლქში არც გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატურა არ არის დარეგისტრირებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში. ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდეს ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიიდანაც. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო […]
tebidze
0

სულიკო თებიძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, სულიკო თებიძე ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. ის 25 წლის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.  1986-2011 წლებში სხვადსხვა სკოლაში მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი იყო. ასევე სასწავლო დაწესებულების დირექტორის პოზიციაზეც მუშაობდა. 2012 წლიდან სულიკო თებიძე  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრის […]
anzor bolqvadze
0

ხულოს “ოცნების” შტაბის პასუხი ” “ნაცმოძრაობას” : ერთი საჯარო მოხელე დაასახლეთ ვინც იტყვის, რო რამე ვთხოვეთ!

ასე პასუხობს “ქართული ოცნების” ხულოს შტაბის ხელმძღვანელი, მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. ის პროექტები რომლებიც დაგეგმილია და ამ ეტაპზე ხორციელდება არჩევნებთან არანაირ კავშირში არა. „მსგავს შემთხვევას ადგილი ნამდვილად არ ქონია არასდრდოს, მოვიდეს თუნდაც ერთი საჯარო მოხელე და გვითხრას, რომ ჩვენ მოსახლეობის შეკრება და შეხვედრაზე მოყვანა ვთხოვეთ ეს არმომხდარა ნამდვილად. […]

სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანზე

მართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა საარჩევნო უბანზე. იმის გარდა, რომ ხულოს მე-15 უბანი, პაქსაძეებში, სამუშაო საათებში დაკეტილი დაგვხვდა, მისი გახსნის შემდეგ ამავე უბანზე სოფო შავაძემ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა იპოვა. აკრძალულ შენობაში აკრძალული აგიტაციისა და სავარაუდო დარღვევის შესახებ ოლქში “მთავარისგან” გაიგეს. წვიმის წყალი ჩავიდა კორტოხის მე-16 უბანზე, ამიტომ ამ უბნის ადმინისტრაცია სხვა ოთახში დაგვხდა. დღეს დაკეტილი იყო გელაძეების უბანიც. ფაქტები […]
meria batumis
0

4 პარტია ბათუმის საკრებულოში

მაჟორიტარულ არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ქართული ოცნებიდან შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატი და 9 პროპორციულით. ბათუმის ოლქის მონაცემების თანახმად, კიდევ სამმა პარტიამ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი, საკრებულოში 4 წევრს შეიყვანს “ნაციონალური მოძრაობა,” ერთს “პატრიოტთა ალიანსი” და ასევე ერთს “ევროპული საქართველო. ანუ ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით იქნებიან: ქართული […]
qobuleti1
0

ქობულეთის მერის მოადგილეები

ქობულეთის მერის პირველი საკადრო გადაწყვეტილება. მირიან ქათამაძემ მოადგილეები დანიშნა. სულხან მოწყობილი და დავით ვერულიძე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან. მოწყობილი, რომელიც  გამგებლის პირველი მოადგილეა, ამ სტატუსით უკვე მეორედ დაინიშნა, იგი 2011 2012 წლებშიც მუშაობდა. რაც შეეხება დავით ვერულიძეს იგი გამგეობაში 2014 წლიდან მუშაობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
ilia
0

ილია ნაკაშიძემ, საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია ნაკაშიძემ, საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერი, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კარანაძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე დაესწრნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობამ და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიაში მაჟორიტარმა დეპუტატმა პირველად მოაწყო საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში, რაც დადებითად შეაფასეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის […]
S-AXALADZIS GACXADEBA.mpg_20171125_182044.371
0

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური უფროსმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მერიაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოვალეობას დროებით მირიან მეტრეველი შეასრულებს. ლაშა კომახიძემ განცხადება უკვე დააკმაყოფილა. ირაკლი ახალაძე ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, 2014 აგვისტოდან  მუშაობს. 2006-2008 წლებში კი, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის არქმშენინსპექციის განყოფილების უფროსი იყო. სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სატელეფონო […]
levan
0

შსს: ‘’ლევან მაისურაძე უწყებაში საქმიანობას აღარ გააგრძელებს’’

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლა როტაციის წესს არ უკავშირდება. უწყებაში კი რეორგანიზაცია არ იგეგმება. აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ლევან მაისურაძე 2017 წლის ივნისში გიორგი მღებრიშვილმა დანიშნა. რამდენიმე თვეა მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი აღარაა და იგი საქმიანობას, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს. მაისურაძე  ქვემო ქართლის პოლიციის […]
sxaltis mos
0

შეხვედრა სხალთის მოსახლეობასთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში ყოფნისას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. თავის მხრივ, რეგიონის ხელმძღვანელმა სკოლასთან შეკრებილ მოსახლეობას სხალთაში და მის მიმდებარე სოფლებში 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე”
bau
0

ხულოს გამგებელი: ჩემი აზრით, ხულოს გამგეობამ 2016 წელი ნაყოფიერად დაასრულა

“არაფრის მომცემი დაპირებები, ვერ შესრულებული ბიჯეტი”- ასე შეაფასა დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხულოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ირაკლი ჯორბენაძემ. როგორც ჯორბენაძე “აიპრესთან” აცხადებს გამგებლის მოხსენება გრაფიკიდან იყო ამოვარდნილი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბიუჯეტში დარღვევებზეც საუბრობს. “გამგებლის მოხსენება იყო გრაფიკიდან ამოვარდნილი, მხოლოდ იმაზე საუბრობდა თუ რის გაკეთებას აპირებენ სამომავლოდ, არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ […]
adafasf
0

გივი დუმბაძეს უვადო პატიმრობა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა

საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულების თანახმად, შეწყალების აქტი უვადო პატიმრობაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს შეეხო – განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებენ. გივი დუმბაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პრეზიდენტს ოფიციალური წერილით რამდენიმე წლის წინ მიმართეს, ისინი პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული გივი დუმბაძის საქმის გადახედვას ითხოვდნენ. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ქართველი […]
pat
0

შინაპატიმრობა – კონტროლი ელექტრონული სამაჯურით

პირველი ივლისიდან თავისუფლების შეზღუდვა შინაპატიმრობამ ჩაანაცვლა. შინაპატიმრობის დროს მსჯავრდებული თავის სახლში დარჩება, თუმცა მის გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით გააკონტროლებენ. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაპატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება, ანუ ციხეში სასჯელის რეალურად მოხდით. „დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი […]
su
0

შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატები

შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატებად ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ფრიდონ ფუტკარაძე, ბიზნესმენი ემელიან შერვაშიძე და ავთო ჯუმუშაძე სახელდებიან. მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები და კონსულტაციები, აღნიშნულ პირებთან ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ. ემელიან შერვაშიძე სატელეფონო საუბარში მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს. რაც შეეხება ფრიდონ ფუტკარაძეს, მისი თქმით, ამ ეტაპზე ძველ თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. ავთო ჯუმუშაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. “აჭარის ტელევიზია”

სადავო ოფისი

სასამართლო დავა ბათუმის მერიასა და ნინო ბურჯანაძის პარტიას შორის. “დემოკრატიული მოძრაობა” იმ ოფისის შენარჩუნებას ითხოვს, რომელიც მუნიციპალიტეტმა, “ქრისტიან – დემოკრატიულ მოძრაობასთან” გაერთიანებულ ბლოკს 2011 წელს გადასცა. მას შემდეგ კანონი შეიცვალა. მერია კი შენობას ვერ იბრუნებს. პარტიის წევრები ითხოვენ საოფისე ფართი ქირით გადაეცეთ. შენობის პარტიისთვის დათმობას აპროტესტებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ფიქრობენ რომ “დემოკრატიული მოძრაობა” არ უნდა […]
delegacia
0

აჭარის დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ წულაძის მეთაურობით, გერმანული მხარის მიწვევით, 4-5 სექტემბერს გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდთაგის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართულ დელეგაციას, ვიზიტის პირველ დღეს, ლანდთაგის პრეზიდენტის მოადგილემ დიტერ დომბროვსკიმ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბრანდენბურგის საკანონმდებლო ორგანოში შემავალი პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები, […]

შუახევის საარჩევნო ოლქმა მოკვლევა დაიწყო

საკითხზე მოკვლევა დაიწყო შუახევის  82-ე საოლქო საარჩევნო კომისიამაც. ოლქის იურისტის თქმით,  15 დღის ვადაში,  გახდება ცნობილი არის თუ არა დისციპლინარული პასუხისმგებლობას დაკისრების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის ან უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ეს ფაქტი კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება, რადგან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომის გამართვისთანავე ენიჭებათ. “აჭარის ტელევიზია”
shexvedra
0

შეხვედრა მოსახლეობასთან

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე ფურტიოს, ბუთურაულის, მჭედლურის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. „ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარება და თქვენამდე ყველა იმ პროექტის მოტანა, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და მჯერა, […]
lado mgaloblishvili
0

შს სამინისტრო: ”პოლიცია საარჩევნო პროცესებში არ ერევა”

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურში უარყოფენ. პრესსამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია საარჩევნო პროცესებში არ ერევა. რაც შეეხება ბრალდების ერთ-ერთ ადრესატს – აჭარის მთავრობას, უწყებაში აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ”ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი კი ამბობს, რომ ეს არის ურეიტინგო პარტიის ცრუ ბრალდება. დღეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბრიფინგი გამართა. რეზო ხარაზმა ძალოვანი უწყებების […]
22540232_1697414960282415_3191928656609879155_n
0

ოლქებში საჩივრების განხილვა იწყება

ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში რამდენიმე საჩივარი შევიდა, საჩივრების განსახილველად სხდომა 4-ის ნახევრისთვის ჩაინიშნა. სულ მუნიციპალიტეტში 46 უბანი იყო გახსნილი. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიან სიაში 44 ათას 928 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
QED SA
0

ქედის საკრებულოს შუქრი თურმანიძე უხელმძღვანელებს

ქედის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს №01-06/17 პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ოფიციალურად N 80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალი ნაკაშიძემ გახსნა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ტარიელ მანველიძე უძღვებოდა. რეგლამენტის შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა, თავმჯდომარედ შუქრი თურმანიძე აირჩიეს, ხოლო მოადგილედ რომან დავითაძე. დღესვე, შეიქმნა ორი ფრაქცია და არჩეული იქნა კომისიის თავმჯდომარეები. სხდომის დასასრულს, თანამდებობა ახალ […]
fri
0

საახალწლო ნობათი მუკუტაძეების ოჯახს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ,,უკიდურესად გაჭირვებული ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის” პროგრამის ფარგლებში, სოფელ ჯაბნიძეებში ვლადიმერ მუკუტაძის ოჯახი მოინახულეს. ხელმძღვანელმა პირებმა მუკუტაძეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს. საახალწლო ნობათი აღნიშნული კატეგორიის 12 ოჯახს […]
26170009_977167039114487_7978601788879994211_n
0

ახალსოფლის მაჟორიტარი ჯამბულ თავართქილაძე სოც.დაუცველებს ეწვია

ახლსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე მერის წამომადგენელთან ერთად ახალსოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვია და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. დეპუტატმა ხნდაზმულებსა და სოც.დაუცველ ოჯახებს საახალწლო ტკბილეული და სურსათი მიუტანა. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
miwis registracia
0

შეღავათები მიწის რეგისტრაციისთვის

ქედის მერია მიწების რეგისტრაციისთვის შეღავათებს დააწესებს.  მუნიციპალიტეტის  მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მერია მოსახლეობასთან და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს მიწების მარტივად რეგისტრაციაში დაეხმარება. გარდა ამისა მოხდება საცხოვრებელი სახლების რეგისტრაცია, ვინაიდან, როგორც მერი განმარტავს, გაზიფიკაციის დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული არაა ოჯახი აბონენტად ვერ აღირიცხება. სამეურნეო ნაკვეთების  რეგისტრაცია უფასო იქნება, ხოლო ფასიანი საცხოვრებელი […]
xulo1
0

ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი 298 ათასი ლარით გაიზარდა და 9 მილიონ ლარს გადააჭარბა

ხულოს  2018 წლის ბიუჯეტი  298 ათასი ლარით გაიზარდა და 9 მილიონ ლარს გადააჭარბა.  ცვლილება 2017 წლის გარდამავალი ნაშთის ზრდის ხარჯზე მოხდა. 1000- 1000- ლარით გაიზარდა მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები და 3500 ლარით განისაზღვრა. რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გააპროტესტეს. საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით სახელფასო ფონდში ცვლილება არ მომხდარა. ხელფასების ზრდა პრემიების ხარჯზე მოხდა და მერიაში […]

უმაღლესი საბჭოს ინიციატივა პლენარულ სხდომაზე განიხილება

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. არსებული ინფორმაციით, ივლისში რამდენიმე რიგგარეშე სხდომა ჩატარდება. დღეს პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს ინიციატივას განიხილება. დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში ავტონომიურ რესპუბლიკას უფლება მიენიჭება სკოლის დირექტორი მოვალეობის შემსრულებელი დამოუკიდებლად დანიშნოს. “აჭარის ტელევიზია”
evropa
0

„ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად მიდის“

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“, პირველ პანელზე განსახილველი თემა იყო აღმოსავლეთ პარნიორობს შორის ახალი პერსპექტრივები და შესაძლებლობები. ასევე, 2017 წლის სამიტი ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე დაისვა კითხვები როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე ასევე ასევე ევროკავშირთან დაახლოებაზეც. ლორ დელკურმა, რომელიც პროექტ EU-STRAT-ის მკვლევარია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდს წარმოადგენს, ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და […]
321
0

ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ბათუმელების“ ინფორმაციით გამარჯვებულად თურქული კომპანია დასახელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვიდასტურეს ის, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის თურქული კომპანია შეარჩიეს, თუმცა სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. „მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში და ამ ეტაპზე მათგან პასუხს ველოდებით. მათი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულებაც და სატენდერო პროცედურებიც ამის შემდეგ დასრულდება, რაზედაც მოგვიანებით […]
su
0

გამგებლის მოადგილე, სატყეოს თუ პოლიციის უფროსი? – შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატები

შუახევის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატებად “ქართული ოცნებიდან”, მოქმედი გამგებლის პირველი მოადგილე ავთანდილ დიასამიძე, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სატყეო უფროსის მოადგლე ანზორ გოგიტიძე, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე სახელდებიან. “აიპრესმა” გადაწყვიტა გაერკვია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები და მოლაპარაკებები. შუახევის გამგებლის პირველი მოადგილე ავთანდილ დიასამიძე „აიპრესთან“ […]
meria batumis
0

ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ეყოლება

კახებერ ცისკარიძე, რომელმაც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს გამოთქვა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 25 სექტემბერს ამოიწურა – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ. „საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო 25 აგვისტო. არ მოუმართავთ ჩვენთვის და შესაბამისად, ვერც კანდიდატი ვერ დარეგისტრირდებოდა. ასე რომ, უკვე დაგვიანებულია. ამას გარდა, არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ […]

“პატრიოტთა ალიანსმა” ქობულეთში კანდიდატები წარადგინა

პატრიოტთა ალიანსმა ქობულეთში მერობის კანდიდატად  მერაბ ბლადაძე წარადგინა. ის საზოგადოებას ბოლო წლებში როგორც უფლება დამცველი ახსოვს. ასევე 21 მაჟორიტარულ ოლქში ცნობილია კანდიდატების ვინაობა. მხარდამჭერებს კანდიდატების წარდგენამდე სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა. დავით თარხან მოურავმა გამოსვლის ძირითადი დრო ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და ქობულეთის მოსახლეობას მერაბ ბლადაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირმა ინაშვილმა კი მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ და 8 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდა. […]
shex moas
0

ფრიდონ ფუტკარაძე სხეფის,ღორექეთის და თერშის მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ,  შეხვედრები მხარდამჭერებთან დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – სხეფში, ღორექეთში და თერნალში გამართა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულებისა და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება. ფრიდონ ფუტკარაძე ღორექეთში 80-წელს გადაცილებულ ოთარ და ხატიჯე დავითაძეებსაც ეწვია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინერესდა.მერობის კანდიდატმა ხანდაზმულებს ჯანმრელობა და […]
qama
0

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პროკურატუარში დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე პროკურატუარში გამოკითხვაზე დაიბარეს. ოპოზიიის წარმოამდგენელი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება, რამდენიმე დღის წინ,  ბრიფინგზე გაკეთებული  განცხადებით დაინტერესდა. მისი განცხადებით, საქმე ეხება საარჩევნო დარღვევბს, კონკრეტუკლად კი საუბნო კომისიის წევრებზე სავარუდო ზეწოლის ფაქტს.  მირტად ქამადაძის თქმით, მას  აქვს ინფორმაცია თუ როგორ აძლევდნენ სარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს უკანონო მითითებებს, რის გამოც რამდნეიმე მათგანმა თანამდებობა დატოვა.  […]
mirdat
0

მირდატ ქამადაძე: ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან უკვე 43 საჩივარი დაიწერა

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბათუმში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავენ. პარტიის ლიდერმა მირდატ ქამადაძემ მედიასთან კონკრეტულ უბნებზე შექმნილ დარღვევებზე ისაუბრა. “ბათუმში ათი საათის მონაცემებით დაწერილია 43 საჩივარი, რაც იმაზე მიუთითებს რომ არჩევნები დარღვევით მიმდინარეობს. ბათუმის 23 საარჩევნო უბანზე ისეთი მოქალაქე მივიდა ხმის მისაცემად, სადაც არ იყო რეგისტრირებული. 45 უბანზე მარკირების გარეშე მიიღეს ამომრჩეველი. ასევე დაფიქსირდა უბანზე […]
EBRALIDZE
0

ტარიელ ებრალიძემ მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა

ტარიელ ებრალიძემ მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში თავისი ბოლო შეხვედრა გამართა თანამშრომლებთან და დაემშვიდობა. თითოეულ მათგანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. ,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს თანადგომისა და გაწეული მუშაობისთვის. ვფიქრობ, ერთად ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით, რაც უდავოდ არის თითოეული თქვენგანის დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს […]
turiuzm
0

აჭარა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე „IBTM World”

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში „IBTM World” მონაწილეობდა. დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად გაუწია. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. „IBTM World” არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოფენა საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და ბიზნეს ღონისძიებების გასამართად. წელს, გამოფენაში 150 […]
ანზორ-ბოლქვაძე-e1476009725273
0

ანზორ ბოლქვაძე: “რაც კანონიერია ის უნდა გაკეთდეს”

რას ლობირებს ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში, როგორ აფასებს პრემიერის  ქცევას, როცა მან ანზორ ბოლქვაძის კოლეგას და ყოფილ თანაპარტიელს შეაგინა და როგორ მოიქცევა თუ პრემიერი მას შეურაცხყოფს? – ამ და სხვა კითხვებზე ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ანზორ, ამ მოწვევის პარლამენტში რა საკითხებზე მუშაობთ? ძირითადი სამუშაო იყო კონსტიტუცია, მეორე კი ბიუჯეტი ქვეყნისათვის და […]
lasha koma
0

ლაშა კომახიძე:”სამარშუტო ტაქსების მძღოლები გასცდნენ კანონის ფარგლებს”

“მძღოლები გადაცდენილები არიან სამართლებრივ ჩარჩოებს, ისინი ვალდებულები იყვნენ დალოდებოდნენ საკრებულოს გადაწყვეტილებას” – ასე შეაფასა ლაშა კომახიძემ ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის გადაწყვეტილება ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით.  ორი დღეა მძღოლები მგზავრებს 40  თეთრის ნაცვლად 50 თეთრს ახდევინებენ. ს​ამომავლოდ კი მერიისგან ტარიფის 60 თეთრამდე მომატებას ითხოვენ. ქალაქის მერი წერს, რომ მერიაში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების წერილი შევიდა ტარიფის მომატების მოთხოვნით, თუმცა მერიის პასუხის გარეშე, მძღოლებმა გადაწყვეტილება თვითნებურად,  კანონის […]
gia abulaze
0

‘’ზურაბ პატარაძეს თაღლითურ სქემასთან აქვს კავშირი’’ – ენმ

რთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავენ. ამბობენ, რომ მახინჯაურში, ყოფილი მზიურის ტერიტორიაზე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მოითხოვენ უწყებებმა დაუყოვნებლივ გამოიძიონ რა ფინანსური ზიანი მიადგა ბიუჯეტს. გია აბულაძე ირწმუნება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თაღლითურ სქემასთან აქვს კავშირი და ზურაბ პატარაძე კომპანიასთან გარიგებაშია. ‘’დღემდე ამ ობიექტებზე არაფერი გაკეთებულია, პირიქით დაზიანდა და განადგურდა, […]
aqcia ocneba
0

აქცია „ოცნების ქალაქში“ – ძალით ამ ხალხს აქედან ვერ გაიყვანენ

„ოცნების ქალაქში“, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც კომპანია ამ ტერიტორიაზე ახალი ქვესადგურების მშენებლობას გეგმავს. ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები 2012 წლიდან ცხოვრობენ, 2015 წელს კი, ხელისუფლებამ ტერიტორია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიჰყიდა. „საპროტესტო აქციით მოსახლეობა ეხმაურება „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ […]

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით,  1800 ლარი 23 ივნისს ხაზინაში გადარიცხა. ”რა თქმა უნდა არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგრამ  ვერ დავუშვებდი რომ, თუნდაც ერთ ადამიანს ჩემი საქმიანობის შესახებ კითხვები დარჩენოდა.” ირაკლი მიქელაძის თქმით, ის სამი თვის განმავლობაში გერმანიაში ოჯახური მიზეზების გამო იმყოფებოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის […]
FB_IMG_1500122560581
0

თბილისში წლის ბოლომდე ქართულ -ბერძნული ბიზნესფორუმი გაიმართება

ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში გეორგიოს კატრუგალოსს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ისაუბრეს ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმის შესახებ, რომლის გამართვაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. „ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის […]
ssamrtlo
0

აიკრძალება თუ არა პარტია, რომელიც ხალხს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს სარჩელს „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ეს ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა. თუკი განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეების არგუმენტებს სასამართლო გაიზიარებს, არსებითი განხილვა დაიწყება „ცენტრისტების“ წინააღმდეგ. მოსარჩელე პარლამენტის 33 დეპუტატია [დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები]. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პოლიტიკური […]

ქობულეთის საკრებულოს სხდომა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ძირითადად მოქალაქეების მიერ შეტანილ განცხადებებზე იმსჯელეს, რაც სეზონურად სავაჭრო და სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტების განთავსებისთვის ნებართვის მიღებას ეხებოდა. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ საჯარო განცხადებები საკრებულოს დროულად უნდა განეხილა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეები გამგეობას ეტაპობრივად მიმართავენ. სხდომას გამგებელი და მისი მოადგილე არ ესწრებოდნენ, რის გამოც, ნაციონალურმა მოძრაობამ დარბაზი დატოვა. “აჭარის […]
qeo.olqi
0

ქობულეთის 81-ე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

669 განაცხადი შევიდა ქობულეთის 81-ე ოლქში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ვაკანტური ადგილი 390-ია. ოლქის თავმჯდომარის თქმით, კომისიის წევრობის სურვილი წინა არჩევნებში მონაწილე წევრებმაც გამოთქვეს. თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სულ 65 საარჩევნო უბანი იმუშავებს.  წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კენჭისყრით შეარჩევენ. “აჭარის ტელევიზია”
qobuletii
0

”ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია წარადგინა

რამდენიმე წუთის წინ “ქართულმა ოცნებამ”   ქობულეთში საარჩევნო სია წარადგინა. პრეზენტაციას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. ქობულეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში 4 მოქმედი დეპუტატია, 22 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალია. ქალაქ ქობულეთში მაჟორიტარობისთვის  დავით  წულუკიძე, დავით  მჭედლიშვილი და ავთანდილ გოგიბერიძე იბრძოლებენ. რაც შეეხება სოფლებს, კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ქაქუთი –  ვიტალი ქარცივაძე, ლეღვა – ავთანდილ […]
asvalti
0

ხულოში ნაციონალური მოძრაობა ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენებაზე საუბრობს

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამგეობას ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს, როგორც ირაკლი ჯორბენაძე ‘აიპრესთან” აცხადებს გამგებლის თანაშემწეები გოჩა მელაძის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობენ. ჯორბენაძე იმასაც აცხადებს რომ გამგეობა თანაშემწეებს ავალებს წინასაარჩევნო შეხვედრაზე ბევრი ხალხი მიიყვანონ წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობას დაატოვებიებენ. ირაკლი ჯორბენაძე ფოტოებზეც საუბრობს, სადაც ასახულია“ქართული ოცნებიდან“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე გზის მოასფალტებით სამუშაოებში თავად […]
nace mooz
0

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სოფელ ფუშრუკაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანზორ შაინიძემ, დღეს თავისი კანდიდატურა მოხსნა,პარტიაში განმარტავენ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. ქართულ ოცნებაში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად  გამორიცხავენ. მომხდარს ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის აჭარის ოფისში გამოეხმაურნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უწყებაში აცხადებენ, რომ ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია წყარო:”აჭარის ტელევიზია”

წინასწარი მონაცემებით ჯუმბერ ვარდმანიძე 51,5%-ით ხევვაჩაურის მერი გახდება

პირველ ადგილზეა, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურშიც, მას მოჰყვება “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თეიმურაზ დუმბაძე. პროპორციულ არჩევნებში ასევე მმართველი პარტია იმარჯვებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
meria
0

ლაშა კომახიძე მოადგილეებს სამშაბათს დაასახელებს

სამშაბათს გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბათუმის ვიცე მერისა და მოადგილის პოსტს. კანდიდატებს ქალაქის მერი მომავალ კვირას წარადგენს.  ქალაქის ყოფილი მერის მოადგილესა და ვიცე-მერს უფლებამოსილება გასულ კვირას შეუწყდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
gio
0

შესაძლებელია თუ არა საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთა კირნათში?

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახმედ ჩატაევმა და მისმა თანამზრახველებმა საქართველოში შემოსვლა კირნათი – მარადიდის მწვანე ზოლიდან შეძლეს, ამაში კი მათ პანკისის ხეობასა და თბილისში დაკავებულები ეხმარებოდნენ. საქართველოს თურქეთთან აჭარაში ერთადერთი ოფიციალური გამშვები პუნქტი აქვს, ეს სარფია, ორი კი მაჭახლის ხეობაშია, ამ შემთხვევაში საუბარი არაა გამშვებ პუნქტზე. კირნათი – მარადიდში საზღვარს მესაზღვრეები იცავენ და საგუშაგოებია მოწყობილი, ასევეა ხერთვისში. ოფიციალური ნებართვით მკაცრი ზამთრის […]
umag sab
0

საახალწლო პრემიები აჭარის მთავრობაში

280 ათასი ლარი გაიცა პრემიის სახით აჭარის 4 სამინისტროს თანამშრომლებისთვის. ზოგ შემთხვევაში თანხა თანაბრად, სადღესასწაულო წახალისების ფორმითაა გაცემული, ზოგან კი გვეუბნებიან, რომ გამორჩევით, შრომის შესაბამისად წაახალისეს თანამშრომლები. პრემიები არ აუღიათ მინისტრებს და მოადგილეებს, ასევე პრემიები არ გაცემულა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე. საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებზე კი 50 ათას ლარამდე თანხა გადანაწილდა. სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი თანხა, […]
acharis mtavroba
0

აჭარის მთავრობას გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის არასრულად გაცემისთვის უჩივიან

რა თანხას ხარჯავს აჭარის მთავრობა წარმომადგენლობით ხარჯებზე?  ამ კითხვაზე არასრული პასუხის მიღების გამო ნაციონალური მოძრაობა სასამართლოს მიმართავს. „არაერთხელ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან სტუმრებზე გაწეული ხარჯები შესახებ, რა დელეგაციები ჩამოდიოდა და ა.შ.  ვინაიდან ვერ მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, იქნებ ზემდგომი ინსტანციისგან მაინც მივიღოთ პასუხი“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ასმათ დიასამიძე. დეპუტატი ფიქრობს, რომ აჭარის მთავრობას არ სურს გაასაჯაროვოს ინფორმაცია, […]

ყინჩაურში მთავრობის თავმჯდომარეს დაპირება შეახსენეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ყინჩაურში მცხოვრები მოსახლეობა დანაპირების შესრულებას სთხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ მათ ზურაბ პატარაძე ჰესების მშენებელ კომპანიასთან შუამდგომლობას და არსებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარებას დაჰპირდა, რაც არ შეუსრულებია. საქმე ეხება ფერდსამაგრ სამუშაოებს, სადრენაჟე სისტემის მოწყობასა და სოფელში წყლის მიყვანას, რომლის გაკეთებასაც, მინიმუმ ერთი წელი “აჭარისწყალი ჯორჯია” არ აპირებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
pataridze
0

რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

ზურაბ პატარაძემ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქონებრივი დეკლარაცია 2017 წელის 31 მაისს პირველად შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძე ფლობს ბინას [120 კვ.მ] ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია და ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე [158 კვ.მ] , რომელიც მას „საქართველოს ბანკიდან“ გამოტანილი სესხით შეუძენია. პატარაძის ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ერთი ბინის შესახებ ფიქსირდება ინფორმაცია. თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე […]

აჭარის დელეგაციის შეხვედრები ბელარუსში

აჭარის დელეგაციის ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დელეგაციის წევრები ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით სახალხო დღესასწაულს ,,კუპალიეს” დაესწრნენ. სახალხო დღესასწაული შკლოვის რაიონში, პრეზიდენტის მშობლიურ სოფელში ყოველწლიურად იმართება. ,,კუპალიე“ -,,ალექსანდრის მეგობრებს უხმობს“ ერთ-ერთი მასშტაბური სახალხო დღესასწაულია ბელარუსში, რომელსაც ბელარუსები ზაფხულის შუაგულში აღნიშნავენ. დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი ესწრება. კუპალიეს დღესასწაული […]
varshanidze
0

გამგებელი აქციის მონაწილეებს შეხვდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე კირნათი- მარადიდის ჰესთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობას კომპანიასთან კიდევ ერთხელ შუამდგომლობას დაჰპირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობა და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიურო რამდენიმე თვეა მუშაობს. სოფელ კირნათში კომპანია “აჭარ ენერჯი 2007“ ჰესის მშნებელობას უკვე ორი წელია ახორციელებს. “ხელვაჩაურის […]