საზოგადოება2145 Videos

BATUMI GEORGIA – Travel Channel

BATUMI GEORGIA – Travel Channel Wellcome to Batumi capital of Adjara region of Georgia country. On this video you will see almost all best places in batumi city. HELLO FRIENDS THIS IS MY TRAVEL CHANNEL ! Every Sunday On My Travel Channel You Will See Photos and Videos in HD and 4K Resolution From Greece […]

ლაზური ქორწილი

თბილისი 2012. ალექსი და ქეთევანი

BATUMI ბათუმი

Batumi (Georgian: ბათუმი) is a seaside city on the Black Sea coast and capital of Adjara, an autonomous republic in southwest Georgia. Sometimes considered Georgia’s second capital, with a population of 180,000 (2008 census), Batumi serves as an important port and a commercial center. It is situated in a subtropical zone, rich in agricultural produce […]

როგორია ბათუმი უცხოელებისა და უცხოეთიდან დასასვენებლად ჩამოსული ქართველების თვალით

ეს კადრები ტურისტულ ქალაქში, ბათუმშია გადაღებული, სადაც წელს დამსვენებლების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. მზე, ზღვა, წყალზე გასართობი საშუალებები და სანაპიროზე არსებული კაფე-ბარები ტურისტებს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის. ზღვისპირა კურორტზე ქართველი ტურისტების სიმრავლე შეინიშნება, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. ბათუმში დასვენება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ქართველებმაც გადაწყვიტეს.

X – ფაქტორი 2017 გამარჯვებული გახდა…

გამოიწერეთ არხი აუცილებლად რო არ გამოგრჩეთ მეტი სინტერესო ვიდეო

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ” აჭარა “

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ” აჭარა “

ლაზები და ლაზეთი

ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. ლაზეთი ძველი საქართველოა, მისი მიწა შესაძლოა უფრო ქართულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რადგან ამ მიწიდან წამოვიდნენ ბაგრატიონები, აქ ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში საფუძველი საქართველოს გაერთიანებს, აქედან იყო შოთა რუსთაველი და პირველად ამ მიწაზე დაადგა ფეხი წმინდა ნინომ… ასე რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზიკა მარტო ქართული მიწა კი არა, მისი გულია… ლაზები […]

ლიხს იქით და ლიხს აქეთ – ქედა

ქედის მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 400-200 მეტრზე. მისი ფართობია 45 200ჰა. ქედის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქობულეთის, ხელვაჩაურის და შუახევის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ ნაწილში კი, შავშეთის ქედზე გადის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. მდინარე აჭარისწყლის ხეობის გასწვრივ ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავაა. ადგილის სიმაღლის მატებასთან ერთად ჰავა ზომიერად ნოტიო […]

“ალილო” 6 წლის ელენე მახარაძის შესრულებით სამების საკათედრო ტაძარში (ვიდეო)

ელენე მახარაძემ გალობა დედასთან, სოპრანო მარიამ როინიშვილთან, ბებიასთან თამარ ჭოხონელიძესთან და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელტან გუნდთან ერთად შეასრულა და მართლმადიდებლებს სიტყვებით” “ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო, იესო დაბადებულა, ალილო” ქრისტეს შობა ახარა.

სიუჟეტი – გამოხატვის თავისუფლება აჭარაში

ავტორი: სალომე ფუტკარაძე. როგორ იყენებს გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოება და როდის ცდება ეს უფლება საზღვრებს. სიუჟეტში თქვენ იხილავთ აჭარაში სხვადასხვა დროს განვითარებული მოვლენებისა და ფაქტების შეფასებას. სიუჟეტი მომზადებულია პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში, NED-ის მხარდაჭერით.

ბათუმში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

ხმაურით მიმდინარეობდა  საკრებულოს სხდომა ბათუმში. მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაა, ისინი 1000 კილოვატიანი ვაუჩერის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემის საკითხის განხილვას ითხოვენ, რასაც მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა ერთმანეთს ეთიკისა და რელამენტის დაცვისკენ რამდენჯერმა მოუწოდეს, პერიოდულად შეურაცხმყოფელი მიმართვებიც ისმის. დღეს საკრებულო 21 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა ქალაქში მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირება და მერიის და საკრებულოს […]

ზურაბ პატარაძე ჰიპერმარკეტ “კარფურის” ტექნიკურ გახსნას დაესწრო

ჰიპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდის „კარფურის“ ტექნიკურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაესწრო. „კარფურ ჯორჯიამ“ ფილიალი ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გახსნა. საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად დღეს ამერიკული რესტორნები „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ გაიხსნა. უახლოეს მომავალში ცენტრს რამდენიმე ობიექტი შეემატება, რის შემდეგაც […]

ზურაბ პატარაძე სასტუმრო კომპლექს „თვინ თაუერსის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება. 30-მლნ დოლარის ინვესტიცია; კომპლექსში განთავსდება: ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში; სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა; ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები; შიდა და გარე ავტოსადგომი მშენებლობის პროცესში 450, ხოლო დასრულების შემდეგ 150 ადამიანი დასაქმდება აშენდება ორი 28 სართულიანი და ერთი 20 სართულიან შენობა პროექტი დასრულდება 2021 წლის ზაფხულში „თვინ […]

ორი ახალი განყოფილება ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში

19 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში-იასინ თემიზქანი, საქართველოს სახალხო დამცველისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ბათუმში, „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში“ ორი ახალი […]

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.  ბრალდებულის სახით,  სამი პირი კი პასუხისგებაში მისცეს. საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით მოქალაქეები  ცდილობდნენ, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში  დეკლარირებას დაქვემდებარებული უმაღლესი სინჯის ოქრო და ოქროს ნაკეთობები გადაეტანათ. მათი […]

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]
olq
0

„სამართლიანი არჩევნები“: პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების და „ქართული ოცნების“ პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესი დღეს, 5 სექტემბერს დაასრულა. საუბარია 13-წევრიან კომისიაში 6 წევრის არჩევაზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული ნიშნით უნდა აირჩიონ. ისევე, როგორც საუბნო კომისიებში, ასევე ოლქებსა და ცესკო-ში პროფესიული ნიშნით წევრების არჩევამ საარჩევნო ადმინისტრაციის აპოლიტიკურობა და კვალიფიციურობა უნდა უზრუნველყოს [ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში 13-წევრიან კომისიაში 7 წევრს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტია […]

შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აჭარაში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე […]
shemoqme
0

ქედაში “შემოქმედებითი საქართველო”-ს ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმრთა

,,შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზაციის წევრებმა, ქედელ ხელოვანებთან და კულტურის სფეროში 40-მდე დასაქმებულებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საინფორმაციო ტური რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და მათი სარგებლის უკეთ გაცნობაზე, როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში, ისე რეგიონების განვითარებაში. აუდიტორია გაეცნო ევროკავშირის პროგრამის დაფინანსების მიღების გზებსა და საშუალებებს.ასევე განიხილეს ადგილობრივი რესურსების და მეწარმეობის განვითარების მიმართულებით საინტერესო მაგალითები. შეხვედრა დიალოგის […]
qedaaaa4
0

ქედაში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი დაინერგება

ევროკავშირმა ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი წარადგინა. შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს ქედის მუნიციპალიეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჯანაშიამ.საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის შესახებ ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების პროექტის მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებს თავინთ გამოცდილებაზე ესაუბრეს ENPARD-ის პარტნიორებმა საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით […]
biuros sxdoma
0

ბიურომ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული 5 საკითხი განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს  სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს წევრებმა ერთხმად მიიღეს ცნობად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე […]
faro
0

ბათუმში 23-ე საჯარო სკოლას აზიური ფაროსანა შეესია

ბათუმში 23 საჯარო სკოლას აზიური ფაროსანა შეესია. რის გამოც, ორ საკლასო ოთახში გაკვეთილი არ ჩატარდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორის ინფორმაციით, სურსათის უვნებლობისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები შესაბამის ღონისძიებებს დღესვე გაატარებენ. საჯარო სკოლაში ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იმყოფება. გოჩა დავითაძის თქმით, მიმდებარე ტერიტორია დღესვე შეიწამლება. „ბათუმის 23-ე სკოლიდან დღეს შეტყობინება შემოვიდა, რომ სკოლის გარე პერიმეტრზე და რამდენიმე საკლასო ოთახში მწერები დაფიქსირდა. […]
batumis wyali
0

სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი ინჟინერ-ექსპერტი კონრად ბუხაუერი ბათუმში იმყოფებოდა

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა და საკონსულტაციო კომპანია MACS-ის მოწვევით, ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესასწავლად და სამომავლო პროექტების დასაგეგმად სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი ინჟინერ-ექსპერტი კონრად ბუხაუერი იმყოფებოდა. ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე ვიზიტის დასრულების შემდეგ „ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ მოწვეულ სტუმართან შეხვედრა გამართა. ავსტრიელი ინჟინერ-ექსპერტის „ბათუმის წყალის“ წყალარინების მთავარი ობიექტების მონახულების მიზანს, ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე […]
chin elchi
0

ზურაბ პატარაძე ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს ძი იენჩის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს მდივანი დენგ სუგუანგი და კონსული ლი ჭუო, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია […]
shenoba
0

ხელვაჩაურის წყალსადენზე საქლორატოლო მოწყობილობა დამონტაჟდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიმდინარეობს წყალსადენებზე პრევენციული ღონისძიებების გატარება.ახალშენის, სალიბაურის, სარფის, შუა მახინჯაურის, თხილნარისა და აგარას წყალსადენებზე უკვე დამონტაჟდა საქლორატორო მოწყობილობები. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 737 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლადა“ აწარმოებდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა წყალსადენზე გეგმავს საქლორატოლო მოწყობილობების დამონტაჟებას. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
charnali
0

ჯუმბერ ვარდმანიძე ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე დღეს ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩევლებს შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ. მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა ამომრჩევლებს გააცნო.ადგილობრივებმა […]
gadaxdili saxuravu
0

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისტეტს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდნენ. მიმდებარედ რუსთაველის ქუჩა უსაფრთხოების ლენტებით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აჭარაში უამინდობა ორი დღეა გრძელდება. სინოპტიკოსების თქმით ზღვისპირა ქალაქში ხვალ დღის მეორე ნახევარიდან გამოიდარებს. წყარო:”ipress.ge”
qeda sxdoma
0

დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის სხდომა ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც გამგებელი დავით დუმბაძე უძღვებოდა. სხდომაზე მოხდა სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტზე და კონკრეტულ ოჯახებზე მიყენებული ზარალის მდგომარეობისა და კრიზისების შეფასება, მათი ეფექტური რეაგირებისათვის.  წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”
mirian qata
0

ქობულეთის მერის პოსტის დასაკავებლად მმართველი გუნდის კანდიდატმა 61% დააგროვა

ქობულეთის მერის პოსტის დასაკავებლად მმართველი გუნდის კანდიდატმა 61% დააგროვა. პირველადი მონაცემებით, ქობულეთის საკრებულოში ოთხი პარტია შევა. სწორედ ამდენმა გადალახა 4 პროცენტიანი საარჩევნო ზღვარი: “ქართული ოცნება” 58%, “ნაციონალური მოძრაობა”  24%, “ევროპული საქართველო” 4% “პატრიოტთა ალიანსი” 7%. მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა, მირიან ქათამაძე 61% ით ლიდერობს, ” “ნაციონალური მოძრაობის”  […]
lj
0

ავტომობილი მოაჯირს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე. ‘’პლაზას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე,  სავარაუდოდ ავტომობილი რკინის მოაჯირს დაეჯახა. პირველადი ინფორმაციით, ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება არ შესულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ და  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებებით გადაადგილდებოდნენ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
muxamed
0

მუხამედ თავართქილაძე: ვერასდროს წარმოვიდგენდი, 83 წლის ასაკშიც თუ მომიწევდა გრეიდერის მძღოლობა

25 წლიანი პაუზის შემდეგ ხულოში მცხოვრები მუხამედ თავართქილაძე თავის პროფესიას დაუბრუნდა. 83 წლის მუხამედი გრეიდერის მძღოლად 35 წლის განმავლობაში მუშაობდა, როგორც თვითონ ”აიპრესთან” ყვება, ეს მისთვის ყველაზე საყვარელი პროფესია იყო, თუმცა პენსიაზე გასვლის შემდეგ სახლში მოუწია წამოსვლა. მისივე თქმით, ის კი არაა მნიშვნელოვანი, სად მუშაობ ან რა თანამდებობა გიკავია, არამედ მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ მუშაობ […]
xichauris bagi
0

რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის

საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა 4 ნორმატიული აქტი, რომლებიც საბავშვო ბაღებს ეხება. განისაზღვრა, სკოლამდელ დაწესებულებებში ქცევისა და ეთიკის ნორმები, შიდა და გარე მონიტორინგის წესები და დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დირექტორს უმაღლეს განათლებასთან ერთად, სხვადასხვა უნარის ფლობა მოეთხოვება, ასევე იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი განზრახ დანაშაულის ჩადენაში. სწორედ ამ საკითხს მოჰყვა დეპუტატთა აზრთა სხვადასხვაობა. რაც შეეხება დირექტორის არჩევის წესს, […]
jil
0

ღვაწლმოსილ პედაგოგს ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა

ქ. ბათუმში მცხოვრებ ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. უხუცესი ქალბატონი 1917 წლის 5 ნოემბერს დაიბადა. პროფესიით პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ქ. ბათუმის N16 საჯარო სკოლაში 47 წლის განმავლობაში საქმიანობდა. ქალბატონ ქსენიას ჰყავს 2 ქალიშვილი და 1 შვილიშვილი. უხუცესს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის […]
she
0

შემეცნებით-გასართობი აქტივობები ბაღებში

ხელვაჩაურის ყველა საბავშვო ბაღში პროგრამით გათვალისწინებული შემეცნებით-გასართობი აქტივობები ტარდება. მიმდინარე თვეში შემაჯამებელი ღონისძიებები თემაზე: ,,შემოდგომა” ჩატარდა, სადაც აღსაზრდელებმა მიიღო მონაწილეობა. ანალოგიური აქტივობები მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ტრადიციულად იმართება. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
sapatio qedeli
0

“საპატიო ქედელები”

ქედაში სახალხო ზეიმი ,,შემოდგომა ქედაში“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და საზოგადოების წევრები. მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ სტუმრებს ქედელობა მოულოცა. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები. გამოფენილი იყო ეთნოგრაფიული და ფოლკლორული […]
dandalo
0

დანდალო-არძენაძეების გზის რეაბილიტაცია

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, დღეს დანდალო-არძენაძეების მიმართულებით, ასფალტო ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მოინახულა. 1 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი გზა 2 საჯარო სკოლას დააკავშირებს და 128 ოჯახი ისარგებლებს. პროექტი დეპარტამენტის ბიუჯეტით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. “გზები“ ასრულებს. კეთილმოწყობილი გზით დანდალოელები 4 დეკემბრიდან ისარგებლებენ. […]
SPEQTTAKLI
0

სპექტაკლის პრემიერა “ზევით ყვავილებთან მინდა”

დღეს ხელვჩაურის კულტურის ცენტრში ახალი სპექტაკლის პრემიერა “ზევით ყვავილებთან მინდა” გაიმართა. სპექტაკლის ჩვენებას ადგილობრივები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ხელვაჩაურის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ბიურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპექტაკლმა პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი- ნათია მახაჭაძეა, ტექნიკური რეჟისორი – ირაკლი იორამაშვილი, მხატვარი – გიორგი გოგიტიძე და მუსიკალური გამხმოვანებელი – მამუკა დევაძეა. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია”
gvi
0

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში – საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციას, რომელიც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაური შეფასებით, პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. “ამ მასშტაბური […]
sheexvedra
0

ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს მოადგილე ლელა სურმანიძე წარუდგინა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ორბელიანის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მივიდნენ. ქალაქის მერმა თანამშრომლებს მერის მოადგილე წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ,,მოგეხსენებათ, რომ გუშინ წარვადგინე მერის მოადგილის პოსტზე ქალბატონი ლელა სურმანიძე, რომელიც პროფესიით ექიმია, წლების განმავლობაში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ. […]
xomaldi
0

ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ბათუმში ფრანგული სამხედრო ხომალდის ეკიპაჟისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლების ერთობლივი სწავლება გაიმართება. საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდის “გეპრატის” ვიზიტის ფარგლებში ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის, ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები ჩატარდება. სამხედრო ფლოტი ბათუმის პორტში დღეს შემოვიდა. ხომალდის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, ცერემონიალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და ფრანგული ფრეგატის […]
gazsadeni
0

ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად ხვალიდან აღდგება

ბათუმის აბონენტების გაზმომარაგებაში მთელი დღის განმავლობაში შეფერხებები იყო. აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი ამ წუთებშიც არ მიეწოდება. მიმწოდებელ კომპანიაში მიზეზად მილსადენზე დაზიანება დაასახელეს, რომლის აღდგენაც მათივე ინფორმაციით, ხვალ, 25 ნოემბერს დაიწყება. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ „წნევის ვარდნის გამო დაზიანდა მილსადენი, რის გამოც აბონენტების ნაწილს შეუწყდა გაზის მიწოდება. სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება. პარალელურად, ხვალიდან დაიწყება ბუნებრივი […]
011
0

ნოემბერში აჭარაში შიდსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში აივ/შიდსის დიაგნოზით 570 პაციენტი იმყოფება აღრიცხვაზე. წელს აჭარაში 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 62 იმყოფება არვ თერაპიაზე. მხოლოდ ბოლო თვის მანძილზე გამოვლინდა აივ/შიდსის ცხრა ახალი შემთხვევა – ასეთია ბათუმის ინფექციური პათოლოგიების, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის მონაცემები. 2017 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია. 2017 წლის […]
xulosakr-cr-739×428
0

მოქალაქეები გაუცემელ ხელფასებს სასამართლოში გაასაჩივრებენ

ხულოში, სოფელ ღურტაში სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა  “ლე-კონსტრუქცია 231-მა ” ხელშეკრულება აპრილში გააფორმა. დასაქმებულებისთვის თანხა კი ამ დრომდე არ გადაუხდია. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ  კომპანიაში საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. სოფელ ღურტას მცხოვრებლები ამბობენ, რომ 6 დასაქმებულს შესრულებული სამუშაოსთვის 7 ათასი ლარი უნდა აეღო. ისინი  კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. […]
shua tov
0

შუახევში გამოიდარა

შუახევში გამოიდარა.თოვლის საფარი დაბა შუახევში 5-10 სმ-ია, სოფლებში 15-20 სმ, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 20-30სმ-ს აღწევს. ტრანსპორტით გადაადგილება ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში არ შეფერხებულა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს.მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მუშაობს ყველა საჯარო დაწესებულება, სკოლამდელი დაწესებულებები. შუახევის მერიის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”
77d5c7ad0847578079cb5d60884d8f45-e1512822220837
0

მოქალაქე: ჭერი თავზე ჩამომენგრა, წვიმის დროს კი ეზოში ნავით უნდა გაცურო

ნათელა მარკოიძე ქობულეთში პოპოვის ქუჩაზე ცხოვრობს, რომელიც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სახლი ჩამოენგრა, ბარაკის ტიპის სახლი თითქმის დანგრეულია, თუმცა თვითმმართველი ორგანოდან არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არავინ ეხმარება. „წვიმის დროს ეზო ისე იტბორება, ნავით უნდა გაცურო. ჭერი თავზე ჩამომენგრა, ზოგან ბჯენი მაქვს შეყენებული, რომ სულ არ ჩამოიქცეს. როცა წვიმს, ნავით უნდა გაცურო, არაერთხელ მივმართე ქობულეთის მერიას, მაგრამ […]
kanonproeqti
0

პარლამენტში ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად კანონპროექტი მომზადდა

“როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციისგან“ – აღნიშნულ თემაზე საკანონმდებლო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან ერთად “გაეროს ბავშვთა ფონდის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმსჯელეს. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ მისი ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზას გადის, რომლის შემდეგაც მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება. […]
xe
0

ევკალიპტის ხე ნომრით 41 გადასატანად მზადაა

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურიდან  ბიძინა ივანიშვილის  დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთ ხეს გადარგავენ.  ევკალიპტის  ხე ნომრით 41 გადასატანად უკვე მზად არის. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
05
0

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს

17 დეკემბერს მართლმადიდებეი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღესაღნიშნავს. უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, […]
sabagiro
0

3 მილიონ 139 306 ლარი კურორტ „გოდერძიზე“ კერძო პირებისგან მიწის გამოსასყიდად

აჭარის მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსასყიდი კომპენსაციის გამოყოფაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს თანხა 3 მილიონ 139 306 ლარია. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მინიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის, წელს, მთლიანობაში 17 მილიონ 200 000 ლარი გამოიყო. აქედან 2 მილიონ  551 673 ლარი არის ტედერების და პროექტების ნაწილის […]
da
0

თამარის დასახლებაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 35 წლამდე ასაკის კაცია. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ  დაჭრილი მამა- შვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტები ბინაზე გუშინ 23:00 საათისთვის გაწერეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მომხდარიდან რამდენიმე წუთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მამა- შვილს  გულმკერდის, მუცლისა და ბარძაყების მიდამოებში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში სამინისტროში  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით […]
SHAUASPO
0

შუახევში წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვს

შუახევის მერიაში 2017 წლის საუკეთესო წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  ფულადი ჯილდოები გადაეცათ მაღალი სპორტული მიღწევების მქონე 13 სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის და რეგიონის სპორტის განვითარებაში. საუკეთსო სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ და რუსუდან შავაძემ დააჯილდოვეს. ღონისძიება შუახევის მერიის ორგანიზებით გაიმართა. წყარო:”შუახევის  […]
sasamartlo
0

საკონსტიტუციო სასამართლომ ”რუსთავი 2”-ის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2’’- სა და შპს ‘’საქართველოს’’ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ოთხს მოსამართლეს თამარ საბუტაშვილს, ირინა იმერლიშვილს, მაია კოპალეიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. საქმე ეხება ‘’რუსთავი 2’’ -ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს ‘’საქართველოს’’ სარჩელს. მოსარჩელე მხარე სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის. საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი […]
26113855_504160876637079_2454936436950652887_n
0

საახალწლო ტკბილეული შუახევის სოც. სახლში მცხოვრები ბავშვებისთვის

რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახის მონახულებისა და კურორტ გომარდულის ოფიციალური გახსნის შემდეგ, ზურაბ პატარაძე შუახევის სოციალურ სახლს ესტუმრა და მეუღლესთან ერთად იქ მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო ტკბილეული გადასცა. შუახევის სოციალურ სახლში 50-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს. წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე“
xulo gamgeoba
0

ხულოს მერის მოადგილის ვაკანტური პოსტი

ამ დრომდე ვაკანტურია ხულოს მერის მოადგილეების პოზიცია. გოჩა მელაძე მათ წარდგენას თვის ბოლომდე გეგმავს. მისივე ინფორმაციით, შესაბამისი კადრები უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს. თვითმმართველობის არჩევნების დროს მერის ორი მოადგილე პარტიული სიის ხუთეულში იყვნენ, თამაზ აბაშიძე და ნოდარ მიქელაძე მუშაობას საკრებულოში აგრძელებენ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
nace mooz
0

ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წვერები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარის სახელმწიფო  აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ 2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატში და ოთხ სამინისტროში  თანამშრობლებზე პრემია-დანამატებიარამიზნობრივად გაიცა, ისე, რომ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია არ არსებობს. საუბარია დაახლოებით 2 მილიონ 800 ათას ლარზე. ნაციონალურ მოძრაობაში […]
alilo qedashi
0

“ალილოს” მსვლელობა ქედაში

დაბაში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი, მორწმუნეებთან ერთად, უძველეს საშობაო ტრადიციას – ალილოს მსვლელობას ამ წუთებშიც მართავს. მგალობლებს კალათებით მიეგებნენ ქედის თვითმმართველობაში. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა შობის დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს კიდევ ერთხელ მიულოცეს. ალილო ერთგვარი ქველმოქმედების ზეიმიცაა – საშობაო მსვლელობის მონაწილეები, შეგროვილ შესაწირს, დღის ბოლოს გაჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ. წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”
chav
0

ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში შუქნიშანი ისევ არ მუშაობს

მერიის  ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, დაზიანება სერიოზულია. საჭიროა მიწისქვეშა კომუნიკაციების შემოწმება, ამისთვის ექსპერტები უკვე მოიწვიეს და სამუშაოები ხვალ დაიწყება. გენო ჩხეიძის თქმით, ლაბორატორიულ შემოწმებას დროს დასჭირდება, სწორედ ექსპერტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი,  აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშანი როდის ჩაირთვება. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ შუქნიშანი რამდენჯერმე შეაკეთეს, თუმცა მალევე გაფუჭდა. ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთისას, პრობლემა […]
MERRII
0

ფრიდონ ფუტკარაძემ მერი ქარცივაძეს100 წლის იუბილე მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულში მცხოვრებ მერი ქარცივაძეს, დღეს, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. ქალბატონი მერი 1918 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში დაიბადა. არის ომის ვეტერანი, მიღებული აქვს ჯილდო. ჰყავს 12 შვილი,19 შვილიშვილი, 40 შვილთაშვილი და 26 შვილთაშვილისშვილი. 100 წლის ქალბატონს იუბილე შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა. ,,ქალბატონ მერის ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, შვილების, შვილიშვილების და […]
dac ter
0

2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ

2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე […]
dacva
0

სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი: დღეგამოშვებით გვამუშავებენ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეგამოშვებით ამუშავებენ. დაცვის თანამშრომლები სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტს იცავენ და მათი სამუშაო ცვლა 24 საათს გრძელდება. „ბოლო სამი თვეა ასეა, გამოვიძინებ თუ არა, ისევ სამსახურში ვარ წასასვლელი. უფროსებს რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ რეაგირება არ არის. სინამდვილეში ვაკანსიაა ბევრი და ახლების აყვანა არ უნდათ. აუდიტია ჩასატარებელი, სად მიდის ეს […]
bsu
0

ტრენინგი მოსწავლეებისათვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები პროექტით “ეპოქა და სამართალი” ესტუმრნენ დაბა შუახევის სკოლას, სადაც მე-10-11-12 კლასელებთან ჩაატარეს ინფორმაციული სახის ტრენინგი თემებზე: ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და “ჯინსების თაობა”. ტრენინგს თან ერთვოდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, დისკუსია და სხვა აქტივობები. შეხვედრის ბოლოს კი მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისთვის გადაეცათ სერთიფიკატები. ტრენინგები ასევე ჩატარდება შუახევის, ხელვაჩაურისა […]
boniii
0

ბონში 4 ქუჩის აბონენტებს წყალი ორი კვირაა არ მიეწოდებათ

ბათუმში 4 ქუჩის – მაიაკოვსკის, თაბუკაშვილს, მესხისა და სახოკიას ქუჩების აბონენტებს 6 იანვრის შემდეგ სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები აცხადებს, რომ ბათუმის წყალში ორი კვირაა ელოდებიან პაუხს რატომ შეუწყდათ წყალმომარაგება და როდის აღუდგებათ. აბონენტები ირწმუნებიან, რომ ეს დღეებია წვიმის წყალს იყენებენ. შპს “ბათუმის წყალში” ირწმუნებიან, რომ აბონენტებს წყალი აღდგენილი აქვთ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
chaxuteba
0

დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა!

21 იანვარს ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩახუტების საერთაშორისო დღის დამაარსებელია კევინ ზაბორნი. ეს დღე პირველად 1986 წლის 21 იანვარს, ამერიკის შტატ მიჩიგანში აღინიშნა და ძალიან მალე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. საერთაშორისო ჩახუტების დღის მთავარი იდეა ის არის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება ხშირად გამოხატონ გრძნობები ოჯახის, მეგობრების, ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანების მიმართ. საქართველო ჩახუტების საერთაშორისო დღეს უკვე რამდენიმე […]
10
0

აჭარაში “წლის სპორტსმენის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წლის სპორტსმენის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული გუნდები, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების მიზანია სპორტის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობაა. “სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდას. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ […]
gripi
0

ბათუმში, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსია. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ეპიდემიოლოგები საჭირო გამოკვლევებს ჩაატარებენ და სწორედ გამოკვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.