ტურიზმი267 Videos

”ბლექსი არენაზე” ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა

“ბლექსი არენაზე” ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა. როგორც ყოველთვის, მომღერალმა ცნობილი კომპოზიციები ახალი იმპროვიზაციებით შეასრულა. გაიმართა ახალი სიმღრრისა და კლიპის პრეზენტაციაც. კონცერტი ჩექინ ჯორჯიას ფარგელბში შედგა. “აჭარის ტელევიზია”
485246_646439152039407_1129910582_n_1
0

”რუსთავი 2” და ”ობიექტივის” ჟურნალისტებმა საარჩევნო უბანთან პოლიცია გამოიძახა

ბათუმში რუსთავი 2-სა და ობიექტივის ჟურნალისტებმა საარჩევნო უბანთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ჟურნალისტებმა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში განთავსებულ უბანთან მიკროავტობუსში და მსუბუქ ავტომობილებში დააფიქსირა მოქალაქეები სათადარიგო სიებით ხელში. ჟურნალისტების გამოჩენამ აქტივისტები გაღიზიანდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს: “ვფიქრობ, იყვნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც მოქალაქეების უბანზე მოყვანას ცდილობდნენ. გვქონდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებიც და სწორედ ამის გადაღებას ვცდილობდით, მხოლოდ რამდენიმე […]
SHEXVEDRA
0

”საქართველოს ევროპული გზა” – საერთაშორისო კონფერენცია

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა, მიმდინარეობს. შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა. “აჭარის ტელევიზია”
joe
0

”შავი ზღვის ჯაზფესტივალი” დასრულდა

რიგით მეთერთმეტე ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი დასრულდა. დასკვით კონცერტზე მაყურებლის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსი ჯოს სტოუნი წარსდგა. თითქმის 2 საათიან პროგრამაში იყო სხვადასხვა ალბომიდან კომპოზიციები. გრემის ლაურეატ მომღერალს სამსახობო კარიერაც აქვს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის 14 მილიონი ალბომია გაყიდული. კონცერტის ფინალულ ნაწილში, ჯოს სტოუნმა ბოლო სიმღერა მზესუმზირის თაიგულით შეარულა, ყვავილები კი რამდენიმე იღბლიან მაყურებელს მომღერლისგან საჩუქრად ერგო. […]

”შუამთობის” სამზადისი

ხულოში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობისთვის“ ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ეთნოგრაფიული კუთხე უნდა მოეწყოს, ასევე გამარჯვებულ კომპანიას ევალება საკონცერტო სცენის მოწყობა და 8,5 გრამიანი ოქროს სამკაულის შეძენა. ტენდერი 6 742 ლარზეა გამოცხადებული. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება, ჯამში ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათას ლარამდე დაიხარჯება. “აჭარის ტელევიზია”

”ჯაზ ბიგ-ბენდის” კონცერტი

”ბათუმური ზაფხული 2017” გრძელდება. გუშინ საღამოს მაყურებლის წინაშე ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ჯაზ ბიგ-ბენდი წარსდგა. კონცერტი ერთ საათს გაგრძელდა, შესრულდა რამდენიმე კომპოზიცია. დღეს, 20 საათზე კონცერტს ანსამბლი ”თარიკონი” გამართავს. ქართული კულტურისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების პოპულარიზაცის მიზნით, კონცერტები ბათუმის ბულვარში ყოველდღე 31 ივლისამდე გაგრძელდება. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. “აჭარის ტელევიზია”
FB_IMG_1500273337511
0

“დაიწყე დილა ჯანსაღად”

ქობულეთში ცენტრალურ პარკში დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე დილის გამამხნევებელი ვარჯიშები მიმდინარეობს. სპორტული აქტივობა 15 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ღონისძიება ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მიმდინარეობს.
romaeli kaci
0

“რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში”

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის ციხეში, ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე ’’ გაიმართა. ეს ღონისძიება გასულ წელს ჩატარდა პირველად და ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. წარმოდგენილი იყო რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა და მისი ყოველდღიური კვების რაციონი, ჯარისკაცის ცხოვრებასთან , საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები და რომაული კერამიკული ნაწარმი. მოეწყო სანახაობა ,,გლადიატორების ორთაბრძოლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა […]

“სინორი”, “ერიშტა” და “ბაქლავა” – “შუამთობა” ბეშუმში და უნიკალური კერძების რეცეპტი

კურორტ “ბეშუმში” სახალხო ზეიმი “შუამთობა” ტრადიციულია და ყოველ წელიწადს ტარდება, იგი აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება,სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ მაღალმთიან აჭარაში ხვადასხვა თემისთვის დამახასიათებელი კერძები. მაღალმთიანი აჭარის მკვიდრმა იზოლდა სურმანიძემ წელს “შუამთობაზე” სხალთა-ხიხანის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები “სინორი”,”ერიშტა” და “ბაქლავა” წარმოადგენდა. იზოლდა სურმანიძე “აიპრესს” “სინორი”-ს მომზადების წესზე ისაუბრა მისივე თქმით, აღნიშნულ კერძებს ხეობაში განსაკუთრებული სტუმრისთვის ამზადებენ. “სინორი” […]
dasuftaveba
0

“სუფთა ქალაქი”

შპს ,,სანდასუფთავების“ მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ქუჩების მორწყვის სამუშაოები. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები სამუშაოებს დილის 05:00 საათიდან გვიან ღამემდე ახორციელებენ. რაც შეეხება სანაპირო ზოლის დასუფთავებას, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დღეში 2-ჯერ ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში კი დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები დამატებით სამუშაოებს განახორციელებენ. ასევე, რეგულარულად მიმდინარეობს სანაგვე ურნებიდან ნაგვის გატანის სამუშაობი, რაც 24 საათის […]
jur mog
0

“National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტები აჭარაში

“National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. ოქტომბრის ბოლომდე კი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული სტატია, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი ჟურნალის პოლონურ გამოცემაში გამოქვეყნდება. სტუმრები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდნენ. რეგიონში მოგზაურობა ჟურნალისტებმა ბათუმიდან დაიწყეს და კურურტ „გოდერძი“-ზე დაასრულეს. მათ ობიექტივში მოხვდა მთიანი აჭარის ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის ქედის ღვინის […]

“ბათუმური ზაფხული 2017”-კონცერტები გრძელდება

“ბათუმური ზაფხული 2017” გრძელდება. პროექტის ფარგლებში გუშინ საღამოს კონცერტი ბულვარის კოლონადებთან ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა და მუსიკალურმა ჯგუფებმა გამართეს. შესრულდა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები. პროექტს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. კონცერტები ყოველ საღამოს 20 საათზე იწყება. ‘აჭარის ტელევიზია”
gomarduli
0

“გომარდული” ხუთწლიანი პაუზის შემდეგ

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კურორტი გომარდული ვიზიტორების მიღებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეძლებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსა და აქციონერებს შორის ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით  შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის თანახმად – კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდება. აშენდება 40 ნომრიანი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო და არსებულ კოტეჯებს კიდევ რამდენიმე შეემატება. რაც შეხება  იქ არსებულ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აქციონერებს უკვე დაწყებულია აქვთ კოტეჯების […]

“საქართველო ღვთის საჩუქარი”-უკრაინელი მხატვრის გამოფენა

უკრაინელი მხატვრის  ოდარკა დემა-პისნას პერსონალური გამოფენა ბათუმში. მხატვარმა აჭარის ხელოვნების მუზეუმში დამთვალიერებლისთვის ქართული თემატიკაზე შესრულებული 25 ნახატი წარმოადგინა. როგორც, თავად მხატვარი ყვება, ნამუშევრების შექმნის იდეა, გასულ წელს საქართველოში ჩამოსვლის  შემდეგ გაუჩნდა. ბათუმის შემდეგ მისი ნამუშევრების გამოფენა თბილისში იგეგმება. “აჭარის ტელევიზია”

“სოულის ღამე”

ორი ამერიკელი ვარსკვლავის ერიკ ბენესა და სიი ლო გრინის კონცერტი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა ბლექ სი არენას სცენაზე. ათასობით მაყურებლის წინაშე ჯერ ერიკ ბენე  გამოჩნდა და ცნობილი ჰიტები შეასრულა. მასთან ერთად იმღერა ქართველმა რეპერმა ბერა ივანიშვილმაც. მოგვიანებით კი სცენაზე მელომანების წინაშე  ხუთი გრემის მფლობელი სილო გრინი წარსდგა.  კონცერტის დასასრულს კი  მსმენელებს ჯემსეიშენი შესთავაზეს. ,,სოულის ღამე” ბლექ სი არენაზე გვიან ღამით დასრულდა.  ვარსკვლავებს მედიისთვის კომენტარი არ […]
avtobusi
0

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს და სამშენებლო სამუშაოებისთვის 28 325 ლარი აქვს გათვალისწინებული. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანოს №13-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში. სატენდერო პირობების […]
549fc1d68e.images.new_photo.axali_photos2.society.batumi-qolgebi
0

„ბათუმობა 2017“-ის სცენარს კულტურის სახლი 10 000 ლარად შეისყიდის

ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა თანხმობისთვის, რათა სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2017“-ის სცენარი გამარტივებული წესით 10 ათას ლარად შეისყიდოს რევაზ ახრახაძისგან. ტენდერის გარეშე შესყიდვის საფუძვლად კულტურის სახლი ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ასახელებს. „აღნიშნული მომსახურების შესყიდვით შესაძლებელი გახდება ბათუმობის დღესასწაულის მაღალორგანიზებულად ჩატარება… რევაზ ახრახაძის ექსკლუზიური უფლებამოსილება კი დადასტურებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ 2017 წლის […]
barashvili
0

„ბილივის“ საქველმოქმედო გალა საღამო „ჰილტონ ბათუმში“ 15 ივლისს გაიმართება

15 ივლისს 19:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“, „ბილივის“ მეოთხე ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ქველმოქმედებისთვის გააერთიანებს! ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და თანადგომა. გალა-საღამო მოიცავს მიღებას – კოქტეილ წვეულებას, საქველმოქმედო აუქციონს, სადღესასწაულო სადილს, ლატარიის ბილეთების გათამაშებასა და საინტერესო მუსიკალურ ნაწილს. სპეციალურად „ბილივის“ გალა საღამოსთვის […]
evropa
0

„ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად მიდის“

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“, პირველ პანელზე განსახილველი თემა იყო აღმოსავლეთ პარნიორობს შორის ახალი პერსპექტრივები და შესაძლებლობები. ასევე, 2017 წლის სამიტი ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე დაისვა კითხვები როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე ასევე ასევე ევროკავშირთან დაახლოებაზეც. ლორ დელკურმა, რომელიც პროექტ EU-STRAT-ის მკვლევარია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდს წარმოადგენს, ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და […]
20170721_102127
0

„მუზეუმი და მეგობრები“ – გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში

2017 წლის 21 ივლისს, 13 საათზე, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „მუზეუმი და მეგობრები“. წარმოდგენილი იქნება კერძო კოლექციონერების მიერ მოწოდებული გასული საუკუნის ტექნიკური ხელსაწყოები, მუზეუმის მეგობარ მხატვართა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და მოყვარულ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. ღონისძიებას გააფორმებს სტუდია BT ART- ისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის წევრების მიერ შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრები. გამოფენა […]
13700975_10153576144812373_3552148116515814519_o
0

„შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“ – სამინისტრო ეკრანით მომსახურებაში 50 ათას ლარს გადაიხდის

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეკრანით მომსახურებაში 50 ათას ლარამდე გადაიხდის. ეკრანით [რომლის ზომა 95 კვ/მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს] მომსახურების შესყიდვას, სამინისტრო გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელებს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 2017 წლის 27 ივლისიდან 1-ელი აგვისტოს პერიოდში „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ ფარგლებში ეკრანით მომსახურება – ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა ბულვარში მდებარე ჩოგბურთის მოედანზე […]
batumi
0

11 თვეში საქართველოს 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ნოემბრის თვეში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.  გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 11 თვეში   იმ უცხოელი […]
20170803_102337
0

111-მდე ფრენა კვირაში, 38 მიმართულებით – აჭარაში რეკორდული მაჩვენებელია

დღეს არსებული მონაცემების მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 111-მდე ფრენა ხორციელდება 38 მიმართულებით. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე “აიპრესთან’ ინტერვიუში აცხადებს, ეს რეკორდული მაჩვენებელია აჭარისთვის. “მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყოველ კვირის განმავლობაში 111-მდე რეისი ხორციელდება 38 მიმართულებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი, ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა და ვფიქრობ, ეს არის ზუსტად […]
mze
0

17-18 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

17 – 18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 19 – 23 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება […]

19 აგვისტოს ნადირობის სეზონი იწყება

19 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება. მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. “აჭარის ტელევიზია”

2 მილიონი გზის რეაბილიტაციისთვის

კურორტ გომარდულთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია ღორექთიდან- გომარდულის მიმართულებით 4 კილომეტრი და 400 მეტრი გზის მოასფალტება. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით სამუშაოები ზამთრის სეზონამდე დასრულდება და მას“შპს ბონდი” ასრულებს. გზის კეთილმოწყობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. “აჭარის ტელევიზია’
gvino
0

2017 წელს ექსპორტირებულმა ქართული ღვინის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობითაა მიღწეული. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის  მაჩვენებელს.   სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე […]
dac ter
0

2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ

2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე […]
shuaxevi1
0

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა. მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 994 784 ლარი დაიხარჯა,განხორციელდა ტომაშეთის და მახალაკიძეების სოფლების წყალმომარაგების პროექტი. 5 სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს :- სხალთის ხეობიდან ფურტიო – ბუთურაული – ნენიის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა და სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის […]
turistebi
0

2017 წლის ზაფხული – ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი აჭარაში

რეგიონის პოპულარიზაცია მსოფლიოში პოპულარულ BBC და EURONEWS-ის არხებზე აჭარაში ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2017 წლის ზაფხული ბოლო წლებში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამორჩეული იქნება. რეგიონის პოპულარობას წინ ინტენსიური და ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი უძღოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს. აჭარის პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით […]
gantavsebaachara
0

2018 წელს აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა

2018 წელს, აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში 1,931, 179 შეადგინა, რაც 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს (1 683 077 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი აჭარაში).  საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ისევ ლიდერობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23,7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. საერთაშორისო ვიზიტორების […]
mtiani achara
0

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტით „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ უმასპინძლებენ

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტი „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ დახვდებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩირუხის მთიდან ხიხანის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე საველოსიპედო, ჯიპ და საფეხმავლო მარშრუტების მარკირება განხორციელდება. ახალი მარშრუტის კვლევა სამი თვე მიმდინარეობს. უკვე შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკი. დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზეც. […]
FINANSTA SAMINISTRO
0

2018-2021 წლებში სამინისტრო ინოვაციურ პროგრამებს განახორციელებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში საინვესტიციო პროცესის გაძლიერების მიზნით ახალ პროგრამებს განახორციელებს. რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა 2018-2021 წლებში 2 165 600 ლარით დაფინანსდება  ახალ ბულვარში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები:  ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტებით დაახლოებით 520 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად ქალაქში გაჩნდება:  1700 სასტუმრო ნომერი  დაახლოებით 2600 ახალი სამუშაო ადგილი გმირთა ხეივანში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები: […]

23 ივლისს ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

მორიგი საკონცერტო შოუს “ბლექ სი არენა” 23 ივლისს უმასპინძლებს. ამჯერად მაყურებლის წინაშე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ქეთი მელუა ინგლისურ ბენდთან ერთად წარსდგება. საღამოს სპეციალური სტუმარია გორის ქალთა გუნდი. კონცერტი ”ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ტარდება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ქეთი მელუა საქართველოში 21 ივლისს ჩამოვა. “აჭარის ტელევიზია’
taueri
0

250 მილიონიანი ცათამბრჯენი ბათუმში

სილქ თაუერი–ასე ერქმევა ცათამბჯენს ბათუმში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი Silk Road Grup-თან ერთად ააშენებს.  ეს ის ობიექტია, რომელიც Trump Tower-ის ბრენდით უნდა გახსნილიყო. მშენებლობისთვის 250 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის თქმით, პროექტს ნახევარი წლის განმავლობაში სწავლობდნენ, რის შემდეგაც მისი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს. 47-სართულიან შენობაში ლუქს კლასის საცხოვრებლები, მაღალი დონის სასტუმრო, კაზინო, გასართობი ცენტრი და […]
mze
0

27 ივლისს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურა +40 გრადუსამდე მოიმატებს

26 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან ინტენსიურად გავრცელდება ცხელი ჰაერის მასები, რის გამოც, სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +34 +36, დასავლეთის დაბლობში +40, აღმოსავლეთის ბარში +37 +39 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში, ამავდროულად, აღმოსავლეთის ცხელი ქარი გაძლიერდება. “აჭარის ტელევიზია’

3 000 ლარი ქობულეთის გამწვანებისთვის

ქობულეთის გამგეობამ, წელს ქობულეთის გამწვანება დაასრულა. გამწვანების სამსახურის 256 ათასიანი ბიუჯეტიდან, უშუალოდ მცენარეების დარგვას 3 ათასი ლარი მოხმარდა. ყვავილები დარგეს გამგეობის შენობის წინ, რომლის ნაწილი უკვე გახმა. სამსახური მომდევნო თვეებში, გასულ წლებში დარგული მცენარეების მოვლასა და ქალაქის სარეველა ბალახებისგან გაწმენდაზე იმუშავებს, რისთვისაც საცელი აპარატები ახლახან შეიძინეს. გ ამწვანების სამსახურის ფუნქციებში ტროტუარების მოწესრიგებაზე, დაგებაზე, ამისთვის ცემენტისა […]
sabagiro
0

3 მილიონ 139 306 ლარი კურორტ „გოდერძიზე“ კერძო პირებისგან მიწის გამოსასყიდად

აჭარის მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსასყიდი კომპენსაციის გამოყოფაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს თანხა 3 მილიონ 139 306 ლარია. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მინიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის, წელს, მთლიანობაში 17 მილიონ 200 000 ლარი გამოიყო. აქედან 2 მილიონ  551 673 ლარი არის ტედერების და პროექტების ნაწილის […]
IMG_3316
0

60-მდე ქვეყნის გიდი 5 კონტინენტიდან – აჭარა გიდების მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლებს მასპინძლობს

აჭარაში გიდების ასოციაციების მსოფლიო კონგრესის მონაწილეები იმყოფებიან. კონგრესში მსოფლიოს 5 კონტინენტიდან 60-მდე ქვეყნის გიდების ასოციაციის პრეზიდენტები და დამფუძნებლები იღებენ მონაწილეობას. კონგრესის მონაწილეებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. მან აჭარაში ტურიზმის განვითარების, რეგიონის პოპულარიზაციისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურების, ტურისტული ობიექტებისა და ინვესტიციების რაოდენობაც. „ჩვენმა […]
te
0

7-10 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 7–10 აგვისტოს შესაძლებელია 40 41 გრადუსს მიაღწიოს. დასავლეთ საქართველოში 7–8 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35 40 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. “ipress.ge”
babu
0

73 წლის ხულოს მკვიდრი: იმედია “შუამთობის” ტრადიცია თაობიდან თაობებს გადაეცემა

კურორტ ბეშუმში სახალხო ზეიმი “შუამთობა” ტრადიციულია და ყოველ წელიწადს ტარდება. სახალხო ზეიმი ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. ზეიმის ოფიციალური ნაწილი დღეს თორმეტ საათზე დაიწყება. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გამოფენილია სხვადასხვა თემისთვის დამახასიათებელი კერძები და ხელნაკეთი ნივთები,ასევე გაიმართება სპორტული შეჯიბრიც და დოღიც, გაიმართება კონცერტიც. დღეს ღონისძიებაზე იმიტირებული ქორწილიც გაიმართება. “აიპრესს” შუამთობის მნიშვნელობასა […]

Black Sea Arena – ზე “ქართული ხმების” კონცერტი გაიმართება

Black Sea Arena – ზე დღეს ქართული ხმების საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტზე ანსამბლის 30 წლიან ისტორიას გააცოცხლებენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო მეტონიძე, დათო ევგენიძე, “თბილის ბიგ ბენდი”, გურიის შვიდკაცა.  კონცერტი პროექტ “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში Black Sea Arena – ა ორგანიზებით ტარდება. “აჭარის ტელევიზია”

Black sea Arena-სთან შადრევანი ამოქმედდა

დარბაზ “ბლექ სი არენას” მიმდებარედ  ამოქმედდა უნიკალური, მრავალფუნქციური შადრევანი. შადრევანთა კომპლექსი 1300 კვ. მეტრ  ფართობზე განთავსდა.  ერთმანეთთან დაკავშირებულია 1 დიდი და 8 მცირე ზომის კომპიუტერიზებული აუზები. შადრევანი აღჭურვილია ლაზერითა და სპეციალური პროექტორით,  რომელთა მეშვეობითაც წყლის ფარდაზე შესაძლებელია ნებისმიერი სახის ვიდეო და ფოტო მასალის პროექცირება. ტექნიკური აღჭურვითა და სისტემის სირთულით, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მრავალფუნქციურ შადრევანს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.შადრევანის მშენებლობა შეუკვეთა და დააფინანსა ფონდმა […]
batumi
0

ადგილები აჭარაში , რომლებიც ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ

ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, პეტრას ციხე, გონიო – აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი, მტირალას ეროვნული პარკი  – ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ.  გაზრდილია ვიზიტორთა სტატისტიკაც.  ვინ, რატომ და როდის სტუმრობს აჭარას? აღმოჩნდა, რომ რეგიონში ყველაზე მეტი ტურისტი ივნისი-ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჩამოვიდა.  გართობის, თავგადასავლების და მშვიდი დასვენების მოყვარულებს რეგიონში სტუმრობისას სრული თავისუფლება აქვთ. არჩევანი კი დიდია. ვისაც გსურთ მსოფლიოს სუბტროპიკული ფლორა აღმოაჩინოთ, […]
mag achara
0

ანზორ ბოლქვაძე: მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

ამის შესახებ “აიპრესთან” საქართველოს პარლამენტში  ხულო, ქედა, შუახევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა. “შავნაბადაზე იქ სადაც ხანძარი იყო უამრავი ტურისტი შეგვხვდა, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. დღესაც არ კლებულობს ტურისტთა ნაკადი, პირიქით, ზამთრის პერიოდისთვის იმ ადამიანებს ვისაც სასტუმროები აქვთ დაკვეთები უკვე მიიღეს და ზამთრისთვის ელოდებიან უცხოეთიდან ვიზიტორებს. გოდერძის უღელტეხილზე 80 მილიონია ჩადებული, სადაც 6 სასტუმრო შენდება, […]

ანსამბლ “თარიკონის” კონცერტი

პროექტ „ბათუმური ზაფხული 2017-ის” ფარგლებში გუშინ ბულვარის კოლონადებთან კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით შსს-ს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “თარიკონი” წარსდგა. ანსამბლს 15 წლიანი ისტორია აქვს. ბოლო 3 წლის განმავლობაში იგი შსს პატრონაჟით მოღვაწეობს. ქართული კულტურისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების პოპულარიზაცის მიზნით, კონცერტები ბათუმის ბულვარში ყოველდღე 31 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და […]

არდაგანის ტბის პრობლემა

როდის შეისწავლიან არდაგანის ტბის პრობლემებს ჯერ უცნობია. ტბაზე რამდენიმე დღეა წყლის შეფერილობა შეიცვალა და ზედაპირის ნაწილზე მწვანე ნადები გაჩნდა. ტბა ბულვარს 1 იანვრიდან წლის ბოლომდე აქვს დროებით სარგებლობაში გადაცემული.   ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ივნისში ჩატარდა და ტერიტორიიდან შლამი გაიტანეს. დამატებითი თანხა ტბაზე სხვა სამუშაოების ჩასატარებლად წლის ბოლომდე ბიუჯეტში გაწერილი არ არის, თუმცა ბულვარის დირექტორის […]
jixuri
0

აქცია მერიასთან – სუვენირებით მოვაჭრეები ახალი ჯიხურების განთავსებას ითხოვენ

ბათუმის მერიასთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სუვენირებით მოვაჭრეები ახალი ჯიხურების განთავსებას კვლავ ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტურისტულ სეზონზე შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მათი თქმით, მერიის წარმომადგენლებმა ძველ ჯიხურებში მუშაობა აუკრძალეს, ახალი კი ჯერ არ განთავსებულა. აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა. ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ ჯიხურებს განსაზღვრულ ადგილებში დღეს საღამოს განათავსებენ. ქალაქის ფარგლებში 26 ჯიხური […]
turiuzm
0

აჭარა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე „IBTM World”

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში „IBTM World” მონაწილეობდა. დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად გაუწია. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. „IBTM World” არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოფენა საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და ბიზნეს ღონისძიებების გასამართად. წელს, გამოფენაში 150 […]
menejerebi
0

აჭარას აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში რეგიონის სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით სტუმრებისთვის სასტუმრო ინტურისტში პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. შეხვედრების დაწყებამდე კი მათ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. დღეს, აზერბაიჯანელი სტუმრები უკვე […]
tur.raod
0

აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია. მიმდინარე წლის, იანვარ-აგვისტოში რეგიონს ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით  1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც.  ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების სიმრავლის მხრივ გამორჩეულია. მას მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან […]
0

აჭარაში 10 ტურისტული მარშრუტის მარკირება განხორციელდა

აჭარაში ტურისტული მარშრუტების მარკირება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ნიშნულებს ამჟამად, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ ცენტრალურ გზებზე ამონტაჟებს. მათ შორისაა კინტრიშის ეროვნული პარკამდე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიამდე, მტირალასა და მაჭახელას ეროვნულ პარკებამდე  არსებული გზის მონაკვეთი, რომლის სრული მარკირებაც მიმდინარეობს.   2017 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჯამში 50-ზე მეტი მანიშნებელი 10 ტურისტული მარშრუტის […]
batumi
0

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები გრძელდება

რეგიონში სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს. ამჯერად, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები მიმტანებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უტარდებათ. რეგიონში მოქმედი გამოცდილი პრაქტიკოსი ტრენერები კოლეგებს სტუმრის მომსახურებისა და მაღალი სერვისის შეთავაზების საერთაშორისო სტანდარტებს აცნობენ. წელს, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა […]
turi
0

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

8-9 სექტემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას „სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები“ უმასპინძლებს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, ღვინის ტურიზმის სტანდარტები, ასევე ტურისტების მოზიდვა და სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისებისა […]
kon
0

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გეგმავს. კონფერენციის თემაა – „სოფლის ტურიზმის თანამედროვე სტანდარტები და ტენდენციები“. სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები. კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს, […]
dakvi
0

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი მიმდინარეობს

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სოფელ ჩაისუბანში, სადაც ფრინველებზე დასაკვირვებლად სპეციალური პლატფორმაა მოწყობილი სტუმრებისთვის მიღება გაიმართა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რეგიონში გადამფრენი მტაცებელი ფრინველების და ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის მიღწევების შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს. ღონისძიებას 25 ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, მოხალისეები, ტურისტები, გიდები, ასევე კერძო და სახელმწიფო […]
aa
0

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მდინარეების – მეჯინისწყალი, ბარცხანისწყალი, ყოროლისწყალი, ჩაქვისწყალი, დეხვა, აჭყვა და მდინარე კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება ახალ ბულვარში ჟილინის არხის შესართავთან. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, დამჭერი მოწყობილობების შეძენისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 180 776 ლარი გამოეყო. მოწყობილობების შეძენას სამმართველო ტენდერის გარეშე აპირებს. […]

აჭარის მთავრობის სხდომა

რეგიონში 12 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის   აჭარის მთავრობამ 3  მილიონ 565  ათას 283 ლარი გამოყო. თანხა, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომელიც ქობულეთსა და ქედაში თითო, ბათუმში ხუთ  და საავტომობილო გზების მიერ დაგეგმილ პროექტებზე დაიხარჯება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიას თანხა გაეზარდა გამარტივებული შესყიდვებისთვის.  დღესვე კომპანია ,,მეტრო ატლას ჯორჯიასა”  და კომპანია  „ბედეგი ბილდინგს“ საპრივატიზაციო პირობები შეეცვალათ. “აჭარის […]
bat
0

აჭარის რეკლამირება დიდ ბრიტანეთში დაიწყება – ტურიზმის სტრატეგია 2018

2018 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტული მიმართულებით კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს. უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონის პოპულარიზაცია კვლავ მოხდება საერთაშორისო გამოფენებზე. 2018 წელს, აჭარის რეკლამირება დიდ ბრიტანეთში დაიწყება. ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში განახორციელებს. მათ შორის ისეთ ევროპულ ქვეყნებში როგორებიცაა გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. 2018 წლისთვის, ბიუჯეტიდან ქვეყნის გარეთ რეგიონის […]
glonti
0

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროს თამარ კაიკაციშვილთან და ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელ ირინე ურუშაძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის მიზანი ხორვატიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების რეგიონში დანერგვაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტურიზმის სამინისტროს, ასევე დუბროვნიკის რეგიონისა და ქალაქის […]
wigni
0

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ გამოუშვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ გამოუშვა. სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც წელს გამოიცა აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ექსკურსია და მისი არსი, გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება, ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ექსკურსიის ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველადი სამედიცინო დახმარება. გარდა […]
48388593_2320553484839248_7780544354346598400_n
0

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პრაქტიკული სახელმძღვანელოს „ღვინის მეგზური“ პრეზენტაცია გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო მარნების მეპატრონეებისთვის ტრენინგები დაიწყო. ღვინის დაჭაშნიკების ძირითადი წესები, ღვინისა და კერძის კომბინირების პრინციპები, ტურისტებისთვის ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების წესები – ის ძირითადი თემებია, რომლებსაც საოჯახო მარნების მეპატრონეები გადიან. ტრენინგის მსვლელობას ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი გაეცნენ. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს […]
fer
0

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მოლდოვაში ტურისტულ გამოფენაზე „Winter Travel Fair 2017“ წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მოლდოვაში ტურისტულ გამოფენაზე „Winter Travel Fair 2017“ წარადგინა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტ „გოდერძი“-ს წარმომდგენლებთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში ტურიზმის სახეობების შესახებ. ვინაიდან, გამოფენის მთავარი თემა ზამთრის კურორტები იყო აჭარის შემთხვევაში […]
lvovi
0

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. დღეს გამოფენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლვოვის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. გამოფენის სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას მიხეილ კოპლატაძემ აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ორქვეყანას შორის მეგობრობას გაუსვა ხაზი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლვოვის ტურისტულ გამოფენაში პირველად მონაწილეობს. ხვალ, დეპარტამენტი გეგმავს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის მოწყობას ტურისტული […]
gamofena
0

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლონდონში მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე წარადგინ

აჭარის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ”WTM London 2017” იყო წარდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოს, კერძოდ კი აჭარას პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაუწია. ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებდა, რაც ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და პოტენციური პარტნიორების […]
8
0

აჭარულ სამზარეულოს „ბელარუს 1“ გადაცემებს მიუძღვნის

ბელარუსში წამყვანი ტელეკომპანია „ბელარუს 1“ აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს 4 გადაცემას მიუძღვნის. პოპულარული კულინარიული გადაცემა „50 რეცეპტი”-ის სპეციალური გამოშვებების ჩაწერა რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ყველა გადაცემა პოპულარულ აჭარულ კერძებს მიეძღვნება, რომლის დროსაც ქართული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ ისაუბრებენ. ხვალ, გადაცემის ობიექტივში უკვე ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოექცევა. აჭარის შესახებ მომზადებულ […]

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ბათუმში რიგი ღონისძიებებით აღნიშნეს 6 მაისი პარკში უკვე მოეწყო მძლეოსნური გარბენი, ასევე გამომგონებელთა კლუბის მიერ  ძრავიანი თვითმფრინავების მოდელების გამოფენა და ავიაშოუ. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.      ახალგაზრდების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  მახუნცეთშიც გაიმართა. ,,დაუვიწყარი საღამო” – ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც გამგეობის […]
beshimi1
0

ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას „გოდერძზე“ უკრაინელი ბიზნესმენები აპირებენ

„კურორტ გოდერძზე უკრაინელი ბიზნესმენები ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. აჭარის საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ გრძელდება. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება მხოლიდ კურორტ გოდერძთან მიმართებით არსებობს. „თუმცა დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შეთავაზება იქნება სოფლის მეურნეობის, ციტრუსის კუთხით, […]