სპორტი110 Videos

match
0

‘’მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ საქველმოქმედო მატჩი დღეს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ. მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი. მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, […]
FB_IMG_1500273337511
0

“დაიწყე დილა ჯანსაღად”

ქობულეთში ცენტრალურ პარკში დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე დილის გამამხნევებელი ვარჯიშები მიმდინარეობს. სპორტული აქტივობა 15 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ღონისძიება ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მიმდინარეობს.
Shuaxevi
0

“საქართველოს თასი ლაშქრობაში”-ს ფინალში აჭარიდან მხოლოდ შუახევის გუნდი გადავიდა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო -,,რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს პროექტს – ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში” ახორციელებს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებს ადგილზე ჩაუტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი თამაშის სპეციფიკისა და პრინციპების შესახებ, ასევე, მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას ბუნებაში ორიენტირებისა და თვითგადარჩენის ხერხების შესახებ. პროექტის მოიცავს II ეტაპს. […]
kons
0

“ბათუმის დინამოს” მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წაგებული მატჩები გახდა.  ინფორმაციას კლუბ „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი ადასტურებს. კონსტანტინ ფროლოვი ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ის ოდესის „ჩერნომორეცის“ საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი იყო. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

“ბეთლემი” 1:1 “კოლხეთი”

1 : 1 დასრულდა შეხვედრა ქედის “ბეთლემსა” და ხობის “კოლხეთს” შორის. ქედის ” ბეთლემი” სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შემდეგი შეხვედრა “ბეთლემს” 24 ივლისს ხონის “იმერეთთან” ექნება. “აჭარის ტელევიზია”
burti
0

“იაგელონია” VS “დინამო”

დღეს პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. იაგელონია ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა და პოლონელებმა მინიმალური ანგარიშით 1-ით ნოლი გაიმარჯვეს. ბათუმელებს შემდეგი ეტაპზე გასასვლელად 2 ბურთის გატანა სჭირდება სტუმრად. მატჩი საქართველოს დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია […]
sab
0

„Be Active In Georgia“ ბათუმში სპორტულ ღონისძიებებს გეგმავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს პაატა ცივაძეს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახა ბასილიასა და ეგვიპტის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს მუხამედ საიდს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები – ნინო ჩხეტია, ვლადიმერ მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე და ვახტანგ წულაძე ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო […]
rag
0

„ბათუმის“ ისტორიული გამარჯვება რაგბიში

ბათუმის „ბათუმმა“ რაგბი არენაზე რუმინული გუნდი „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც კონტინენტის ფარის ფლეი ოფში გადავიდა. თამაშს უკვე უწოდეს ისტორიული ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში. თავდაპირველად თამაში რუმინელების უპირატესობით წარიმართა. პირველი ლელოც რუმინელებმა დადეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში. თუმცა შემდეგ, „ბათუმმა“ ჯერ საჯარიმო დარტყმით მოიპოვა პირველი სამი ქულა, მოგვიანებით კი ბექა მამრიკიშვილის ლელომ […]
shuaxevi1
0

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა. მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 994 784 ლარი დაიხარჯა,განხორციელდა ტომაშეთის და მახალაკიძეების სოფლების წყალმომარაგების პროექტი. 5 სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს :- სხალთის ხეობიდან ფურტიო – ბუთურაული – ნენიის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა და სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის […]
lasha
0

2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოკითხვა დაიწყო. იმისთვის, რომ ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული მოიპოვოს, საჭიროა თქვენი აქტიურობა. საამისოდ გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. 1. გახსენით ქვემოთ მომცემული ლინკი 2. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ ნომინანტთა შორის მონიშნეთ ლაშა ტალახაძე. ასევე აუცილებელია 1 ნებისმიერი ძალოსანი […]
arbits
0

არბიტრაჟი, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი – დისკუსია ბათუმში

ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფინალური ღონისძიება გაიმართა. შეხვადრაზე არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ და დავის პროცესში წარმოქმნილ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობდა. არბოტრაჟის უპირატესობაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის თანადირექტორმა პაატა კოპალეიშვილმა ისაუბრა. „არბიტრაჟის პრაქტიკა იმ გლობალურ ეკონომიურ მიზნებში ჯდება, რაც საქართველოს გააჩნია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებთან […]
DAAA
0

აჭარაში სპორტის 2017 წლის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარაში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვა. ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძეც მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის კომისიის მიერ საგანგებოდ შეირჩა როგორც სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, ფედერაციები და ჟურნალისტები. სხვადასხვა ნომონაციაში დაჯილდოვდა […]
ofroudi
0

აჭარის ღია პირველობა „ოფროუდში“

„ოფროუდში“ აჭარის ღია პირველობის მე-3 დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მონაწილეობას იღებდენ სპორტსმენები მთელი საქართველოდან და მეზობელი თურქეთიდან. ღონისძიების მასპინძელი აჭარის ოფროუდ ფედერაცია იყო. შეჯიბრის ერთი ტური ჩატარდა ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულზე. მეორე – გონიოში, ხოლო მესამე, დასკვნითი ტური სოფელ ჭარნალში დღეს გაიმართა. აჭარის ოფროუდ ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, მირზა ნაკაშიძის თქმით, როგორც აღჭურვილობას, ასევე ტურნირის ორგანიზებასა და საჩუქრებს […]
ragbi tur
0

აჭარის ღია ჩემპიონატი რაგბიში

აჭარის ღია ჩემპიონატი რაგბიში. 2001- 2002 წლებში დაბადებულ მორაგბეთა და საფესტივალო ასაკობრივ ჯგუფებს შორის  შეჯიბრება  გრძელდება. დღეს  ორი შეხვედრა ჩატარდა,  პირველ  შეხვედრაში ჩოხატაურის ,,ღონე”-მ  ანგარიშით 8:0 დაამარცხა  ფოთის ,,კოლხი რაინდები”. მეორე შეხვედრაში კი ჩაქველმა მორაგბეებმა გაიმარჯვა, 14 ქულიანი სხვაობით 21:7 ფურტიოს  გუნდი დამარცხდა. აჭარის ღია ჩემპიონატი რაგბში 25 წლის შემდეგ პირველად ტარდება და მასში 5 გუნდი მონაწილეობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
moedan
0

ახალი სპორტული მოედნი ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე

 ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო მოედნის მშენებლობა, კაპიტალური ღობის, ხელოვნური საფარის, ფეხბურთისა და კალაბურთის ფარების მოწყობა. გარდა ამისა, უკვე დასრულდა ორი სპორტული მოედნის კაპიტალური რეკონსტრუქცია თევდორე აჭარელისა და აკაკი შანიძის ქუჩებზე. მიმდინარე წელს ქალაქის ტერიტორიაზე ჯამში ხუთი სპორტული მოედნის კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩატარდა. ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მიმდინარე […]
sportuli kompleqsi
0

ახალი სპორტული კომპლექსის პროექტი

სპორტული სკოლის პროექტის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება და 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი.კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება. “აჭარის ტელევიზია”
FORMEBI
0

ახალი სპორტული ფორმების კომპლექტი რაგბისტებს

ბათუმის რაგბის მოედანზე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა აჭარაში მოქმედ 34 სპორტის ფედერაციას საზეიმო ვითარებაში გადასცა სპორტული ფორმების კომპლექტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და აჭარის მთავრობის […]
sta
0

ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი

ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ,,ხორუმის” კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო […]
rag
0

ბათუმი 6 :11 ტიმოშოარა

სარაგბო კლუბი “ბათუმი” რუმინეთის “ტიმიშოარა-სარასენსთან”  5 ქულიანი სხვაობით ანგარიშით 6-11 დამარცხდა. კონტინენტის ფარის პლეიოფის პირველი მატჩი ბათუმის “რაგბი არენაზე: გაიმართა. ბათუმელი მორაგბეებიდან ორი ჯაიმა ბახვა კობახიძემ გაიტანა და გუნდს 6 ქულა მოუტანა, ხოლო სტუმრებიდან ლელოთი ანდრეი რედოი გამოირჩეოდა, ჯოდი როუზმა კი გარდასახა. ერთი ჯარიმა კი გაბრიელ კონაკემ გაიატანა. განმეორებითი შეხვედრა რუმინეთში 20 იანვარს გაიმართება  წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ბათუმის ”დინამო” დღეს პოლონეთის ”იაგელონიას” დაუპირისპირდება

ბათუმის “დინამო” დღეს  პოლონეთის “იაგელონიას” შეხვდება. თამაში ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე  20:00 საათზე დაიწყება. ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრებმა შეკრება უკვე დაიწყეს. უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რანგით მეორე ტურნირია. თამაშის უფლება “დინამო ბათუმმა” გასული წლის დეკემბერში მოიპოვა. საკლუბო ტურნირი ორ მატჩიანია საპასუხო შეხვედრას დინამო ბათუმი 6 ივლისს პოლონეთში გამართავს. “აჭარის ტელევიზია”
bat dinamo
0

ბათუმის ”დინამომ” გორის ”დილა” დაამარცხა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშება განახლდა. 29-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ბათუმის „რაგბი არენაზე“  ბათუმის  “დინამომ“ უშუალო კონკურენტს, გორის „დილას“ უმასპინძლა. დინამო 57-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა დააწინაურა – 1:0.  89-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გორის ”დილას”  მცველს, გოდერძი მაჩაიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, “დინამომ” 1:0 გაიმარჯვა და 32 ქულა დააგროვა. გუნდმა “დილასთან” […]
aslan baladze
0

ბათუმის ”დინამოს” ასლან ბალაძე გაწვრთნის

ბათუმის ”დინამოს” სეზონის ბოლომდე ასლან ბალაძე გაწვრთნის,რომელსაც იური მამინაშვილიდაეხმარება.  – ამის შესახებ პირველ არხს ბათუმელთა გუნდის სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ განუცხადა. 57 წლის ასლან ბალაძე 2-ჯერ იყო ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, მუშაობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ბოლო პერიოდში ბათუმური კლუბის სისტემაში მუშაობდა. ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წაგებული მატჩები გახდა. […]
moe
0

ბათუმის “დინამო” გორის “დილას” დაუპირისპირდება

ხვალ, “რაგბი-არენაზე”  ბათუმის “დინამო” გორის “დილას” შეხვდება. ორივე გუნდი ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. “დინამომ” ეროვნული ლიგის 29-ე ტურისთვის მოსამზადებელი ვარჯიში უკვე გაიარა. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება, მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ხვალ მთავარი 21 საათზე ეთერში არ გავა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
biuuu
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 ლარს შეადგენს. ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა […]
pataradze
0

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა- ოფიციალური ცერემონია

ამ წუთებში საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. საძირკველში სიმბოლურ კაფსულას უშვებენ. 99 მილიონ 448 ათას 408,56 ლარის ღირებულების მოედნის მშენებლობის დასრულება, რომელიც 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი 2020 წელს იგეგმება. დღევანდელ ცერემონიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები არიან მოწვეული. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ […]
batumis stadioni
0

ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის 101 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

შპს “სტადიონმა” ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, გუშინ, 19 ოქტომბერს გამოცხადდა.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი უნდა ააგოს. ტენდერის პირობების თანახმად, დაინტერესებულმა კომპანიამ სტადიონი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელსა და 10 თვეში, 2020 წელს უნდა ჩააბაროს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა. სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 101`700`000.00 ლარია. წინადადებების მიღება 21 ნოემბერს […]
sta
0

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება

ბათუმის სტადიონის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. “ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე” – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა. ►ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ►დოკუმენტს შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და […]
22
0

ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება

2018 წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში უმასპინძლებს. ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ინსპექტირების მიზნით დღეს ბათუმში ფიდეს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება სტუმრად. დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) გეორგიუს მაკროპულოსი ხელმძღვანელობს. სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სპორტის […]
stadioni
0

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის დღევანდელი, 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ანაგი“ გამოვლინდა ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად. შპს „სტადიონის“ განცხადებით, დახურულ [აუქციონის გარეშე] ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი „ანაგმა“ დააფიქსირა. შესყიდვის ბიუჯეტი 101 მილიონ  700 ათასი ლარი იყო, კომპანიამ კი ფასი 99 მილიონ 448 ათას 549 ლარამდე დაწია. მიიღეს თუ არა სხვა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა, […]
QVISHA
0

ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი 2017 იწყება

29-30 ივლისს ბათუმი მე-10, საიუბილეო ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ბათუმის „რაგბი არენაზე“ (ლეონიძის 5) გაიმართება. ტურნირი 14 საათზე გაიხსნება და თამაშები 19 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ინფორმაციით, წლევანდელ საერთაშორისო ტურნირში კაცთა 8 და ქალთა 4 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ბრიტანული, რუსული და თურქული გუნდები. კაცთა ტურნირის მონაწილეები არიან: მეკობრეები, თიბისელები, ვითიბი, წრე, […]
stadioni
0

ბათუმში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “აიპრესთან” ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, რომელიც სამხარაულის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს, სულ რამდენიმე დღეში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გარევიზიებული საბოლოო პროექტი იქნება მზად. ზურაბ პატარაძე: “ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ჩვენ ამ პროექტს მივიღებთ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, ერთად ვიზეიმოთ […]
sas
0

ბათუმში, ღამის კლუბში პოლიციელი დაჭრეს

ერთ-ერთ ღამის კლუბში სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ დაჭრილი კაცი, რომელიც პოლიციელის ფორმაში იყო, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში, პოლიციელის დაჭრის […]
bego
0

ბეგლარ ელბაქიძე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს

ბეგლარ ელბაქიძე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს. მოცურავემ სტარტი ბათუმში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და ანბანის კოშკთან დაასრულებს. მისი წინა რეკორდი 8 კილომეტრ ნახევარს შეადგენს, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაში მხოლოდ ფეხების დახმარებით გადაცურა. ახლა კი, აქამდე არსებული შედეგის 2 კილომეტრით გაუმჯობესებას აპირებს. 57 წლის მოცურავე აღნიშნული დისტანციის დაფარვას 5-6 საათში გეგმავს. “აჭარის ტელევიზია”
petriaasvili
0

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ( 125 კგ) პარიზში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.  პეტრიაშვილმა, ფინალამდე სამივე მეტოქე ქულების აშკარა უპირატესობით ჩმოიცილა. ჯერ რუსი ხიზრიევი 13:2 დაამარცხა, შემდეგ კანადელ ჯარვისს მოუგო – 10:0, ფინალისთვის ბრძოლაში კი სომხების ქართველ ფალავანს, ლევან ბერიანიძეს 12:2 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც თურქ ტაჰა […]
SHEWYALEBA
0

გიორგი მარგველაშვილმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ”, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 187 პირი კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალბატონ მსჯავრდებულს და 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის […]
sporti 1
0

გიორგი ყიფიანი: ხასიათი გამოვავლინეთ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა მთავარი მწვრთნელი, გიორგი ყიფიანი, შვედეთის დამარცხების შემდეგ, საკუთარი ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილია და აცხადებს, რომ თითოეულმა მათგანმა, სასურველი შედეგის მისაღწევად, მაქსიმუმი გაიღო. “ველოდებოდით, რომ იქნებოდა ძალიან დაძაბული თამაში, რთული, ფიზიკური თვალსაზრისითაც. როგორ მოვახერხებდით აღდგენას, ფსიქოლოგიური კუთხით. დღეს, ორივე გუნდს სჭირდებოდა მოგება, რომ შეენარჩუნებინა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. შესაბამისად, ამ რთულ შეხვედრაში გავიმარჯვეთ ჩვენ. […]
qeda tur
0

გურამ ჯიჯავაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქედაში

გურამ ჯიჯავაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ქედის სასპორტო სკოლაში ორი დღეა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ქედის, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სპორტსმენები ღებულობდნენ. შეჯიბრში სხვადასხვა წონით კატეგორიაში, სულ 84 სპორტსმენი მონაწილეობდა. ღონისძიება გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”
chidaba
0

გურულმა და აბულაძემ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჭაბუკებს შორის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა, ბექა გურულმა (54კგ) და ოთარ აბულაძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ბექა გურულმა (54 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა 1:10 წუთში აშკარა უპირატესობით, მექსიკელი მიგელ უგალდე აგუილარი 8-0 დაამარცხა. ოთარ აბულაძემ […]
kalatburti
0

ევრობასკეტი: საქართველომ ისრაელს ოვერტაიმში მოუგო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრობასკეტზე უმნიშნველოვანესი დაპირისპირება მასპინძელ ისრაელს ოვერტაიმში მოუგო. ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში ანგარიშის წაყვანა ვერ შეძლეს. მეტოქესთან გათანაბრება და წინ გასვლა კი მეოთხე მეოთხედში შეძლეს. ილიას ზუროსის გუნდი ისრაელთან შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე 87:86 მარცხდებოდა, დიქსონის სამ ქულიანმა საქართველო წინ გაიყვანა – 87:89. წუთშესვენების შემდეგ, ისრაელთა ნაკრების თავკაცმა მოედანზე ხუთი მსროლელი შემოიყვანა, […]
chadrako
0

ევროპის ჩემპიონი მესამედ- ბათუმის საჭადრაკო კლუბ “ნონას” გამარჯვება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ‘’ნონა’’ ევროპის ჩემპიონია. გოგონათა გუნდმა ევროპის საჭადრაკო საკლუბო ჩემპიონატი უკვე მესამედ მოიგო. ბოლო _ მეშვიდე ტურში, ქართულმა კლუბმა რუმინეთის გუნდთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა და ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბათუმის კლუბ ”ნონას” შემადგენლობაში არიან: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონოვალი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. დაახლოებით ამ შემადგენლობით გუნდს ბოლო 4 წლის განმავლობაში ქალთა შორის […]
22046860_1593109140735997_6991885110574590925_n
0

ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-3 საერთაშორისო ტურნირი

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-3 საერთაშორისო ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს, თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის სპორტსმენები. წყარო: “აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი“
sporti5
0

ვლადიმირ ვაისი: ეს თაობა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი, შვედეთთან შეხვედრამდე, 19-წლამდელების ვარჯიშს დაესწრო და მედიასთან გუნდის შესახებ ისაუბრა. ვაისის განცხადებით, ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ხარისხიანი თამაში აჩვენეს და ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. “ქართველმა ახალგაზრდებმა ხარისხიანი ფეხბურთი და კარგი ხასიათი აჩვენეს. მიუხედავად წაგებისა იგრძნობა, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც უკვე დიდი ხანია ქართული ფეხბურთის შესახებ […]
CHEMPIONII
0

ზამთრის თასი 2018 – საქართველო ჩემპიონია!

ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშება ტრადიციულად უცხოელი და ქართველი ვარსკვლავების ტურნირით დასრულდა. წლევანდელ ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან ერთად, ესპანეთის, იტალიის, უკრაინის, თურქეთისა და უეფას გუნდები ასპარეზობდნენ. საქართველოს ნაკრები „ა“ ჯგუფში იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან მოხვდა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველ შეხვედრაში იტალია დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 7:6 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან პოკერით ალექსანდრე იაშვილი გამოირჩა, თითო გოლი ზურაბ […]
iakobaSvili
0

ზურა იაკობიშვილი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურა იაკობიშვილმა (65კგ) ფინალში, პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ოქროს მედალია. გუშინ, მსოფლიო ჩემპიონობა გენო პეტრიაშვილმა (125კგ) იზეიმა. იაკობიშვილის გარდა,დღეს მედლებისთვის იჭიდავებენ ზურაბ ერბოწონაშვილი (70კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ), რომლებიც მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვებას […]
221
0

ზურაბ პატარაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე, რაგბში სპორტული შეკრებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობაზე. რაგბის კავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ აჭარის რეგიონი გამოირჩევა როგორც რაგბის მიმართულებით არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ისე ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა რაგბისტებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა ყველა არსებული რესურსით […]
71567983_482669802578112_5563816839873560576_n
0

თორნიკე რიჟვაძე: “ფეხბურთი აჭარაში განვითარების ახალ საფეხურზე გადავა”

ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ეროვნული ლიგის სეზონის მთავარი მატჩის დაწყებამდე საზეიმო ცერემონიალი მოეწყო. ხელი მოეწერა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას და ბათუმის დინამოს სპონსორს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარებას აჭარაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას. მემორანდუმს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და კომპანია „ლამინის“ გენერალურმა […]
solo
0

თორნიკე სოლომონიძე რესპუბლიკური ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა

ქ. ქუთაისში ჩატარდა გურამ მელიქიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და რეგიონის 90 სპორტსმენთან ერთად, ქართული ჭიდაობის აჭარის ჭაბუკთა ნაკრები გუნდიც (მთავარი მწვრთნელი მიხეილ კოჩალიძე) მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის სპორტსმენებმა აღნიშნულ ტურნირში საკმაოდ აქტიურად იასპარეზეს, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთმა, ხულოელმა თორნიკე სოლომონიძემ (პირადი მწვრთნელი მიხეილ კოჩალიძე) 38 კილოგრამ წონით […]

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით,  1800 ლარი 23 ივნისს ხაზინაში გადარიცხა. ”რა თქმა უნდა არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგრამ  ვერ დავუშვებდი რომ, თუნდაც ერთ ადამიანს ჩემი საქმიანობის შესახებ კითხვები დარჩენოდა.” ირაკლი მიქელაძის თქმით, ის სამი თვის განმავლობაში გერმანიაში ოჯახური მიზეზების გამო იმყოფებოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის […]
maratono
0

იყავი ჯან-მრთელი – მარათონი დეპუტატების მონაწილეობით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ილია ვერძაძემ, ბათუმში, მარათონულ გარბენში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის – ფატი ხალვაშის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ მარათონში „იყავი ჯან-მრთელი“ , 2 კილომეტრიან დისტანციაზე 50-მდე მსურველმა ირბინა. ქალებსა და ვაჟებს შორის გამოვლენილი გამარჯვებულები ორგანიზატორმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს. “აჭარის უმაღლესი საბჭო”
chidaoba
0

კენჭაძე და მაჭარაშვილი ჭიდაობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ახალაგზრდებს შორის, პირველ სათამაშო დღეს, ნიკა კენჭაძემ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა ( 97 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში, კენჭაძემ თურქ კუჩუკილდიმირს 1:4 სძლია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. გივი მაჭარაშვილმა კი ასევე თურქ ჩიფჩი, დიდი ანგარიშით – 13:5 დაამარცხა და ისიც ფინალში იასპარეზებს. ამ წუთებში დაიწყება ნახევარფინალი, უკრაინელ […]
chadraki
0

კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება. საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და […]
iobi
0

მინი სტადიონების რეაბილიტაცია ქედაში

მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ცხემნისა და ორცვის მოედნების მოწყობა დასრულდა. ქედის გამგეობის პრესცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე სოფელ უჩხითში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. “ტვ 25”
mklavchidi
0

მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი ზუგდიდელი დავით სამუშია გახდა

უნგრეთში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა, დავით სამუშიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამუშია 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მან ფინალურ შერკინებაში ლიტველი სპორტსმენი დაამარცხა. ცნობისთვის, დავით სამუშია 2017 წლის 20 მაისს  მკლავჭიდში  ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელიც პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში გაიმართა. “აჭარის ტელევიზია”
chadraki
0

მომავალ წელს მოჭადრაკეთა ტურნირის ჩატარება ხულოში იგეგმება

საჭადრაკო კლუბმა ”ნონა” ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირს უმასპინძლა. პირველობისთვის 12 წლამდე ასაკის 43-მა მოჭადრაკემ სხვადასხვა კატეგორიაში იასპარეზა. ორგანიზატორების თქმით, ტურნირის მიზანი ხულოს სოფლებში მცხოვრები ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნული სახლის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებს შორის ურთიერთობის გაღრმავება არის. მომავალ წელს ტურნირის ჩატარება ხულოში იგეგმება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
sporcmenebi
0

მოჭიდავეები საქართველოში დაბრუნდნენ

მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში , გამთენიისას 5:05 საათზე ვარშავის რეისით ჩამოფრინდება. მსოფლიოს ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ვიცე-ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (75 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ). გუნდური ჩათვლა 1) საქართველო 2) რუსეთი 3) თურქეთი წყარო:”GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია“
shejibrebaa
0

მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხადრაჭერით და სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში სოფლის გუნდებსა და წარმოება-დაწესებულებებს შორის.პირველი საპრიზო ადგილი სასპორტო სკოლის გუნდებმა მოიპვეს, ხოლო მეორე ადგილი მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდებს ხვდა წილად. გამარჯვებულ გუნდებს სიგელები, მედლობი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. წყარო: “შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”
gom
0

მუნიციპალიტეტის ღია პირველობა სათხილამურო სპორტში

სოფელ გომარდულში მუნიციპალიტეტის ღია პირველობა სათხილამურო სპორტში გაიმართა, სადაც ადგილობრივი სასპორტო სკოლის ჯგუფები მონაწილეობდნენ. ტურნირი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხადაჭერითა და ა(ა)იპ შუახევის სასპორტო სკოლის ორგანიზებით სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მოეწყო.  გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და მერის მოადგილემ რუსუდან შავაძემ გადასცეს. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”
sporti4
0

ნიკოლოზ ბასილაშვილი სემ ქუერთან დამარცხდა და ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის დიდი სლემის გათამაშებაზე, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკელ სემ ქუერისთან მარცხი განიცადა და ტურნირს დაემშვიდობა. შეხვედრამ 1:53 საათს გასტანა. ბასიაშვილი კი, მსოფლიო კვალიფიკაციის 28-ე ნომერთან, ოთხ სეტში – 4:6, 6:4, 3:6, 3:6 დამარცხდა და ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი, ხვალ წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს ბედს. ბასილაშვილის მეწყვილე, ავსტრიელი ანდრეას ჰაიდერ-მაუერი […]
basharuli,
0

ნინო ბაშარულის კონცერტი

ბათუმმა ნინო ბაშარულის და ბოშური დინასტიის ვირტუოზების ერთობლის პროექტს უმასპინძლა. მუსიკოსების რეპერტუარში ბოშური და ქართული ელემენტების სინთეზია. უცხოელი მუსიკოსები პოპვარსკვლავ მადონას ბენდში უკრავენ და ისინი ამჯერად ქართველი შემსრულებლით დაინტერესდნენ. ერთობლივი პროეტის ფარგლებში მოეწყობა მსოფლიო ტურნე, რომელიც სტარტს საქართველოდან აიღებს. “რადიო აჭარა”

ოფროუდის საერთაშორისო ჩემპიონატში გამარჯვებულები

თურქეთის ქალაქ ართვინში გამართულ ოფროუდის საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოდან სამი ეკიპაჟია გამარჯვებული. მათ შორის პირველ საპრიზო ადგილზე S 3 კატეგორიაში ბათუმელმა ოფროუდერებმა მირზა ნაკაშიძე და დათო კახიძე გავიდა. იგივე კატეგორიაში მესამე ადგილი გიგი სვანმა და გიორგი ლონდარიძემ მოიპოვა. S 2 კატეგორიაში კი მესამე ადგილზე გრეგორ მშვენიერაძე და შოთა მაჭარაშვილი გავიდა.  შეჯიბრში სულ 4 ქვეყნის 70 ეკიპაჟი მონაწილეობდა. მათ […]
chadrako
0

ოქროს ვარსკვლავი საჭადრაკო კლუბ ”ნონას”

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. პარიზში, ბიზნეს საინიციატივო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ “საერთაშორსო ხარისხის” კონფერენციაზე “სწორად წარმართული სტრატეგიისა და ეფექტური მენეჯმენტისთვის” სახელობის ჯილდო “ოქროს ვარსკვლავი” ბათუმის საჭადრაკო კლუბ “ნონა”-ს გადაეცა. ქართულმა კლუბმა 11 ქულა დააგროვა და პირველობა აზერბაიჯანულ “ოლდარ ურდუსთან” გაინაწილა. კლუბის შემადგენლობაში 7 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო შედეგები  ჩემპიონებმა  ნანა […]
sporti3
0

პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, პარაფარიკაობაში, “კილინსკის ხმლის” ეტაპზე, ქართველმა პარამოფარიკავემ, ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. თავდაპირველად შვიდევე მონაწილემ – ორმა ფრანგმა, რუსმა, პოლონელმა, ჰონკონგელმა, თურქმა და ნინო თიბილაშვილმა – ამავე ტურნირის გამარჯვებულმა ახალგაზრდებს შორის ხმლით შეჯიბრში, წრიულად იასპარეზეს. ქართველმა პარამოფარიკავემ რუს ალიონა ევდოკიმოვასთან მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ დაამარცხა ფრანგი ამელი დიონი (5:0), ჰონკონგელი […]
ragbi tur
0

რაგბის დასავლეთ რეგიონალური ტურნირი

ბათუმი „არენა“ რაგბის სტადიონზე სტარტი აიღო ცნობილი მორაგბის ამიან ალანიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა “შვიდკაცა” რაგბის დასავლეთ რეგიონალურმა ტრადიციულმა ტურნირმა. ტურნირი 2002-2003 წწ დაბადებულთა შორის მიმდინარეობს და მასში ბათუმის,ქუთაისის, ოზურგეთის,ჩოხატაურის, ჩაქვისა და ქედის 9 გუნდი ღებულობს მონაწილეობას. ტურნირი 2016 წელს აჭარის რაგბის განვითარების საქველმოქმედო ფონდი “დელფინების” პრეზიდენტის ზვიად უნგიაძის ინიციატივით დაარსდა და ტრადიციული ხასიათი შეიძინა. ტურნირის გახსნას […]
davitadze
0

რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ძალოსნობაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კონტინენტის ჩემპიონის ტიტული 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში,  რევაზ დავითაძემ მოიპოვა. სპორტსმენმა ატაცში 157, 162 და მესამე ცდაზე 165 კილოგრამი დააფიქსირა. ვერცხლის მედალი 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი რამინ შამილიშვილმა მოიპოვა. სპორტსმენები ხელვაჩაურისა და ჩაქვის სასპორტო სკოლაში აღიზარდნენ, ამ ეტაპზე   რევაზ დავითაძე ვარჯიშს თბილისში აგრძელებს. ჩემპიონატი ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
chida
0

რეზო წულუკიძე 100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის მეორე ადგილის მფლობელია

თბილისში, ფრენბურთის არენაში ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს და უცხოეთის 80 უძლიერესი ფალავანი იღებდა მონაწილეობას. აბსოლუტურ ფალავნობაში, რომელიც ოთხ წონით კატეგორიაში – 80 კგ, 90 კგ, 100 კგ. +100 კგ გაიმართა, აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის დიდების ნაკრებიც ასპარეზობდა. 100 კგ. წონით კატეგორიაში, აჭარის დიდების ნაკრების წევრმა რეზო წულუკიძემ, მე-2 ადგილი […]
TURNIRI
0

რუსუდან სიხარულიძის სახელობის ტურნირი ტანვარჯიში

რუსუდან სიხარულიძის სახელობის ტურნირი ტანვარჯიში სტარტს დღეს ოფიციალურად აიღებს. საერთაშორისო შეჯიბრება ბათუმში მეხუთედ ტარდება და 14 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. წელს საქართველოდან 2 ვაჟთა და 1 გოგონათა გუნდი იასპარეზებს. მსჯათა კოლეგიის წევრები ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები არიან. შეჯიბრება ხვალ დასრულდება. გამარჯვებულებს თასები, მედლები და საჩუქრები გადაეცემათ. “აჭარის ტელევიზია’
velo
0

საახალწლო ველომსვლელობა ბათუმში

დღეს 29 დეკემბერს, ველომოყვარულები საახალწლოდ განათებული ველოსიპედებითა და საახალწლო კოსტუმით მსვლელობას მოაწყობენ. „29 დეკემბერს, თვის და წლის ბოლო პარასკევს, ვიკრიბებით ტრადიციულად ანბანის კოშკთან“-ნათქვამია Critical Mass Batumi-ის განცხადებაში, რომელიც ფეისბუკის მეშვეობით გავრცელდა. „არ ვასწრებთ ერთმანეთს არ ვიფანტებით და ყველანი გადავადგილდებით ერთად ჯგუფურად 10-15 კმ/ს-ით, ვჩერდებით გზაჯვარედინებზე და ველოდებით ერთმანეთს რათა უკან არ ჩამოგვრჩეს არავინ რათა ერთად […]
krivi
0

საერთაშორისო ტურნირი კრივში „ბათუმის თასი 2017“.

აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის ორგანიზებით  4-8 ივლისის ჩათვლით ქ. ბათუმში, სპორტულ ცენტრში ტარდება საერთაშორისო ტურნირი კრივში – „ბათუმის თასი 2017“. ტურნირის, რომელიც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ტარდება, მიზანია მეზობელი რეგიონების სპორტსმენებს შორის ურთიერთობების გამყარება და საუკეთესო სპორტსმენების შერჩევა. “აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო”
turniri
0

საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში

აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქ. ბათუმში, ფრენბურთის მოედანზე გაიმართება საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში. ჩემპიონატი მიზნად ისახავს ქალთა ფრენბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით. “აჭარის ა.რ.სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი”