საზოგადოება2048 Videos

47486296_2032736996783372_8405967269967953920_n
0

იმ ღამეს 400 კომლიან სოფელში არავინ მისცა თავს უფლება, ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის წინა დღეები იდგა, ჩავაბარე სემესტრის გამოცდები და სოფელში წავედი. ყველა სახლში, ჟრიამული და სამზადისი დამხვდა, ყველა ახალ წელთან შესახვედრად ემზადებოდა. კალანდამდე ორი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ჩემი ახალგაზრდა ბიძა, ნიკო შევარდნაძე, მეხის გავარდნა იყო ეს ჩვენთვის ყველასთვის, შევიცხადეთ და მგლოვიარე შეიქნა ბევრი, ბევრი.. დაიფსო ოჯახი.. ეს იყო პირველი შემთხვევა […]
sarfi axali
0

„ხალხი პანიკაშია“ – რა ხდება სარფის საბაჟოზე?

სარფის გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს შეჩერებულია საბაჟო პროცედურები. ამის შესახებ adjararm.ge–ს  ერთ–ერთმა მგზავრმა განუცხადა. მისი თქმით, უკვე ორი საათია ხალხი რიგში დგას. „არ ვიცით რა ხდება. ხალხი პანიკაშია. უკვე ორ სააათზე მეტია აქ ვდგავართ“,– აცხადებს მგზავრი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარეობს  სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის  გამოც  საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე […]
ss
0

მამაკაცი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს საცურაო აუზი დაუდგა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით(“თვითმკვლელობამდე მიყვვანა”) მიმდინარეობს. ყველას ახსოვს, ამ ზაფხულს დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებმა ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ.ეს ადამიანი დიმიტრი ტატიშვილი აღმოჩნდა. […]
tina
0

საქართველოს დროშით დაფარული სასქესო ორგანო – თინა მახარაძის ფოტომ სკანდალი გამოიწვია

სოციალურ ქსელში თინა მახარაძის ნახევრად შიშველი ფოტო გავრცელდა, სადაც ის ამერიკელ ბოიფრენდთან ერთადაა. ფოტომ მომხმარებელთა ნაწილში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რადგან მათი თქმით, საქართველოს დროშით დაფარული სასქესო ორგანო შეურაცხმყოფელია. ნაწილმა კი აღნიშნა, რომ მსახიობს შეუდარებელი ფორმები აქვს და სიმპატიური ბოიფრენდი ჰყავს. presa.ge
shutterstock_523606585
0

“ირანელებს 112- ში დაურეკიათ, ვაშლიჯვარის ეკლესიის ზარების ხმა გვაწუხებსო და ხმა ჩააწყვეტინეთო”

  სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მარინა ჩეხაშვილი  შემდეგი შინაარსის პოსტს აქვყევნებს: „რაღაც მინდა მოგიყვეთ. ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა და დღესაც გული ძალიან დამძიმებული მაქვს. სექტემბრის შუა რიცხვებში ვაშლიჯვრის ტაძარში ერთი ამბავი ატყდა, პატრული, მრევლი(გაგიჟებული). თურმე, აქვე, მეზობლად მცხოვრებ ირანელებს 112- ში დაურეკიათ ზარების ხმა გვაწუხებს და ხმა ჩააწყვეტინეთო. ხოდა მოვიდა პატრული და გამოაცხადა […]
miwisdzvra
0

საქართველოში  2.7  მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა   მოხდა

დღეს, თბილისის დროით 08:17 საათზე  საქართველოში  2.7  მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა    მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის  ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები  თბილისიდან 3 კილომეტრში, რუსთავთან, დაფიქსირდა
imereti
0

შეყვარებული წყვილის გაპარვა ბიჭის ბებიის გარდაცვალებით დასრულდა

უბედური შემთხვევა იმერეთში – შეყვარებული ახალგაზრდების გაპარვა, ბიჭის ბებიის გარდაცვალებით დასრულდა. მარიამ ლეჟავას მშობლები ბაჩუკი ჯანელიძის ბებია-ბაბუის სახლში, წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყალში დღეს გამთენიისას ჩავიდნენ. ლეჟავებმა ტუსკაძეებისგან სასწრაფოდ მოითხოვეს გოგონას უკან დაბრუნება. იყო ხმამაღალი საუბარი. თვითმხილველების თქმით, განსაკუთრებით ქალბატონი ლელა ლეჟავა აქტიურობდა. წასვლის წინ მან ფანჯრის მინები ჩაამსხვრია და დაამტვრია კარი. ტუსკაძეების მტკიცებით, იყო მუქარაც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში კი 65 წლის თინა ტუსკაძე გარდაიცვალა. დაღუპულის […]
pjimage-12
0

ბათუმში 50 წლის ქალს და 60 წლის კაცს პირველი შვილი შეეძინათ

ბათუმში, კლინიკა მედინას მეან-გინეკოლოგი, ინდირა ბოლქვაძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მშობლების შესახებ, რომელთაც პირველი შვილი სეეძინათ. “ჩვენი ყველაზე ბედნიერი, ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე მშობლები, რომლებიც დიდხანს ელოდნენ პატარა ანასტასიას. უფლის დიდი სასწაულითა და ბევრი კეთილი ადამიანის დაუზოგავი შრომით შედეგი სახეზე გვაქვს. უფალმა დიდხანს და ბედნიერად ამყოფოს თქვენი პატარა ოჯახი” – წერს ინდირა ბოლქვაძე. მიმდინარე […]
41781938_486877021779698_1982522617109676032_n (1)
0

ინგლისური ინტერნეტით ვისწავლე – ბიჭი ხულოდან, რომელმაც ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა

  გოგიტა გობაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში – დიდაჭარაში ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. გოგიტას ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობს და ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. როგორ მოახერხა გოგიტამ ინგლისური ენა ისე შეესწავლა, რომ „სან დიეგოსუნივერსიტეტი საქართველოს“ სტუდენტი გახდა, სადაც კონსტრუქციული ინჟინერია არა ქართულად, არამედ ინგლისურ ენაზე უნდა ისწავლოს. „სკოლაში […]
savadmyofo
0

ყურადღება: საქართველოში ნაწლავური ჩხირის საშიში შტამი გაჩნდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავიდ გადელიამ საქართველოს მოსახლეობა ნაწლავური ჩხირის საშიში შტამის გავრცელების შესახებ გააფრთხილა. სპეციალისტების თქმით, საქართველოში გავრცელებულია ეშერიხია კოლის ნაწლავური ჩხირი. ეს მწვავე დაავადებაა, რომელიც გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სინდრომით მიმდინარეობს. დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ექიმები ხელების ხშირ დაბანას და ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვას გვირჩევენ. „მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწვდინეთ ინფორმაცია ახლობლებს: ზაფხულობით, […]
batumi
0

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბათუმში,  ხალვაშის ქუჩაზე  ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა საცხოვრებელი ბინის მეორე სართული – 30 კვ.მ. ს​აბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ​ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი  მუშაობდა.
kobuleti
0

ქობულეთში, მუხაესტატეში ადგილობრივები პოლიციის უფროსის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს ცენტრში. ადგილობრივები პოლიციის უფროსის ჯამბულ ანთაძის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვენ. იგი ერთი თვის წინ მუხაესტატეს მკვიდრის მიერ მოკლული პოლიციელის ბუტა ანთაძის ძმაა. შეკრებილების განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული ეს საკადრო გადაწყვეტილება შესაძლოა დაპირისპირებისა და შურისძიების მიზეზი გახდეს. მოვლენათა განვითარების უარყოფით შედეგებზე აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას აღნიშნულ უწყებას აკისრებენ. აქციაზე […]
A police crime scene tape close-up
0

საზღვაო ჰოსპიტალის მეოთხე სართულზე, ლიფტის შახტაში ქალი ჩავარდა

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ლიფტში ჩავარდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და იგი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლინიკის მეოთხე სართულზე ლიფტი დამლაგებელმა ქალმა გამოიძახა, თუმცა კარის გახსნის შემდეგ მას ლიფტის კაბინა არ დახვდა. ქალმა ეს ვერ შენიშნა და ლიფტში შევიდა. დაშავებული 45 წლის ქალი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. საზღვაო ჰოსპიტლის და კლინიკა „მედინას“ დირექტორებმა ჩვენს […]
chaxuteba
0

დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა!

21 იანვარს ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩახუტების საერთაშორისო დღის დამაარსებელია კევინ ზაბორნი. ეს დღე პირველად 1986 წლის 21 იანვარს, ამერიკის შტატ მიჩიგანში აღინიშნა და ძალიან მალე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. საერთაშორისო ჩახუტების დღის მთავარი იდეა ის არის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება ხშირად გამოხატონ გრძნობები ოჯახის, მეგობრების, ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანების მიმართ. საქართველო ჩახუტების საერთაშორისო დღეს უკვე რამდენიმე […]
sta
0

ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ,,ხორუმის” კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო […]
ocnebis qalaqi
0

”ენერგო-პრო ჯორჯია”: მომავალი წლიდან ოცნების ქალაქში მშენებლობა იგეგმება

„ენერგო-პრო ჯორჯია“  მომავალი წლიდან  ე.წ. ოცნების ქალაქში ქვესადგურის მშენებლობას იწყებს. თვითნებურად შესახლებულებმა კი აღნიშნული  ტერიტორია უნდა გაათავისუფლონ – ასე უპასუხეს თვითნებურად შესახლებულებს კომპანიის წარმომადგენლებმა. ხელვაჩაურში, ყოფილი 25-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 300-მდე მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ, უსახლკარო, მარტოხელა, მარჩენალ-დაკარგული და სხვა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებმა მიმდინარე წლის 18 იანვარს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ,  რომ ელექტროენერგიით მათი უზრუნველყოფა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდეს. ამ […]
shuax gamde
0

განმეორებითი ტენდერი ნარჩენების მართვისთვის

შუახევის მერია ნარჩენების მართვისთვის ტენდერს ხელმეორედ გამოაცხადებს.  აჭარაში არსებულმა ერთადერთმა კომპანიამ, ” ბათუმის სანდასუფთავებამ ” ტენდერში მონაწილეობა იმ მიზეზით არ მიიღო, რომ ანაზღაურება მათთვის არასაკმარისი იყო. შუახევის მერიაში ამბობენ, რომ კომპანიასთან შეთანხმების მიხედვით, ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში,  მომსახურების ანაზღაურებას 6 ათასი ლარით გაზრდიან. ნარჩენების მართვის პროგრამისთვის 2018 წლამდე 36 ათასი ლარი იყო გათვლილი. საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ “ერთიან […]
pataradze
0

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა- ოფიციალური ცერემონია

ამ წუთებში საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. საძირკველში სიმბოლურ კაფსულას უშვებენ. 99 მილიონ 448 ათას 408,56 ლარის ღირებულების მოედნის მშენებლობის დასრულება, რომელიც 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი 2020 წელს იგეგმება. დღევანდელ ცერემონიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები არიან მოწვეული. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ […]
xulo1
0

ცვლილება საშტატო ერთეულებში

იანვრიდან ხულოს მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულებში ცვლილება განხორციელდა. მერის 25 წარმომადგენელი, რომელთაც აქამდე შრომითი ხელშეკრულებები ჰქონდათ, შტატში გააგრძელებენ მუშაობას. თემის წარმომადგენლები კი კონკურსის შედეგად არიან დანიშნულები. ხულოს მუნიციპალიტეტის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი ხაჯიშვილის განმარტებით, ცვლილების შემდეგ გამგებლის წარმომადგენლების უფლება მოსილებები უცვლელი რჩება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
sta msh
0

სპორტული კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები დაწყებულია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსაზმადებელ სამუშაოებს გაეცნო. ახალი სპორტული კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება, ყოფილი ელექტრომექანკური ქარხნის ტერიტორია შემოღობილია და მოსამზადებელი მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის ხელმძღვანელი პირებისაგან სპორტული კომპლექსის შესახებ ინფორმაცის […]
teevzi
0

წელს ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს ბათუმში ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ძღვის ძუძუმწოვარი – Phocaena phocaena relicta, რესტორან სან-რემოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. ზღვის ძუძუმწოვრის ფოტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე, ფეისბუქით ავრცელებს. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის მონიტორინგს 2007 წლიდან, ეროვნული ქსელის მეშვეობით აწარმოებს. დელფინების სიკვდილისა და გამორიყვის ძირითად მიზეზად ის დაავადებები […]
uchxos bagi
0

ხულოში, უჩხოს საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ოქტიმბერში უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ დრომდე კვლავ შეჩერებულია. ამის გამოც ბავშვების ნაწილი ბაღში ვერ დადის, ხოლო ნაწილი მშობლებმა მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში გადაიყვანეს. უჩხოს საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნულ ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ჯერკიდევ არ განახლებულა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში “აიპრესს” […]
bul
0

ზურაბ პატარაძე ბულვარში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გუშინ ღამით ზღვაზე განვითარებული შტრომის შედეგად დანაგვიანებული ბულვარის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ზღვაზე განვითარებულ ძლიერ შტორმს ბულვარის ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაიფარა. ადგილზე მობილიზებული […]
qobuleti1
0

14-ის ნაცვლად 11 სოფლის წყალსადენის რეაბილიტაცია

ქობულეთში 11 სოფლის  წყალსადენზე რეაბილიტაცია იგეგმება. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად  სამუშაოებისთვის 4 მილიონ 452 ათას 190 ლარი დაიხარჯება. სოფელ ქაქუთში, შუაღელეში ქვედა და ზედა აჭყვაში წყალსადენი სისტემა  საფილტრი ნაგებობის მოწყობას საჭიროებს, ხუცუბანში კი რეზერვუარის რეაბილიტაცია და  წყლის დებეტის გაზრდის სამუშაოები უნდა ჩატარდეს, დებეტის გაზრდის მიზნით  ჭაბურღილების მოწყობა და სხვა სამუშაოები უნდა განხორციელდეს სოფელ გვარაში,ლეღვასა და სამებაში. წყლით სრული უზრუნველყოფისთვის  წყალსადენის ცენტრალური მაგისტრალი  ,სათავე ნაგებობა და რეზერვუარის მშენებლობაა […]
emerjensi
0

ავარიის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ამ დრომდე კლინიკაში რჩება ავარიის შედეგად დაშავებული ორი მოქალაქე. მედიკოსების განმარტებით, ორივეს  კიდურების მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა  და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევა  რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  276_ ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
qed biu
0

2 ახალი ფრაქცია ქედის საკრებულოში

ორი ახალი ფრაქცია ქედის საკრებულოში.  “ქართული ოცნება -მრეწველები” და “ქართული ოცნება- კონსერვატორები” უკვე დარეგისტრირდნენ. ფრაქცია სამ-სამი  წევრისაგან შედგება. საკითხი თანხების არამიზნობრივ ხარჯვად შეაფასა ოპოზიციამ. საკრებულოს თავმჯდომარე კი თვლის, რომ ფრაქციების მუშაობა შედეგის მომტანი იქნება. ქედის საკრებულო სულ ოთხი ფრაქციისაგან შედგება. მანამდე მხოლოდ ორი ფრაქცია ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო. გასულ წელს კი საკრებულოში ექვსი ფრაქცია […]
sxaltaa
0

უსაფრთხო ადგილას გადაყვანის მოთხოვნა

სხალთაში ამორტიზებულ შენობაში მცხოვრები ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვს. მოქალაქეების ინფორმაციით შენობაში წვიმს და კედლები ყოველდღიურად იშლება. შენობა სხალთის საჯარო სკოლის ეზოშია და სკოკის ბალანსზე ირიცხება, განათლების მინისტრის განცხადებით შენობის დემონტაჟი წლის ბოლომდე მოხდება, რაც შეეხება აქ მცხოვრები ოჯახების მდგომარეობას, ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებენ ცხოვრებას. ხულოს მერის განცხადებით ოჯახების მდგომარეობას უახლოეს დღეებში შეისწავლიან. […]
txilvana
0

ცხოვრება მეწყერსაშიშ ზონაში

სოფელი თხილვანა 22 ოჯახმა დატოვა. მეწყერსაშიშ ზონაში ამ დრომდე 40-მდე ოჯახი რჩება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თხილვანაში არსებული სიტუაციის კონტროლი ხდება და ოჯახები საფრთხის შემცველ ტერიტორიას ეტაპობრივად დატოვებენ. რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით ასევე გრძელდება ოჯახების 25 ათას ლარიან პროგრამაში ჩართვა. სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები გასულ წელს განვითარდა. რამაც საფრთხე 65 ოჯახს შეუქმნა. ოჯახების ნაწილს ხულოს სოციალურ ბინაში ფართი გამოუყვეს, ნაწილს კი […]
26805209_1870270859650745_65369076636672053_n_1
0

ძლიერმა ტალღებმა სანაპიროზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები გამოიტანა

შავ ზღვაზე 5 ბალიანი შტორმის შედეგად სანაპირო ზოლი და ბულვარის ტერიტორია  დანაგვიანდა.ძლიერმა ტალღებმა სანაპიროზე საყოფაცხოვრებო ნივთები გამორიყა. პოლიეთილენის ბოთლები, ჩუსტები, ჰიგიენური საშუალების ნვთები და ა.შ.  ასე გამოიყურება ამ წუთებში პრომინათი ბათუმის ახალ ბულვარში. შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილის 6:00 საათზე დაიწყო, პარალელურად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხის გაწმენდის სამუშაოები. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
avariaaa3
0

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, მათ კიდურების მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. პაციენტებს კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. თვითმხილველების თქმით, ავტომობილები ერთმანეთს გასწრების დროს შეეჯახნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  276_ ე მუხლით მიმდინარეობს, […]
nark
0

სარფში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, სამსახურეობრივი ძაღლის დახმარებით, საქართველოს მოქალაქის გ.ნ-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის  დათვალიერებისას,  მარიხუანა (0,723 გრ.)  და შავი კანაფის ფისი (0,107 გრ.) გამოვლინდა. მებაჟე-ოფიცრებმა, ასევე აღმოაჩინეს 2 ფირფიტა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (FENTANYL 0,0192 გრამის შემცველობის). საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  […]
xidi
0

უბანი გზის გარეშე

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში მცხოვრები ოჯახები გარე სამყაროს საცალფეხო ბილიკითა და მდინარე აჭარისწყალზე არსებული ბაგირის ხიდით უკავშირდებიან. როცა მდინარეში წყალი მატულობს, მდინარის კალაპოტიდან წყალი გადმოდის და ბაგირის ხიდამდე მისასვლელ ტერიტორიას ტბორავს. დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად არის შემოვლითი გზაც, რომელიც იმდენად არის მწყობრიდან გამოსული, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილიც კი ვერ გადაადგილდება. ეს გზა გასულ საუკუნეშია […]
maxu
0

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაში 90 ათასამდე ლარი დაიხარჯება

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ქედის მერია წელს 62 897 ლარის დახარჯვას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გუშინ, 18 იანვარს გამოაცხადა. სატნდერო პირობით, თამარის ხიდის მიმდებარედ გარე განათება, რკინა-ბეტონის ბილიკი, პანდუსი და მოაჯირები უნდა მოეწყოს, ბილიკის ბოლოს კი გრუნტზე ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი უნდა დაიყაროს. კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 62 897 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 8 თებერვალს დასრულდება, სამუშაოები […]
poli
0

შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს. დეპარტამენტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას […]
saxli ngreva
0

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებულ სახლს ანგრევენ

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, სახლი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. აფეთქების შედეგად შენობის ძირითადმა ნაწილმა, მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანება მიიღო. დაზიანდა მომიჯნავე კორპუსიც. საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებისათვის მერიამ 100 ათას ლარზე მეტი გამოყო. რაც შეეხება ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, მერიამ ისინი დროებით ქირით გაიყვანა. დაზარალებულების […]

ინკლუზიური განათლება-დისკუსია

ინკლუზიური განათლების შესახებ დისკუსია გაიმართა თავისუფალ სივრცეში. იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა განათლების ხელმისაწვდომობაზე. მსგავსი დისკუსია მეორედ გაიმართა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
word repo
0

HRW: საქართველოს არ გააჩნია ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად

საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად,-ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH ანგარიშშიასაუბარი, რომელიც საქართველოს შესახებ რამდენიმე პრობლემატურ საკითხს ეხება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას, ნარკოპოლიტიკას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას და სხვას. “საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება, ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, […]
qobuleti1
0

ქობულეთის მერიაში 7 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში 6 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა

ქობულეთის მერიაში 7 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში 6 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობას მალხაზ რომანაძე დაიკავებს, იგი ამ თანამდებობაზე ადრეც იყო.  შემდეგ კი გამგებლის მოადგილე იყო. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე გამარჯვებულია გოგი ვერულიძე, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მიზეზად აპლიკანტების არასაკმარისი კვალიფიკაცია დასახელდა. აღნიშნული პოზიციები მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც მერიის ზედამხედველობისა […]
savachro cen
0

პრობლემები სავაჭრო ცენტრში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს სავაჭრო ცენტრ „ბაკურის“ კეთილმოწყობას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით სავაჭრო ცენტრში წვიმის წყალი ჩადის და გასაყიდი პროდუქტი ფუჭდება. შენობაში არც სახანძრო უსაფრთხოებაა დაცული. ბრალდებებს სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი გამოეხმაურა,   თენგიზ ბაკურიძის განცხადებით  დიდთოვლობის გამო დაზიანებულ სახურავს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. თვის ბოლომდე კი სახანძრო უსაფრთხოების პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება გათბობას, ბაკურიძის განმარტებით, გათბობის დამონტაჟების შემთხვევაში მოვაჭრეებს გადასახადი […]
word repo
0

Human Rights Watch: საქართველოში პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა

“ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა”, – ამის შესახებ HUMAN RIGHTS WATCH-ის საქართველოს შესახებ 2017 წლის გამოქვეყნებული ანგარიშის, ნარკოპოლიტიკის ქვეთავშია ნათქვამი. “პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე […]
pikapi
0

ხულოს მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით პიკაპის ტიპის ავტომანქანა გადაეცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით პიკაპის ტიპის ავტომანქანა გადაეცა. ახალი მანქანა ძირითადად მერის მოადგილეს ლაშა ბოლქვაძეს მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ თავად ლაშა ბოლქვაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით ეს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დაეხმარება და პრობლემურ ადგილებზე მისვლა უფრო გაუმარტივდება, ლაშა ბოლქვაძე მერიაში არსებული ავტოპარკის სიძველეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხულოს მერიაში ახალი ავტომანქანა 2010 წლის […]
zgvashi shesvla
0

ზღვაში შესვლის ტრადიცია – ნათლისღებას მოწრმუნეები განბანის რიტუალს ასრულებენ

მართმადიდებლები 19 იანვარს, ნათლისღებას ბათუმში განსხვავებულად ხვდებიან. ტაძრებში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, უკვე ტრადიციულად, ზღვაში ჩადიან. ნათლისღებას ცოდვისგან განბანის ტრადიციული რიტუალი ღამის 12 საათზე სრულდება. ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი მრევლთან ერთად სანაპიროსკენ მსვლელობას იწყებს. სანაპიროზე სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ და ზღვას აკურთხებენ, ამის შემდეგ მორწმუნეები ზღვაში შედიან. ტრადიცია აჭარაში ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრიმ წლების წინ დაამკვიდრა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xelf qeda
0

რამდენით გაიზარდა ხელფასები ქედაში

ქედის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ თანამშრომლებს სახელფასო სარგო გაეზარდათ. თანამდებობრივი სარგოს ცვლილება ქედის საკრებულომ დღეს, 18 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ყოველთვიურად ხელფასის სახით 3 500 ლარს, მოადგილე კი – 2 200 ლარს აიღებს. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები – 1 700, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი – 1200 ლარს აიღებენ. თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ […]
2222
0

სტამბოლის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაცია ბათუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტამბოლის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პროფესორ ილია ნაკაშიძის ორგანიზებით შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ღონისძიებას ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ერთმანეთისთვის” ხელმძღვანელი სოფო ბაკურიძე ესწრებოდნენ. ვიზიტის […]
goderdzi
0

გოდერძიზე საავტომობილო გზა ჩაიკეტა – ტურისტებს სპეციალური ტრანსპორტი ემსახურება

ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა ბათუმიდან ხულოს მიმართულებით მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიმდეა შესაძლებელი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებით არსებულ საავტომობილო გზას – ჩაკეტილია. ზარზმის მიმართულებით და პირიქით, ტურისტებს სპეციალური თოვლმავალი ემსახურება. „გოდერის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებთ გზა ჩაკეტილია, თოვლის საფარი კი 2-3 მეტრს აღწევს. ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდება, კურორტს […]
boniii
0

ბონში 4 ქუჩის აბონენტებს წყალი ორი კვირაა არ მიეწოდებათ

ბათუმში 4 ქუჩის – მაიაკოვსკის, თაბუკაშვილს, მესხისა და სახოკიას ქუჩების აბონენტებს 6 იანვრის შემდეგ სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები აცხადებს, რომ ბათუმის წყალში ორი კვირაა ელოდებიან პაუხს რატომ შეუწყდათ წყალმომარაგება და როდის აღუდგებათ. აბონენტები ირწმუნებიან, რომ ეს დღეებია წვიმის წყალს იყენებენ. შპს “ბათუმის წყალში” ირწმუნებიან, რომ აბონენტებს წყალი აღდგენილი აქვთ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
kaladzadze
0

ბათუმში დაკარგული 23 წლის გოგო იპოვეს

ბათუმში დაკარგული 23 წლის გოგო იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. უწყების ცნობით, გოგონა პოლიციამ სარფში იპოვა. ოჯახის წევრები სამართალდამცავების გარდა პირველი არხის ჯგუფსაც დაუკავშირდნენ. გოგონა ბოლოს პირველი არხის ბათუმის ოპერატორმა ედო კოჩალიძემ შენიშნა და სამართალდამცველებს შესაბამისი ჩვენებაც მისცა. გოგონას გუშინ დილიდან ეძებდნენ. ნათესავების თქმით, დაკარგულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა […]
mar
0

თებერვლიდან ბათუმში ყველა მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი გახდება

პირველი თებერვლიდან ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება და 40-დან 50 თეთრს მიაღწევს. ბათუმის საკრებულომ 16 ხმით ექვსის წინააღმდეგ შესაბამისი დადგენილება მიიღო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო ოპოზიცია, ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, დიმიტრი ჭეიშვილი კი აცხადებს, რომ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო. “არავის უხარია ტარიფის მატება, სამაგიეროდ, ეს ტარიფი იმოქმედებს მთელ ბათუმში, […]
mricxveli
0

165 აბონენტი ერთ მრიცხველზე – რას ითხოვენ „ოცნების ქალაქში“

ბათუმში ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დასახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და მრიცხველების დამონტაჟებას ითხოვენ. „ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ნუგზარ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ  მთელი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა, ელექტროენერგია სახლებში კუსტარულად შეეყვანა. „ამ ტერიტორიაზე ეკომიგრანტებმა ჩასახლება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, თუმცა ხელისუფლებამ 2015 წელს […]
22
0

ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება

2018 წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში უმასპინძლებს. ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ინსპექტირების მიზნით დღეს ბათუმში ფიდეს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება სტუმრად. დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) გეორგიუს მაკროპულოსი ხელმძღვანელობს. სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სპორტის […]
xulo1
0

ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი 298 ათასი ლარით გაიზარდა და 9 მილიონ ლარს გადააჭარბა

ხულოს  2018 წლის ბიუჯეტი  298 ათასი ლარით გაიზარდა და 9 მილიონ ლარს გადააჭარბა.  ცვლილება 2017 წლის გარდამავალი ნაშთის ზრდის ხარჯზე მოხდა. 1000- 1000- ლარით გაიზარდა მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები და 3500 ლარით განისაზღვრა. რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გააპროტესტეს. საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით სახელფასო ფონდში ცვლილება არ მომხდარა. ხელფასების ზრდა პრემიების ხარჯზე მოხდა და მერიაში […]
6161
0

ფრიდონ ფუტკარაძე ,,World Vision Georgia“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

 ფრიდონ ფუტკარაძე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,World Vision Georgia“ -ს დირექტორს ჰანს ბედერსკის, პროგრამების მენეჯერს ეკა გურგენაძეს და მარკეტინგს მენეჯერს მედეა კევლიშვილს შეხვდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე და შპს,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. “World Vision”-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 5 კონტინენტზე, 102 ქვეყანაში ფუნქციონირებს. “World Vision”-ის საქმიანობა აგებულია 2 ძირითადი საკითხის გარშემო: […]
chadrakkis
0

საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება

2018 წელს საქართველო მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. ტურნირი ბათუმში 23 სექტემბიდან – 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია, შემდეგ კი საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. მანამდე კი ბათუმში საქართველოს მთავრობის წევრებისა და ფიდეს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაციის სამუშაო შეხვედრა […]
choroxi
0

მესამე დღეს გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ზღვაში

მესამე დღეს გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ზღვაში. მაშველები სავარაუდოდ დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. სამძებრო ოპერაცია 16 იანვარს  დაიწყო. მაშველების ინფორმაციით ცხელ ხაზზე შეტყობინება გუშინ შევიდა, რომ წყლის ზედაპირზე კაცი შენიშნეს. სამძებრო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველოს და წყალზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან ჩართული. აჭარის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ დღეს წყალზე სამაშველო სამსახური ძებნას შეწყვეტს და ზედაპირული დათვალიერება გაგრძელდება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ბათუმში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

ხმაურით მიმდინარეობდა  საკრებულოს სხდომა ბათუმში. მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაა, ისინი 1000 კილოვატიანი ვაუჩერის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხის განხილვას ითხოვენ, რასაც მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა ერთმანეთს ეთიკისა და რელამენტის დაცვისკენ რამდენჯერმა მოუწოდეს, პერიოდულად შეურაცხმყოფელი მიმართვებიც ისმის. დღეს საკრებულო 21 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა ქალაქში მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირება და მერიის და საკრებულოს […]
kom sxd
0

საკრებულოს სხდომა ხელვაჩაურში

ამ წუთებში საკრებულოს სხდომა იწყება ხელვაჩაურში, სადაც 12 საკითხს განიხილავენ. უნდა განისაზღვროს მერიისა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების და სარგოების საკითხი. დღესვე უნდა შეიქმნას გენდერული თანასწორობის საბჭო და დამტკიცდეს მისი დებულება. ასევე უნდა განისაზღვროს  ქონების პრივატიზების გეგმა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ხმაურით  დაიწყო საკრებულოს სხდომა ბათუმში.  დაპირისპირება უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის სოციალურ საკითხს მოჰყვა. კამათი მათ შორის ბიუროს სხდომაზე დაიწყო და რიგგარეშე სხდომაზეც გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა  გაიზრდება თუ არა ტარიფი სამარშუტო ტაქსებით მგზავრობისას. ასევე დღესვე იმსჯელებენ დეპუტატები ორი აიპის გაუქმების, საშტატო ნუსხისა და ანაზღაურების  წესის შესახებ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
sxdoma shau
0

საკრებულოს სხდომა შუახევში

საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში შუახევშიც. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს განიხილავენ. მათ შორისაა მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა. დღესვე გადაწყდება შევა თუ არა ცვლილება ნარჩენების გატანის მიზნობრივ პროგრამაში. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xulo1
0

ხულოს ბიუჯეტში ცვლილება უნდა შევიდეს

დღეს საკრებულოს სხდომა ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება. ამ წუთებში წლის პირველი  რიგგარეშე საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს ხულოში. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე მსჯელობენ. ცვლილება უნდა შევიდეს 2018 წლის ბიუჯეტში. დღეს უნდა იმსჯელონ ექვსი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასებთან დაკავშირებით. ახალი მოწვევის საკრებულოში 6 ფრაქციის თავმჯდომარის 7 მოადგილის პოზიციები გაჩნდა, რომელთა ანაზღაურება 1200 ლარითაა განსაზღვრული.  სხდომაზე ასევე იმსჯელებენ […]
wvima
0

დღეს ღამით მოსალოდნელია შტორმული ამინდი

დღეს, 18 იანვარს, ღამის 4 საათიდან მოსალოდნელი ამინდის გაუარესება. 24 საათის განმავლობაში, 20 იანვრის დილამდე, შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელდება. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი. ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შთაფლვის რიტუალის დროს ზღვა არ იქნება შტორმული, 12 საათისთვის არც ძლიერი ქარი და ნალექია მოსალოდნელი.  წყარო:”აჭარის ტელევიზია”
arch
0

NDI: საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 27% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-თ „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ამ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 27%; არც ერთი პარტია – 24%; არ ვიცი – 15%; უარი პასუხზე – 13%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; „ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა – 7%. კვლევის საველე […]
1212
0

ოჯახში ძალადობა – ქალებისთვის პრობლემურ საკითხების ჩამონათვალში პირველი ადგილი უჭირავს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)​ კვლევების ფარგლებში გამოკითხულთა უმრავლესობა, ქალაქებში სადაც ცხოვრობენ ქალებისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხად ოჯახში ძალადობას და ადრეულ ქორწინებას მიიჩნევენ. გამოკითხულთა 81 პროცენტი ამბობს, რომ ქალებისთვის ოჯახში ძალადობა პრობლემაა, 20 პროცენტი ამ საკითხს არ ეთანხმება. მეორე ადგილზეა ადრეული ქორწინების საკითხი 69 პროცენტით.  27% კი ფიქრობს, რომ არასრულწლოვანის დაქორწინების პრობლემა ქალებს არ აქვთ. რაც შეეხება ქალების სექსუალური შევიწროების თემას […]
parlamenti
0

NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა – არ იცის. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის […]
ocneba
0

NDI: გამოკითხულთა 31 %-სთვის პოლიტიკურად ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა: ”ქართული ოცნება”– 31%, არც ერთი პარტია – 30%, უარი პასუხზე – 12%, ”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი – 5%, ”ევროპული საქართველო”- 4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%, სხვა – 1%. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 […]

ყინჩაურში მთავრობის თავმჯდომარეს დაპირება შეახსენეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ყინჩაურში მცხოვრები მოსახლეობა დანაპირების შესრულებას სთხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ მათ ზურაბ პატარაძე ჰესების მშენებელ კომპანიასთან შუამდგომლობას და არსებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარებას დაჰპირდა, რაც არ შეუსრულებია. საქმე ეხება ფერდსამაგრ სამუშაოებს, სადრენაჟე სისტემის მოწყობასა და სოფელში წყლის მიყვანას, რომლის გაკეთებასაც, მინიმუმ ერთი წელი “აჭარისწყალი ჯორჯია” არ აპირებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
kaladzadze
0

ბათუმში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ

ბათუმში 23 წლის გოგოს მეორე დღეა ეძებენ. თეონა კალანდაძე სახლიდან გუშინ გავიდა, ოჯახმა და სამარალდამცველებმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. დაკარგულის ოჯახის განცხადებით, ის ბოლოს ჭოროხის შესართავთან ნახეს. მათივე თქმით, ახალგახრდა გოგოს ჯართელობის პრობლემა აქვს. წყარო:”imedinews.ge” ფოტო:”აჭარული გვერდი”
kaz
0

ხელვაჩაურში უკანონოდ მოქმედი სამორინე აღმოაჩინეს

ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა. ოპერატიული სამძებრო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ სოფელში, აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ – ელექტრონული ფორმით ტარდებოდა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ – ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი, დიდი ოდენობით შემოსავალის/მოგების მიღების მიზნით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების – სათამაშო ბორბლის (ე.წ. […]
jebiri
0

ქობულეთში სანაპიროზე ჯებირის მშენებლობა მიმდინარეობს

ზღვის სანაპიროზე ახალი საფეხურებიანი ჯებირის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქობულეთის შემდგომი ეკონომიკური განვითრებისთვის. სამუშაოები ამ ეტაპისთვის გეგმიურად მიმდინარეობს. ჩვენ შესაბამის სამსახურებთან ერთად ვაწარმოებთ ყოველდღიურ მონიტორინგს, რათა სამუშაოები ხარისხიანად განხორციელდეს“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა. „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის […]
wyali
0

მოსახლეობას სასმელი წყალი მესამე დღეა არ მიეწოდება

ბარცხანაში, ნონეშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს სასმელი წყალი მესამე დღეა არ მიეწოდებათ. მოსახლეობა ამბობს, რომ წყალმომარაგებაში არსებული შეზღუდვები დღის პირველ ნახევარში უნდა მოხსნილიყო, თუმცა ამ დრომდე ვითარება უცვლელია. კომპანია “ბათუმის წყალში” კი განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაგეგმილზე მეტი დრო დაჭირდა. გამოიცვალა წყლის მილი. მათივე ინფორმაციით, ბარცხანაში წყალმომარაგება დღეს 23 საათამდე აღდგება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”