პოლიტიკა471 Videos

fri
0

შუახევში მერის ერთი მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ”აიპრესთან” აცხადებს, ჯერჯერობით კანდიდატის დასახელებას არ აპირებს და მსგავს საკითხზე ვინმესთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ფრიდონ ფუტკარაძემ ”აიპრესის” კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მესამე მოადგილე ოპოზიციური პარტიიდან იყოს, არც უარყო და არც დაეთანხმა, მისივე თქმით, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა მესამე მოადგილე ოპოზიციური პარტიიდან იქნება თუ არა, ეს ჯერ არ იცის. შეგახსენებთ, მაღალმთიან აჭარაში შუახევის […]
sxdoam
0

ოპოზიციამ ხულოში საფინანსო სამსახურის ანგარიში გააპროტესტეს

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ხულოს საკრებულოს სხდომა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საფინანსო სამსახურის  2017 წლის 9 თვის ანგარიში გააპროტესტეს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება, რომ მილიონ ნახევარი ლარი ხულოს მერიამ ვერ აითვისა, რაშიც იგი თვითმმართველობას ადანაშაულებს. ბრალდებას საკრებულოს თავმჯდომარე უსაფუძვლოს უწოდებს, საფინანსო სამსახურის უფროსი ნადიმ ვასაძე კი განმარტავს, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე თავის დროზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა, რამაც […]
leo
0

ბათუმში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით, ან საყოველთაო სხვა საშუალებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან 5 წლამდე ვადით. ცნობისთვის, ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარს, ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო […]
shuaxevi 2
0

შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. მუნიციპალიტეტის 2018 წლის საწყისი ბიუჯეტი 7 314 000 ლარია. აქედან ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 2 925 300 ლარი, ხოლო განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით 1 571 000 ლარია გათვალისწინებული. ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 561 000 ლარი დაიხარჯება.100 […]
55
0

თბილისის მოვლენებს სოციალ ქსელში სხვადასხვა გამოხმაურობა მოყვა

თბილისში ბერი სალოსის ქუჩაზე მორიგი შტურმი განხორციელდა. სპეცოპერაციის ადგილას აფეთქების და სროლის ხმა ისმის.სპეცოპერაცია 19 საათია მიმდინარეობს.აღნიშნულ მოვლენებს სოციალ ქსელში სხვადასხვა გამოხმაურობა მოყვა როგორც  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ასევე რიგითი მოქალაქეებიდან. “არ არის მარტივად საქმე. მეოცე საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რამდენიმე საათში ღამდება !”- ელისო კილაძე “ოფიციალურ უწყებებს სძინავთ ?! 17 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს განცხადება გაავრცელეთ […]
qob biuj.gan
0

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

ქობულეთის კულტურის სახლში ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით ქობულეთის 2018 წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში 25 656 100 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი რჩება. ქალაქ ქობულეთის მერმა პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს […]
shuax gamde
0

20 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს

20 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს. გუშინ გიორგი დავითაძეს ერთი ხმა დააკლდა იმისთვის, რომ ეს პოსტი დაეჭირა. შუახევის საკრებულოში, სადაც 19  მმართველი გუნდის დეპუტატია, დავითაძეს მხარდაჭერა მხოლოდ 12 დეპუტატმა გამოუცხადა. დღეს კი, დავითაძემ შუახევის საკრებულოს 20 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის 19 “ქართული ოცნების” წევრის და ერთი “ევროპული საქართველოს”. “ნაციონალური მოძრაობის” […]
kab
0

სულიკო თებიძის გადაწყვეტილებით ენმ-ს წევრებს ბათუმის საკრებულოში კაბინეტი დაკეტილი დახვდათ

ბათუმის საკრებულო ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ ახლახანს პოლიცია გამოიძახა. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ბათუმის საკრებულოში თავიანთი ფრაქციის კაბინეტი დაკეტილი დახვდათ. მათი კაბინეტის კარებზე ამ დროისთვის ახალი აბრაა გამოკრული, რომ კაბინეტი ეკუთვნის „ქართული ოცნებას“. როგორც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, სულიკო თებიძე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს სხვა კაბინეტს საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის პირველ […]
QED SA
0

ქედის საკრებულოს შუქრი თურმანიძე უხელმძღვანელებს

ქედის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს №01-06/17 პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ოფიციალურად N 80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალი ნაკაშიძემ გახსნა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ტარიელ მანველიძე უძღვებოდა. რეგლამენტის შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა, თავმჯდომარედ შუქრი თურმანიძე აირჩიეს, ხოლო მოადგილედ რომან დავითაძე. დღესვე, შეიქმნა ორი ფრაქცია და არჩეული იქნა კომისიის თავმჯდომარეები. სხდომის დასასრულს, თანამდებობა ახალ […]
shuax gamde
0

შუახევში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

12 მომხრე 11 წინააღმდეგი შუახევში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. თავმჯდომარის პოსტზე, “ქართული ოცნების” კანდიდატს გიორგი დავითაძე არჩევას ერთი ხმა დააკლდა, კანონმდებლობით თავმჯდომარეს ასარჩევად მინიმუმ 13 სჭირდება. კენჭისყრა ფარული იყო , მასში შუახევის საკრებულოს 24 დან 23 დეპუტატი მონაწილეობდა,  შუახევში მმართველ გუნდს  19 დეპუტატი ყავს, 19 ვე მონაწილეობდა ხმის მიცმის პროცედურაში. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
bat sak
0

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე აირჩიეს

სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღეს.  “ჩვენი გუნდი მზადაა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან. ღია არასამთავრობოებტან და მედიასთან. მე ვარ ამის გარანტი” – განაცხადა ახალ არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ. ამ წუთებში საკრებულოს უმრავლესობა სულიკო თებიძის მოადგილეების პოსტზე ლაშა სირაბიძისა და თამაზ სალუქვაძის კანდიდატურებს უყრიან კენჭს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
bat sak
0

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს, ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე განცხადება მირდატ ქამადაძემ გააკეთა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, საკრებულოს წევრები გაყალბებული არჩევნებით მოვიდნენ უმრავლესობაში. “გაყალბებული არჩევნებით მოხვედით ხელისუფლებაში და ამაზე მთელი პასუხიმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ჩხვირკვია (ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ დაკავებული აქტივისტი) როდესაც ზის ციხეში ეს არის მესიჯი მოსახლეობისადმი რომ უდანაშაულო ადამიანების დაკავება და ბრალდება შეგიძლიათ” – განაცხადა ახალარჩეულმა […]

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა – ხულოში

ხუთი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი ხულოში, სადაც ამ წუთებში საკრბეულოს პირველი სხოდმა მიმდინარეობს. ახალი მოწვევის საკრებულო 28 დეპუტატითაა წარმოდგენილი. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
99
0

კომისიის დასკვნა ბიუროს წარედგინება

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის 20 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი და ასევე, აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა […]
ukraina
0

უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების ადგილსამყოფელი უცნობია

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ისინი კიევი – თბილისის რეისით არც გუშინ საღამოს ჩამოსულან. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დეპორტირებულები ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. ოპერაცია უშიშროების სამსახურის, ნაციონალური პოლიციის, მიგრაციის სააგენტოსა და სასაზღვრო სამსახურის ჩართულობით 17 ნოემბერს განხორციელდა. მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტს და ამჟამად “უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერს, […]
xulos gamgeoba
0

ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

ხვალ 15 საათზე გაიმართება ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაც. დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ. ხულოს საკრებულოს ერთადერთია რეგიონში, სადაც ხუთი პარტიაა წარმოდგენილი. ახალი მოწვევის საკრებულო ასე დაკომპლექტდა:. ევროპული საქართველო- სამი წევრი- ერთი მაჟორიტარული და 2 პარტიული სიით. ქართული ოცნება 17 წევრი, 9 მაჟორიტარული და 8 პროპორციული სიით.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 6 წევრი- სამი […]
shu
0

შუახევის ბიუჯეტი

შუახევის მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 314 ათასი ლარია. აქაც პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურაა,  რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონამდეა გათვალისწინებული. თანხის ძირითადი ნაწილი წყალსადენისა და ბაგა-ბაღების მშენებლობას მოხმარდება. არ გაზრდილა ადმინისტრაციული ხარჯები, რაც გასული წლის მსგავსად, მილიონ 70 ათას ლარს შეადგენს. მერიაში დაფინანსებას, მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც ელოდებიან. 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში გადაგზავნილია, დოკუმენტზე,  ახალი მოწვევის საკრებულო იმსჯელებს და […]
23559726_486740105045823_4348423615879388900_n
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები დადებითად შეაფასა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს. პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართა და საქართველოში შექმნილი საინვესტიციო კლიმატისა და აჭარის რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. “საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, აჭარის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. აქ ყველა […]
meria
0

ლაშა კომახიძე მოადგილეებს სამშაბათს დაასახელებს

სამშაბათს გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბათუმის ვიცე მერისა და მოადგილის პოსტს. კანდიდატებს ქალაქის მერი მომავალ კვირას წარადგენს.  ქალაქის ყოფილი მერის მოადგილესა და ვიცე-მერს უფლებამოსილება გასულ კვირას შეუწყდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
qobuleti1
0

ქობულეთის მერის მოადგილეები

ქობულეთის მერის პირველი საკადრო გადაწყვეტილება. მირიან ქათამაძემ მოადგილეები დანიშნა. სულხან მოწყობილი და დავით ვერულიძე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან. მოწყობილი, რომელიც  გამგებლის პირველი მოადგილეა, ამ სტატუსით უკვე მეორედ დაინიშნა, იგი 2011 2012 წლებშიც მუშაობდა. რაც შეეხება დავით ვერულიძეს იგი გამგეობაში 2014 წლიდან მუშაობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
moadgileebi
0

ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგებიან. ომარ ტაკიძე დაბადა 10.05.1973წ. შუახევის რაიონის სოფ. ნაღვარევი; დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა; 1991-1993 წწ. სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა – მათემატიკის ფაკულტეტზე; 1993-1996 წწ. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – […]
00244
0

შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი: ძალიან მინდოდა შუახევში წვენების ქარხანა ყოფილიყო

შუახევის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი „აიპრესთან“ მისი მოღვაწეობის პერიოდს აფასებს. ტარიელ ებრალიძის თქმით პრობლემები ყველთვის იყო და იქნება მთაში, მუნიციპალიტეტში, თუმცა მისივე თქმით, ის პროლემები რაც იყო პრიორიტეტი და რასაც ის მოსახლეობას შეჰპირდა- მოაგვარა. ტარილ ებრალიძის განცხადებით, მთავარი ყურადღება წყალმომარაგებით უზრუნველყოფას, გზებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა რეაბილიტაციას დაუთმო. შუახევის ყოფილი გამგებელი იმ პროექტებზეც […]
dele
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას. […]
gawveva
0

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს,რომელიც 2017 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.საქართველოში მცხოვრები 18 – დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან შესაბამის სამსახურში გამოცხადდნენ და გაიარონ რეგისტრაცია. წვევამდელთა საშემოდგომო გაწვევა გრძელდება შუახევშიც. წვევამდელებს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ გაცილება მოუწყო და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში წარმატებები უსურვა. წვევამდელები სამედიცინო შემოწმებას ქალაქ თბილისში გაივლიან და […]
gro
0

შეხვედრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან

ქედის მერი ლევან გორგილაძე პირველ თათბირს მართავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან.საკითხები ძირითადად ადმინისტრაციულ ერთეულებში პირველადი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსმენას შეეხება.ქედის მუნიციპალიტეტს ამჟამად 9 ადმინისტრაციული ერთეული აქვს და მათ მერის 9 წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”
lashaaa
0

ლაშა კომახიძე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში სამსახურის ხელმძღვანელებმა საკუთარ სამსახურებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ მერია ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფასა და საქმიანობის გამჭვირვალობაზე. შეხვედრა თითოეული სამსახურის უფროსთან ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელდა. წყარო:”ბათუმის მერია”
fri
0

შუახევის ახლადარჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩია. მან ამომრჩეველთა ხმების 71,48 % მიიღო. ფრიდონ ფუტკარაძე დაიბადა 1976 წლის 4 აგვისტოს შუახევის რაიონში.1993 წელს დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით.1993-1995 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.1995-2004 წლებში ეკავა შუახევის […]
erma koma
0

ბათუმის ახალ მერს ყოფილი მიმდინარე პროექტებს აცნობს

გიროგი ერმაკოვი: “ჩემი მერობის პერიოდი უძლო ღამეებით და მუყაითი შრომით დამამახსოვრდება” ბათუმის ახალ მერს ყოფილი მიმდინარე პროექტებს აცნობს. ლაშა კომახიძე, რომელიც ბათუმის მერად 21 ოქტომბერს აირჩიეს, უფლებამოსილების განხორციელებას დღეს დაიწყებს. ის მერიაში დილის 9 საათზე მივიდა. მას ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი ქვემოთ დახვდა და სამუშაო კაბინეტში შეუძღვა. “უკმაყოფილების განცდა მაქვს, მაგრამ შევძელი ბევრი რამ. ჩემი […]
levan gorgladze
0

ლევან გორგილაძე ქედის მერის თანამდებობის უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება

ლევან გორგილაძე ქედის მერის თანამდებობის უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება. დაიბადა 1962 წლის 28 თებერვალს, სოფ. კვაშტაში. განათლება: • 2013-2016 წწ – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტი. ბიზნესისა და მართვის სკოლა. სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება • 1982–1988 წწ -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობა: სამკურნალო საქმე. აკადემიური ხარისხი • ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. • მედიცინის […]
EBRALIDZE
0

ტარიელ ებრალიძემ მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა

ტარიელ ებრალიძემ მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში თავისი ბოლო შეხვედრა გამართა თანამშრომლებთან და დაემშვიდობა. თითოეულ მათგანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. ,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს თანადგომისა და გაწეული მუშაობისთვის. ვფიქრობ, ერთად ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით, რაც უდავოდ არის თითოეული თქვენგანის დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს […]
5asc
0

არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის მედლის მფლობელი გახდა

შავი ზღვის მედალი წელს  გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს არჩილ გუჩმანიძეს გადაეცა. საზეიმო ღონისძიება სტამბოლში გაიმართა. არჩილ გუჩმანიძე 2006 წლიდან აღნიშნული დეპარტამენტში საქმიანობს, 2015 წლიდან კი ხელმძღვანელის პოზიციაზე  მუშაობს. ‘’შავი ზღვის მედალი’’ ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირველად მიიღო. ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.  ორგანიზატორი შავი ზღვის დაბინძურებისგან […]
xel sxdo
0

საკრებულოს სხდომა ხელვაჩაურში

ამ მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. დეპუტატებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პირების ქცევისა და ეთიკის ნორმების შესახებ ახალი ნორმატიული აქტები დაადგინეს. ასევე გაიწერა დირექტორის არჩევის წესი, კერძოდ, მას უნდა ქონდეს 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უმაღლესი განათლება და სამინისტროში გავლილი ტრენინგ კურსები. სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემაზეც. […]
irakli jor
0

ხულოში “ნაცმოძრაობა” “ოცნების” წარმომადგენელს საკრებულოს სხდომებზე არშეშვებით ემუქრება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხულოს რაიონული ორგანიზაციის წევრები, ყოფილი გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის “ქართული ოცნების” პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვენ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ჯორბენაძე “აიპრესთან” აცხადებს, ბესიკ ბაუჩაძის ადგილი საკრებულოში აღარაა. “ბესიკ ბაუჩაძის მოღვაწეობა ხულოში, შეფასდა ასე, კაცი მოვიდა, გააჩანაგა ხულოს მუნიციპალიტეტი და წავიდა. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოიშოროს “ქართულმა ოცნებამ” ეს კაცი სიიდან, რადგან ბესიკ ბაუჩაძის […]
evrpkavshiri
0

საქართველოს მოქალაქეთა 66% ევროკავშირს ენდობა – 2017 წლის OPEN გამოკითხვის შედეგები

საქართველოში ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა იზრდება. ნდობის ინდექსი 66% შეადგენს. ეს მაჩვენებელი  გაეროს (56%) და ნატოს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს აღემატება. საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კარგად არის ინფორმირებული. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის ეფექტურია. საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს მიიჩნევს მოქალაქეთა 83%. მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 8% გაიზარდა […]
xmaurisfinzeganxulva-cr-739×428
0

ბათუმის №79-ე ოლქში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის №64-ე საარჩევნო უბანზე “სამართლიანი არჩევნების მიერ დაწერილ საჩივარს” ხმაური მოჰყვა საოლქო კომისიის განხილვაზე. №79-ე ოლქის კომისიის წევრების ნაწილი უბნის ბათილობასა და კომისიის თავმჯდონარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა. როგორც “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა განმარტა უბანზე დარღვეული იყო შემაჯამებელ ოქმში უბანზე მისული ამომრჩევლების ბალანსი. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა კომისიის წევრებმა არასამთავრობოს მიერ დაწერილი საჩივარი არ დააკმაყოფილა. №79-ე ოლქის […]
txilvana
0

თხილვანელების პოლიტიკური არჩევანი

სახელმწიფოს მიერ ორჯერ გაწეული დახმარების და კომპენსაციის გაცემის დროს გამონაკლისის დაშვების მიუხედავად, თხილვანელებმა მმართველი პარტიის კანდიდატს არჩევნებში მხარი არ დაუჭირეს. თხილვანის თემის 3 უბნის მონაცემებით “ნაციონლური მოძრაობის” კანბდიდატმა “ქართული ოცნებისას” 18 ხმით მოუგო. ამ თემში 65 ოჯახი, ცხოვრებას მეწყერსაშიშ ზონაში განაგრძობს და ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ გამგეობის მიერ მოქალაქეებთან დადებული ხელშეკრულება, თანხის […]
meria
0

ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები

„ქართული ოცნება“ ბათუმის ახალ საკრებულოში 19 წევრით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით საკრებულოში შევლენ: სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე, წინა მოწვევის საკრებულოს  წევრი, ირაკლი მიქელაძე, ექიმი ნერიმან ცინცაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული,  ბესარიონ გოგოტიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური და თამაზ დევაძე.  საკრებულოს ათი წევრი კი, მაჟორიტარობის  […]
qedapoezia
0

ქედის საკრებულოს ერთი ქალი წევრი ეყოლება

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო რომელიც 24 წევრისაგან შედგება, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა. აქაც უმრავლესობით მმართველი გუნდი შედის. “ქართულ ოცნებიდან” 9 პროპორციული ხოლო ცხრა მაჟორიტარული სიით შედის. სამ წევრს შეიყვანს “ნაციონალური მოძრაობა” რომელიც საკრებულოში პროპორციული სიით შედის. ორ წევრს შეიყვანს პატრიოტთა ალიანსი ხოლო ერთს “ევროპული საქართველო”. საკრებულოს 24 წევრიდან ქალი მხოლოდ ერთი იქნება, რომელსაც […]
qed
0

ქედის საკრებულოს შემადგენლობა

არცერთ უბანში არ დაწერილა საჩივარი ქედაში, დღეს შევიდა ორი საოლქო საარჩვენო კომისიაში, საჩივრები შემაჯამებელ ოქმებს ეხება, ერთ-ერთ შემთხვევაში ოქმები არაა დამოწმებული ბეჭდით. საარჩვენო ადმინისტრაცია საკითხს ხვალ განიხილავს. უმრავლესობა ექნება “ქართულ ოცნებას” ქედაშიც, მმართველი პარტიის გარდა, 4 პარტია შედის თვითმმართველობაში, 24 მანდატიანსაკრებულოში, 18 “ქართული ოცნებიდან,” 6 კი ოპოზიციიდან იქნება. წყარო:’აჭარის ტელევიზია”
xulosakr-cr-739×428
0

ხულოს საკრებულოში ორი ქალი წევრი ეყოლებათ

”აიპრესი” დაინტერესდა, როგორ დაკომპლექტდა ხულოს საკრებულო 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე , ასევე გაუმჯობესდა თუ არა გენდერული ბალანსი და რამდენმა ქალმა მოიპოვა მანდატი. 6 მანდატი ერგო ”ნაციონალურ მოძრაობას”. 3 მაჟორიტარული და 3 პროპორციული სიით. სამი მანდატი ერგო ”ევროპულ საქართველოს” ერთი მაჟორიტარული და ორი პროპორციული. 1 წევრს შეიყვანს ”პატრიოტთა ალიანსი” და ერთ წევრს ”დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო”. […]
22540232_1697414960282415_3191928656609879155_n
0

ოლქებში საჩივრების განხილვა იწყება

ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში რამდენიმე საჩივარი შევიდა, საჩივრების განსახილველად სხდომა 4-ის ნახევრისთვის ჩაინიშნა. სულ მუნიციპალიტეტში 46 უბანი იყო გახსნილი. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიან სიაში 44 ათას 928 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
4
0

ხულოში, 84-ე ოლქში ოპოზიციის 4-მა კანდიდატმა “ოცნებას” მოუგო

მაღალმთიან აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტის #84 ოლქი ერთადერთია, სადაც წინასწარი მონაცემებით ოპოზიციის მაჟორიტარობის ოთხმა  კანდიდატმა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს მოუგო. ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 13 მაჟორიტარული ოლქია, აქედან სამში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დაბაში, თხილვანაში და ხალთაში მოიპოვა გამარჯვება. ხოლო დეკანაშვილებში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა გამარჯვება. დარჩენილ ცხრა უბანში კი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. ქედაში #80 საარჩევნო […]
MARGVELASHVILI-cr-739×428
0

პრეზიდენტი: ვულოცავ არჩეულ მერებს, გამარჯვებულ პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს

“ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, გამარჯვებულ პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გათვალისწინება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში […]
arche
0

შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება თითქმის დასრულებულია

შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება თითქმის დასრულებულია, დარჩენილია ათი უბნის შედეგი.  ამომრჩეველთა 55,68 პროცენტის მხარდაჭერა და გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ ერგო. მმართველი პარტია უმრავლესობით შევა ქვეყნის 64-ვე საკრებულოში, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკვე უწოდეს ერთპარტიული მმართველობა და აღნიშნეს, რომ ამის გამო ქვეყანა მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგება. „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ მერის არჩევნებშიც. 58 თვითმმართველობაში 50 […]
lado mgaloblishvili
0

„ოპონენტ პარტიას კარუსელების ხილვა გუშინ მხოლოდ 6 მაისის პარკში შეეძლო’’ -ლადო მგალობლიშვილი

‘’ქართული ოცნების’’  შტაბში ლადო მგალობლიშვილმა განცხადება გააკეთა. მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ‘’გუშინ მოქალაქეებმა  სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღეს. მხარი დაუჭირა ‘’ქართულ ოცნებას’’. ჩვენ ყველა ოლქში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ოპონენტებს შანსი არ დავუტოვეთ’’. ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა. ბრალდებებს უსუსური და უარგუმენტო უწოდა. ‘’ამ ბრალდებებზე სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლებელია. ხუმრობით ვთქვი, რომ ოპონენტი პარტიების  წარმომადგენლებს კარუსელების ხილვა გუშინ, მხოლოდ  6 მაისის […]
mirdat
0

‘’არჩევნები გაყალბებულია და ამაში ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიუძღვის’’ -მირდატ ქამადაძე

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ​‘’არჩევნები გაყალბებულია და ამაში ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიუძღვის’’ – განაცხადა ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარი ოპოზიციური ძალაა. მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ თუ მათი წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრები სამართლიანად განიხილეს, ისინი შედეგებზე გავლენას იქონიებენ. ‘’ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’’  100 მეტი საჩივარი მხოლოდ ბათუმში დაწერა. დღესვე პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატმა ლევან […]
4
0

ბათუმში 50 770 ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა

102-ვე უბანი დაითვალა ბათუმის 79-ე ოლქმა. ასევე ერთი სპეც.უბანი. ბათუმში  50 770 ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37 პროცენტია. ამომრჩეველთა 46-მა პროცენტმა პროპორციულ არჩევნებში ბათუმში ხმა მისცა “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს.” წინასწარი შედეგების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ქართული ოცნებიდან შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატი და 9 პროპორციულით. კიდევ […]
2
0

უბნებზე ხმების დათვლა დასრულებულია

ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო მონაცემებს სპეციალურ პორტალზე ანთავსებს. სულ დასათვლელი იყო 3 644 უბნის შემაჯამებელი ოქმები, უბნებზე კი კომისიის წევრებს სამი ბიულეტენის შედეგის დაჯამება მოუხდათ.  მონაცემები პირდაპირ რეჟიმში იტვირთება ვებ-გვერდზე, ასე რომ პერიოდულად იცვლება. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, წინასწარი შედეგების თანახმად, პროპორციულ არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო.” ასევე, პირველ ადგილზე […]
5
0

მმართველი გუნდის წაგებული მაჟორიტარული ოლქები აჭარაში

12 საათის მონაცემებით, ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული დათვლილი ბიულეტენების შედეგებით,  “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე მეტი, 3 მაჟორიტარული ოლქი ხულოში წააგო. ხულოში  “ნაციონალური მოძრაობის” ორი კანდიდატი შევა საკრებულოში. ერთი კი “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი. შუახევში მმართველმა გუნდმა, მხოლოდ ერთი ოლქი წააგო პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ შუახევში “ოცნების” კანდიდატმა ვერც პარტია “საქართველოს” კანდიდატს გადაუსწრო და მესამე ადგილზე გავიდა. მმართველმა გუნდის […]

მოსახლეობის ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა

მაღალი აქტივობის ფონზე, მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელიც მაღალია ქედაში. “ქართული ოცნების” მეორბის კანდიდატმა, ლევან გორგილაძემ 60 პროცენტზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა. მეორე ადგიზლეა ირაკლი ბარამიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან  . მესამეზე კი ევროპული საქართველოს კანდიდატი. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

წინასწარი მონაცემებით ჯუმბერ ვარდმანიძე 51,5%-ით ხევვაჩაურის მერი გახდება

პირველ ადგილზეა, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურშიც, მას მოჰყვება “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თეიმურაზ დუმბაძე. პროპორციულ არჩევნებში ასევე მმართველი პარტია იმარჯვებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
meria batumis
0

4 პარტია ბათუმის საკრებულოში

მაჟორიტარულ არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ქართული ოცნებიდან შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატი და 9 პროპორციულით. ბათუმის ოლქის მონაცემების თანახმად, კიდევ სამმა პარტიამ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი, საკრებულოში 4 წევრს შეიყვანს “ნაციონალური მოძრაობა,” ერთს “პატრიოტთა ალიანსი” და ასევე ერთს “ევროპული საქართველო. ანუ ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით იქნებიან: ქართული […]
mirian qata
0

ქობულეთის მერის პოსტის დასაკავებლად მმართველი გუნდის კანდიდატმა 61% დააგროვა

ქობულეთის მერის პოსტის დასაკავებლად მმართველი გუნდის კანდიდატმა 61% დააგროვა. პირველადი მონაცემებით, ქობულეთის საკრებულოში ოთხი პარტია შევა. სწორედ ამდენმა გადალახა 4 პროცენტიანი საარჩევნო ზღვარი: “ქართული ოცნება” 58%, “ნაციონალური მოძრაობა”  24%, “ევროპული საქართველო” 4% “პატრიოტთა ალიანსი” 7%. მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა, მირიან ქათამაძე 61% ით ლიდერობს, ” “ნაციონალური მოძრაობის”  […]
22768428_1916970185293536_882243287_o
0

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გახდება

ბათუმის 79-ე ოლქის მონაცემებით “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს’’ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ხმათა 55,67% მიიღო. მეორე პოზიციაზეა ‘’ერთიანინაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელი,  ლევან ანთაძემ 34, 19% დააგროვა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების სხვა კანდიდატებს. რამდენიმე მათგანმა ერთ პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახა. შედეგები ასე გამოიყურება: ‘’ევროპული საქართველოს ბათუმის მერობის კანდიდატმა ხმათა  6,43% მოიპოვა. 6,16% აიღო ‘’საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა’’ […]
frido
0

‘’ქართული ოცნების’’ შუახევის მერობის კანდიდატმა ხმების 71.30% მიიღო

‘’ქართული ოცნების’’ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ ამომრჩეველთა 71.30%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატ ომარ მეგრელიძეს კი მხარი დაუჭირა მოსახლეობის 16.4%-მა.  ‘’ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენელმა მირზა თურმანიძემ 6.65% აიღო. რაც შეეხება პროპორციულ სიას. შუახევის 82 ოლქის მონაცემებით ‘’ქართული ოცნება’’ 60.60% ლიდერობს.  ‘’ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას კი- 18.19% აქვს მიღებული. სხვა პარტიის შედეგები კი ასე გამოიყურება: ‘’ევროპული საქართველო’’ – 7.24%. ‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ -2.75%. ‘’გაერთიანებული დემოკრატები’’ -0.13%, ‘’რესპუბლიკუი პარტია’’ -2.73%, ‘’საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ – 5.51%,  ლეიბორისტული პარტია’’ – […]
xulo1
0

11% “ევროპული საქართველო”, 54% “ქართული ოცნება” – ხულოს წინასწარი შედეგები

ხულოში 14 ათას 232-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და წინასწარი მონაცემებით ხმათა 60 %-ით მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, გოჩა მელაძეს ერგო. მას არჩევნებზე მისულმა 8 ათასამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.  3 500-მდე ხმა დააგროვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა,რაც 26 % შეადგენს. დარჩენილ ორ პარტიას შორის ხმები ასე გადანაწილდა: 3, 37 %-ი “პატრიოტთა ალიანსი”, 11 %-ი კი ევროპული საქართველოს კანდიდატებმა მიიღეს. რაც შეეხება […]
shuax gamde
0

16 უბნის მონაცემებით შუახევში “ქართული ოცნების ” კანდიდატი ლიდერობს

შუახევის ოლქში 49 უბნიდან 16 უბნის მონაცემები შევიდა. ამ დროისთვის შუახევში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს. ფრიდონ ფუტკარაძემ 16 უბანზე 63.9%  დააგროვა. მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ომარ მეგრელიძე – 19.93% მესამე ადგილზე კი “ევროპული საქართველოს” კანდიდატი მირზა თურმანიძე. მერობის კანდიდატების მსგავსია პროპორციული სიის მონაცემები. ქართული ოცნება -56.55% ნაციონალური მოძრაობა  20.07 ევროპულ საქართველო 8.63 “პატრიოტთა ალიანსი”  7.16 “ლეიბორისტული პარტია” […]
qiqava
0

”მე სავარძელი არ მინდა – ხალხს არ ჰქონია პრეტენზია, ალბათ მაძღრები არიან’’ – ჯელალ ქიქავა

“მე სავარძელი არ მინდა – ხალხს არ ჰქონია პრეტენზია, ალბათ მაძღრები არიან. მე ხალხისთვის ვაპირებდი მოსვლას, თორემ თუ მოსახლეობას პროტესტის გრძნობა არ აქვს პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ვერჩით” – განცხადება ლეიბორიტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატმა გააკეთა. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ მოქალაქეების კეთილდღეობისთვის აპირებდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
meria batumis
0

ქალაქის მერი ბათუმელების 36% აირჩია

ვინ იქნება ბათუმის მერი და როგორ დაკომპლექტდება საკრებულო, გადაწყვეტილება ქალაქის 139 595  ათასი ამომრჩევლიდან მხოლოდ 50 ათას70 მიიღო. სწორედ ამდენი მოქალაქე მივიდა დღეს საარჩევნო ყუთებთან ბათუმში. როგორც ბათუმის #79 ოლქში აცხადებენ აქტივობა საშუალო და ბათუმელების 36,37% -მა შეადგენს. ამ დროისთვის ოლქში ბათუმის საარჩევნო უბნებიდან 13 საჩივარი შევიდა, 11 არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა ​ არჩევნებმა”, ორი სარჩელი კი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დაწერა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
22712664_1772705632740602_1592538908_o
0

ნაციონალური მოძრაობში თვლიან, რომ ”ბათუმში არჩევნები ტოტალურად გაყალბდ”

საარჩევნო უბნების დახურვამდე დღე “ნაციონალურ მოძრაობაში” შეაფასეს.  მირდატ ქამადაძის განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში 100 მდე საჩვარი დაიწერა და ტრიალებდა ე.წ. “კარუსელები”. “ყველა ამ ფაქტიდან გამომდინარე, შემიძლია ვტქვა, რომ ბათუმში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა” – განაცხადა მირდატ ქამადაძემ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
pata
0

ზურაბ პატარაძემ საკუთარი არჩევანი ქობულეთის 71-ე ოლქის მე-4 უბანში გააკეთა

„მე მივეცი ხმა ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას და ძლიერ რეგიონს, რა თქმა უნდა, ჩვენს ძლიერ თვითმმართველობას და ჩვენს ძლიერ ქვეყანას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას მეტი აქტივობისაკენ, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისათვის!“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ ზურაბ […]
mirdat
0

მირდატ ქამადაძე: ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან უკვე 43 საჩივარი დაიწერა

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბათუმში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავენ. პარტიის ლიდერმა მირდატ ქამადაძემ მედიასთან კონკრეტულ უბნებზე შექმნილ დარღვევებზე ისაუბრა. “ბათუმში ათი საათის მონაცემებით დაწერილია 43 საჩივარი, რაც იმაზე მიუთითებს რომ არჩევნები დარღვევით მიმდინარეობს. ბათუმის 23 საარჩევნო უბანზე ისეთი მოქალაქე მივიდა ხმის მისაცემად, სადაც არ იყო რეგისტრირებული. 45 უბანზე მარკირების გარეშე მიიღეს ამომრჩეველი. ასევე დაფიქსირდა უბანზე […]
bat
0

ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

10 საათის მონაცემებით ბათუმში საკუთარი არჩევანი 7 014 მოქალაქემ დააფიქსირა. ეს ამომრჩეველთა 5,02 % პროცენტია. ბათუმის #79 ოლქის შეფასებით აქტივობა დაბალია, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის არჩევანი 7, 34% ჰქონდა გაკეთებული. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
kab
0

შუახევის მუნიციპალიტეტში ათი საათის მონაცემებით არჩევანი 1 440 ამომრჩეველმა გააკეთა

შუახევის მუნიციპალიტეტში ათი საათის მონაცემებით 1440 ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც პროცენტულად ამომრჩევლების 9,59% შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” შუახევის 82 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დათა ზოიძემ განუცხადა, მისივე ინფორმაციით საარჩევნო პროცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. წყარო:”ipress.ge”
LASHA
0

ლაშა კომახიძემ ოჯახთან ერთად #65-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ოჯახთან ერთად #65-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მერობის კანდიდატის განცხადებით, დღეს ყველა პირობაა იმისთვის, რომ არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით პირველივე ტურში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ დამთავრდეს. წყარო:”ლაშა კომახიძე ბათუმის მერად / Lasha Komakhidze”
5
0

“ამომრჩევლის ნების კონტროლს ახორციელებენ პოლიტიკური პარტიები ” საიას შეფასება /10 საათი/

საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნებთან დგანან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები სიებით და აკონტროლებენ მივიდა თუ არა მათი მხარდამჭერი მოქალაქე არჩევნებზე – განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. “პარტიის წარმომადგენლები სიებით დგანან უბნებზე და აკონტროლებენ მათ სიებში არსებული პირები მივიდნენ თუ არა საარჩევნო უბანზე და დააფიქსირეს თუ არა პოზიცია. ეს წინა წლებშიც ხდებოდა და არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ამომრჩევლის ნების […]
merobis kandidatebi
0

ცხრა კანდიდატი – ვინ გახდება ბათუმის მერი?

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. ბათუმს უკვე მეორედ ეყოლება არჩეული მერი. ბათუმში ამომრჩეველს მერობის ცხრა კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. მერობის კანდიდატები არიან: ჯელალ ქიქავა – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ პეტრე ზამბახიძე – „ევროპული საქართველო“ ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“ ლევან ანთაძე – ერთიანი […]
cesk bri
0

ცესკოს პირველი საინფორმაციო ბრიფინგი

პირველი საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში – როგორც ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 სთ-იდან გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. წყარო:”საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია”

შუახევში სულ 15 009 ამომრჩეველია რეგისტრირებული

შუახევში 15 009 რეგისტრირებულ ამომრჩეველს 49 საუბნო საარჩევნო კომისია უნდა მოემსახუროს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”