საზოგადოება2145 Videos

ლაზური ქორწილი

თბილისი 2012. ალექსი და ქეთევანი

BATUMI GEORGIA – Travel Channel

BATUMI GEORGIA – Travel Channel Wellcome to Batumi capital of Adjara region of Georgia country. On this video you will see almost all best places in batumi city. HELLO FRIENDS THIS IS MY TRAVEL CHANNEL ! Every Sunday On My Travel Channel You Will See Photos and Videos in HD and 4K Resolution From Greece […]

X – ფაქტორი 2017 გამარჯვებული გახდა…

გამოიწერეთ არხი აუცილებლად რო არ გამოგრჩეთ მეტი სინტერესო ვიდეო

BATUMI ბათუმი

Batumi (Georgian: ბათუმი) is a seaside city on the Black Sea coast and capital of Adjara, an autonomous republic in southwest Georgia. Sometimes considered Georgia’s second capital, with a population of 180,000 (2008 census), Batumi serves as an important port and a commercial center. It is situated in a subtropical zone, rich in agricultural produce […]

ლაზები და ლაზეთი

ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. ლაზეთი ძველი საქართველოა, მისი მიწა შესაძლოა უფრო ქართულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რადგან ამ მიწიდან წამოვიდნენ ბაგრატიონები, აქ ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში საფუძველი საქართველოს გაერთიანებს, აქედან იყო შოთა რუსთაველი და პირველად ამ მიწაზე დაადგა ფეხი წმინდა ნინომ… ასე რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზიკა მარტო ქართული მიწა კი არა, მისი გულია… ლაზები […]

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ” აჭარა “

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ” აჭარა “

“ალილო” 6 წლის ელენე მახარაძის შესრულებით სამების საკათედრო ტაძარში (ვიდეო)

ელენე მახარაძემ გალობა დედასთან, სოპრანო მარიამ როინიშვილთან, ბებიასთან თამარ ჭოხონელიძესთან და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელტან გუნდთან ერთად შეასრულა და მართლმადიდებლებს სიტყვებით” “ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო, იესო დაბადებულა, ალილო” ქრისტეს შობა ახარა.

სიუჟეტი – გამოხატვის თავისუფლება აჭარაში

ავტორი: სალომე ფუტკარაძე. როგორ იყენებს გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოება და როდის ცდება ეს უფლება საზღვრებს. სიუჟეტში თქვენ იხილავთ აჭარაში სხვადასხვა დროს განვითარებული მოვლენებისა და ფაქტების შეფასებას. სიუჟეტი მომზადებულია პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში, NED-ის მხარდაჭერით.

როგორია ბათუმი უცხოელებისა და უცხოეთიდან დასასვენებლად ჩამოსული ქართველების თვალით

ეს კადრები ტურისტულ ქალაქში, ბათუმშია გადაღებული, სადაც წელს დამსვენებლების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. მზე, ზღვა, წყალზე გასართობი საშუალებები და სანაპიროზე არსებული კაფე-ბარები ტურისტებს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის. ზღვისპირა კურორტზე ქართველი ტურისტების სიმრავლე შეინიშნება, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. ბათუმში დასვენება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ქართველებმაც გადაწყვიტეს.

ლიხს იქით და ლიხს აქეთ – ქედა

ქედის მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 400-200 მეტრზე. მისი ფართობია 45 200ჰა. ქედის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქობულეთის, ხელვაჩაურის და შუახევის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ ნაწილში კი, შავშეთის ქედზე გადის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. მდინარე აჭარისწყლის ხეობის გასწვრივ ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავაა. ადგილის სიმაღლის მატებასთან ერთად ჰავა ზომიერად ნოტიო […]

ორი ახალი განყოფილება ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში

19 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში-იასინ თემიზქანი, საქართველოს სახალხო დამცველისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ბათუმში, „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში“ ორი ახალი […]

ზურაბ პატარაძე ჰიპერმარკეტ “კარფურის” ტექნიკურ გახსნას დაესწრო

ჰიპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდის „კარფურის“ ტექნიკურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაესწრო. „კარფურ ჯორჯიამ“ ფილიალი ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გახსნა. საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად დღეს ამერიკული რესტორნები „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ გაიხსნა. უახლოეს მომავალში ცენტრს რამდენიმე ობიექტი შეემატება, რის შემდეგაც […]

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.  ბრალდებულის სახით,  სამი პირი კი პასუხისგებაში მისცეს. საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით მოქალაქეები  ცდილობდნენ, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში  დეკლარირებას დაქვემდებარებული უმაღლესი სინჯის ოქრო და ოქროს ნაკეთობები გადაეტანათ. მათი […]

ბათუმში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

ხმაურით მიმდინარეობდა  საკრებულოს სხდომა ბათუმში. მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაა, ისინი 1000 კილოვატიანი ვაუჩერის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხის განხილვას ითხოვენ, რასაც მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა ერთმანეთს ეთიკისა და რელამენტის დაცვისკენ რამდენჯერმა მოუწოდეს, პერიოდულად შეურაცხმყოფელი მიმართვებიც ისმის. დღეს საკრებულო 21 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა ქალაქში მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირება და მერიის და საკრებულოს […]

ზურაბ პატარაძე სასტუმრო კომპლექს „თვინ თაუერსის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება. 30-მლნ დოლარის ინვესტიცია; კომპლექსში განთავსდება: ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში; სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა; ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები; შიდა და გარე ავტოსადგომი მშენებლობის პროცესში 450, ხოლო დასრულების შემდეგ 150 ადამიანი დასაქმდება აშენდება ორი 28 სართულიანი და ერთი 20 სართულიან შენობა პროექტი დასრულდება 2021 წლის ზაფხულში „თვინ […]

”ბათუმი საოცრებათა ქალაქი” – ბათუმობა 2017

”ბათუმი საოცრებათა ქალაქი” ამ სახელწოდების სცენარით ბათუმობა 2017 ის ღონისძიებები, უკვე აქტიურ ფაზაშია. ის ძველი ბათუმის ქუჩებში მიმდინარეობს. დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი “ევროპის” მოედანია. “აჭარის ტელევიზია”
sakonstitucio
0

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან

  პლენუმის გადაწყვეტილებით, თითო მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან. თითოეულ მოსამართლეს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე – ესენი არიან […]
shuakhevi
0

„საიდუმლო ოთახი“ ქედის გამგეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე „საიდუმლო ოთახი“ ფუნქციონირებს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ოთახში სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტები ინახება. ქედის გამგეობა  წელს ამ ოთახის კეთილმოწყობასაც გეგმავს. „საიდუმლო ოთახის“, გამგეობის შენობაში შესასვლელი სივრცისა და საპირფარეშოს კეთილმოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარი უკვე გამოიყო. „საიდუმლო ოთახები“ არ არის ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების გამგეობებში. ხულოს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის აპარატის უფროსის, ალბერტ ბოლქვაძის […]

მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული ბათუმელი მოსწავლეები

2017 წლის სექტემბერში სამი მე-12 კლასელი სწავლას არა ბათუმის სკოლაში, არამედ უცხოეთში, კოლეჯში გააგრძელებს. სამივე მათგანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია UWC (მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯები)-ის კონკურსის გამარჯვებულია. წელს ეს ორგანიზაცია შვიდი ქართველი მოსწავლის სწავლას და ცხოვრებას დააფინანსებს უცხოეთში. „ბათუმელებს“ კონკურსის ორი გამარჯვებული მოსწავლე ესაუბრა. ლუკა ჯაფარიძე, სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასის“ მოსწავლე: მეგობრისგან გავიგე ამ პროგრამის შესახებ. პირველი ეტაპი იყო […]
FB_IMG_1499753305824
0

ზებრა-გადასასვლელების მონიშვნითი სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმის ქუჩებში საგზაო მონიშვნის სამუშაოები გრძელდება. ბაგრატიონის ქუჩაზე დილიდანვე დაიწყო ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება. მონიშვნები სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება. სამუშაოებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ასრულებს.
demok
0

ბათუმის დემოკრატიის სკოლის პროგრამის პრეზენტაცია

სასტუმრო „რედისონში“ ბათუმის დემოკრატიის სკოლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე და განათლების პროგრამათა ოფიცერი მარიამ ჩიხლაძე წარმართავდნენ. პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა „ნიდერლანდების ინსტიტუტის“ ისტორიაზე, სტრატეგიაზე, მიზნებსა და ხედვაზე ისაუბრეს. დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის […]

შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო – ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების საკითხებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ქალაქების კონსტანცასა და ბათუმის დამეგობრებას. რადუ ლივიუ ჰორუმბამ მზაობა გამოთქვა რუმინეთის სხვა ქალაქებთან თანამშრომლობაზეც.

სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმა

მუნიციპალიტეტების ინფორმირება სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ-ამ თემაზე შეხვედრა ქობულეთში იმართება. ფორუმის მიზანია, კანონის, სტანდარტებისა და სტრატეგიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების გზით, მუნიციპალიტეტების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი გაძლიერება სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად. შეხვედრას პარლამენტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის განხორციელების მეთვალყურეობის მიზნით დაარსებული საკოორდინაციო საბჭო და იუნისეფი ატარებს. “აჭარის ტელევიზია”

შუახევში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

შუახევში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველა სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ცენტრის მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 194 ათასი ლარია გამოყოფილი. “აჭარის ტელევიზია’
20170727_110931
0

„კარფური“, „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ ბათუმში დღეს გაიხსნება

ბათუმში დღეს, მარკეტ „კარფურის“, ასევე „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების ფილიალები გაიხსნება. მარკეტი და რესტორნები ერთ შენობაში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა . „ვისოლ ჯგუფის“ მიერ ერთი თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სავაჭრო ცენტრში „კარფურთან“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებთან ერთად , ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა პროფილის კიდევ რამდენიმე მაღაზია განთავსდება. კომპანია […]
urna
0

ქობულეთში ბაზრის მიმდებარედ სანაგვე ურნების დამატებას ითხოვენ

ქობულეთში ბაზრის მიმდებარედ სანაგვე ურნების დამატებას ითხოვენ. მომუშავეთა ნაწილი ამბობს, რომ ნაგვის ურნების სიმცირის გამო, ნარჩენების დატოვება ქუჩაში უწევთ. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ურნები საკმარისია, მთავარია ისინი დროულად იცლებოდეს. ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოსახლეობის მოთხოვნით აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ურნა უკვე დაამატეს და ჯამში 17-ია. მისივე განცხადებით, ურნები დღეში ორჯერ იცლება და ტერიტორიაც ამდენჯერვე სუფთავდება. […]

საჯარიმო სანქციები ბულვარში და გამკაცრებული მონიტორინგი

76 სამართალდარღვევათა ოქმი დაიწერა ტურისტულ სეზონზე მხოლოდ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე. სწორფედ ამდენი ადამიანი დაჯარიმდა კანონის დარღვევისთვის. მათ შორისაა ისეთები, რომლებაც ველოსიპედით გადაადგილების წესი არ დაიცვეს. “აჭარის ტელევიზია”
ten
0

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრმა ავტოპარკის განახლებაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრმა 6 ახალი ავტომანქანის შეძენაზე [9 ძველი ავტომანქანის ჩანაცვლების პირობით] ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ცენტრის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ამჯერად სატენდერო თანხა 56 ათას 100 ლარით გაიზარდა და 480 ათასი ლარის ნაცვლად 536 ათას 100 ლარია. ამასთან, შესყიდვა განხორციელდება მრავალწლიანი შესყიდვის ფორმით, სადაც სავარაუდო ღირებულების 10% გათვალისწინებული […]
saa
0

ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან მდებარე 3 ჰექტარამდე  მიწის ნაკვეთი 1 მილიონ 648 ათას ლარად პირობებიან აუქციონზე გაიყიდა. ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, აუქციონზე შპს „კრისტალ ბილდინგმა“ შეისყიდა. კომპანია საქართველოში  2015 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეებმა დააფუძნეს. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე პირობებით გაიტანა. მყიდველმა ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ექსპლუატაციაში […]
tye
0

ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ამჯერად 467 ერთეული ხე მოიჭრება. 4 სახეობის ხე, რომლებიც უნდა მოიჭრას, „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიეცა: „აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში არსებული, საქართველოს […]

ნაციონალური მოძრაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობას უარყოფითად აფასებს

ნაციონალური მოძრაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობას უარყოფითად აფასებს. პარტიის წევრები დღეს ხელვაჩაურში, ვარშალომიძეების დასახლებაში მივიდნენ. მათი განცხადებით სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აიპი აგრო პროექტების მართვის ცენტრი, სოფელში გავრცელებულ აზიურ ფაროსანას ყურადღებას არ აქცევს და შეწამვლით სამუშაოებს არ ატარებს, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრალური განვითარების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, შეწამვლითი ღონისძიებები იმ ტერიტორიებზე ჩატარდა,  რომლებშიც ფაროსანას გავრცელების აქტიური კერებია. “აჭარის ტელევიზია”
oqro
0

სარფში არადეკლარირებული ოქროს გადმოტანისთვის მოქალაქე 11465 ლარით დაჯარიმდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ნ.შ.-ს კუთვნილი ბარგის  დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 160.96 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა 2,173.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  8816,07 ლარი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  2649,47 ლარი შეადგინა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის […]
wig
0

განათლების სამინისტრომ 28 მილიონი ლარის კომპიუტერები და სახელმძღვანელოები იყიდა

ოფიციალური ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 2 მილიონ 700 ათასი სასკოლო სახელმძღვანელო შეისყიდა, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონ 800 ათასი ლარია. პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის კი 55 ათას 700 ცალი ახალი ნოუთბუქი შეისყიდა. პროექტის ღირებულება 20 მილიონ 720 ათასი ლარია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის  განვითარების სააგენტოს  დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილის ინფორმაციით, მოსწავლეები ახალი […]
pilotebi
0

ზურაბ პატარაძემ თურქული ვერტმფრენის პილოტებს მადლობა გადაუხადა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა ხანძრის ქრობის სამუშაოებში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მტავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად თურქული ვერტმფრენის პილოტებს მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების ” მერობის კანდიდატმა ბათუმში ლაშა კომახიძემ. “მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა […]
bor
0

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირები პრემიას ერთ კვირაში მიიღებენ

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ყველა პირი პრემია-დანამატს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაბამისი მოსამზადებელი პროცედურები უკვე მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება. მიმდინარე წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო […]
22111111111111
0

მობილური გუნდი რაიონებში მცხოვრებთათვის

მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტები სამედიცინო მომსახურეობას დღეიდან მათივე მუნიციპალიტეტებში მიიღებენ. შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული მობილური გუნდი (ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, ნევროლოგის, ექთნისა და სოციალური მუშაკის შემადგენლობით) რაიონებს რეგულარულად ეწვევა და კონსულტაციებსა და უფასო, ბენეფიციარებისთვის საჭირო ფსიქოტროპულ მედიკამენტს დღეიდან ადგილზე, თემში შესთავაზებს. ახალი მიზნობრივი პროგრამა „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის […]

შუახევის საარჩევნო ოლქმა მოკვლევა დაიწყო

საკითხზე მოკვლევა დაიწყო შუახევის  82-ე საოლქო საარჩევნო კომისიამაც. ოლქის იურისტის თქმით,  15 დღის ვადაში,  გახდება ცნობილი არის თუ არა დისციპლინარული პასუხისმგებლობას დაკისრების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის ან უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ეს ფაქტი კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება, რადგან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომის გამართვისთანავე ენიჭებათ. “აჭარის ტელევიზია”
qob,stiqia
0

სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს

სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში  მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს, მათ შორის იყო ორი მცირეწლოვანი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს სოფელ სამებაში გარე სამყაროს რამდენიმე ოჯახი მოწყდა. აჭარის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს სამსახურის უფროსის მოადგილე  მამუკა თურმანიძის თქმით,  მეწყერის ზონიდან ორი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. „სამაშველო სამსახურში, დაახლოებით 60-ზე შეტყობინებაა შემოსული. […]

ხულოს მერობის კანდიდატები მიგრაციაზე

მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მიგრაციის ნეგატიური შედეგებია – სოფლები იცლება. ხელისუფლება ხალხის მთაში შენარჩუნებას მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ცდილობს, თუმცა პროცესი მაინც გრძლედება. რაში ხედავენ გამოსავალს ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები? ამომრჩეველს ტურიზმის განვითარებას და დასაქმებას ჰპირდებიან. განსხვავებული ხედვა აქვს პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატს – ზურაბ ტუნაძე ფიქრობს, რომ ახლა ხულოში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მათ მუნიციპალიტეტში […]
farrr
0

ფაროსანას შესაწამლი შხამქიმიკატების გამოყენებას მოსახლეობის ნაწილი უფრთხის

აზიური ფაროსანას შესაწამლი შხამქიმიკატების გამოყენებას მოსახლეობის ნაწილი უფრთხის. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ წამალი ხეებს აზიანებს. ქობულეთის სოფელი ციხისძირი ერთ-ერთია, სადაც შესაწამლი საშუალება მოსახლეობაში რამდენიმე ხნის წინ დაარიგეს. სოფლის მცხოვრები სულიკო თებიძე ამბობს, რომ მისი გამოყენების შემდეგ თხილის ნარგავებმა ხმობა დაიწყო. „მანდარინის ნაყოფს  აზიური ფაროსანა აზიანებს და თუ მის მოსასპობად შხამქიმიკატებს გამოვიყენებთ ის ნარგავებს გაგვიხმობს“ – ამბობს სულიკო კონცელიძე. მოსახლოებას აზიური ფაროსანა რამდენიმე წელია აწუხებს, თუმცა წელს ამ მწერის რაოდენობა და გავრცელების მასშტაბები გაიზარდა. რეგიონის […]
gazificireba ruka
0

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება

დღეს, ბათუმი-ქედის მონაკვეთის გაზიფიცირების სამუშაოები იწყება. გაზსადენი ბუნებრივი აირით სამ მუნიციპალიტეტს ხელვაჩაურს, ქედისა და შუახევს მოამარაგებს. გაზსადენის მილები სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება, ხოლო  სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია და ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია. პროექტი […]
operacieb
0

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 500 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩატარდა

გახსნიდან დღემდე ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 500 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ კლინიკაში ის პაციენტები მოიწვია, რომლთაც წარმატებით ჩაუტარდათ გულზე ოპერაცია. კლინიკაში გამართულ მიღებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე დაესწრნენ. კლინიკის ხელმძღვანელთა განმარტებით, ჰოსპიტალში ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის კარდიოქირურგიული ოპერაცია ურგენტულ რეჟიმში ტარდება და მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისათვის. კლინიკაში […]
KLDIS AFETQEBA
0

გზის გასაწმენდათ ლოდი ააფეთქეს

ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოთხი მეწყერული კერა განვითარდა. განსაკუთრებით პრობლემურია ზედა თხილნარის მონაკვეთი. კლდიდან ჩამოშლილმა ლოდებმასოფლის გზა ჩაკეტა. აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, საჭირო გახდა აფეთქებითი სამუშაოები. მათივე განმარტებით, აღნიშნული მონაკვეთი რამდენიმე საათში გაიხსნება. მეწყერული მოვლენის გამო სოფელ კაპრეშუმში  წყლის მილი დაზიანდა. სპეციალისტთა თქმით, მის აღდგენას რამდენიმე დღეში შეძლებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი შექმნილია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
samxedro
0

ზურაბ პატარაძემ აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. ქართველი გმირის ნეშტი თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან მშობლიურ კუთხეში 17 ოქტომბერს გადმოასვენეს. თეიმურაზ ჯორბენაძეს ხვალ ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის ხარისხის ორდენი. იგი 31 წლის ასაკში სოხუმის დაცემის […]
22687884_10207779164676820_7289795647718061456_n_2
0

მდინარე აჭარისწყალში ავტომობილი გადავარდა

მდინარე აჭარისწყალში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის ან ტრაქტორის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
velobiliki
0

ველობილიკზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და გაჩერება 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

ველობილიკზე სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე, დგომასა და გაჩერებაზე ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდება. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. წყარო:”ipress.ge”
aqcia
0

საპროტესტო აქცია სოფელ ჩანჩხალოში

საპროტესტო აქცია სოფელ ჩანჩხალოში. მოსახლეობა  გვირაბის მშენებელი კომპანიის მიერ, დამეწყრილ ტერიტორიაზე სოფელთან მისასვლელი გზის გახსნას აპროტესტებს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელთან დამაკავშირებელი გზა 10 თვეა ჩაკეტილია, რადგანაც გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად ტერიტორია დამეწყრილია და გადაადგილება კი საფრთხის შემცველი. მათი თქმით, გზა არც კომპანიის ტექნიკისთვის  უნდა გახსნილიყო. აქამდე ადგილობრივები  შემოვლითი გზით სარგებლობდნენ.  ისინი პროტესტთან ერთად გეოლოგიური სამსახურის მიერ სოფლის განმეორებით შესწავლას […]
tovli goder
0

კურორტ “გოდერძიზე” თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა

ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე ამ დრომდე თოვს, თოვლის საფარმა ამ დროისთვის 30 სანტიმერტს გადააჭარბა, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აიპრესს განუცხადეს თოვს ამ დროისთვის პრობლემები არ შეუქმნია. წყარო:”ipress.ge”  
ssoc auc sax
0

15 სახლი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის

ხულოში ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის ხელშეწყობის პროგრამაში ჩასართავად 15 ოჯახი შეირჩა, მათგან 12-ს ახალი საცხოვრებელი გადაეცა, ხოლო სამის მშენებლობა მიმდინარეობს.  ბენეფიციარები დახმარების სახით 10 ათას ლარს იღებენ, რომლითაც თანასოფლელების დახმარებით სახლს ააშენებენ. ხულოს მუნიციპალიტეტში სახლების მშენებლობის პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი 38  სოციალურად დაუცველს გადაეცა. მიმდინარე წელს აღნიშნულ […]
SER
0

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში დიპლომატიურ საქმიანობა ასრულებს

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში დიპლომატიურ საქმიანობა ასრულებს. ვადის ამოწურვამდე იასინ თემისქანმა, მეუღლესთან ერთად, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ – ზაალ მიქელაძესთან გამართა. იასინ თემისქანი აჭარაში კონსულად 2014 წელს დაინიშნა. ის დიპლომატიურ საქმიანობას კვიპროსის რესპუბლიკაში გაარძელებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მინისტრმა და კონსულმა 3 წლიანი თანამშრომლობა შეჯამეს და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. […]
treningi
0

“ტრადიციების კვალდაკვალ”

‘’ ტრადიციების კვალდაკვალ’’ – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, ინდივიდუალური და საოჯახო შემსრულებლების ფოლკლორულ – ეთნოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში. სადაც ბათუმის, ქობულეთის, ქედის და ხულოს კერძო და საჯარო სკოლის 25- მა მოსწავლემ საკონკურსო ნაშრომები წარმოადგინა. ხვალ კი ფესტივალის საკონცერტო ნაწილი გაიმართება. მისი ჩატარების მიზანი სოფლად შემორჩენილი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შენარჩუნება და პოპულარიზაციაა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
levan gorgladze
0

ქედის პირველი არჩეული მერი: „არ გამოვრიცხავ, მოადგილედ ოპოზიციონერი დაინიშნოს“

ქედის პირველ არჩეულ მერს – ლევან გორგილაძეს უფლებამოსილება ყოფილმა გამგებელმა დღეს, 13 ნოემბერს გადააბარა. გადაბარებას წინ უძღოდა საჯარო მოხელეებთან ყოფილი გამგებლის დავით დუმბაძის და მერის შეხვედრა სააქტო დარბაზში. პირველ შეხვედრაზე ლევან გორგილაძემ თანამშრომლებს უთხრა, რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და მათ თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ლევან გორგილაძე ასევე არ აპირებს თანამშრომლების გათავისუფლებას ქედის გამგეობის ბალანსზე არსებულ ააიპ-ებსა […]
nergebi
0

დაბა ჩაქვში ნერგების სარეალიზაციო მაღაზია გაიხსნა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ და (ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ნერგების სარეალიზაციო მაღაზია გახსნეს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობს. მაღაზიის გახსნის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული სარგავი მასალის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ფერმერებისთვის. აღნიშნულ ნერგების მაღაზიაში, ფერმერებს შეეძლებათ თვითღირებულების ფასად შეიძინონ მრავალწლიანი კულტურების […]
xuloo
0

,,ცერემბრალური დამბლით და ადრეული განვითარების“ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ,,ცერემბრალური დამბლით და ადრეული განვითარების“ პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის საკონპენსაციო თანხა  4 ათასი ლარით გაიზარდა. პროგრამის ხარჯების ზრდა ბენეფიციალთა მატებამ გამოიწვია. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით 44 ბენეფიციალი უკვე სარგებლობს. წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამისთვის 54 ათასი ლარი დაიხარჯება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
qvevri
0

შესაძლოა ბათუმში ნაპოვნი ქვევრი მე-5 საუკუნით დათარიღდეს

ბათუმში ნაპოვნი ქვევრი, შესაძლოა, მე-5 საუკუნით დათარიღდეს. ბათუმში, თამარის დასახლებაში, სამი დღის წინ, ნაპოვნი ქვევრის გადარჩენილ ნაწილებს არქეოლოგები სწავლობენ. სპეციალისტების ინფორმაციით, პირველადი დასკვნა, რომ ქვევრი განვითარებულ შუა საუკუნეების პერიოდის უნდა იყოს, შეიცვალა და სავარაუდო თარიღად მე-5 საუკუნე სახელდება. ქვევრი დაზიანებების გარეშე, წყლისა და კანალიზაციის მილების რეაბილიტაციის დროს, მუშებმა იპოვეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მუშებმა ქვევრი ჯერ ხელით, […]
shmagii
0

სამი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

  პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ. ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ალენ მირზოიანს შეხვდება, გობაძე თურქ ბურჰან აკბუდაკს დაეჭიდება, მძიმეწონოსანი პატარიძის მეტოქე კი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი რუსი […]
mtavrobis saxli
0

აჭარის მთავრობა: “ზურაბ პატარაძეს არც ერთხელ უსარგებლია პრემიით”

აჭარის მთავრობაში საკითხზე წერილობითი კომენტარი გაკეთდა. მასში აღნიშნულია, რომ “ნაციონალური მოძრაობა კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აჭარის მთავრობის უწყებებში გასულ წელთან შედარებით  შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები.  პრემიები არ მიუღიათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრებს, ასევე მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების უფროსებს. ზურაბ პატარაძეს არა მხოლოდ ბოლო 5 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც აჭარის მთავრობის […]
dakaveba
0

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ა.ქ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული ჰ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი 17, 012 […]
bar
0

ბარცხანის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ბარცხანის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის დაგების სამუშაოები ქათამაძის ქუჩაზე მიმდინარეობს. კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა 11 ქუჩაზე. ბარცხანის ქუჩების პროექტის ღირებულება 4 მილიონ 479 ათას ლარს შეადგენს. წყარო:”ბათუმის მერია”
666633
0

ბესო კალანდაძის შემოქმედებითი საღამო ხულოში

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის და პოპულარული სიმღერების ავტორის ბესო კალანდაძის შემოქმედებითი საღამო „ბესო კალანდაძე და მეგობრები“ გაიმართა. ღონისძიება გახორციელა საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნურმა ხმებმა“ აჭარის ა.რ. მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. საორგანიზაციო ჯგუფი დაკომპლექტებული იყო პოპულარული ქართველი მომღერლებითა და შემსრულებლებით: ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ დოიჯაშვილი, […]
6
0

კურორტ “გოდერძიმდე” მისასვლელ გზაზე ზვავი ჩამოწვა

კურორტ “გოდერძიმდე” მისასვლელ გზაზე ზვავი ჩამოწვა. ჩახერგილი გზის გაწმენდას ტურისტები საკუთარი ძალებით ცდილობენ.  ისინი კურორტზე დასასვენებლად მიდიოდნენ. ტურისტებს კურორტამდე 15 კილომეტრი აშორებთ.   ამბობენ, რომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ, თუმცა მაშველები  ადგილზე მისვლას და მათ დახმარებას ვერ ახერხებენ. ტურისტების ჯგუფს  თან ჰქონდათ ნიჩბები და თავად შეუდგნენ  გზის გაწმენდას. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით,  ტურისტების დასახმარებლად ვერ მიდიან. ამბობენ, რომ გზებზე სამი […]
i
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს

მიმდინარე წლის 08 დეკემბერს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. გეოლოგიური დასკვნების თანახმად, სოფელ წინსვლაში კვირიკაძეებისა და თხილნარში დუმბაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცვლელია. უამინდობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 მეწყრული კერა დაფიქსირდა. უქმეებზე ადგილზე გეოლოგები და მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბის წევრები მუშაობდნენ. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
irakli jorbenadze
0

ჯორბენაძე: ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი წლევანდელი ბიუჯეტისგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია

ხულოს, საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ირაკლი ჯორბენაძეს 2018 წლის ბიუჯეტის გადანაწილებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, “ბიუჯეტი მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტისაგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია”. საკრებულოს წევრის განცხადებით გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირებულია ხულოს სარეზერვო ფონდის თანხები. ირაკლი ჯორბენაძე მიმდინარე წელის ბიუჯეტის ათვისებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხულოს მერიამ ბიუჯეტი სრულად […]

3 დაშავებული – ავტოავარია ფიროსმანის ქუჩაზე

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ფიროსმანის ქუჩაზე, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.   წყარო:”აჭარის ტელევიზია”