საზოგადოება2145 Videos

BATUMI GEORGIA – Travel Channel

BATUMI GEORGIA – Travel Channel Wellcome to Batumi capital of Adjara region of Georgia country. On this video you will see almost all best places in batumi city. HELLO FRIENDS THIS IS MY TRAVEL CHANNEL ! Every Sunday On My Travel Channel You Will See Photos and Videos in HD and 4K Resolution From Greece […]

ლაზური ქორწილი

თბილისი 2012. ალექსი და ქეთევანი

BATUMI ბათუმი

Batumi (Georgian: ბათუმი) is a seaside city on the Black Sea coast and capital of Adjara, an autonomous republic in southwest Georgia. Sometimes considered Georgia’s second capital, with a population of 180,000 (2008 census), Batumi serves as an important port and a commercial center. It is situated in a subtropical zone, rich in agricultural produce […]

X – ფაქტორი 2017 გამარჯვებული გახდა…

გამოიწერეთ არხი აუცილებლად რო არ გამოგრჩეთ მეტი სინტერესო ვიდეო

ლაზები და ლაზეთი

ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. ლაზეთი ძველი საქართველოა, მისი მიწა შესაძლოა უფრო ქართულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რადგან ამ მიწიდან წამოვიდნენ ბაგრატიონები, აქ ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში საფუძველი საქართველოს გაერთიანებს, აქედან იყო შოთა რუსთაველი და პირველად ამ მიწაზე დაადგა ფეხი წმინდა ნინომ… ასე რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზიკა მარტო ქართული მიწა კი არა, მისი გულია… ლაზები […]

როგორია ბათუმი უცხოელებისა და უცხოეთიდან დასასვენებლად ჩამოსული ქართველების თვალით

ეს კადრები ტურისტულ ქალაქში, ბათუმშია გადაღებული, სადაც წელს დამსვენებლების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. მზე, ზღვა, წყალზე გასართობი საშუალებები და სანაპიროზე არსებული კაფე-ბარები ტურისტებს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის. ზღვისპირა კურორტზე ქართველი ტურისტების სიმრავლე შეინიშნება, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. ბათუმში დასვენება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ქართველებმაც გადაწყვიტეს.

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ” აჭარა “

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ” აჭარა “

“ალილო” 6 წლის ელენე მახარაძის შესრულებით სამების საკათედრო ტაძარში (ვიდეო)

ელენე მახარაძემ გალობა დედასთან, სოპრანო მარიამ როინიშვილთან, ბებიასთან თამარ ჭოხონელიძესთან და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელტან გუნდთან ერთად შეასრულა და მართლმადიდებლებს სიტყვებით” “ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო, იესო დაბადებულა, ალილო” ქრისტეს შობა ახარა.

ლიხს იქით და ლიხს აქეთ – ქედა

ქედის მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 400-200 მეტრზე. მისი ფართობია 45 200ჰა. ქედის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქობულეთის, ხელვაჩაურის და შუახევის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ ნაწილში კი, შავშეთის ქედზე გადის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. მდინარე აჭარისწყლის ხეობის გასწვრივ ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავაა. ადგილის სიმაღლის მატებასთან ერთად ჰავა ზომიერად ნოტიო […]

სიუჟეტი – გამოხატვის თავისუფლება აჭარაში

ავტორი: სალომე ფუტკარაძე. როგორ იყენებს გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოება და როდის ცდება ეს უფლება საზღვრებს. სიუჟეტში თქვენ იხილავთ აჭარაში სხვადასხვა დროს განვითარებული მოვლენებისა და ფაქტების შეფასებას. სიუჟეტი მომზადებულია პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში, NED-ის მხარდაჭერით.

ზურაბ პატარაძე ჰიპერმარკეტ “კარფურის” ტექნიკურ გახსნას დაესწრო

ჰიპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდის „კარფურის“ ტექნიკურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაესწრო. „კარფურ ჯორჯიამ“ ფილიალი ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გახსნა. საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად დღეს ამერიკული რესტორნები „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ გაიხსნა. უახლოეს მომავალში ცენტრს რამდენიმე ობიექტი შეემატება, რის შემდეგაც […]

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.  ბრალდებულის სახით,  სამი პირი კი პასუხისგებაში მისცეს. საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით მოქალაქეები  ცდილობდნენ, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში  დეკლარირებას დაქვემდებარებული უმაღლესი სინჯის ოქრო და ოქროს ნაკეთობები გადაეტანათ. მათი […]

ბათუმში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

ხმაურით მიმდინარეობდა  საკრებულოს სხდომა ბათუმში. მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაა, ისინი 1000 კილოვატიანი ვაუჩერის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხის განხილვას ითხოვენ, რასაც მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა ერთმანეთს ეთიკისა და რელამენტის დაცვისკენ რამდენჯერმა მოუწოდეს, პერიოდულად შეურაცხმყოფელი მიმართვებიც ისმის. დღეს საკრებულო 21 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა ქალაქში მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირება და მერიის და საკრებულოს […]

ზურაბ პატარაძე სასტუმრო კომპლექს „თვინ თაუერსის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება. 30-მლნ დოლარის ინვესტიცია; კომპლექსში განთავსდება: ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში; სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა; ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები; შიდა და გარე ავტოსადგომი მშენებლობის პროცესში 450, ხოლო დასრულების შემდეგ 150 ადამიანი დასაქმდება აშენდება ორი 28 სართულიანი და ერთი 20 სართულიან შენობა პროექტი დასრულდება 2021 წლის ზაფხულში „თვინ […]

ორი ახალი განყოფილება ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში

19 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში-იასინ თემიზქანი, საქართველოს სახალხო დამცველისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ბათუმში, „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში“ ორი ახალი […]

საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამა

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ვეტერანები სარეაბილიტაციო კურსებზე ურეკში გაემგზავრნენ. როგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ფიზიოთერაპია, მაგნიტური ქვიშის აბაზანები, სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი ჩაუტარდებათ. საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამით წელს 580 ბენეფიციარი ისარგებლებს, რომლებიც კურსებს ურეკის, წყალტუბოსა და ბაკურიანის კურორტებზე გაივლიან. პროგრამის ბიუჯეტი 263 ათას 800 ლარია. “აჭარის ტელევიზია”

გაუვალი ბილიკები ისტორიულ ციხე-კოშკებამდე

მოგიყვებით ტურიზმზე და ტურისტულ ობიექტებზე ქედაში. დიდი პოპულარობით სარგებლობს მახუნცეთის ჩანჩქერი და იქვე არსებული თამარის თაღოვანი ხიდი, თუმცა ამ მუნიციპალიტეტს ტურისტების დაინტერესება ციხეებითაც შეუძლია. სხვადასხვა სოფელში 6 ისტორიული ციხეა, რომლებსაც ადგილობრივები საუკუნეების წინ სათვალთვალოდ იყენებდნენ და მტრის მოახლოების შემთხვევაში, ინფორმაციას ავრცელებდნენ. ობიექტების ნაწილი ტურისტულ მარშრუტებში ჩასმულია, თუმცა კოშკებამდე მისვლა რთულია, გზები გაუწმენდავია. გამგეობაში გვეუბნებიან, რომ […]
bakuridze
0

უკვე ერთი კვირაა კობა ბაკურიძეს ზღვაში უშდეგოდ ეძებენ.

თამაზ ბაკურიძის განცხადებით, პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ აქვს. “გუშინდელი დღეც უშედეგოდ ჩაიარა ხმელეთზე და ზღვაზე. მე მინდა მივმართო მოსახლეობას და განსაკუთრებით სანაიპორო ზოლზე ( ფოთი, ქობულეთი, მწვანე კონცხი,ჩაქვი მახინჯაური სარფის) მოსახლეობას . ვინაიდან ზუსტად არ ვიცით რომ ის ზღვაში გაუჩინარდა თუ ხმელეთზე და არსებობს სხვა ვერსიებიც მოგმართავთ თხოვნით იყოთ ყურადღებით რაგდან შეიძლება კობა ყოველწამიერ შველას […]
petre
0

მართლმადიდებლები პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. სახარების თანახმად მოციქულები, უფლის ხმობამდე, გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ერქვა. მისი რწმენის გამო, უფალმა პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. სახარების მიხედვით დამასკოსაკენ მიმავალი […]
1461777703_gamocdebii
0

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 700-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 700-ზე მეტმა პედაგოგმა გააკეთა განაცხადი. კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ათი საუკეთესო კანდიდატის შერჩევას და მათ ინტერვიურებას, რომელიც პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება. მესამე ეტაპზე კი 5 საუკეთესო ფინალისტი შეირჩევა, ხოლო აქედან ერთი მასწავლებლის საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. მასწავლებლის საერთაშორისო ჯილდოთი ის პედაგოგები დაჯილდოვდებიან, ვინც კრეატიულობით, განსხვავებული, […]

დაშავებულებს მთავრობის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებენ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ორი დაშავებულის მდგომარეობა, თუმცა მათ შორის არ არიან ბავშვები. მოხდება თუ არა ანსამბლის წევრების დღესვე გადმოყვანა საქართველოში, მინისტრი აცხადებს, რომ ეს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. “აჭარის ტელევიზია”
010
0

ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია

კვარიათი, ჭოროხის შესართავი, ახალი ბულვარის ნაწილი, „პიშევიკები“, ფიჭვნარი – ეს ის ადგილებია, სადაც დღეს ზღვაში საბანაოდ შესვლა აკრძალული ან არარეკომენდებულია. აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კვარიათსა და ახალ ბულვარში იმ მონაკვეთებშია აკრძალული ზღვაში შესვლა, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს. ეს ადგილებია სარფის პლაჟიდან კვარიათის პლაჟამდე მონაკვეთი, ხოლო ბათუმში, ჭოროხის შესართავიდან ახალ ბულვარამდე.ბანაობა აკრძალულია მდინარე […]
EVEX
0

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას უერთდება

28 ივლისიდან ევექსის ქსელში შემავალ ყველა პოლიკლინიკასა და ჰოსპიტალში შესაძლებელი იქნება სწრაფი მარტივი ტესტით C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება. C ჰეპატიტის სწრაფი ტესტებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ყველა ის პაციენტი, რომელიც ევექსის ქსელში შემავალ პოლიკლინიკებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაიტარებს უფასო სკრინინგს, საჩუქრად 50 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც იმ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად […]

სომხური ტოლმის ფესტივალი ბათუმში

ხალხმრავლობა ბათუმის სომხურ ეკლესიასთან ამ წუთებშიც გრძელდება. ეკლესიის გვერდით სკვერში ტოლმის ფესტივალი გაიმართა. მაყურებელიც და მონაწილეებიც, უფროსები და პატარები ერთად ცეკვავენ. ყველაზე მეტ ადამიანს ცეკვის სურვილი მაინც გაუჩნდა ძველ სომხურ სიმღერაზე – „მენატრები მოდი“. აჭარის სომეხთა კავშირის პრესმდივანი, არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ სომხური ტოლმის ფესტივალი ბათუმში წელს პირველად ტარდება: „40-მა მონაწილემ წარადგინა ტოლმის 35 სახეობა. […]
patardzali
0

პატარძლის აჭარული ცეკვა, ოქროს სამკაული საჩუქრად – იმიტირებული ქორწილი “შუამთობაზე”

სახალხო ზეიმის “შუამთობის” ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიცია იმიტირებული ქორწილია. ეს ტრადიცია ოდითგანვე მოდის და თაობიდან თობებს გადეცემა. დღესასწაულის ყურადღების ცენტრში სწორედ ეს წყვილი მოექცა. ტრადიციულად წელსაც პატარძალს საჩუქრად ოქროს სამკაული გადაეცა. მათთვის განკუთვნილი საჩუქარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ცოლმა სოფიო ბაკურიძემ გადასცა. გიორგი თავართქილაძე და სალომე ხარაბაძე ხულოს რაიონ სოფელ ძირკვაძეებში ცხოვრობენ. წყვილს ქორწილი სექტემბერში აქვს, თუმცა […]

პირველკლასელთა რეგისტრაცია

გელაურის საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთი პირველკლასელი ისწავლის, ხულოს  რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით წელს მუნიციპალიტეტში 232 პირველკლასელია რეგისტრირებული. ხულოში ახალ სასწავლო წელს 8 საჯარო სკოლა რეაბილიტირებულ გარემოში გააგრძელებს სასწავლო პროცესს 49 საჯარო სკოლიდან კი 10 სკოლაში ათი კლასკომპლექსია. აგარასა და ტუნაძეებში კი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც რესურსცენტრის უფროსი ამბობს აგარის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება, ხოლო ტუნაძეების საჯარო სკოლის მშენებლობა ვერ მოხერხდება […]
pata
0

ზურაბ პატარაძე ბავშვებთან ერთად საადრეო ყურძნის რთველში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში, გვარაში, აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან ერთად საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად რთველში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე. სანერგე მეურნეობაში 11 სასუფრე ჯიშის ვაზია გაშენებული. სასუფრე ჯიშის ყურძენი კარდინალი […]
ber
0

როგორ აისახა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შუახევის გამგეობაზე

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვახტანგ ბერიძის სარჩელი. ეს მოქალაქე შუახევის კულტურის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებას ასაჩივრებდა. მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ განმარტა, რომ კულტურის ცენტრი არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს ნებისმიერ დროს აქვს, მათ შორის, დარღვევის არარსებობის შემთხვევაშიც. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული […]
axali weli
0

საახალწლოდ ბათუმის მოსართავად მერია 1,5 მილიონ ლარს დახარჯავს

საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1,51 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ძირითადად, სხვადასხვა საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების/აქსესუარების შეძენა-მონტაჟს მოხმარდება. მერიას უკვე დაგეგმილი აქვს, კონკრეტული ქუჩა და ადგილი ქალაქში როგორ უნდა მორთოს და სად რამდენი და რა ფორმის აქსესუარი განათავსოს. ეს დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ტენდერის პირობებში. სატენდერო თანხა 1 მილიონ 510 ათასი ლარია. ტენდერი 15 სექტემბერს დასრულდება. წინასაახალწლოდ ქალაქის […]
1
0

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „რეზონიაკის“ მწარმოებელ კოოპერატივს „ეკო ფერმა გონიო“-ს დანადგარების შეძენაში დაეხმარა

გაეროს განვითარების პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „რეზონიაკის“ მწარმოებელ კოოპერატივს „ეკო ფერმა გონიო“-ს დანადგარების შეძენაში დაეხმარა, რაც წარმოების გაზრდასთან ერთად ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. „რეზონიაკი“ არის ციტრუსის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, რომლის შემადგენლობაშიც მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი და გრეიფუტია. მისი რეცეპტის შექმნაზე წლების განმავლობაში მუშაობდა ქართველი მიკრობიოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი რეზო ადამია. „რეზონიაკი“ 100%-ით ნატურალური […]
saxandzro
0

სოფელ წელათის ტყეში ხანძრის კერა ლოკალიზებულია

შუახევში,სოფელ წელათის ტყეში ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ხანძარი გვიან ღამით შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო. შეგახსენებთ, რომ წელათის ტყეში ხანძარი გუში საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს. ხანძრის კერა 50 კვადრატულ მეტრზე ვრცელდებოდა. შემთხვევის ადგილზე იმყობებოდნენ ადგილობრივი თვმითმართველობის წარმომადგენლებიც. ხანძარს საფრთხე მოსახლეობისთვის არ შეუქმნია. “შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”
farosana
0

ფაროსანასთან ბრძოლაში შესაძლოა ხვალიდან ავიაცია ჩაერთოს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა პროცესში ავიაციის ჩართვა გახდეს აუცილებელი. ლევან დავითაშვილის თქმით, ფაროსანასთან ბრძოლა ქიმიური პესტიციდებით ხდება. ავიაციის გამოყენების არეალი ამ შემთხვევაში შეზღუდულია და მხოლოდ მოსახლეობისაგან მოცილებულ ტერიტორიებზეა შესაძლებელი. ამ ეტაპზე დაახლოებით 80 000 ჰექტარი ტერიტორიაა დამუშავებული. წამლობითი ღონისძიებები აჭარაშიც მიმდინარეობს. გახდება […]
libia
0

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს, მათ შორის ერთი გემის კაპიტანია. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. მეზღვაურების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს  ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ აცნობეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს.  “აჭარის […]

საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით სასწრაფოს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ​​თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა გუშინ ღამის 1 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი არაა საქართველოს მოქალაქე და ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდა.  გარდაცვლილის ასაკისა და ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევას იკვლევს.  “აჭარის ტელევიზია”
genderi
0

მაღალმთიან აჭარაში “ოცნების” მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებიდან არცერთია ქალი

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნისთვის “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლებს მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე წარუდგინა. მაღალმთიან აჭარაში დასახელებული კანდიდატებიდან არცერთი არაა ქალი. პარტიამ ამომრჩევლებს მაღალმთიან აჭარაში სამი მერობის კანდიდატი და 31 მაჟორიტარიტარობის კანდიდატი დაასახელა. აიპრესის ყურადღების ცენტრში კი მოხვდა ის ფაქტი რომ დასახელებული კანდიდატებიდან ყველა მამაკაცია. გთავაზობთ პარტია “ქართული ოცნების” ხულო, ქედა, შუახვის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების […]
gangashis zari
0

განგაშის ზარის სერვისით ცხრავე ბენეფიციარი ისარგებლებს

ქედაში ,,შინ მოვლის” პროგრამის ბენეფიციარები საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო სერვისით სარგებლობენ. კომფორტული, ყელზე ჩამოსაკიდი განგაშის ზარის განმახორციელებელი მოწყობილობით, სერვისით მოსარგებლეები ხმოვან შეტყობინებას აგზავნიან მოხალისესთან, სოფლის ექთანთან ან სახანძრო-სამაშველო სამსახურთან. ვინაიდან ქედა საპილოტე მუნიციპალიტეტია, სერვისი სატესტო რეჟიმში ხორციელდება. მოხალისეებმა დღეს ყველა ბენეფიციარს ყელზე ჩამოსაკიდი განგაშის ზარის განმახორციელებელი მოწყობილობა გადასცეს. სერვისის მიზანია შეამციროს ჯანმრთელობის გაუარესების, ძალადობის, კრიმინალის, უბედური […]
chamongreuli xaracho
0

ბათუმში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლო ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით არიან გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, მუშების მდგომარეობა კრიტიკული არ არის. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარებს რაც მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება […]
patri
0

პატრიარქის ინიციატივით, გვარებს 12-საათიანი ლოცვა, მარხვა და სამი ცხვრის შეწირვა დაუწესდებათ

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ახალი ინიციატივა გააცნო. პატრიარქის ინიციტივით, გვარებს დღე-ღამის განმავლობაში 12 -სათიანი ლოცვა და სამი ცხვრის შესაწირის მიყვანა დაუწესდებათ, რითაც გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებიან. “ძალიან ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისთვის […]
gomarduli
0

გომარდული წელს დამსვენებლებს მიიღებს

ექვს წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი გომარდული წელს პირველ ვიზიტორებს უმასპინძლებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე დასრულდა კურორტამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა და ამ ეტაპზე აქციონერებთან მოლაპარაკებები გრძელდება. აჭარის ფინანსთანმინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აქციონერებს შორის მოლაპარაკების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. შეგახსენებთ, გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. […]
chaqvi
0

მოძრაობა ჩაქვის მონაკვეთთან აღდგენილია

ბათუმიდან ჩაქვის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. საცობი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ შექმნა, კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა გზა ჩახერგა. გზიდან წყალი მალევე გაიწრიტა და ამ დროისთვის მაგისტრალზე გადაადგილება მძღოლებისთვის უსაფრთხოა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
6666
0

ქედაში “ქართულ ოცნებას” მუქარაში ადანაშაულებენ

“პატრიოტთა ალიანსის“  კანდიდატი ქედაში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრს მუქარაში ადანაშაულებს. მანუჩარ კახიძე, რომელიც ქედაში „პატრიოტთა ალიანსის“ მახუნცეთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატია ყვება, რომ რამდენიმე დღის წინ,  რამაზ თავდგირეიძემ   ღამით შეხვედრა სთხოვა: „სახლიდან მოშორებით წამიყვანეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს და მაგინეს. შეზღუდული შესაძლებლობებს მქონე პირი ვარ, ეტლით ვსარგებლობ, მითხრეს თუ კი პიარკამპანიას და ტყუილებს თავს არ დაანებებ, ეტლს […]
sHUAXEVIS OLQII
0

შუახევის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისია, 2017 თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადაა

შუახევის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისია, 2017 თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადაა. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დათა ზოიძე ‘აიპრესთნ” აცხადებს, დღეს მიმდინარეობს უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების და სხვადასვა მასალების გადაცემა. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია ხვალინდელი არჩევნების ჩასატარებლად. შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 15 010  ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც 578 გადასატანი ყუთს საჭიროებს. შუახევში სულ 49 საარჩევნო უბანია. წყარო:”ipress.ge’
22687590_1755133181188279_8561088792971350187_n
0

”ჩემს შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს”- ბრალდებულების ოჯახის აქცია

ახალსოფლის ცენტრში, ოჯახის წევრები და ახლობლები რაულ შარაძის დაკავებას აპროტესტებენ. რაულ შავაძე ნარკოტიკების შენახვის ბრალდებითა არის დაკავებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, 11 ოქტომბერს ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დაკავებული რაულ შარაძე, დაკავების დღიდან შიმშილობს. ისინი პატიმრის გათავისუფლებას და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკი ბრალდებულს სამართალდამცავებმა ჩაუდეს. შარაძის დაკავებას კი მის მიერ კაზინოში დიდი ოდენობით თანხის მოგებას […]
tel
0

32 წლის შემდეგ ხულოს საბაგიროს ტელეფონი აღარ მუშაობს

მიუხედავად იმისა, რომ წებოვანი ლენტით არის გადაკრული და მისი ზომა სამგზავრო ჩემოდანს უტოლდება, თაგოს საბაგიროს ტელეფონი ამ დრომდე მოქმედია. სამუზეუმო ექსპონატად ქცეული კომუნიკაციის საშუალება, მხოლოდ ერთი კვირის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა. 32 წლის შემდეგ ხულოს საბაგიროს ტელეფონი აღარ მუშაობს. გამცილებელი ყვება, რომ წლების განმავლობაში მას ინფორმაციის მისაწოდებლად უპრობლემოდ იყენებდნენ. წვიმამ კი კაბელი დაზიანდა. ცენტრიდან თაგოს მთასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება. ხულოს საბაგირო 1985 […]
festivali
0

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი “შემოდგომის რიტმები” გაიხსნა

ქალაქ მცხეთაში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი “შემოდგომის რიტმები” გაიხსნა. ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთის 12 ქვეყნის ფოლკლორულმა ანსამბლმა. ანსამბლი “არგინეთი” ფესტივალზე მაყურებელთა წინაშე წარმატებულად წარსდგა და ოვაციები დაიმსახურა. ფესტივალის გახსნას დაესწრო საქართველოს პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე. ფესტივალი მომდევნო დღეებში გაგრძელდება ყვარელში და 29 ოქტომბერს დასრულდება თელავში. წყარო:”ხულოს კულტურის ცენტრი ხულო“
5asc
0

არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის მედლის მფლობელი გახდა

შავი ზღვის მედალი წელს  გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს არჩილ გუჩმანიძეს გადაეცა. საზეიმო ღონისძიება სტამბოლში გაიმართა. არჩილ გუჩმანიძე 2006 წლიდან აღნიშნული დეპარტამენტში საქმიანობს, 2015 წლიდან კი ხელმძღვანელის პოზიციაზე  მუშაობს. ‘’შავი ზღვის მედალი’’ ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირველად მიიღო. ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.  ორგანიზატორი შავი ზღვის დაბინძურებისგან […]
sak wevrebi
0

ბათუმის საკრებულოს 25 წევრიან ახალ შემადგენლობას დეპუტატის მანდატები გადაეცათ

ბათუმის საკრებულოს ახალ შემადგენლობას დღეს დეპუტატის მანდატები 79-ე ოლქის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ გადასცა. ახალი მოწვევის საკრებულო მმართველი გუნდის უმრავლესობით დაკომპლექტდა. “ქართული ოცნება” საკრებულოში 19 დეპუტატით არის წარმოდგენილი, მათ შორის სამი ქალია. 4 დეპუტატით შევიდა საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა. “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” საკრებულოში თითო დეპუტატი ეყოლება. ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოში ქალბატონები ვერ მოხვდნენ. აქედან გამომდინარე 25 […]
metev
0

“აგრო ტური” ქობულეთის რაიონის სოფელ კოხის სათევზე მეურნეობაში

მეთევზეობაში აგრარული ექსტენციის მიწოდების, დამხმარე ექსტენცია “აგრო ტური” ჩატარდა ქობულეთის რაიონის სოფელ კოხის სათევზე მეურნეობაში, სადაც ფერმერებს ჩაუტარდა გასვლითი ტრენინგი ცნობიერების ამაღლების და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავების მიზნით. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე. სამინისტროს თანამშრომლებმა, ფერმერება და აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯმა” შეაჯამეს ექსტენციის პროგრამის ნაყოფიერება. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად […]
cit
0

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმს მასპინძლობდა

აჭარის სოფლის მეურენობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმი სტუმრობდა. სტუმრებს მასპინძლობა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ გაუწია, სადაც ციტრუსის ახალი ინტროდუქცირებული ჯიშების სამრეწველო ნიმუშები გააცნო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმის წარმომადგენლებმა ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში, საადრეო მანდარინის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა. […]
ialchini
0

სამსახურიდან გათავისუფლებულთა პროტესტი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ იალჩინში 10  თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ არ აუღიათ ხელფასი და მათთვის გათავისუფლების მოტივი უცნობია. აჭარის პროფკავშირებში ფაქტს ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებენ. ჩვენ დავუკავშირდით სავაჭრო ცენტრის მენეჯერს, რომელმაც იურისტთან გადაგვამისამართა. იურისტი ბრალდებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ  ამ დრომდე არც ერთ თანამშრომელს მისთვის არ მიუმართავს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xulos gamgeoba
0

ხულოს ბიუჯეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში უკვე დაიწყო. მომდევნო წლის ბიუჯეტი უკვე გადანაწილდა კომისიებში.  ფინანსურ დოკუმენტს შენიშვნებით მერიაში 25 ნოემბრამდე გადააგზავნიან, შესწორებულ ვარიანტს კი 10 დეკემბრამდე ელოდებიან. ხულოს საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,  სამომავლო პრიორიტეტებში კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რჩება. დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, კურორტ ბეშუმში სანიაღვრე არხების დახურვა და ბილიკის მოწყობა. […]
xan qob
0

ხანძარი ქობულეთში

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. რა სახის დახმარებას გაუწევენ ივანაძის 12 წევრიან ოჯახს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.ადგილზე ვითარებას გაეცნო ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე. წყარო:”კობა ნაკაიძე ქობულეთის მაჟორიტარი / Koba Nakaidze”
solo
0

თორნიკე სოლომონიძე რესპუბლიკური ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა

ქ. ქუთაისში ჩატარდა გურამ მელიქიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და რეგიონის 90 სპორტსმენთან ერთად, ქართული ჭიდაობის აჭარის ჭაბუკთა ნაკრები გუნდიც (მთავარი მწვრთნელი მიხეილ კოჩალიძე) მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის სპორტსმენებმა აღნიშნულ ტურნირში საკმაოდ აქტიურად იასპარეზეს, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთმა, ხულოელმა თორნიკე სოლომონიძემ (პირადი მწვრთნელი მიხეილ კოჩალიძე) 38 კილოგრამ წონით […]
tovli xulo
0

გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, უსაფრთხოების მიზნით, სატრანსპორტო მოძრაობაზე შეზღუდვებია. კონკრეტულად 70-ე კილომეტრიდან საკურორტო ზონამდე ​ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილებაა რეკომენდირებული. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
14
0

საქართველოს კომერციული ბანკები მოგებით ევროპის და აზიის ბანკებს უსწრებენ

საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობით ევროპის და აზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის 1 ადგილზეა. როგორც სოციალურ ქსელში ეკონომისტი მიხეილ დუნდუა წერს, ფიზიკური პირების დაკრედიტება ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 1 მილიარდ 720 ლარით და უცხოურ ვალუტაში შემცირდა მხოლოდ 80 მილიონი დოლარით. დუნდუას აზრით გამოსავალი სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულებაშია.  კერძოდ, სესხის მომსახურება, ანუ სესხის დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლის […]
farosanaa
0

მთავრობა ფაროსანასთან საბრძოლველად ტექნიკას ყიდულობს – ვის შეხვდება აპარატები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას საწინააღმდეგო 1 135 ერთეული აპარატის შეძენას მომავალი წლის ბიუჯეტიდან გეგმავს. შესაძლოა, ეს ციფრი გაიზარდოს, რადგან აჭარის უმაღლესმა საბჭომ შენიშვნებში ჩაწერა, რომ საჭიროა 2 500 ცალი. „გუშინ მივიღეთ უმაღლესი საბჭოს შენიშვნები. განვიხილავთ ამ წინადადებას და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტი აპარატი შევიძინოთ, ვიდრე ეს ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო გათვალისწინებული,“ – ამბობს მამუკა […]
skveri
0

სკვერი ბათუმში უფასო Wi-Fi-თა და მობილური ტელეფონის დასამუხტი წერტილებით

ბათუმში, შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარე ბათუმის პირველი ენერგოეფექტური სკვერი ოფიციალურად გაიხსნება. სკვერში სპეციალურ მოწყობილობაზე მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, უზრუნველყოფს არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას. სკვერში ასევე დამონტაჟდება მზის ელემენტებით აღჭურვილი კონსტრუქცია USB დასამუხტი წერტილებით, სადაც შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონების დამუხტვა, ასევე სკვერში ხელმისაწვდომი იქნება უფასო Wi-Fi. პროექტს, „გარე განათების სექტორიდან ნახშიროჟანგის ემისიის […]
axali bul
0

შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტრია დააზიანა

ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია,მინდინარებს გაწმენდითი სამუშაოები.ზღვაზე შტორმული პროცესებია განვითარებული. წყარო:”ბათუმის მერია”
10
0

დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

2017 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და გაეროს ადამიანისუფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება გამართეს. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკისდეპარტამენტის ხელმძღვანელმა დოროტა დლოუხი-სულიგამ და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში […]
25299679_1899072320121964_9071846195583373925_o
0

ყოფილ პატიმრებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ

ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სამედიცინო აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში, 15 ყოფილ პატიმარს კარდიოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა ქ. ბათუმის N1-მა პოლიკლინიკამაც გამოგვიცხადა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიის ინსტიტუტის ჩართულობა და მათ […]
20171209150759_IMG_6943
0

მახვილაურის ახალი სკოლისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული

მახვილაურში ახალი საჯარო სკოლა 2018-2019 წლებში უნდა აშენდეს. არსებული სკოლის შენობა, ავტობანის მშენებლობის გამო დაინგრევა.  აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლის პროექტი შესყიდულია და მშენებლობა მომდევნო ორ წელზეა გაწერილი. სკოლის მშენებლობისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში.  როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, ახალი სკოლის აშენების აუცილებლობა ავტობანის მშენებლობამ განაპირობა. „ავტობანი გადის არა სკოლის ტერიტორიაზე, არამედ […]
tatia
0

ქართველი ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” გამარჯვებული გახდა

აფხაზეთიდან დევნილმა კონკურსანტმა ნათია თოდუამ ფინალის ლაივშოუზე გერმანელი მოსაახლეობის მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხმათა 50,10% მიიღო და 2017 წლის გერმანული “ვოისის” გამარჯვებული გახდა. ნათიამ The Voice of Germany-ს ფინალში 4 სიმღერა იმღერა. გერმანული მედიის ინფორმაციით შესაძლოა ნათია თოდუამ ევროვიზიის კონკურსზე 2018 წელს გერმანია წარადგინოს. შეგახსენებთ,ნათია თოდუამ  ნახევარფინალზე Queen -ის Somebody to love შეასრულა, მაღალი შეფასება მიიღო და […]
qed
0

ქედის მერია 658 აღსაზრდელს საახალწლოდ ტკბილეულით დაასაჩუქრებს

ქედის მერიის საახალწლო პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 15 საბავშო ბაღის 658 აღსაზრდელი, ტრადიციულად ტკბილეულის ფუთებით დასაჩუქრდება.  საახალწლო პრეზენტაცია, დღეს ქედის N 1 საბავშო ბაღის მოსწავლეებმა ოფიციალურად წარადგინეს, რომელსაც მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს, […]
ba
0

შუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ შუბნის საბავშვო ბაღზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, სამზარეულო, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირების შემდეგ შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფლის სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელი ისარგებლებს.  დასაქმდედბა 10-ზე მეტი ადგილობრივი. შენობა სრულად აღიჭურვება […]