ტურიზმი261 Videos

maxu
0

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაში 90 ათასამდე ლარი დაიხარჯება

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ქედის მერია წელს 62 897 ლარის დახარჯვას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გუშინ, 18 იანვარს გამოაცხადა. სატნდერო პირობით, თამარის ხიდის მიმდებარედ გარე განათება, რკინა-ბეტონის ბილიკი, პანდუსი და მოაჯირები უნდა მოეწყოს, ბილიკის ბოლოს კი გრუნტზე ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი უნდა დაიყაროს. კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 62 897 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 8 თებერვალს დასრულდება, სამუშაოები […]
goderdzi
0

გოდერძიზე საავტომობილო გზა ჩაიკეტა – ტურისტებს სპეციალური ტრანსპორტი ემსახურება

ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა ბათუმიდან ხულოს მიმართულებით მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიმდეა შესაძლებელი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებით არსებულ საავტომობილო გზას – ჩაკეტილია. ზარზმის მიმართულებით და პირიქით, ტურისტებს სპეციალური თოვლმავალი ემსახურება. „გოდერის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებთ გზა ჩაკეტილია, თოვლის საფარი კი 2-3 მეტრს აღწევს. ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდება, კურორტს […]
shuaxevi1
0

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა. მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 994 784 ლარი დაიხარჯა,განხორციელდა ტომაშეთის და მახალაკიძეების სოფლების წყალმომარაგების პროექტი. 5 სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს :- სხალთის ხეობიდან ფურტიო – ბუთურაული – ნენიის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა და სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის […]
dac ter
0

2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ

2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე […]
gode2
0

კურორტ „გოდერძიზე“ აეროდრომის ასაშენებლად მთავრობა მიწებს ყიდულობს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში სულ 100 ჰექტარ მიწას გამოისყიდის. გამოსყიდული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 3 900 კვადრატულ მეტრზე სამინისტროს აეროდრომისა და დამხმარე ნაგებობების მოწყობა აქვს დაგეგმილი. სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ გეგმით გაწერილი 100 ჰექტარი მიწიდან, ფიზიკური პირების საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებულ ნაკვეთების დიდი ნაწილი ამ დროისთვის გამოსყიდულია, მიწის […]
turisti
0

ზაფხულის მემილიონე ტურისტს ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძზე შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძს ეწვია და ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. ზურაბ პატარაძემ ტურისტული სეზონის დატვირთულობის და მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ კურორტ გოდერძის ხელმძღვანელისგან – ზურაბ ჭურკვეიძისაგან მოისმინა. როგორც აღინიშნა, წლევანდელ სეზონზე დაინტერესება ძალიან მაღალია და კურორტზე არსებული სასტუმროს და კოტეჯების განთავსების ადგილები სრულადაა დატვირთული. გოდერძს სტუმრობენ როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან […]
xulo sabgiro
0

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს და კეთილმოწყობა გაზაფხულიდან დაიწყება. ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებია. საბაგირომ გასულ წელს 10 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ხულოს საბაგირო თავისი სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს და კეთილმოწყობა გაზაფხულიდან დაიწყება. ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებია. საბაგირომ გასულ წელს 10 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ხულოს საბაგირო თავისი სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება წყარო:”აჭარის ტელევიზია”
turr
0

ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა 

ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა 2017 წელს საქართველოში შემოვიდა 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური. 2017 წელს ტურისტების რაოდენობა 27.9%-ით გაიზარდა. იანვარ-დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო +39.9%,  ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% გერმანია +25.7% ● ასევე აშშ-დან + 24.5% ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის […]
gvino
0

2017 წელს ექსპორტირებულმა ქართული ღვინის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობითაა მიღწეული. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის  მაჩვენებელს.   სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე […]
xuloo
0

ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 789 760 ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 579 150 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნადიმ ვასაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაცია ექსპლუატაციას მოხმარდება, რისთვისაც 3 299 864 ლარია გამოყოფილი. ინფრასრტუქტურულ მშენებლობებში ძირითადი მიმართულება: ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას და მუნიციპალიტეტის ცენტრის კეთილმოწყობას გულისხმობს. ჯანმრთელობის […]
tur qve
0

საქართველო ტურისტულად მიმზიდველ 22 ქვეყანას შორის მოხვდა

საქართველო ტურისტულად მიმზიდველ 22 ქვეყანას შორის მოხვდა, 2018 წლის რეიტინგი ამერიკული გამოცემა ,,ბლუმბერგში” გამოქვეყნდა. “მეხუთე საუკუნიდან საქართველოს დედაქალაქი 29-ჯერ დაინგრა და ხელახლა აშენდა. გასაკვირი არ არის, რომ მისმა მებრძოლმა სულმა და კრეატიულმა ენერგიამ თბილისი ბერლინს გაუთანაბრდა, ვიდრე ის, ცნობილი გახდებოდა თავისი ღამის ცხოვრებით. სპარსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ქვეყნის კულტურაზე გავლენა იქონია” – წერია სტატიაში საქართველოს […]
bat
0

აჭარის რეკლამირება დიდ ბრიტანეთში დაიწყება – ტურიზმის სტრატეგია 2018

2018 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტული მიმართულებით კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს. უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონის პოპულარიზაცია კვლავ მოხდება საერთაშორისო გამოფენებზე. 2018 წელს, აჭარის რეკლამირება დიდ ბრიტანეთში დაიწყება. ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში განახორციელებს. მათ შორის ისეთ ევროპულ ქვეყნებში როგორებიცაა გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. 2018 წლისთვის, ბიუჯეტიდან ქვეყნის გარეთ რეგიონის […]
shau
0

შუახევში ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობის გამო 30 კომპანია დაჯარიმდა

გასულ წელს შუახევში 149 ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაფორმდა ხელშეკრულება, მათგან 24 ინფრასტრუქტურული ღონისძიება გარდამავალში გადავიდა და სამუშაოები წელს გაგრძელდება. 9 ინდმეწარმე საჯარიმო სანქციის პარალელურად გააგრძელებს სამუშაოებს, ვინაიდან კომპანიამ დაკისრებულ ვადებში სამუშაოები ვერ დაასრულა. პირველი ნოემბრისთვის უნდა დასრულებულიყო ფურტიო – ბუთურაული – ნენიის წყალსადენის მშენებლობა. დაუსრულებელ პროექტებს შორისაა, გზების კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა, მინი მოედნების რემონტი, ფერდსამაგრისამუშაოები, წისქვილების მშენებლობა, სანიაღვრე არხების მოწყობა. შუახევის მერიაში […]
gomaaa2
0

გომარდულში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, კურორტ გომარდულში ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. მისი თქმით, კურორტ გომარდულის გახსნა არის სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის სწორი და პრაგმატული კომუნიკაციის შედეგი. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტი გომარდული განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და იგი სულ მალე ოთხივე […]
qed biu
0

ქედის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

დეპუტატებმა ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონ 536 ათას 900 ლარს შეადგენს. აქედან კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 510 ათასი ლარია. პრიორიტეტი გასული წლის მსგავსად წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათ შორისაა დაბა ქედის კეთილმოწყობა, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება. ბიუჯეტის პროექტს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ორმა წევრმა სხდომათა […]
gir1
0

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გირჩების გამოფენა გაიმართა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გირჩების გამოფენა გაიმართა. ბაღის ზღვისპირა პარკში, ტრადიციულად, წარმოდგენილი იყო გირჩების მრავალსახეობა, ასევე, გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები, რომელთა შეძენა ნებისმიერი დამთვალიერებელს შეეძლო. გამოფენას მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდა. ბოტანიკურ ბაღში გირჩების გამოფენა უკვე მეოთხე წელია იმართება. წყარო:”ბათუმის მერია”
sx
0

ქობულეთში ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით. ფრაქციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამის ; დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების […]

ნიაზ დიასამიძე და 33ა – ბათუმს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეო-კლიპი გადაიღო. ბათუმს – ასე ქვია ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია ნიაზ დიასამიძეა. „მუსიკაც და ტექსტიც ვფიქრობ ზუსტად გამოხატავს ბათუმის სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს. ვიდეორგოლის დანიშნულება შიდა ტურიზმის სტიმულირებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტუმრები ხედავდნენ ბათუმს ბათუმელებით. ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის ის ენერგეტიკა, რომელსაც […]
SHAUASPO
0

შუახევში წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვს

შუახევის მერიაში 2017 წლის საუკეთესო წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  ფულადი ჯილდოები გადაეცათ მაღალი სპორტული მიღწევების მქონე 13 სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის და რეგიონის სპორტის განვითარებაში. საუკეთსო სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ და რუსუდან შავაძემ დააჯილდოვეს. ღონისძიება შუახევის მერიის ორგანიზებით გაიმართა. წყარო:”შუახევის  […]
gomarduli
0

ზამთრის სეზონი კურორტ გომარდულზე 30 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსება 

ზამთრის სეზონი კურორტ გომარდულზე 30 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსება . ღონისძების ფარგლებში კურორტი გომარდულში მოეწყობა საახალწლო დეკორაციები, განათება, სცენა და კვების ობიექტი, დაიდგმება ნაძვისხე დაითება კოცონი, იქნება ცოხალი მუსიკა, ფოლკლორი, ბენდები, DJ და ფოიერვერკი. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისრიალონ თხილამურებზე, მოუსმინონ მუსიკას , დალიონ სასმელები და დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა თამაშები და სახალისო აქტოვობები. მონაწილეობის […]
TUR
0

ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებენ

2017 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები  84 019 უცხოელ ვიზიტორს მოემსახურა. წლის განმავლობაში რეგიონში მდებარე 9 ცენტრში უცხოელ ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობებისა და ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.  „ჩვენი ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები გამორჩეულია თავისი სერვისებით.  ჩვენთან ტურისტს შეუძლია მიიღოს ყველა ტიპის ინფორმაცია რაც ტურიზმს, რეგიონში დასვენებასა და მოგზაურობას უკავშირდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტურისტული […]
YVELIS FES
0

ზურაბ პატარაძე ღვინისა და ყველის ფესტივალს დაესწრო

ბათუმის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა. ევროპის მოედანზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი. წინასაახალწლო ბათუმში მყოფ სტუმრებსა და ადგილობრივებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ქართული ღვინისა და ყველის პროდუქცია. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი […]
gom
0

მუნიციპალიტეტის ღია პირველობა სათხილამურო სპორტში

სოფელ გომარდულში მუნიციპალიტეტის ღია პირველობა სათხილამურო სპორტში გაიმართა, სადაც ადგილობრივი სასპორტო სკოლის ჯგუფები მონაწილეობდნენ. ტურნირი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხადაჭერითა და ა(ა)იპ შუახევის სასპორტო სკოლის ორგანიზებით სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მოეწყო.  გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და მერის მოადგილემ რუსუდან შავაძემ გადასცეს. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”
biuuu
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 ლარს შეადგენს. ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა […]
wigni
0

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ გამოუშვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ გამოუშვა. სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც წელს გამოიცა აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ექსკურსია და მისი არსი, გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება, ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ექსკურსიის ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველადი სამედიცინო დახმარება. გარდა […]
gomarduli
0

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი გომარდული 24 დეკემბერს გაიხსნება

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, კუროორტი გომარდული კვლავ გაიხსნება. როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე „აიპრესთან“ აცხადებს, კურორტი გომარდული ოფიციალურად 23 დეკემბერს გაიხსნება. კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, შუახევიდან 7-8 კმ-ში მდებარეობს, 2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა, მაგრამ გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ დაკისრებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო, ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თანხის […]
sabagiro
0

3 მილიონ 139 306 ლარი კურორტ „გოდერძიზე“ კერძო პირებისგან მიწის გამოსასყიდად

აჭარის მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსასყიდი კომპენსაციის გამოყოფაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს თანხა 3 მილიონ 139 306 ლარია. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მინიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის, წელს, მთლიანობაში 17 მილიონ 200 000 ლარი გამოიყო. აქედან 2 მილიონ  551 673 ლარი არის ტედერების და პროექტების ნაწილის […]
go
0

ახალი საინვესტიციო პროექტები კურორტ გოდერძიზე

კურორტ „გოდერძიზე“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის;  ახალი საინვესტიციო პროექტები 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ კი 75 ადგილობრივი დასაქმდება. აჭარის […]
gode 1
0

კურორტ “გოდერძზე” ზამთრის სეზონი გაიხსნა

კურორტ “გოდერძზე” დღეს ზამთრის სეზონი მესამედ იხსნება. გოდერძის უღელტეხილი მოთხილამურეებს ორ საბაგირო გონდოლასა და ბაბლის ტიპის ხაზს შესთავაზებს, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. წლევანდელი სეზონისთვის კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. დღეს დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება. კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო […]
8
0

აჭარულ სამზარეულოს „ბელარუს 1“ გადაცემებს მიუძღვნის

ბელარუსში წამყვანი ტელეკომპანია „ბელარუს 1“ აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს 4 გადაცემას მიუძღვნის. პოპულარული კულინარიული გადაცემა „50 რეცეპტი”-ის სპეციალური გამოშვებების ჩაწერა რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ყველა გადაცემა პოპულარულ აჭარულ კერძებს მიეძღვნება, რომლის დროსაც ქართული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ ისაუბრებენ. ხვალ, გადაცემის ობიექტივში უკვე ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოექცევა. აჭარის შესახებ მომზადებულ […]
gode2
0

კურორტ გოდერძზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ერთი დღით გადაიდო

უამინდობის გამო, 9 დეკემბერს კურორტ გოდერძზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ერთი დღით გადაიდო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და აჭარის მთავრობა გოდერძის სათხილამურო კურორტს კვირას, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე ოფიციალურად გახსნის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად კურორტის გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. […]
gamo
0

ვროცლავში პოლონურ – ქართული ფოტოგამოფენა გაიხსნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ნინო ჩხეტია, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე, დავით თედორაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი მიხეილ ართმელაძე ვროცლავში პოლონურ-ქართული გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართა: „ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობის […]
treni
0

კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის მიმწოდებელი ობიექტების პერსონალს ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტრენინგები კურორტზე სერვისის გაუმჯობესებისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა, როგორებიცაა სტუმართმასპინძლობის ზოგადი პრინციპები, ტურისტის უსაფრთხოება, მასტერკალასებისა და ექსკურსიების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების და შეთავაზების დამუშავება. ტრენინგის მონაწილე საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა […]
turiuzm
0

აჭარა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე „IBTM World”

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში „IBTM World” მონაწილეობდა. დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად გაუწია. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. „IBTM World” არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოფენა საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და ბიზნეს ღონისძიებების გასამართად. წელს, გამოფენაში 150 […]
batumi
0

11 თვეში საქართველოს 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ნოემბრის თვეში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.  გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 11 თვეში   იმ უცხოელი […]
gomarduli
0

კურორტი გომარდული ვიზიტორების მისაღებად ემზადება

კურორტი გომარდული ვიზიტორების მისაღებად ემზადება. ადგილზე კი სააქციო საზოგადოება ,,გომარდული “ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს აწარმობს. მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი დავითაძესთან და სააქციო საზოგადოება ,,გომარდულის“ წარმომადგნლებთან ერთად დაათვალირა. ამ დროისათვის კოტეჯებში გათბობის სისტემის, სველი წერტილების და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული ბათუმი-ახალციხის ტრასაზე, ბათუმიდან 76 კმ-ში, ზღვის დონიდან 1250 […]
gode 1
0

კურორტი „გოდერძი“ 60 ათას ლარად თოვლმავლის დაქირავებას აპირებს

კურორტი „გოდერძი“ 60 ათას ლარად თოვლმავალის დაქირავებას აპირებს. სახელმწიფო შესყიდვა თოვლმავალზე კურორტის ადმინისტრაციამ პირველ დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სპეციალური დანიშნულების თოვლმავალი დამკვეთის მიერ მითითებულ დღეებში მოსახლეობას მოემსახურება. თოვლმავალში 12 მგზავრის ადგილი უნდა იყოს. თოვლმავალის გამოყენებას კუროტი „გოდერძი“ აპირებსზანკა-გოდერძის უღელტეხილზე უტყუსუბნის მიმართულებით დამსვენებლების გადასაყვანად. თოვლმავალის რეისების სავარაუდო რაოდენობა 240-ია. წყარო:გაზეთი “ბათუმელები”
gomarduli
0

“გომარდული” ხუთწლიანი პაუზის შემდეგ

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კურორტი გომარდული ვიზიტორების მიღებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეძლებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსა და აქციონერებს შორის ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით  შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის თანახმად – კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდება. აშენდება 40 ნომრიანი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო და არსებულ კოტეჯებს კიდევ რამდენიმე შეემატება. რაც შეხება  იქ არსებულ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აქციონერებს უკვე დაწყებულია აქვთ კოტეჯების […]
gidebis gadamzadeba
0

ტრენინგი გიდებისთვის გრძელდება

აჭარაში მოქმედი გიდებისთვის ტრენინგები ბათუმის ტურის მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, თეორიული ტრენინგი გიდებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ქართულ ფოლკლორში ჩაუტარდათ. ლექციაზე თინათინ გიორგაძემ ყურადღება კონკრეტულად აჭარულ ფოლკლორზე გაამახვილა, თუმცა ასევე ისაუბრა ზოგადად ქართული ფოლკლორის თავისებურებებზე. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 80 გიდი მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. წყარო:”Department of Tourism and Resorts of […]
gode
0

მიწის ნაკვეთები კურორტ „გოდერძიზე“ დროებითი ობიექტების მოსაწყობად – პირობებიანი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტ „გოდერძიზე“ მიწის 11 ნაკვეთს პირობებიანი აუქციონის წესით, იჯარით გასცემს. მიწის ნაკვეთებით სარგებლობის პერიოდი 2018 წლის მაისამდეა, აუქციონის საწყისი ფასი კი 150-200 ლარი თითოეულ ნაკვეთზე. მოიჯარეებმა 2017 წლის 10 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე უნდა განათავსონ თხილამურების გასაქირავებელი [4 ცალი] და  სწრაფი კვების ობიექტის შესაბამისი [4 ცალი] მსუბუქი კონსტრუქციები, ხოლო […]
batumia
0

ტრენინგ-კურსი მოქმედი გიდებისათვის

აჭარაში გიდების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 22 მოქმედ გიდს ტრენინგ-კურსი ბათუმის ტურისტული მარშრუტის მიმართულებით უტარდება. თეორიული ლექციებისას განსაკუთრებული ყურადღება ბათუმის ისტორიას, ქალაქის ძველ და ახალ არქიტექტურას, აჭარის ეთნოგრაფიას, აჭარის ისტორიას, ფსიქოლოგიას და გიდის ხელოვნებას ეთმობა. სალექციო კურსი ასევე მოიცავს პრაქტიკული ტურების დაგეგმვას გონიო-აფსაროსის ციხესა და ქალაქ ბათუმში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად […]
gamofena
0

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლონდონში მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე წარადგინ

აჭარის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ”WTM London 2017” იყო წარდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოს, კერძოდ კი აჭარას პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაუწია. ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებდა, რაც ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და პოტენციური პარტნიორების […]
batumi
0

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები გრძელდება

რეგიონში სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს. ამჯერად, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები მიმტანებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უტარდებათ. რეგიონში მოქმედი გამოცდილი პრაქტიკოსი ტრენერები კოლეგებს სტუმრის მომსახურებისა და მაღალი სერვისის შეთავაზების საერთაშორისო სტანდარტებს აცნობენ. წელს, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა […]
fer
0

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მოლდოვაში ტურისტულ გამოფენაზე „Winter Travel Fair 2017“ წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მოლდოვაში ტურისტულ გამოფენაზე „Winter Travel Fair 2017“ წარადგინა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტ „გოდერძი“-ს წარმომდგენლებთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში ტურიზმის სახეობების შესახებ. ვინაიდან, გამოფენის მთავარი თემა ზამთრის კურორტები იყო აჭარის შემთხვევაში […]
taueri
0

250 მილიონიანი ცათამბრჯენი ბათუმში

სილქ თაუერი–ასე ერქმევა ცათამბჯენს ბათუმში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი Silk Road Grup-თან ერთად ააშენებს.  ეს ის ობიექტია, რომელიც Trump Tower-ის ბრენდით უნდა გახსნილიყო. მშენებლობისთვის 250 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის თქმით, პროექტს ნახევარი წლის განმავლობაში სწავლობდნენ, რის შემდეგაც მისი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს. 47-სართულიან შენობაში ლუქს კლასის საცხოვრებლები, მაღალი დონის სასტუმრო, კაზინო, გასართობი ცენტრი და […]
menejerebi
0

აჭარას აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში რეგიონის სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით სტუმრებისთვის სასტუმრო ინტურისტში პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. შეხვედრების დაწყებამდე კი მათ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. დღეს, აზერბაიჯანელი სტუმრები უკვე […]
meria batumis
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი

78  მილიონი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, 14 მილიონი კი განათლების პროგრამებისთვის – ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ბათუმის ბიუჯეტი 2018 წელს 146 მილიონ 121 ათასი ლარი იქნება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 55 % ინფრასტრუქტურულ სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. განათლების მიმართულებით 14 მილიონ 217 ათასი დაიხარჯება, კულტურული პროექტებისთვის მერია 3 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამდენივე, 13 მილიონი, დაიხარჯება […]
mwvaneko
0

მწვანე კონცხი შავ ზღვას საბაგიროთი დაუკავშირდება

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ცნობით, მწვანე კონცხი შავ ზღვას თანამედროვე საბაგიროთი დაუკავშირდება. როგორც ფონდში ამბობენ, ისინი მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებენ. კომპლექსი საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს. საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა […]
goder
0

კურორტ გოდერძზე სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება

ზამთრის სათხილამურო კურორტი გოდერძი, რომელიც ხულოში ზღვის დონიდან 2 000 მერტზე მდებარეობს სეზონი ოფიციალურად დეკემბრის პირველ ნახევარში გაიხსნება. კურორტს აჭარის მთავრობა ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტრო, მთის კურორტების სააგენტო და გოდერძი რესორტი ერთობლივად გახსნის. კურორტზე ორი საბაგიროა, გონდოლა და ბაბლი ასევე განთავსებულია კოტეჯები და საოჯახო სასტუმრო სახლები. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის […]
xixanis-cixe
0

ხიხანის ციხის რეაბილიტაციის ტენდერი ორჯერ ჩავარდა

ხიხანის ციხის რეაბილიტაციისთვის ორჯერ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. მასში მონაწილეობა არც ერთმა  კომპანიამ არ მიიღო. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სააგენტომ მესამედ ტენდერის გამოცხადებისგან  თავი შეიკავა, რადგანაც ზამთარში ხიხანის ციხეზე რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია. განმეორებითი ტენდერი გაზაფხულზე გამოცხადდება. შუა საუკუნეებში აშენებული ციხესიმაგრის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული 120 ათასი ლარი მომდევნო წლის ბიუჯეტში გადაინაცვლებს. ციხე ზღვის დონიდან […]
2
0

ტურისტებს აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტულ ობიექტებშივე შეუძლიათ

ტურისტებს აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტულ ობიექტებშივე შეუძლიათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმში 50-მდე სასტუმროში, კვების ობიექტსა და მუზეუმში სპეციალური სტენდები განათავსა. საინფორმაციო დაფებზე აჭარის რუკები, გზამკვლევები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების რუკებია მოთავსებული, რაც ტურისტებს დაეხმარება ობიექტშივე მიიღონ ინფორმაცია რეგიონის ტურისტული ადგილების შესახებ. დღეს, საინფორმაციო სტენდების განთავსების […]
pataradzee
0

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების 105 წლის იუბილე

დღეს ბოტანიკოსთა სიმპოზიუმი „კოლხეთის მცენარეთა სამყარო: მრავალფეროვნება, ეკოლოგია, კონსერვაცია“ გაიმართა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სიმპოზიუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ სიმპოზიუმის მისასალმებელ სიტყვაში რეგიონისათვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის ტურისტულ პოტენციალს განსაკუთრებით ამდიდრებს და ღირებულს ხდის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, […]
mtiani achara
0

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტით „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ უმასპინძლებენ

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტი „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ დახვდებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩირუხის მთიდან ხიხანის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე საველოსიპედო, ჯიპ და საფეხმავლო მარშრუტების მარკირება განხორციელდება. ახალი მარშრუტის კვლევა სამი თვე მიმდინარეობს. უკვე შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკი. დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზეც. […]
gancxadebasavrcelebs-cr-739×428
0

ესტონური ტელეკომპანია Canal 2 აჭარას გადაცემათა ციკლს უძღვნის

აჭარის შესახებ ესტონეთში წამყვან ტელეარხზე Canal 2 თემატური რეპორტაჟები გადის,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მტავრობა ავრცელებს. გადაცემა „Reporter”, რომელიც ესტონეთში ყოველდღიურად, საღამოს 7 საათზე გადაიცემა რეგიონის თითოეულ ტურისტულ პროდუქტს ვრცელ მასალას უძღვნის. გადაცემის სპეციალურ სამოგზაურო ბლოგში უკვე გავიდა რეპორტაჟები დელფინარიუმის, ღვინის ტურიზმისა და ბათუმის შესახებ. ნოემბრის პირველ კვირამდე კი ტელეარხი დამატებით 7 რეპორტაჟის გაშვებას […]
gvino
0

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო” გაიმართა. დეგუსტაცია-პრეზენტაციის ღონისძიებებს 100-მდე სტუმარი – ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო. წარმოდგენილი ექსპოზიცია სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტ ისტორიას გაეცნოს და ამავე დროს, ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრების ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაციებში მიიღოს მონაწილეობა. “გამოფენა ღვინის ცივილიზაციის ცენტრში არის საუკეთესო საშუალება კიდევ […]
qed
0

ქედის საკრებულოს შემადგენლობა

არცერთ უბანში არ დაწერილა საჩივარი ქედაში, დღეს შევიდა ორი საოლქო საარჩვენო კომისიაში, საჩივრები შემაჯამებელ ოქმებს ეხება, ერთ-ერთ შემთხვევაში ოქმები არაა დამოწმებული ბეჭდით. საარჩვენო ადმინისტრაცია საკითხს ხვალ განიხილავს. უმრავლესობა ექნება “ქართულ ოცნებას” ქედაშიც, მმართველი პარტიის გარდა, 4 პარტია შედის თვითმმართველობაში, 24 მანდატიანსაკრებულოში, 18 “ქართული ოცნებიდან,” 6 კი ოპოზიციიდან იქნება. წყარო:’აჭარის ტელევიზია”
485246_646439152039407_1129910582_n_1
0

”რუსთავი 2” და ”ობიექტივის” ჟურნალისტებმა საარჩევნო უბანთან პოლიცია გამოიძახა

ბათუმში რუსთავი 2-სა და ობიექტივის ჟურნალისტებმა საარჩევნო უბანთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ჟურნალისტებმა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში განთავსებულ უბანთან მიკროავტობუსში და მსუბუქ ავტომობილებში დააფიქსირა მოქალაქეები სათადარიგო სიებით ხელში. ჟურნალისტების გამოჩენამ აქტივისტები გაღიზიანდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს: “ვფიქრობ, იყვნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც მოქალაქეების უბანზე მოყვანას ცდილობდნენ. გვქონდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებიც და სწორედ ამის გადაღებას ვცდილობდით, მხოლოდ რამდენიმე […]
lvovi
0

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. დღეს გამოფენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლვოვის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. გამოფენის სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას მიხეილ კოპლატაძემ აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ორქვეყანას შორის მეგობრობას გაუსვა ხაზი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლვოვის ტურისტულ გამოფენაში პირველად მონაწილეობს. ხვალ, დეპარტამენტი გეგმავს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის მოწყობას ტურისტული […]
pata goders
0

კურორტ გოდერძიზე ახალი განათება საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

კურორტ გოდერძიზე 1761 მეტრიანი შიდა გზის მოწყობა დასრულდა.აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ კურორტის დირექციასთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ახალ გზაზე გარე განათება საზეიმო ვითარებაში ჩართეს.რამაზ ბოლქვაძემ და კურორტის დირექტორმა, ზურაბ ჭურკვეიძემ მთავრობის თავმჯდომარეს ადგილზე გააცნეს განხორციელებული პროექტის დეტალები. კურორტზე შიდა გზის მოწყობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი-2009“ ახორციელებდა.შ.პ.ს […]

როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი ხულოში?

როგორ გეგმავენ ხულოს მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას? რა მოხვდა მათი მიზნების არეალში? კანდიდატებს მიაჩნიათ, რომ ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტებია და უნდა განავითარონ ინფრასტრუქტურა ხიხანის ციხეზე, ასევე მწვანე ტბაზე და კურორტ გოდერძზე. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ექსტრემალური, ევროპაში სიგრძით და სიმაღლით მეორე ადგილზე მყოფი თაგოსსაბაგიროს მოწყობა და გაახლება კი ყურადღების მიღმა დარჩა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
gomarduli
0

გომარდული წელს დამსვენებლებს მიიღებს

ექვს წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი გომარდული წელს პირველ ვიზიტორებს უმასპინძლებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე დასრულდა კურორტამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა და ამ ეტაპზე აქციონერებთან მოლაპარაკებები გრძელდება. აჭარის ფინანსთანმინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აქციონერებს შორის მოლაპარაკების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. შეგახსენებთ, გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. […]
jur mog
0

“National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტები აჭარაში

“National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. ოქტომბრის ბოლომდე კი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული სტატია, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი ჟურნალის პოლონურ გამოცემაში გამოქვეყნდება. სტუმრები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდნენ. რეგიონში მოგზაურობა ჟურნალისტებმა ბათუმიდან დაიწყეს და კურურტ „გოდერძი“-ზე დაასრულეს. მათ ობიექტივში მოხვდა მთიანი აჭარის ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის ქედის ღვინის […]
glonti
0

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროს თამარ კაიკაციშვილთან და ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელ ირინე ურუშაძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის მიზანი ხორვატიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების რეგიონში დანერგვაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტურიზმის სამინისტროს, ასევე დუბროვნიკის რეგიონისა და ქალაქის […]
maxu
0

ღვინის სახლი და მახუნცეთის ჩანჩქერი – რა მოსწონთ ტურისტებს ქედაში

მიმდინარე წელს, ქედაში ტურისტების 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვიზიტორებს ძირითადად ღვინის სახლებთან მიმავალი მარშრუტები და მახუნცეთის ჩანჩქერი იზიდავთ. ტურისტული საინფორმაციო ცენტის წარმომადგენლის თქმით,  უცხოელ და ქართველ მოგზაურებს ორ მარშრუტს სთავაზობენ.  ეს სოფლების გუნდაურისა და მახუნცეთის მიმართულებაა. დამსვენებლებს საშუალება აქვთ ისტორიული ზენდიდის ციხე, თამარ მეფის ხიდი, ღვინის მარანი, საოჯახო სასტუმროები  და მახუნცეთის ჩანჩქერი მოინახულონ. კანადელი ტურისტი ლიატ აჰარონსონი აჭარაში წელს პირველად ჩამოვიდა. ამბობს, რომ მეგობრის რჩევა გაითვალისწინა და საქართველოს სხვადსხვა […]

ფესტივალი ”განდაგანა” გრძელდება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” გრძელდება. პროგრამა 4 საათზე განახლდება, დამთვალიერებელს გამოფენების, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, ხალხური რეწვის ნიმუშების, და ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონანტების, ნახვის საშუალება ექნება. მოეწყობა ფოლკლორ – შოუც. დღესვე დაწურავენ ყურძენს და დაამზადებენ ფესტივალის სახელობის ღვინოს. ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფესტივალი “განდაგანა” წელს მესამედ ჩატარდა. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
mirian qata
0

მირიან ქათამაძე: ქობულეთს თავისი სავიზიტო ბარათი, ბულვარი უნდა ჰქონდეს

“არ შეიძლება ფიქრი ინვესტიციაზე, თუ ჩვენ არ გვექნება მოწესრიგებული სანაპირო ზოლი, ალბათ 2018 წლის განმავლობაში აღარ უნდა არსებობდეს იგივე ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ქობულეთის სანაპირო ზოლთან“, – ასეთი მოსაზრება აქვს „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატს მირიან ქათამაძეს. რა გეგმები აქვს ქობულეთის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ექნება თუ არა ქობულეთს ბულვარი და რა ფაზაშია ამ საკითხზე მუშაობა […]
leq
0

რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია ბსუ-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რატი ამაღლობელის შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან. პოეტის საჯარო ლექცია საქართველოს, ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს შეეხებოდა. რატი ამაღლობელმა ხაზი გაუსვა ისეთ კონცეპტებსა და ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, შრომისმოყვარეობა, განათლება, ტრადიციები და ლიტერატურა. პოეტ რატი ამაღლობელის შეხვედრა სტუდენტებთან პროექტის ,,მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის’’ ფარგლებში გაიმართა. წყარო:”Batumi Shota Rustaveli State University”
est
0

ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესტონელი ჟურნალისტები ტელერეპორტაჟებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟურნალისტები რეგიონს 4 დღით სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში სტუმრები ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ თავადვე ჩართულიყვნენ კულინარიულ მასტერკლასში და აჭარული კერძი „სინორი“ მოემზადებინათ. ენვერ ხაბაძის სახელობის აჭარის სახელმწიფო ანსამბლში „ბათუმი“ კი ჟურნალისტებმა […]