სპორტი110 Videos

chidaoba
0

კენჭაძე და მაჭარაშვილი ჭიდაობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ახალაგზრდებს შორის, პირველ სათამაშო დღეს, ნიკა კენჭაძემ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა ( 97 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში, კენჭაძემ თურქ კუჩუკილდიმირს 1:4 სძლია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. გივი მაჭარაშვილმა კი ასევე თურქ ჩიფჩი, დიდი ანგარიშით – 13:5 დაამარცხა და ისიც ფინალში იასპარეზებს. ამ წუთებში დაიწყება ნახევარფინალი, უკრაინელ […]
qeda2
0

ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები

2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. […]
chadrako
0

ოქროს ვარსკვლავი საჭადრაკო კლუბ ”ნონას”

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. პარიზში, ბიზნეს საინიციატივო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ “საერთაშორსო ხარისხის” კონფერენციაზე “სწორად წარმართული სტრატეგიისა და ეფექტური მენეჯმენტისთვის” სახელობის ჯილდო “ოქროს ვარსკვლავი” ბათუმის საჭადრაკო კლუბ “ნონა”-ს გადაეცა. ქართულმა კლუბმა 11 ქულა დააგროვა და პირველობა აზერბაიჯანულ “ოლდარ ურდუსთან” გაინაწილა. კლუბის შემადგენლობაში 7 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო შედეგები  ჩემპიონებმა  ნანა […]
26165325_2014973048781783_5568341808838515646_n
0

ხულოში წლის წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვეს

ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დაჯილდოვდნენ. მაგიდის ჩოგბურთში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ჭადრაკში მოღვაწე საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი საჩუქრები სულ 18 სპორტსმენსა და 5 მწვრთნელს გადაეცათ. წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”
sporti5
0

ვლადიმირ ვაისი: ეს თაობა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი, შვედეთთან შეხვედრამდე, 19-წლამდელების ვარჯიშს დაესწრო და მედიასთან გუნდის შესახებ ისაუბრა. ვაისის განცხადებით, ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ხარისხიანი თამაში აჩვენეს და ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. “ქართველმა ახალგაზრდებმა ხარისხიანი ფეხბურთი და კარგი ხასიათი აჩვენეს. მიუხედავად წაგებისა იგრძნობა, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც უკვე დიდი ხანია ქართული ფეხბურთის შესახებ […]
Shuaxevi
0

“საქართველოს თასი ლაშქრობაში”-ს ფინალში აჭარიდან მხოლოდ შუახევის გუნდი გადავიდა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო -,,რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს პროექტს – ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში” ახორციელებს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებს ადგილზე ჩაუტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი თამაშის სპეციფიკისა და პრინციპების შესახებ, ასევე, მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას ბუნებაში ორიენტირებისა და თვითგადარჩენის ხერხების შესახებ. პროექტის მოიცავს II ეტაპს. […]
shmagii
0

სამი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

  პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ. ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ალენ მირზოიანს შეხვდება, გობაძე თურქ ბურჰან აკბუდაკს დაეჭიდება, მძიმეწონოსანი პატარიძის მეტოქე კი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი რუსი […]
pataradze
0

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა- ოფიციალური ცერემონია

ამ წუთებში საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. საძირკველში სიმბოლურ კაფსულას უშვებენ. 99 მილიონ 448 ათას 408,56 ლარის ღირებულების მოედნის მშენებლობის დასრულება, რომელიც 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი 2020 წელს იგეგმება. დღევანდელ ცერემონიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები არიან მოწვეული. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ […]

ტურნირი მინი ფეხბურთში

ამხანაგური შეხვედრა მინი-ფეხბურთში. ერთმანეთს ერევნის 2017 წლის ჩემპიონი გუნდი ლეო და C ლიგის გამარჯვებული აჭარის ნაკრები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 9-ით 5 დასრულდა. “აჭარის ტელევიზია”
kalat
0

ტურნირი კალათბურთში

დაბა ხულოს საჯარო სკოლის სასპორტო დარბაზში გაიმართა მურმან თავართქილაძისა და გიორგი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში. ტურნირში მონაწილეობდა 6 გუნდი. პირველ ადგილზე გუნდი „იმედი“ გავიდა, მეორე ადგილი გამგეობის ახალგაზრდულ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამე – გუნდმა „მირაჟმა“ დაიკავა. ტურნირს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად […]
gode 1
0

ტურნირი სათხილამურო სპორტში

აჭარის ჩემპიონატი სათხილამურო სპორტში გოდერძის უღელტეხილზე. შეჯიბრება სამ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა. მასში ქედლების, გომარდულის და დანისპარაულისსასპორტო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თასის გათამაშების ოთხ ეტაპზე. ტურნირი, აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
chadraki
0

კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება. საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და […]
QVISHA
0

ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი 2017 იწყება

29-30 ივლისს ბათუმი მე-10, საიუბილეო ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ბათუმის „რაგბი არენაზე“ (ლეონიძის 5) გაიმართება. ტურნირი 14 საათზე გაიხსნება და თამაშები 19 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ინფორმაციით, წლევანდელ საერთაშორისო ტურნირში კაცთა 8 და ქალთა 4 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ბრიტანული, რუსული და თურქული გუნდები. კაცთა ტურნირის მონაწილეები არიან: მეკობრეები, თიბისელები, ვითიბი, წრე, […]
kons
0

“ბათუმის დინამოს” მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წაგებული მატჩები გახდა.  ინფორმაციას კლუბ „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი ადასტურებს. კონსტანტინ ფროლოვი ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ის ოდესის „ჩერნომორეცის“ საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი იყო. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xuloo
0

ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 789 760 ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 579 150 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნადიმ ვასაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაცია ექსპლუატაციას მოხმარდება, რისთვისაც 3 299 864 ლარია გამოყოფილი. ინფრასრტუქტურულ მშენებლობებში ძირითადი მიმართულება: ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას და მუნიციპალიტეტის ცენტრის კეთილმოწყობას გულისხმობს. ჯანმრთელობის […]
burti
0

“იაგელონია” VS “დინამო”

დღეს პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. იაგელონია ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა და პოლონელებმა მინიმალური ანგარიშით 1-ით ნოლი გაიმარჯვეს. ბათუმელებს შემდეგი ეტაპზე გასასვლელად 2 ბურთის გატანა სჭირდება სტუმრად. მატჩი საქართველოს დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია […]
wyalburtelebi
0

წყალბურთის საერთაშორისო ტურნირი პეტრე ბრეუსის თასზე

ბათუმში პეტრე ბრეუსის თასზე წყალბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. საუკეთესო ნომინაციებში გამოვლენილ სპორტსმენებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ტურნირის გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა გადასცა. პეტრე ბრეუსის თასზე წყალბურთის საერთაშორისო ტურნირი 21-დან 28 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. ღონისძიება სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც […]
shmagii5
0

შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

შმაგი ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია. ოლიმპიურმა პრიზიორმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ალენ მირზოიანი 2-0 დაამარცხა. წყარო:”GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია“
sta
0

ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ,,ხორუმის” კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო […]
FB_IMG_1500273337511
0

“დაიწყე დილა ჯანსაღად”

ქობულეთში ცენტრალურ პარკში დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე დილის გამამხნევებელი ვარჯიშები მიმდინარეობს. სპორტული აქტივობა 15 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ღონისძიება ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მიმდინარეობს.

ოფროუდის საერთაშორისო ჩემპიონატში გამარჯვებულები

თურქეთის ქალაქ ართვინში გამართულ ოფროუდის საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოდან სამი ეკიპაჟია გამარჯვებული. მათ შორის პირველ საპრიზო ადგილზე S 3 კატეგორიაში ბათუმელმა ოფროუდერებმა მირზა ნაკაშიძე და დათო კახიძე გავიდა. იგივე კატეგორიაში მესამე ადგილი გიგი სვანმა და გიორგი ლონდარიძემ მოიპოვა. S 2 კატეგორიაში კი მესამე ადგილზე გრეგორ მშვენიერაძე და შოთა მაჭარაშვილი გავიდა.  შეჯიბრში სულ 4 ქვეყნის 70 ეკიპაჟი მონაწილეობდა. მათ […]
spo
0

ქედელი სპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება მაგიდის ჩოგბურთში

ქუთაისის ღია პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში, ვაიოს სექციის სპორტსმენებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს. გოგონათა შორის პირველი ადგილი – ელზა მახაჭაძემ მოიპოვა; ვაჟთა შორის პირველობა კვლავ არავის დაუთმო -ანრი დევაძემ; მეორე ადგილს დაჯერდა მარი დავითაძე; მესამე ადგილს ლინდა ჩიკვაიძე; წყვილთა შორის პირველობა არავის დაუთმეს ელზა მახაჭაძემ და ლინდა ჩიკვაიძემ წყვილთა შორის მესამე ადგილი მოიპოვა ანრი დევაძემ – ანრი […]

ხელვაჩაურში ხელბურთელთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

ხელვაჩაურის სპორტსკოლაში სტარტი აიღო ცნობილი ხელბურთელის ოთარ ფაღავას სახელობის საერთაშორისო ტურნირმა ხელბურთში. შეჯიბრება 16 წლამდე ასაკის გუნდებს შორის მიმდინარეობს. ტურნირი 3 დღეს გაგრძელდება და მასში ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს.
maratono
0

იყავი ჯან-მრთელი – მარათონი დეპუტატების მონაწილეობით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ილია ვერძაძემ, ბათუმში, მარათონულ გარბენში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის – ფატი ხალვაშის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ მარათონში „იყავი ჯან-მრთელი“ , 2 კილომეტრიან დისტანციაზე 50-მდე მსურველმა ირბინა. ქალებსა და ვაჟებს შორის გამოვლენილი გამარჯვებულები ორგანიზატორმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს. “აჭარის უმაღლესი საბჭო”
moedan
0

ახალი სპორტული მოედნი ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე

 ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო მოედნის მშენებლობა, კაპიტალური ღობის, ხელოვნური საფარის, ფეხბურთისა და კალაბურთის ფარების მოწყობა. გარდა ამისა, უკვე დასრულდა ორი სპორტული მოედნის კაპიტალური რეკონსტრუქცია თევდორე აჭარელისა და აკაკი შანიძის ქუჩებზე. მიმდინარე წელს ქალაქის ტერიტორიაზე ჯამში ხუთი სპორტული მოედნის კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩატარდა. ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მიმდინარე […]
lasha
0

2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოკითხვა დაიწყო. იმისთვის, რომ ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული მოიპოვოს, საჭიროა თქვენი აქტიურობა. საამისოდ გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. 1. გახსენით ქვემოთ მომცემული ლინკი 2. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ ნომინანტთა შორის მონიშნეთ ლაშა ტალახაძე. ასევე აუცილებელია 1 ნებისმიერი ძალოსანი […]

ტურნირი მკლავჭიდში

ბათუმში რამდენიმე წუთის წინ სტარტი აიღო შეჯიბრება მკლავჭიდში. მონაწილეები აჭარის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. “აჭარის ტელევიზია”
chidaba
0

გურულმა და აბულაძემ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჭაბუკებს შორის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა, ბექა გურულმა (54კგ) და ოთარ აბულაძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ბექა გურულმა (54 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა 1:10 წუთში აშკარა უპირატესობით, მექსიკელი მიგელ უგალდე აგუილარი 8-0 დაამარცხა. ოთარ აბულაძემ […]
sporcmenebi
0

მოჭიდავეები საქართველოში დაბრუნდნენ

მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში , გამთენიისას 5:05 საათზე ვარშავის რეისით ჩამოფრინდება. მსოფლიოს ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ვიცე-ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (75 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ). გუნდური ჩათვლა 1) საქართველო 2) რუსეთი 3) თურქეთი წყარო:”GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია“
71567983_482669802578112_5563816839873560576_n
0

თორნიკე რიჟვაძე: “ფეხბურთი აჭარაში განვითარების ახალ საფეხურზე გადავა”

ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ეროვნული ლიგის სეზონის მთავარი მატჩის დაწყებამდე საზეიმო ცერემონიალი მოეწყო. ხელი მოეწერა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას და ბათუმის დინამოს სპონსორს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარებას აჭარაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას. მემორანდუმს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და კომპანია „ლამინის“ გენერალურმა […]

“ბეთლემი” 1:1 “კოლხეთი”

1 : 1 დასრულდა შეხვედრა ქედის “ბეთლემსა” და ხობის “კოლხეთს” შორის. ქედის ” ბეთლემი” სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შემდეგი შეხვედრა “ბეთლემს” 24 ივლისს ხონის “იმერეთთან” ექნება. “აჭარის ტელევიზია”
ragbi tur
0

რაგბის დასავლეთ რეგიონალური ტურნირი

ბათუმი „არენა“ რაგბის სტადიონზე სტარტი აიღო ცნობილი მორაგბის ამიან ალანიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა “შვიდკაცა” რაგბის დასავლეთ რეგიონალურმა ტრადიციულმა ტურნირმა. ტურნირი 2002-2003 წწ დაბადებულთა შორის მიმდინარეობს და მასში ბათუმის,ქუთაისის, ოზურგეთის,ჩოხატაურის, ჩაქვისა და ქედის 9 გუნდი ღებულობს მონაწილეობას. ტურნირი 2016 წელს აჭარის რაგბის განვითარების საქველმოქმედო ფონდი “დელფინების” პრეზიდენტის ზვიად უნგიაძის ინიციატივით დაარსდა და ტრადიციული ხასიათი შეიძინა. ტურნირის გახსნას […]
biuuu
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 ლარს შეადგენს. ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა […]

ბათუმის ”დინამო” დღეს პოლონეთის ”იაგელონიას” დაუპირისპირდება

ბათუმის “დინამო” დღეს  პოლონეთის “იაგელონიას” შეხვდება. თამაში ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე  20:00 საათზე დაიწყება. ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრებმა შეკრება უკვე დაიწყეს. უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რანგით მეორე ტურნირია. თამაშის უფლება “დინამო ბათუმმა” გასული წლის დეკემბერში მოიპოვა. საკლუბო ტურნირი ორ მატჩიანია საპასუხო შეხვედრას დინამო ბათუმი 6 ივლისს პოლონეთში გამართავს. “აჭარის ტელევიზია”

ქვიშის რაგბის ფესტივალი

ქვიშის რაგბიში მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დღეს დასრულდება. შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი 4 საათზე რაგბი არენაზე დაიწყება. ტურნირში 4 ქვეყნიდან მამაკაცთა და ქალთა გუნდები მონაწილეობს. შეჯიბრება სარაგბო კლუბ “ბათუმი”-ს ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. რამდენიმე დღის წინ აჭარის ქვიშის რაგბის კავშირი შეიქმნა რომელსაც კახაბერ კოტრიკაძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, რეგიონს როგორც გოგონათა ასევე ვაჟთა გუნდი ეყოლება. ფესტივალი […]
aslan baladze
0

ბათუმის ”დინამოს” ასლან ბალაძე გაწვრთნის

ბათუმის ”დინამოს” სეზონის ბოლომდე ასლან ბალაძე გაწვრთნის,რომელსაც იური მამინაშვილიდაეხმარება.  – ამის შესახებ პირველ არხს ბათუმელთა გუნდის სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ განუცხადა. 57 წლის ასლან ბალაძე 2-ჯერ იყო ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, მუშაობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ბოლო პერიოდში ბათუმური კლუბის სისტემაში მუშაობდა. ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წაგებული მატჩები გახდა. […]
shmagi
0

შმაგი ბოლქვაძემ, ევროპის ვიცე-ჩემპიონი თორნიკე ჯანგავაძე დაამარცხა

ქალაქ თბილისში, ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც აქტიურად არიან ჩართული ხულოს მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები. 67 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ, ევროპის ვიცე-ჩემპიონი თორნიკე ჯანგავაძე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”

ტურნირი ძიუდოში

ბათუმში, სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში დასრულდა. გამარჯვებისთვის 5 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი იბრძვის. “აჭარის ტელევიზია”
kalatburti
0

ევრობასკეტი: საქართველომ ისრაელს ოვერტაიმში მოუგო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრობასკეტზე უმნიშნველოვანესი დაპირისპირება მასპინძელ ისრაელს ოვერტაიმში მოუგო. ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში ანგარიშის წაყვანა ვერ შეძლეს. მეტოქესთან გათანაბრება და წინ გასვლა კი მეოთხე მეოთხედში შეძლეს. ილიას ზუროსის გუნდი ისრაელთან შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე 87:86 მარცხდებოდა, დიქსონის სამ ქულიანმა საქართველო წინ გაიყვანა – 87:89. წუთშესვენების შემდეგ, ისრაელთა ნაკრების თავკაცმა მოედანზე ხუთი მსროლელი შემოიყვანა, […]
stadioni
0

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის დღევანდელი, 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ანაგი“ გამოვლინდა ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად. შპს „სტადიონის“ განცხადებით, დახურულ [აუქციონის გარეშე] ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი „ანაგმა“ დააფიქსირა. შესყიდვის ბიუჯეტი 101 მილიონ  700 ათასი ლარი იყო, კომპანიამ კი ფასი 99 მილიონ 448 ათას 549 ლარამდე დაწია. მიიღეს თუ არა სხვა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა, […]
sportuli kompleqsi
0

ახალი სპორტული კომპლექსის პროექტი

სპორტული სკოლის პროექტის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება და 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი.კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება. “აჭარის ტელევიზია”
shavadze
0

ტარიელ შავაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის ტარიელ შავაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა 70 კგ-კატეგორიის ფინალში სომეხი არამიას პოღოსიანი 1-0 დაამარცხა, მანამდე კი ფრანგ ფრედერიკ მიშელ პაულს 3-0, ნორვეგიელი ანდრეს ჰამერს 8-0 და თურქ ერგუდერ ბეკისდამატს 10-0 მოუგო. 1993 წელს ვერ ჩაუსწრო საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატს. 2001 წელს 15 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა […]
gom
0

მუნიციპალიტეტის ღია პირველობა სათხილამურო სპორტში

სოფელ გომარდულში მუნიციპალიტეტის ღია პირველობა სათხილამურო სპორტში გაიმართა, სადაც ადგილობრივი სასპორტო სკოლის ჯგუფები მონაწილეობდნენ. ტურნირი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხადაჭერითა და ა(ა)იპ შუახევის სასპორტო სკოლის ორგანიზებით სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მოეწყო.  გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და მერის მოადგილემ რუსუდან შავაძემ გადასცეს. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”
keda-c
0

ქედის გოგონათა ნაკრები მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017”-ის ფარგლებში, ქედის გოგონათა ნაკრებმა გუნდმა 27 ივნის ქუთაისში პირველი ადგილი მოიპოვა და სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მაგიდის ჩოგბურთში დაიმსახურა. დასავლეთის ზონის პირველი ადგილის დამაჯერებლად მოპოვების შემდეგ, აღმოსავლეთის გამარჯვებულ გუნდებთან ფინალური თამაშები გამართა და უპირატესი გამარჯვებები ზედიზედ ორჯერ მოიპოვა. შედეგად 4 სპორტსმენი ვაიოს სექციიდან: ლინდა ჩიკვაიძე, ელზა მახაჭაძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი მომავალ წელს მალტაში […]
dasuf
0

ქალაქის ქუჩების დასუფთავება აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქის ქუჩების დასუფთავებითი სამუშაოები გრძელდება. მოწესრიგდა ე.წ. ჭაობის მიმდებარე ტერიტორია და ძველი ბათუმის ქუჩები. სამუშაოები შპს “სანდასუფთავების” სამსახურმა შეასრულა. ‘ბათუმის მერია’
8
0

ხორვატიაში საქართველოს ახალგაზრდა ძიუდისტებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით გამოვიდა და ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჯაპა პაპინაშვილი (55 კგ), რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი ნატიგ გურბანლი დაამარცხა, მანამდე კი ფრანგ, ბრაზილიელ, მონღოლ და ყაზახ მეტოქეებს სძლია. ბაგრატ […]
kaburti
0

საკალათბურთო სუპერლიგა – „ბათუმი“ VS თბილისის „დინამო“

დღეს,  საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ბათუმი“ რიგით მე-15 შეხვედრას გამართავს. ბათუმელები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს 22-22 ქულა აქვს ჩემპიონატში, ისინი მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. “ბათუმის” საკალათბურთო გუნდი მოწინავე ოთხეულში ადგილის დასაკმკვიდრებლად იბრძვის. შეხვედრა ბათუმის სასპორტო სკოლაში 18:30 საათზე დაიწყება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
basharuli,
0

ნინო ბაშარულის კონცერტი

ბათუმმა ნინო ბაშარულის და ბოშური დინასტიის ვირტუოზების ერთობლის პროექტს უმასპინძლა. მუსიკოსების რეპერტუარში ბოშური და ქართული ელემენტების სინთეზია. უცხოელი მუსიკოსები პოპვარსკვლავ მადონას ბენდში უკრავენ და ისინი ამჯერად ქართველი შემსრულებლით დაინტერესდნენ. ერთობლივი პროეტის ფარგლებში მოეწყობა მსოფლიო ტურნე, რომელიც სტარტს საქართველოდან აიღებს. “რადიო აჭარა”
bego
0

ბეგლარ ელბაქიძე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს

ბეგლარ ელბაქიძე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს. მოცურავემ სტარტი ბათუმში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და ანბანის კოშკთან დაასრულებს. მისი წინა რეკორდი 8 კილომეტრ ნახევარს შეადგენს, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაში მხოლოდ ფეხების დახმარებით გადაცურა. ახლა კი, აქამდე არსებული შედეგის 2 კილომეტრით გაუმჯობესებას აპირებს. 57 წლის მოცურავე აღნიშნული დისტანციის დაფარვას 5-6 საათში გეგმავს. “აჭარის ტელევიზია”
chadraki
0

მომავალ წელს მოჭადრაკეთა ტურნირის ჩატარება ხულოში იგეგმება

საჭადრაკო კლუბმა ”ნონა” ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირს უმასპინძლა. პირველობისთვის 12 წლამდე ასაკის 43-მა მოჭადრაკემ სხვადასხვა კატეგორიაში იასპარეზა. ორგანიზატორების თქმით, ტურნირის მიზანი ხულოს სოფლებში მცხოვრები ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნული სახლის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებს შორის ურთიერთობის გაღრმავება არის. მომავალ წელს ტურნირის ჩატარება ხულოში იგეგმება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
FB_IMG_1500359615656
0

სამთო ბანაკი რაჭაში

ბათუმის მერიის თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები რაჭის სამთო ბანაკში გაემგზავრნენ. ბანაკი 23 ივლისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 25 ახალგაზრდა მიიღებს. სამთო ბანაკის წევრები სხვადასხვა ფიზიკურ და ინტელექტუალურ აქტივობაში ჩაერთვებიან, დაეუფლებიან სამთო ხელოვნებას, კლდეზე ცოცვას, მწვერვალის დალაშქვრასა და მდინარეზე თოკით გადასვლას. გარდა ამისა, კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყობა სახალისო და ინტელექტუალური თამაშები. მონაწილეები ა(ა)იპ […]
moe
0

ბათუმის “დინამო” გორის “დილას” დაუპირისპირდება

ხვალ, “რაგბი-არენაზე”  ბათუმის “დინამო” გორის “დილას” შეხვდება. ორივე გუნდი ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. “დინამომ” ეროვნული ლიგის 29-ე ტურისთვის მოსამზადებელი ვარჯიში უკვე გაიარა. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება, მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ხვალ მთავარი 21 საათზე ეთერში არ გავა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
SHAUASPO
0

შუახევში წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვს

შუახევის მერიაში 2017 წლის საუკეთესო წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  ფულადი ჯილდოები გადაეცათ მაღალი სპორტული მიღწევების მქონე 13 სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის და რეგიონის სპორტის განვითარებაში. საუკეთსო სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ და რუსუდან შავაძემ დააჯილდოვეს. ღონისძიება შუახევის მერიის ორგანიზებით გაიმართა. წყარო:”შუახევის  […]
krivi
0

საერთაშორისო ტურნირი კრივში „ბათუმის თასი 2017“.

აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის ორგანიზებით  4-8 ივლისის ჩათვლით ქ. ბათუმში, სპორტულ ცენტრში ტარდება საერთაშორისო ტურნირი კრივში – „ბათუმის თასი 2017“. ტურნირის, რომელიც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ტარდება, მიზანია მეზობელი რეგიონების სპორტსმენებს შორის ურთიერთობების გამყარება და საუკეთესო სპორტსმენების შერჩევა. “აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო”
stadioni
0

ბათუმში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “აიპრესთან” ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, რომელიც სამხარაულის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს, სულ რამდენიმე დღეში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გარევიზიებული საბოლოო პროექტი იქნება მზად. ზურაბ პატარაძე: “ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ჩვენ ამ პროექტს მივიღებთ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, ერთად ვიზეიმოთ […]
qeda tur
0

გურამ ჯიჯავაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქედაში

გურამ ჯიჯავაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ქედის სასპორტო სკოლაში ორი დღეა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ქედის, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სპორტსმენები ღებულობდნენ. შეჯიბრში სხვადასხვა წონით კატეგორიაში, სულ 84 სპორტსმენი მონაწილეობდა. ღონისძიება გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”
rag
0

ბათუმი 6 :11 ტიმოშოარა

სარაგბო კლუბი “ბათუმი” რუმინეთის “ტიმიშოარა-სარასენსთან”  5 ქულიანი სხვაობით ანგარიშით 6-11 დამარცხდა. კონტინენტის ფარის პლეიოფის პირველი მატჩი ბათუმის “რაგბი არენაზე: გაიმართა. ბათუმელი მორაგბეებიდან ორი ჯაიმა ბახვა კობახიძემ გაიტანა და გუნდს 6 ქულა მოუტანა, ხოლო სტუმრებიდან ლელოთი ანდრეი რედოი გამოირჩეოდა, ჯოდი როუზმა კი გარდასახა. ერთი ჯარიმა კი გაბრიელ კონაკემ გაიატანა. განმეორებითი შეხვედრა რუმინეთში 20 იანვარს გაიმართება  წყარო:”აჭარის ტელევიზია”
turniri
0

საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში

აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქ. ბათუმში, ფრენბურთის მოედანზე გაიმართება საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში. ჩემპიონატი მიზნად ისახავს ქალთა ფრენბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით. “აჭარის ა.რ.სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი”
mklavchidi
0

მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი ზუგდიდელი დავით სამუშია გახდა

უნგრეთში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა, დავით სამუშიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამუშია 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მან ფინალურ შერკინებაში ლიტველი სპორტსმენი დაამარცხა. ცნობისთვის, დავით სამუშია 2017 წლის 20 მაისს  მკლავჭიდში  ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელიც პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში გაიმართა. “აჭარის ტელევიზია”
chida
0

რეზო წულუკიძე 100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის მეორე ადგილის მფლობელია

თბილისში, ფრენბურთის არენაში ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს და უცხოეთის 80 უძლიერესი ფალავანი იღებდა მონაწილეობას. აბსოლუტურ ფალავნობაში, რომელიც ოთხ წონით კატეგორიაში – 80 კგ, 90 კგ, 100 კგ. +100 კგ გაიმართა, აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის დიდების ნაკრებიც ასპარეზობდა. 100 კგ. წონით კატეგორიაში, აჭარის დიდების ნაკრების წევრმა რეზო წულუკიძემ, მე-2 ადგილი […]
arbits
0

არბიტრაჟი, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი – დისკუსია ბათუმში

ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფინალური ღონისძიება გაიმართა. შეხვადრაზე არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ და დავის პროცესში წარმოქმნილ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობდა. არბოტრაჟის უპირატესობაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის თანადირექტორმა პაატა კოპალეიშვილმა ისაუბრა. „არბიტრაჟის პრაქტიკა იმ გლობალურ ეკონომიურ მიზნებში ჯდება, რაც საქართველოს გააჩნია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებთან […]
bat dinamo
0

ბათუმის ”დინამომ” გორის ”დილა” დაამარცხა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშება განახლდა. 29-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ბათუმის „რაგბი არენაზე“  ბათუმის  “დინამომ“ უშუალო კონკურენტს, გორის „დილას“ უმასპინძლა. დინამო 57-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა დააწინაურა – 1:0.  89-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გორის ”დილას”  მცველს, გოდერძი მაჩაიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, “დინამომ” 1:0 გაიმარჯვა და 32 ქულა დააგროვა. გუნდმა “დილასთან” […]
DAAA
0

აჭარაში სპორტის 2017 წლის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარაში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვა. ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძეც მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის კომისიის მიერ საგანგებოდ შეირჩა როგორც სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, ფედერაციები და ჟურნალისტები. სხვადასხვა ნომონაციაში დაჯილდოვდა […]

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით,  1800 ლარი 23 ივნისს ხაზინაში გადარიცხა. ”რა თქმა უნდა არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგრამ  ვერ დავუშვებდი რომ, თუნდაც ერთ ადამიანს ჩემი საქმიანობის შესახებ კითხვები დარჩენოდა.” ირაკლი მიქელაძის თქმით, ის სამი თვის განმავლობაში გერმანიაში ოჯახური მიზეზების გამო იმყოფებოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის […]
sas
0

ბათუმში, ღამის კლუბში პოლიციელი დაჭრეს

ერთ-ერთ ღამის კლუბში სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ დაჭრილი კაცი, რომელიც პოლიციელის ფორმაში იყო, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში, პოლიციელის დაჭრის […]
fex
0

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ელიტ-რაუნდშია

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს. ქართველმა 17-წლამდელებმა, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში მონტენეგროს 2:0 სძლიეს და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მეორე ტურშივე მოიპოვეს. ანგარიში 28-ე წუთზე დავითაშვილმა გახსნა, მეორე ტაიმის განახლებიდან მალევე კი კვარაცხელიამ საქართველოს უპირატესობა ორამდე გაზარდა. საკვალიფიკაციო ეტაპს, საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს, იტალიასთან დაპირისპირებით დაასრულებს. ელიტ-რაუნდის საგზურს ქვეჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. […]
CHEMPIONII
0

ზამთრის თასი 2018 – საქართველო ჩემპიონია!

ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშება ტრადიციულად უცხოელი და ქართველი ვარსკვლავების ტურნირით დასრულდა. წლევანდელ ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან ერთად, ესპანეთის, იტალიის, უკრაინის, თურქეთისა და უეფას გუნდები ასპარეზობდნენ. საქართველოს ნაკრები „ა“ ჯგუფში იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან მოხვდა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველ შეხვედრაში იტალია დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 7:6 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან პოკერით ალექსანდრე იაშვილი გამოირჩა, თითო გოლი ზურაბ […]
iobi
0

მინი სტადიონების რეაბილიტაცია ქედაში

მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ცხემნისა და ორცვის მოედნების მოწყობა დასრულდა. ქედის გამგეობის პრესცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე სოფელ უჩხითში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. “ტვ 25”
sab
0

„Be Active In Georgia“ ბათუმში სპორტულ ღონისძიებებს გეგმავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს პაატა ცივაძეს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახა ბასილიასა და ეგვიპტის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს მუხამედ საიდს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები – ნინო ჩხეტია, ვლადიმერ მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე და ვახტანგ წულაძე ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო […]