სპორტი110 Videos

turniri
0

საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში

აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქ. ბათუმში, ფრენბურთის მოედანზე გაიმართება საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში. ჩემპიონატი მიზნად ისახავს ქალთა ფრენბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით. “აჭარის ა.რ.სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი”
mklavchidi
0

მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი ზუგდიდელი დავით სამუშია გახდა

უნგრეთში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა, დავით სამუშიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამუშია 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მან ფინალურ შერკინებაში ლიტველი სპორტსმენი დაამარცხა. ცნობისთვის, დავით სამუშია 2017 წლის 20 მაისს  მკლავჭიდში  ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელიც პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში გაიმართა. “აჭარის ტელევიზია”
chida
0

რეზო წულუკიძე 100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის მეორე ადგილის მფლობელია

თბილისში, ფრენბურთის არენაში ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს და უცხოეთის 80 უძლიერესი ფალავანი იღებდა მონაწილეობას. აბსოლუტურ ფალავნობაში, რომელიც ოთხ წონით კატეგორიაში – 80 კგ, 90 კგ, 100 კგ. +100 კგ გაიმართა, აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის დიდების ნაკრებიც ასპარეზობდა. 100 კგ. წონით კატეგორიაში, აჭარის დიდების ნაკრების წევრმა რეზო წულუკიძემ, მე-2 ადგილი […]
arbits
0

არბიტრაჟი, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი – დისკუსია ბათუმში

ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფინალური ღონისძიება გაიმართა. შეხვადრაზე არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ და დავის პროცესში წარმოქმნილ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობდა. არბოტრაჟის უპირატესობაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის თანადირექტორმა პაატა კოპალეიშვილმა ისაუბრა. „არბიტრაჟის პრაქტიკა იმ გლობალურ ეკონომიურ მიზნებში ჯდება, რაც საქართველოს გააჩნია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებთან […]
bat dinamo
0

ბათუმის ”დინამომ” გორის ”დილა” დაამარცხა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშება განახლდა. 29-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ბათუმის „რაგბი არენაზე“  ბათუმის  “დინამომ“ უშუალო კონკურენტს, გორის „დილას“ უმასპინძლა. დინამო 57-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა დააწინაურა – 1:0.  89-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გორის ”დილას”  მცველს, გოდერძი მაჩაიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, “დინამომ” 1:0 გაიმარჯვა და 32 ქულა დააგროვა. გუნდმა “დილასთან” […]
DAAA
0

აჭარაში სპორტის 2017 წლის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარაში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვა. ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძეც მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის კომისიის მიერ საგანგებოდ შეირჩა როგორც სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, ფედერაციები და ჟურნალისტები. სხვადასხვა ნომონაციაში დაჯილდოვდა […]

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით,  1800 ლარი 23 ივნისს ხაზინაში გადარიცხა. ”რა თქმა უნდა არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგრამ  ვერ დავუშვებდი რომ, თუნდაც ერთ ადამიანს ჩემი საქმიანობის შესახებ კითხვები დარჩენოდა.” ირაკლი მიქელაძის თქმით, ის სამი თვის განმავლობაში გერმანიაში ოჯახური მიზეზების გამო იმყოფებოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის […]
sas
0

ბათუმში, ღამის კლუბში პოლიციელი დაჭრეს

ერთ-ერთ ღამის კლუბში სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ დაჭრილი კაცი, რომელიც პოლიციელის ფორმაში იყო, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში, პოლიციელის დაჭრის […]
fex
0

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ელიტ-რაუნდშია

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს. ქართველმა 17-წლამდელებმა, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში მონტენეგროს 2:0 სძლიეს და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მეორე ტურშივე მოიპოვეს. ანგარიში 28-ე წუთზე დავითაშვილმა გახსნა, მეორე ტაიმის განახლებიდან მალევე კი კვარაცხელიამ საქართველოს უპირატესობა ორამდე გაზარდა. საკვალიფიკაციო ეტაპს, საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს, იტალიასთან დაპირისპირებით დაასრულებს. ელიტ-რაუნდის საგზურს ქვეჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. […]
CHEMPIONII
0

ზამთრის თასი 2018 – საქართველო ჩემპიონია!

ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშება ტრადიციულად უცხოელი და ქართველი ვარსკვლავების ტურნირით დასრულდა. წლევანდელ ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან ერთად, ესპანეთის, იტალიის, უკრაინის, თურქეთისა და უეფას გუნდები ასპარეზობდნენ. საქართველოს ნაკრები „ა“ ჯგუფში იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან მოხვდა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველ შეხვედრაში იტალია დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 7:6 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან პოკერით ალექსანდრე იაშვილი გამოირჩა, თითო გოლი ზურაბ […]
iobi
0

მინი სტადიონების რეაბილიტაცია ქედაში

მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ცხემნისა და ორცვის მოედნების მოწყობა დასრულდა. ქედის გამგეობის პრესცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე სოფელ უჩხითში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. “ტვ 25”
sab
0

„Be Active In Georgia“ ბათუმში სპორტულ ღონისძიებებს გეგმავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს პაატა ცივაძეს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახა ბასილიასა და ეგვიპტის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს მუხამედ საიდს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები – ნინო ჩხეტია, ვლადიმერ მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე და ვახტანგ წულაძე ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო […]
25182374_1752146768153244_6204780709307849521_o
0

ქედის სასპორტო სკოლის დირექტორად გივი ბარამიძე დაინიშნა

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, დღეს ქედის სასპორტო სკოლის დირექციას, მწვრთნელებს და წრის ხელმძღვანელებს ახალი დირექტორი წარუდგინა. გივი ბარამიძე დღემდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. იგი წლებია სპორტული ოჯახის აქტიური წევრია. წარდგენას ყოფილი დირექტორი, ამჟამად საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე არჩილ გორგილაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე ესწრებოდნენ. […]

ტენდერი სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის

ბათუმში ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. პირობების მიხედვით, სპორტული კომპლექსი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა აშენდეს. საწყისი სატენდერო თანხა 66 მილიონ 574 ათას 430 ლარია. წინადადებების მიღება 9 აგვისტოს დასრულდება. ახალი სპორტკომპლექსის პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება და 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება. “აჭარის ტელევიზია”
chadrako
0

ევროპის ჩემპიონი მესამედ- ბათუმის საჭადრაკო კლუბ “ნონას” გამარჯვება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ‘’ნონა’’ ევროპის ჩემპიონია. გოგონათა გუნდმა ევროპის საჭადრაკო საკლუბო ჩემპიონატი უკვე მესამედ მოიგო. ბოლო _ მეშვიდე ტურში, ქართულმა კლუბმა რუმინეთის გუნდთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა და ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბათუმის კლუბ ”ნონას” შემადგენლობაში არიან: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონოვალი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. დაახლოებით ამ შემადგენლობით გუნდს ბოლო 4 წლის განმავლობაში ქალთა შორის […]
SHEWYALEBA
0

გიორგი მარგველაშვილმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ”, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 187 პირი კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალბატონ მსჯავრდებულს და 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის […]
sporti 1
0

გიორგი ყიფიანი: ხასიათი გამოვავლინეთ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა მთავარი მწვრთნელი, გიორგი ყიფიანი, შვედეთის დამარცხების შემდეგ, საკუთარი ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილია და აცხადებს, რომ თითოეულმა მათგანმა, სასურველი შედეგის მისაღწევად, მაქსიმუმი გაიღო. “ველოდებოდით, რომ იქნებოდა ძალიან დაძაბული თამაში, რთული, ფიზიკური თვალსაზრისითაც. როგორ მოვახერხებდით აღდგენას, ფსიქოლოგიური კუთხით. დღეს, ორივე გუნდს სჭირდებოდა მოგება, რომ შეენარჩუნებინა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. შესაბამისად, ამ რთულ შეხვედრაში გავიმარჯვეთ ჩვენ. […]
i_7337067653d2c668c14908e19a030b58_1471384893000353_0 (1)
0

შმაგი ბოლქვაძე: ჩემი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გამარჯვება იქნება!

ხულოელი სპორტსმენი შმაგი ბოლქვაძე  71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. შმაგი ”აიპრესთან” ხვალინდელი შეჯიბრის ემოციებზე საუბრობს. როგორც თვითონ გვიყვება, ამ ეტაპამდე მოსასვლელად დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. შეჯირში გამარჯვება კი მხოლოდ მისი კი არა, მთელი საქართველოს გამარჯვება იქნება. „ძალიან დიდი შრომაა საჭირო ამ ეტაპამდე მოსასვლელად ამ შეჯიბრზე გამარჯვება კი მხოლოდ ჩემთვის გამარჯვება არიქნება, სრულიად […]
mocharakebii
0

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, ერთ-ერთ კონკურენტს ესპანეთს ანგარიშით – 4:0 სძლია და 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. თავიანთი პარტიები მოიგეს – ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ. ქალთა ჩემპიონატს 13 ქულით რუსეთის ნაკრები ლიდერობს,  რუსეთმა 3:1 მოუგო იტალიას. ქულით ნაკლები აქვს ქართულ გუნდს, ხოლო 10-10 ქულით მესამე და მეოთხე ადგილებს […]
shuaxevi1
0

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა. მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 994 784 ლარი დაიხარჯა,განხორციელდა ტომაშეთის და მახალაკიძეების სოფლების წყალმომარაგების პროექტი. 5 სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს :- სხალთის ხეობიდან ფურტიო – ბუთურაული – ნენიის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა და სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის […]

ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მასში საქართველოდან, სომხეთიდან აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 165 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. ფინალისტთა უმრავლესობა ქართველი სპორტსმენები გახდნენ. გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრება აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზატორობით და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ‘აჭარის ტელევიზია”
shejibrebaa
0

მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხადრაჭერით და სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში სოფლის გუნდებსა და წარმოება-დაწესებულებებს შორის.პირველი საპრიზო ადგილი სასპორტო სკოლის გუნდებმა მოიპვეს, ხოლო მეორე ადგილი მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდებს ხვდა წილად. გამარჯვებულ გუნდებს სიგელები, მედლობი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. წყარო: “შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”
sta
0

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება

ბათუმის სტადიონის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. “ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე” – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა. ►ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ►დოკუმენტს შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და […]

სპორტსმენების დაჯილდოვება

სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოვება. ხულოში 29 წარმატებული სპორტსმენი და 12 მწვრთნელი გამგეობისგან ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა. საქართველოს და ევროპის ჩემპიონების დაჯილდოებისთვის ხულოს ბიუჯეტიდან 10 ათას 980 ლარი დაიხარჯა. სპეციალურად ამ დღისათვის გამგეობამ ცნობილი მომღერლები დედაქალაქიდან მოიწვია. მათ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კონცერტი გამართეს. “აჭარის ტელევიზია”
FORMEBI
0

ახალი სპორტული ფორმების კომპლექტი რაგბისტებს

ბათუმის რაგბის მოედანზე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა აჭარაში მოქმედ 34 სპორტის ფედერაციას საზეიმო ვითარებაში გადასცა სპორტული ფორმების კომპლექტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და აჭარის მთავრობის […]
sx
0

ქობულეთში ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით. ფრაქციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამის ; დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების […]
sporti2
0

საქართველომ შვედეთი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, შვედეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. ანგარიში, მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. შვედების დაცვის ცენტრი ჩავარდა, საქართველოს ნაკრების მეშვიდე ნომერმა კი მეტოქე გუნდის მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1:0. პირველე ტაიმში, მთლიანობაში უკეთესად გიორგი ყიფიანის გუნდი გამოიყურებოდა. კოხრეიძეს ისევ ჰქონდა გატანის შანსი, […]
mochidave
0

ქართველი მოჭიდავე, ზვიად პატარიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია!

ქართველმა მოჭიდავემ, ზვიად პატარიძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე ყირგიზი რომან კიმი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალში, ფინალში, ქართველმა მოჭიდავემ ზვიად პატარიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა. 120 კგ ზვიად პატარიძემ რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში აშკარა უპირატესობით 9-0 დაჯაბნა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ყირგიზ რომან კიმს დაეჭიდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა საფინალო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 […]
xi
0

ხულოს საფეხბურთო კლუბმა „ხიხანმა“ ზუგდიდის „ოდიში 1919“ 5:1 დაამარცხა

ხულოს საფეხბურთო კლუბმა „ხიხანმა“ ზუგდიდის „ოდიში 1919“-თან გასვლითი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს 2016-2017 წლების XXVIII ეროვნული ჩემპიონატის II ლიგის გათამაშების, მეორე წრის მეათე შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. შეხვედრაზე ხიხანელებმა კიდევ ერთხელ ასახელეს მშობლიური მუნიციპალიტეტი და მასპინძელი გუნდი, ანგარიშით 5 : 1 დაამარცხეს. წყარო”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”
chadrakkis
0

საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება

2018 წელს საქართველო მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. ტურნირი ბათუმში 23 სექტემბიდან – 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია, შემდეგ კი საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. მანამდე კი ბათუმში საქართველოს მთავრობის წევრებისა და ფიდეს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაციის სამუშაო შეხვედრა […]
TURNIRI
0

რუსუდან სიხარულიძის სახელობის ტურნირი ტანვარჯიში

რუსუდან სიხარულიძის სახელობის ტურნირი ტანვარჯიში სტარტს დღეს ოფიციალურად აიღებს. საერთაშორისო შეჯიბრება ბათუმში მეხუთედ ტარდება და 14 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. წელს საქართველოდან 2 ვაჟთა და 1 გოგონათა გუნდი იასპარეზებს. მსჯათა კოლეგიის წევრები ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები არიან. შეჯიბრება ხვალ დასრულდება. გამარჯვებულებს თასები, მედლები და საჩუქრები გადაეცემათ. “აჭარის ტელევიზია’
match
0

‘’მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ საქველმოქმედო მატჩი დღეს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ. მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი. მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, […]
rag
0

„ბათუმის“ ისტორიული გამარჯვება რაგბიში

ბათუმის „ბათუმმა“ რაგბი არენაზე რუმინული გუნდი „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც კონტინენტის ფარის ფლეი ოფში გადავიდა. თამაშს უკვე უწოდეს ისტორიული ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში. თავდაპირველად თამაში რუმინელების უპირატესობით წარიმართა. პირველი ლელოც რუმინელებმა დადეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში. თუმცა შემდეგ, „ბათუმმა“ ჯერ საჯარიმო დარტყმით მოიპოვა პირველი სამი ქულა, მოგვიანებით კი ბექა მამრიკიშვილის ლელომ […]
sport
0

ყატარის პრინცესა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ყატარის პრინცესას, შეიხა ბინტ ჰამად ალთანს უმასპინძლა, რომელიც გახლავთ საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელი ლონდონსა და ეგვიპტეში. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში სპორტის მეშვეობით ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პროპაგანდა, რაც ითვალისწინებს მსოფლიო დონის შეჯიბრებებს ფეხბურთში სახელწოდებით „SATUC WORLD CUP”, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, პროცესში […]
davitadze
0

რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ძალოსნობაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კონტინენტის ჩემპიონის ტიტული 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში,  რევაზ დავითაძემ მოიპოვა. სპორტსმენმა ატაცში 157, 162 და მესამე ცდაზე 165 კილოგრამი დააფიქსირა. ვერცხლის მედალი 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი რამინ შამილიშვილმა მოიპოვა. სპორტსმენები ხელვაჩაურისა და ჩაქვის სასპორტო სკოლაში აღიზარდნენ, ამ ეტაპზე   რევაზ დავითაძე ვარჯიშს თბილისში აგრძელებს. ჩემპიონატი ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
qed biu
0

ქედის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

დეპუტატებმა ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონ 536 ათას 900 ლარს შეადგენს. აქედან კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 510 ათასი ლარია. პრიორიტეტი გასული წლის მსგავსად წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათ შორისაა დაბა ქედის კეთილმოწყობა, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება. ბიუჯეტის პროექტს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ორმა წევრმა სხდომათა […]
sporti4
0

ნიკოლოზ ბასილაშვილი სემ ქუერთან დამარცხდა და ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის დიდი სლემის გათამაშებაზე, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკელ სემ ქუერისთან მარცხი განიცადა და ტურნირს დაემშვიდობა. შეხვედრამ 1:53 საათს გასტანა. ბასიაშვილი კი, მსოფლიო კვალიფიკაციის 28-ე ნომერთან, ოთხ სეტში – 4:6, 6:4, 3:6, 3:6 დამარცხდა და ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი, ხვალ წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს ბედს. ბასილაშვილის მეწყვილე, ავსტრიელი ანდრეას ჰაიდერ-მაუერი […]
petriaasvili
0

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ( 125 კგ) პარიზში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.  პეტრიაშვილმა, ფინალამდე სამივე მეტოქე ქულების აშკარა უპირატესობით ჩმოიცილა. ჯერ რუსი ხიზრიევი 13:2 დაამარცხა, შემდეგ კანადელ ჯარვისს მოუგო – 10:0, ფინალისთვის ბრძოლაში კი სომხების ქართველ ფალავანს, ლევან ბერიანიძეს 12:2 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც თურქ ტაჰა […]
ragbi tur
0

აჭარის ღია ჩემპიონატი რაგბიში

აჭარის ღია ჩემპიონატი რაგბიში. 2001- 2002 წლებში დაბადებულ მორაგბეთა და საფესტივალო ასაკობრივ ჯგუფებს შორის  შეჯიბრება  გრძელდება. დღეს  ორი შეხვედრა ჩატარდა,  პირველ  შეხვედრაში ჩოხატაურის ,,ღონე”-მ  ანგარიშით 8:0 დაამარცხა  ფოთის ,,კოლხი რაინდები”. მეორე შეხვედრაში კი ჩაქველმა მორაგბეებმა გაიმარჯვა, 14 ქულიანი სხვაობით 21:7 ფურტიოს  გუნდი დამარცხდა. აჭარის ღია ჩემპიონატი რაგბში 25 წლის შემდეგ პირველად ტარდება და მასში 5 გუნდი მონაწილეობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
22
0

ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება

2018 წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში უმასპინძლებს. ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ინსპექტირების მიზნით დღეს ბათუმში ფიდეს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება სტუმრად. დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) გეორგიუს მაკროპულოსი ხელმძღვანელობს. სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სპორტის […]
221
0

ზურაბ პატარაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე, რაგბში სპორტული შეკრებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობაზე. რაგბის კავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ აჭარის რეგიონი გამოირჩევა როგორც რაგბის მიმართულებით არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ისე ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა რაგბისტებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა ყველა არსებული რესურსით […]
22046860_1593109140735997_6991885110574590925_n
0

ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-3 საერთაშორისო ტურნირი

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-3 საერთაშორისო ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს, თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის სპორტსმენები. წყარო: “აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი“
ofroudi
0

აჭარის ღია პირველობა „ოფროუდში“

„ოფროუდში“ აჭარის ღია პირველობის მე-3 დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მონაწილეობას იღებდენ სპორტსმენები მთელი საქართველოდან და მეზობელი თურქეთიდან. ღონისძიების მასპინძელი აჭარის ოფროუდ ფედერაცია იყო. შეჯიბრის ერთი ტური ჩატარდა ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულზე. მეორე – გონიოში, ხოლო მესამე, დასკვნითი ტური სოფელ ჭარნალში დღეს გაიმართა. აჭარის ოფროუდ ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, მირზა ნაკაშიძის თქმით, როგორც აღჭურვილობას, ასევე ტურნირის ორგანიზებასა და საჩუქრებს […]

შეჯიბრება გრეპლინგში

მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი სპორტის 7 სახეობაში დღეს სრულდება. უკვე დააჯილდოვეს გრეპლინგის მონაწილეები. სპორტის ამ სახეობაში ქართველ სპორტსმენებთან ერთად ირანის, თურქეთის, რუსეთის, აზერბიჯანისა და სომხეთის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 150 მოჭიდავე სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კომფედერეაციამ ჯამში სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეს სიგელებთან ერთად 15 ოქროს, 15 ვერცხლისა და 30 ბრინჯაოს სინჯის მედლები გადასცა. ‘აჭარის ტელევიზია”
batumis stadioni
0

ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის 101 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

შპს “სტადიონმა” ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, გუშინ, 19 ოქტომბერს გამოცხადდა.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი უნდა ააგოს. ტენდერის პირობების თანახმად, დაინტერესებულმა კომპანიამ სტადიონი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელსა და 10 თვეში, 2020 წელს უნდა ჩააბაროს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა. სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 101`700`000.00 ლარია. წინადადებების მიღება 21 ნოემბერს […]
velo
0

საახალწლო ველომსვლელობა ბათუმში

დღეს 29 დეკემბერს, ველომოყვარულები საახალწლოდ განათებული ველოსიპედებითა და საახალწლო კოსტუმით მსვლელობას მოაწყობენ. „29 დეკემბერს, თვის და წლის ბოლო პარასკევს, ვიკრიბებით ტრადიციულად ანბანის კოშკთან“-ნათქვამია Critical Mass Batumi-ის განცხადებაში, რომელიც ფეისბუკის მეშვეობით გავრცელდა. „არ ვასწრებთ ერთმანეთს არ ვიფანტებით და ყველანი გადავადგილდებით ერთად ჯგუფურად 10-15 კმ/ს-ით, ვჩერდებით გზაჯვარედინებზე და ველოდებით ერთმანეთს რათა უკან არ ჩამოგვრჩეს არავინ რათა ერთად […]
sporti3
0

პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, პარაფარიკაობაში, “კილინსკის ხმლის” ეტაპზე, ქართველმა პარამოფარიკავემ, ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. თავდაპირველად შვიდევე მონაწილემ – ორმა ფრანგმა, რუსმა, პოლონელმა, ჰონკონგელმა, თურქმა და ნინო თიბილაშვილმა – ამავე ტურნირის გამარჯვებულმა ახალგაზრდებს შორის ხმლით შეჯიბრში, წრიულად იასპარეზეს. ქართველმა პარამოფარიკავემ რუს ალიონა ევდოკიმოვასთან მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ დაამარცხა ფრანგი ამელი დიონი (5:0), ჰონკონგელი […]
iakobaSvili
0

ზურა იაკობიშვილი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურა იაკობიშვილმა (65კგ) ფინალში, პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ოქროს მედალია. გუშინ, მსოფლიო ჩემპიონობა გენო პეტრიაშვილმა (125კგ) იზეიმა. იაკობიშვილის გარდა,დღეს მედლებისთვის იჭიდავებენ ზურაბ ერბოწონაშვილი (70კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ), რომლებიც მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვებას […]
solo
0

თორნიკე სოლომონიძე რესპუბლიკური ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა

ქ. ქუთაისში ჩატარდა გურამ მელიქიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და რეგიონის 90 სპორტსმენთან ერთად, ქართული ჭიდაობის აჭარის ჭაბუკთა ნაკრები გუნდიც (მთავარი მწვრთნელი მიხეილ კოჩალიძე) მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის სპორტსმენებმა აღნიშნულ ტურნირში საკმაოდ აქტიურად იასპარეზეს, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთმა, ხულოელმა თორნიკე სოლომონიძემ (პირადი მწვრთნელი მიხეილ კოჩალიძე) 38 კილოგრამ წონით […]
sta msh
0

სპორტული კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები დაწყებულია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსაზმადებელ სამუშაოებს გაეცნო. ახალი სპორტული კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება, ყოფილი ელექტრომექანკური ქარხნის ტერიტორია შემოღობილია და მოსამზადებელი მიწის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის ხელმძღვანელი პირებისაგან სპორტული კომპლექსის შესახებ ინფორმაცის […]

ტურნირი ტანვარჯიშში დასრულდა

რუსუდან სიხარულიძის სახელობის მე-5 საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურსა და ცალკეულ იარაღებში გოგონებსა და ვაჟებში – სულ 10 მედალი მოიპოვა. მათ შორის ორი ოქრო. შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. “აჭარის ტელევიზია”
spo
0

ცენტრი, სადაც სპორტსმენებს გამოკვლევებს ჩაუტარებენ აჭარაში არ არსებობს

სპორტსმენებს წელიწადში ორჯერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლისთვის გეგმიური გამოკვლევები უტარდებათ, თუმცა ისინი საჭირო პროცედურების გავლას რეგიონში ვერ ახერხებენ. აჭარაში დღემდე არ არსებობს ცენტრი, სადაც კლუბებისა და ფედერაციების სპორტსმენები გამოკვლევებს ჩაიტარებენ. აღნიშნულის გამო, მათ დედაქალაქში ჩასვლა უწევთ. თბილისში მსგავსი ტიპის სამი სამედიცინო ცენტრი მუშაობს. სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  პასუხისმგებლობა  ფედერაციებსა და კლუბებს ეკისრებათ.  ერთი წლის განმავლობაში, საფეხბურთო მოედანზე ორი […]
krivi
0

ღია პირველობა კრივში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ შუახევის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მუნიციპალიტეტის ღია პირველობა კრივში, რომელშიც მონაწილეობდნენ 2001-2006 წწ. დაბადებული ქ.ბათუმის, ჩაქვის, ხელვაჩაურისა და შუახევის სასპორტო სკოლებთან არსებული გუნდები. გამარჯვებულებს პრიზები და მედლები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ და მერის მოადგილემ ომარ ტაკიძემ გადასცეს. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”
chidaoba
0

კენჭაძე და მაჭარაშვილი ჭიდაობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ახალაგზრდებს შორის, პირველ სათამაშო დღეს, ნიკა კენჭაძემ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა ( 97 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში, კენჭაძემ თურქ კუჩუკილდიმირს 1:4 სძლია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. გივი მაჭარაშვილმა კი ასევე თურქ ჩიფჩი, დიდი ანგარიშით – 13:5 დაამარცხა და ისიც ფინალში იასპარეზებს. ამ წუთებში დაიწყება ნახევარფინალი, უკრაინელ […]
qeda2
0

ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები

2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. […]
chadrako
0

ოქროს ვარსკვლავი საჭადრაკო კლუბ ”ნონას”

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. პარიზში, ბიზნეს საინიციატივო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ “საერთაშორსო ხარისხის” კონფერენციაზე “სწორად წარმართული სტრატეგიისა და ეფექტური მენეჯმენტისთვის” სახელობის ჯილდო “ოქროს ვარსკვლავი” ბათუმის საჭადრაკო კლუბ “ნონა”-ს გადაეცა. ქართულმა კლუბმა 11 ქულა დააგროვა და პირველობა აზერბაიჯანულ “ოლდარ ურდუსთან” გაინაწილა. კლუბის შემადგენლობაში 7 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო შედეგები  ჩემპიონებმა  ნანა […]
26165325_2014973048781783_5568341808838515646_n
0

ხულოში წლის წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვეს

ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დაჯილდოვდნენ. მაგიდის ჩოგბურთში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ჭადრაკში მოღვაწე საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი საჩუქრები სულ 18 სპორტსმენსა და 5 მწვრთნელს გადაეცათ. წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”
sporti5
0

ვლადიმირ ვაისი: ეს თაობა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი, შვედეთთან შეხვედრამდე, 19-წლამდელების ვარჯიშს დაესწრო და მედიასთან გუნდის შესახებ ისაუბრა. ვაისის განცხადებით, ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ხარისხიანი თამაში აჩვენეს და ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. “ქართველმა ახალგაზრდებმა ხარისხიანი ფეხბურთი და კარგი ხასიათი აჩვენეს. მიუხედავად წაგებისა იგრძნობა, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც უკვე დიდი ხანია ქართული ფეხბურთის შესახებ […]
Shuaxevi
0

“საქართველოს თასი ლაშქრობაში”-ს ფინალში აჭარიდან მხოლოდ შუახევის გუნდი გადავიდა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო -,,რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს პროექტს – ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში” ახორციელებს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებს ადგილზე ჩაუტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი თამაშის სპეციფიკისა და პრინციპების შესახებ, ასევე, მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას ბუნებაში ორიენტირებისა და თვითგადარჩენის ხერხების შესახებ. პროექტის მოიცავს II ეტაპს. […]
shmagii
0

სამი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

  პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ. ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ალენ მირზოიანს შეხვდება, გობაძე თურქ ბურჰან აკბუდაკს დაეჭიდება, მძიმეწონოსანი პატარიძის მეტოქე კი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი რუსი […]
pataradze
0

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა- ოფიციალური ცერემონია

ამ წუთებში საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. საძირკველში სიმბოლურ კაფსულას უშვებენ. 99 მილიონ 448 ათას 408,56 ლარის ღირებულების მოედნის მშენებლობის დასრულება, რომელიც 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი 2020 წელს იგეგმება. დღევანდელ ცერემონიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები არიან მოწვეული. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ […]

ტურნირი მინი ფეხბურთში

ამხანაგური შეხვედრა მინი-ფეხბურთში. ერთმანეთს ერევნის 2017 წლის ჩემპიონი გუნდი ლეო და C ლიგის გამარჯვებული აჭარის ნაკრები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 9-ით 5 დასრულდა. “აჭარის ტელევიზია”
kalat
0

ტურნირი კალათბურთში

დაბა ხულოს საჯარო სკოლის სასპორტო დარბაზში გაიმართა მურმან თავართქილაძისა და გიორგი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში. ტურნირში მონაწილეობდა 6 გუნდი. პირველ ადგილზე გუნდი „იმედი“ გავიდა, მეორე ადგილი გამგეობის ახალგაზრდულ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამე – გუნდმა „მირაჟმა“ დაიკავა. ტურნირს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად […]
gode 1
0

ტურნირი სათხილამურო სპორტში

აჭარის ჩემპიონატი სათხილამურო სპორტში გოდერძის უღელტეხილზე. შეჯიბრება სამ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა. მასში ქედლების, გომარდულის და დანისპარაულისსასპორტო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თასის გათამაშების ოთხ ეტაპზე. ტურნირი, აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
chadraki
0

კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება. საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და […]
QVISHA
0

ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი 2017 იწყება

29-30 ივლისს ბათუმი მე-10, საიუბილეო ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ბათუმის „რაგბი არენაზე“ (ლეონიძის 5) გაიმართება. ტურნირი 14 საათზე გაიხსნება და თამაშები 19 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ინფორმაციით, წლევანდელ საერთაშორისო ტურნირში კაცთა 8 და ქალთა 4 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ბრიტანული, რუსული და თურქული გუნდები. კაცთა ტურნირის მონაწილეები არიან: მეკობრეები, თიბისელები, ვითიბი, წრე, […]
kons
0

“ბათუმის დინამოს” მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წაგებული მატჩები გახდა.  ინფორმაციას კლუბ „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი ადასტურებს. კონსტანტინ ფროლოვი ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ის ოდესის „ჩერნომორეცის“ საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი იყო. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xuloo
0

ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 789 760 ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 579 150 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნადიმ ვასაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაცია ექსპლუატაციას მოხმარდება, რისთვისაც 3 299 864 ლარია გამოყოფილი. ინფრასრტუქტურულ მშენებლობებში ძირითადი მიმართულება: ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას და მუნიციპალიტეტის ცენტრის კეთილმოწყობას გულისხმობს. ჯანმრთელობის […]
burti
0

“იაგელონია” VS “დინამო”

დღეს პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. იაგელონია ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა და პოლონელებმა მინიმალური ანგარიშით 1-ით ნოლი გაიმარჯვეს. ბათუმელებს შემდეგი ეტაპზე გასასვლელად 2 ბურთის გატანა სჭირდება სტუმრად. მატჩი საქართველოს დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია […]