ტურიზმი267 Videos

ნიაზ დიასამიძე და 33ა – ბათუმს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეო-კლიპი გადაიღო. ბათუმს – ასე ქვია ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია ნიაზ დიასამიძეა. „მუსიკაც და ტექსტიც ვფიქრობ ზუსტად გამოხატავს ბათუმის სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს. ვიდეორგოლის დანიშნულება შიდა ტურიზმის სტიმულირებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტუმრები ხედავდნენ ბათუმს ბათუმელებით. ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის ის ენერგეტიკა, რომელსაც […]
6945F175-E6A8-4749-980C-171D188B6DE4-1
0

ველობილიკები – რა კეთდება უსაფრთხო გადაადგილებისთვის?

ქაოსური მოძრაობა ბულვარში. ველომოყვარულები ტროტუარებზე და ქვეითები ველობილიკებზე. გადაადგილების წესების დარღვევის გამო დაზიანებული მოქალაქეების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ველომოყვარულები, აკრძალულ ტერიტორიაზე, აკრძალულ დროს მოძრაობისთვის შესაძლოა დაჯარიმდნენ, თუმცა ჯარიმები არ ეხებათ ქვეითებს. ასევე ჯარიმას არ ითვალისწინებს ველობილიკზე არსებულ ზებრაგადასასვლელზე გზის არდათმობა. მოკლედ, სამოქალაქო ცნობიერებაზეა დამოკიდებული ვინ ვის და სად დაუთმობს გზას.

ანსამბლ “თარიკონის” კონცერტი

პროექტ „ბათუმური ზაფხული 2017-ის” ფარგლებში გუშინ ბულვარის კოლონადებთან კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით შსს-ს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “თარიკონი” წარსდგა. ანსამბლს 15 წლიანი ისტორია აქვს. ბოლო 3 წლის განმავლობაში იგი შსს პატრონაჟით მოღვაწეობს. ქართული კულტურისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების პოპულარიზაცის მიზნით, კონცერტები ბათუმის ბულვარში ყოველდღე 31 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და […]
jemi roqvai
0

მესამე დღეა ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს

მესამე დღეა ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, დღეს მსმენელის წინაშე ჯაზ-რეპისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ამერიკული ტრიო “დე ლა სოული” წარსდგება. გუშინ კი მელომანებისთვის ჯაზ-ფესტივალზე ორი საათის განმავლობაში ჯემიროქვაიმ იმღერა. შოუს სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ადევნებდნენ თვალს. “აჭარის ტელევიზია”
gomas mta
0

რა იგეგმება მწვანე ტბასთან და მთა ღომაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მწვანე ტბისა და ღომას მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტების შედგენაზე კონკურსები გამოაცხადა. მწვანე ტბის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 67 700 ლარია, ხოლო  მთა ღომას განვითარების პროექტში სამინისტრო 84 700 ლარს გადაიხდის. ორივე კონკურსი 2017 წლის 7 სექტემბერს დასრულდება, პროექტები კი სამინისტროს ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს. საკონკურსო წინადადების მიხედვით მწვანე ტბასთან, საპროექტო ტერიტორიაზე შესაძლებლობისამებრ […]
gonios cixe
0

რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. გონიო-კვარიათის ქუჩების და ტროატურებისთვის ბიუჯეტიდან 963 700 […]
tur kon
0

უკრაინული ტურისტული სააგენტოების ინფოტური აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონის ტურისტულ და სასტუმრო იფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშენიშნაობებს ეცნობიან. ინფოტურის მონაწილეებს რეგიონის გაცნობის მიზნით უკვე ჩაუტარდათ პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული გარემოს შესახებ. იქვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. უკრაინელი სტუმრები რეგიონს ოთხი დღით […]
gode
0

მიწის ნაკვეთები კურორტ „გოდერძიზე“ დროებითი ობიექტების მოსაწყობად – პირობებიანი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტ „გოდერძიზე“ მიწის 11 ნაკვეთს პირობებიანი აუქციონის წესით, იჯარით გასცემს. მიწის ნაკვეთებით სარგებლობის პერიოდი 2018 წლის მაისამდეა, აუქციონის საწყისი ფასი კი 150-200 ლარი თითოეულ ნაკვეთზე. მოიჯარეებმა 2017 წლის 10 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე უნდა განათავსონ თხილამურების გასაქირავებელი [4 ცალი] და  სწრაფი კვების ობიექტის შესაბამისი [4 ცალი] მსუბუქი კონსტრუქციები, ხოლო […]
turr
0

ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა 

ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა 2017 წელს საქართველოში შემოვიდა 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური. 2017 წელს ტურისტების რაოდენობა 27.9%-ით გაიზარდა. იანვარ-დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო +39.9%,  ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% გერმანია +25.7% ● ასევე აშშ-დან + 24.5% ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის […]
art
0

ბათუმში არტ ფესტივალი “არგანი” ჩატარდება

2017 წლის 8 ივლისს, ბათუმში არტ ფესტივალი,,არგანი’’/Batumi ArtFest “ARGANI” აიღებს სტარტს,- ამის შესახებ ინფორმაციას ჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. “სამი დღის განმავლობაში 6 მაისის პარკი ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს ,ფოტოგრაფებს, მოქალაქეებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს გააერთიენებს. აქ თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო […]
centri
0

ქობულეთში ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა. შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერსა და კაფეტერიას მოიცავს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. ჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2017 […]
wyali
0

შეზღუდვა წყალმომარაგებაში

უხვი ნალექის გამო, შეზღუდვებია წყალმომარაგებაში. ბათუმის წყლის ინფორმაციით, მდინარეები ჩაქვისწყალი, ლეჩა და ყოროლისწყალი აიმღვრა, რის გამოც სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, განთიადის, თამარის, გოროდოკის და ბარცხანის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება დღეს, 21:00 საათზე აღდგება. “აჭარის ტელევიზია”
51l
0

ჯგუფ ”რელიქვიის” კონცერტი

ბათუმის ხელოვნების ცენტრის მცირე დარბაზში ჯგუფ ”რელიქვიის” სოლო კონცერტი გაიმართა. ჯგუფის 4 წევრიდან სამი უსინათლოა. მუსიკოსებმა მაყურებელს თავიანთი ნამუშევარი ცოცხალი მუსიკის სახით წარუდგინეს. კონცერტის სლოგანი იყო „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. ‘აჭარის ტელევიზია’

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზენდიდის ციხესთან

ქედაში, ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცალფეხო ბილიკს, მოეწყო კიბეები. მიმდინარეობს მოაჯირეების მოწყობა და განათების მონტაჟი. ციხესთან მოეწყობა მოსასვენებელი ადგილიც. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 ათას 800 ლარია გამოყოფილი. ზენდიდის ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ‘აჭარის ტელევიზია”
nagavi
0

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქში, ზღვის პირას

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ნაგავს დღემდე ყრიან. რამდენიმე თვის წინ თუ აქ ძირითადად სამშენებლო ნაგავს ყრიდნენ, ამჯერად ეს ადგილები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა სავსე. ვინ ყრის ნაგავს, „ბათუმელებს“ მონიტორინგი არ ჩაუტარებია, თუმცა ტერიტორია ქალაქის საკუთრებაშია. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, როცა ზღვის სეზონის დაწყებამდე აქ არსებულ სიტუაციაზე ვწერდით, ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ […]
jur mog
0

“National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტები აჭარაში

“National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. ოქტომბრის ბოლომდე კი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული სტატია, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი ჟურნალის პოლონურ გამოცემაში გამოქვეყნდება. სტუმრები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდნენ. რეგიონში მოგზაურობა ჟურნალისტებმა ბათუმიდან დაიწყეს და კურურტ „გოდერძი“-ზე დაასრულეს. მათ ობიექტივში მოხვდა მთიანი აჭარის ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის ქედის ღვინის […]
gode 1
0

კურორტ “გოდერძზე” ზამთრის სეზონი გაიხსნა

კურორტ “გოდერძზე” დღეს ზამთრის სეზონი მესამედ იხსნება. გოდერძის უღელტეხილი მოთხილამურეებს ორ საბაგირო გონდოლასა და ბაბლის ტიპის ხაზს შესთავაზებს, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. წლევანდელი სეზონისთვის კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. დღეს დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება. კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო […]
gantavsebaachara
0

2018 წელს აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა

2018 წელს, აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში 1,931, 179 შეადგინა, რაც 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს (1 683 077 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი აჭარაში).  საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ისევ ლიდერობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23,7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. საერთაშორისო ვიზიტორების […]
barashvili
0

„ბილივის“ საქველმოქმედო გალა საღამო „ჰილტონ ბათუმში“ 15 ივლისს გაიმართება

15 ივლისს 19:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“, „ბილივის“ მეოთხე ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ქველმოქმედებისთვის გააერთიანებს! ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და თანადგომა. გალა-საღამო მოიცავს მიღებას – კოქტეილ წვეულებას, საქველმოქმედო აუქციონს, სადღესასწაულო სადილს, ლატარიის ბილეთების გათამაშებასა და საინტერესო მუსიკალურ ნაწილს. სპეციალურად „ბილივის“ გალა საღამოსთვის […]
saswrafo
0

სასწრაფო სამედიცინო დახმარება უცხოეული ტურისტებისთვის ფასიანია

სასწრაფო სამედიცინო დახმარება უცხოეული ტურისტებისთვის ფასიანია. ქალაქის მასშტაბით გამოძახება 50, სარფში კი 70 ლარი ღირს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დირექტორის მოადგილის თქმით, დღის განმავლობაში უცხოელების მხრიდან 10-12 გამოძახება ფიქსირდება. ბადრი პაქსაძის თქმით, პარალელურად ბულვარის ტერიტორიაზე მუდმივ რეჟიმში ერთი ბრიგადა იმყოფება, რომელიც უცხოელებს სამედიცინო დახმარებას უფასოდ მოემსახურება. “აჭარის ტელევიზია”
1234
0

ტურისტები ომანიდან: ღამის კლუბში ფული გამოგვძალეს

ტურისტები ომანიდან ღამის კლუბში ფულის გამოძალვაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე კლუბ „სთარში“ დაცვის თანამშრომლები ცემით დაემუქრნენ, თუკი იმ თანხას არ გადაიხდიდნენ, რაც ქვითარში ჩაუწერეს. „ღამით ქუჩაში გავიარე, ტაქსის მძღოლმა გვირჩია გასართობად ღამის კლუბ „სთარში“ წასვლა, – გვიყვება ეჰმედ ნ. იგი ორ მეგობართან ერთად ბათუმში პირველად ჩამოვიდა და ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩერდა, – დაახლოებით […]
mta
0

შუამთობა 2017

დღეს ქედაში სახალხო დღესასწაულს “შუამთობას” ზეიმობენ.  ამ წუთებში ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტში არსებულ მთაში კულტურული და სპორტული აქტივობები მიმდინარეობს, ქედის გამგეობა წონიარისის მთა საცხოვრიას გენერატორს გადასცემს. ქედაში შუამთობას აგვისტოს პირველ შაბათ- კვირას აღნიშნავენ. სახალხო დღესასწაულ შუამთობისთვის ემზადებიან ხულოშიც, სადაც ზეიმი ხვალ გაიმართება. კონცერტზე ცნობილ მომღერლებთან ერთად ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ, დაგეგმილია ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა და  ტრადიციული ქორწილის ინსცენირება სადაც ქორწილში მონაწილე წყვილს  ოქროს სამკაული გადაეცემათ. მოეწყობა […]
amindi
0

ღამით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ღამით ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდა. აჭარის სანაპირო ზოლში 54 მმ ნალექი მოვიდა.ღამით ამინდი ისევ გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. უხვი ნალექის და მეტეოროლოგიური პარამეტრების  ცვლილების მიუხედავად, ზღვაზე შტორმული სიტუაცია არ შეიქმნება და შენარჩუნდება სუსტი ღელვა. დღისით ნალექი შეწყდება და გამოიდარებს. “აჭარის ტელევიზია”
FINANSTA SAMINISTRO
0

2018-2021 წლებში სამინისტრო ინოვაციურ პროგრამებს განახორციელებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში საინვესტიციო პროცესის გაძლიერების მიზნით ახალ პროგრამებს განახორციელებს. რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა 2018-2021 წლებში 2 165 600 ლარით დაფინანსდება  ახალ ბულვარში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები:  ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტებით დაახლოებით 520 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად ქალაქში გაჩნდება:  1700 სასტუმრო ნომერი  დაახლოებით 2600 ახალი სამუშაო ადგილი გმირთა ხეივანში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები: […]
2
0

ტურისტებს აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტულ ობიექტებშივე შეუძლიათ

ტურისტებს აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტულ ობიექტებშივე შეუძლიათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმში 50-მდე სასტუმროში, კვების ობიექტსა და მუზეუმში სპეციალური სტენდები განათავსა. საინფორმაციო დაფებზე აჭარის რუკები, გზამკვლევები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების რუკებია მოთავსებული, რაც ტურისტებს დაეხმარება ობიექტშივე მიიღონ ინფორმაცია რეგიონის ტურისტული ადგილების შესახებ. დღეს, საინფორმაციო სტენდების განთავსების […]

როგორ დაიგეგმა ზაფხული 2017?

საზაფხულო სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. კულტურული ღონსიძიებებიც ძირითადად ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოშია დაგეგმილი, სექტემბერში კი “ბათუმობით” და საერთაშორისო კინოფესტივალით დასრულდება. ღონისძიებები დაგეგმილი აქვს განათლების სამინისტროს და მერიას, ძირითადად ფოლკლორული. არიან თუ არა ინფორმირებული ტურისტები? აქცევენ თუ არა ყურადღებას კალენდარს და რომელი ღონისძიებაა მათთვის ყველაზე საინტერესო? “აჭარის ტელევიზია”
SHEXVEDRA
0

ოდესის ოლქის დელეგაცია ბათუმის პორტს და სარფის საბაჟოს ეწვია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ოდესის ოლქის დელეგაციასთან ერთად ბათუმის პორტს ეწვია. ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი და დელეგაციის წევრები ბათუმის პორტის ტვირთბრუნვითა და სხვა პორტებთან თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდნენ. პორტის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტუმრებს პორტის წარმომადგენელმა გააცნო. მოგვიანებით სტუმრები სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტს ეწვიენ და მის მუშაობას […]
kavian
0

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ ტურისტებისთვის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. დაგეგმილია მოსასვენებელი ადგილების, კიბეების და მოაჯირების მოწყობაც. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობა 185 ათას ლარს დახარჯავს. წელსვე გამგეობა ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიასაც მოაწყობს. “აჭარის ტელევიზია”
eqspedici
0

ექსპედიცია გონიო-აფსაროსში

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ოსმალური და რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები. I ს-ის მეორე ნახევრით დათარიღებული შენობის მოზაიკიანი იატაკი და ამ შენობაში შესასვლელი კიბის საფეხურები. გათხრების შედეგად გამოვლენლია ოსმალური, ბიზანტიური და რომაული პერიოდის სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალები: დოქები, ჯამები, ქოთნები, ამფორები, მინის […]
koncerti
0

ნიაზ დიასამიძისა და „33ა“-ს კონცერტი ბეშუმში

კურორტ „ბეშუმში“ ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას უამრავ დამსვენებელთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტმა მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა. “ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

ტურისტული ინფრასტრუქტურა

მახუნცეთის ჩანჩქერთან  მისასვლელი  ბილიკი კვლავ არადაპტირებულია, ,ასევე მოსაწესრიგებელია პარკის ტერიტორია.  როგორც ქედის გამგეობაში განმარტავენ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული ნაკადის კლების შემდეგ დაიწყება. მუნიციპალიტეტში მოსაწესრიგებელია , საღორეთისა და ზესოფლის ციხეებთან მისასვლელი გზებიც.  უგზოობისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ტურისტებისთვის ქედაში დღემდე 20 ჩანჩქერი უცნობია. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით, დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელს ეტაპობრივად განხორციელდება. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
gidebis gadamzadeba
0

ტრენინგი გიდებისთვის გრძელდება

აჭარაში მოქმედი გიდებისთვის ტრენინგები ბათუმის ტურის მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, თეორიული ტრენინგი გიდებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ქართულ ფოლკლორში ჩაუტარდათ. ლექციაზე თინათინ გიორგაძემ ყურადღება კონკრეტულად აჭარულ ფოლკლორზე გაამახვილა, თუმცა ასევე ისაუბრა ზოგადად ქართული ფოლკლორის თავისებურებებზე. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 80 გიდი მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. წყარო:”Department of Tourism and Resorts of […]

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს და კეთილმოწყობა გაზაფხულიდან დაიწყება. ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებია. საბაგირომ გასულ წელს 10 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ხულოს საბაგირო თავისი სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება წყარო:”აჭარის ტელევიზია”
mgebrishvili
0

გიორგი მღებრიშვილი: საზღვაო სეზონს წელსაც სათანადოდ მომზადებულები შევხვდით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა. „შს მინისტრმა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელებისგან საკურორტო სეზონზე დამსვენებელთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა,“ – აცხადებენ სამინისტროში. „საზღვაო სეზონს ჩვენ წელსაც სათანადოდ მომზადებულები შევხვდით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი კვლავ წარმატებით და უდიდესი პასუხისმგებლობით გაართმევს თავს […]
20170721_102127
0

„მუზეუმი და მეგობრები“ – გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში

2017 წლის 21 ივლისს, 13 საათზე, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „მუზეუმი და მეგობრები“. წარმოდგენილი იქნება კერძო კოლექციონერების მიერ მოწოდებული გასული საუკუნის ტექნიკური ხელსაწყოები, მუზეუმის მეგობარ მხატვართა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და მოყვარულ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. ღონისძიებას გააფორმებს სტუდია BT ART- ისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის წევრების მიერ შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრები. გამოფენა […]
shuamtoba
0

შუახევში “შუამთობა 2017” აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას დაიწყება

აგვისტოს პირველი შაბათი-კვირიდან შუახევში მთიელები, და არა მხოლოდ ისინი, სახალხო დღესასწაულს – ,,შუამთობას” აღნიშნავენ. ზეიმი ჩვეულებრივ, მთის სამუშაოთა სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება და უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. მაღლა მდებარე ალპურ ზონაში მოიალაღეები პირუტყვის მოვლა-პატრონობასთან ერთად, წლის სარჩო-საბადებელს – მეცხოველეობის პროდუქტებს ამზადებენ. დღესასწაულზე მათ ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები […]

დაჭაობებული მდინარე პლაჟზე

ქობულეთში მეგობრობის ქუჩის მიმდებარე სანაპიროზე მდინარე კინტრიშის კალაპოტის დარღვევის გამო, წყალი პლაჟზეა შეჭრილი. კალაპოტი გაასწორხაზოვნეს თუმცა, შეჭრილი მდინარე დაგუბებულია და  ჭაობდება, რაც როგორც მწერების ასევე დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის. ერთი თვის წინ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში გამგეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას შეაკეთებდნენ და რამდენიმე დღეში გუბეს ამოავსებდნენ. თუმცა ამ დროისთვის სამუშაოების […]
patadze xixanze
0

ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 28 აგვისტოს სხალთის ხეობას ესტუმრა და მარიამობა რეგიონის მოსახლეობას ხიხანის ციხიდან მიულოცა. ზურაბ პატარაძემ ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხიხანის ციხეზე იმყოფებოდნენ აჭარის კულტურული მემვიდრეობის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი […]
gomarduli
0

გომარდული წელს დამსვენებლებს მიიღებს

ექვს წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი გომარდული წელს პირველ ვიზიტორებს უმასპინძლებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე დასრულდა კურორტამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა და ამ ეტაპზე აქციონერებთან მოლაპარაკებები გრძელდება. აჭარის ფინანსთანმინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აქციონერებს შორის მოლაპარაკების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. შეგახსენებთ, გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. […]
go
0

ახალი საინვესტიციო პროექტები კურორტ გოდერძიზე

კურორტ „გოდერძიზე“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის;  ახალი საინვესტიციო პროექტები 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ კი 75 ადგილობრივი დასაქმდება. აჭარის […]
batumibatumi
0

ისრაელში ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა

ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა „lametayel.co.il“ ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. 2018 წელს, ბათუმის შესახებ ინფორმაციებს ვებ-გვერდის მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი წვმდომა და ძებნა ჰქონდა.  სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს ელჩს ისრაელში თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გადასცეს. პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი Lametayel მოგზაურობის შესახებ […]
migranti
0

პროექტი მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

19 მცირე ბიზნესი და 2 სოციალური საწარმო _ პროექტები 2 წლის განმავლობაში მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ “ინტელექტის„ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა. პროგრამის მიზანი ეკომიგრანტების პროფესიულ განვითარება და დასაქმებაა. პროფესიული სწავლების საგრანტო პროგრამით 142 კურსდამთავრებული ჰყავს. “აჭარის ტელევიზია”

საქველმოქმედო საღამო

ქველმოქმედება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ფონდ ,,ბილივის’’ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, საქველმოქმედო აუქციონი მოეწყო, სადაც ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა შეიძინეს. გათამაშდა ლატარიის ბილეთები. საღამოს მუსიკალურად თბილისის ბიგ- ბენდის სოლისტი, მაია ბარათაშვილი აფორმებდა. ღონისძიებიდან შესული თანხა, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, საცხოვრებელი პირობების ხელშეწყობასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მოხმარდება. “აჭარის ტელევიზია”
gomarduli
0

კურორტი გომარდული ტურისტების მიღებას შეძლებს

კურორტ გომარდულის აქციონერებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება კვირის ბოლოს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კურორტი ტურისტების მიღებას მალე შეძლებს. გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დღეს თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოება 600 ათასი ლარითაა დაყადაღებული. […]
babu
0

73 წლის ხულოს მკვიდრი: იმედია “შუამთობის” ტრადიცია თაობიდან თაობებს გადაეცემა

კურორტ ბეშუმში სახალხო ზეიმი “შუამთობა” ტრადიციულია და ყოველ წელიწადს ტარდება. სახალხო ზეიმი ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. ზეიმის ოფიციალური ნაწილი დღეს თორმეტ საათზე დაიწყება. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გამოფენილია სხვადასხვა თემისთვის დამახასიათებელი კერძები და ხელნაკეთი ნივთები,ასევე გაიმართება სპორტული შეჯიბრიც და დოღიც, გაიმართება კონცერტიც. დღეს ღონისძიებაზე იმიტირებული ქორწილიც გაიმართება. “აიპრესს” შუამთობის მნიშვნელობასა […]

საჩუქარი ბოტანიკურ ბაღს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მცენარეთა დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სარეველა ბალახებთან საბრძოლველად გამოსაყენებელი სამუშაო ხელსაწყოები გადაეცა. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თიკას თანამშრომლებმა, ბოტანიკურ ბაღს გასულ წელს რამდენიმე ათასი დოლარის საჭირო ინვენტარი გადასცეს.  “აჭარის ტელევიზია”
SHEXVEDRA
0

ზურაბ პატარაძე ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონის გუბერნატორს შეხვდა

ბათუმს ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის (BBSC) პრეზიდენტი და ჩრდილოეთ ეგეოსის (საბერძნეთი) რეგიონული გუბერნატორი ქრისტიანა კალოგირუ სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქრისტიანა კალოგირუსთან, რომელიც აჭარაში შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციის „ლურჯი ეკონომიკა“ ფარგლებში იმყოფება, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პერიფერიული საზღვაო რეგიონების ასოციაციას (CPMR) შორის სამომავლო თანამშრომლობის არეალის […]
xixanis-cixe
0

ხიხანის ციხის რეაბილიტაციის ტენდერი ორჯერ ჩავარდა

ხიხანის ციხის რეაბილიტაციისთვის ორჯერ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. მასში მონაწილეობა არც ერთმა  კომპანიამ არ მიიღო. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სააგენტომ მესამედ ტენდერის გამოცხადებისგან  თავი შეიკავა, რადგანაც ზამთარში ხიხანის ციხეზე რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია. განმეორებითი ტენდერი გაზაფხულზე გამოცხადდება. შუა საუკუნეებში აშენებული ციხესიმაგრის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული 120 ათასი ლარი მომდევნო წლის ბიუჯეტში გადაინაცვლებს. ციხე ზღვის დონიდან […]
sx
0

ქობულეთში ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით. ფრაქციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამის ; დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების […]

ველობილიკები – რა კეთდება უსაფრთხო გადაადგილებისთვის?

ქაოსური მოძრაობა ბულვარში. ველომოყვარულები ტროტუარებზე და ქვეითები ველობილიკებზე. გადაადგილების წესების დარღვევის გამო დაზიანებული მოქალაქეების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ველომოყვარულები, აკრძალულ ტერიტორიაზე, აკრძალულ დროს მოძრაობისთვის შესაძლოა დაჯარიმდნენ, თუმცა ჯარიმები არ ეხებათ ქვეითებს. ასევე ჯარიმას არ ითვალისწინებს ველობილიკზე არსებულ ზებრაგადასასვლელზე გზის არდათმობა. მოკლედ, სამოქალაქო ცნობიერებაზეა დამოკიდებული ვინ ვის და სად დაუთმობს გზას. “აჭარის ტელევიზია”
bat
0

უკრაინული ინვესტიციები აჭარაში

აჭარაში უკრაინიდან ვიზიტორების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს რეგიონს უკრაინიდან 45 ათასი ტურისტი სტუმრობდა. 2013 წელს ეს რიცხვი 21 ათასი იყო, 2014 წელს – 24 ათასი, 2015 წელს კი 24 ათას 587.თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულება სავაჭრო-ეკონომიკური სფეროა. 2015-16 წლებში აჭარასა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიონ 442 ათას 253 ლარი იყო.რაც შეეხება […]
al
0

შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის სანაპირო ზოლში კვლავ წითელი ალმებია აღმართული. შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალულია. შსს-ს ინფორმაციით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: არ შევიდნენ ზღვაში ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ […]

აჭარის მთავრობის სხდომა

რეგიონში 12 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის   აჭარის მთავრობამ 3  მილიონ 565  ათას 283 ლარი გამოყო. თანხა, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომელიც ქობულეთსა და ქედაში თითო, ბათუმში ხუთ  და საავტომობილო გზების მიერ დაგეგმილ პროექტებზე დაიხარჯება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიას თანხა გაეზარდა გამარტივებული შესყიდვებისთვის.  დღესვე კომპანია ,,მეტრო ატლას ჯორჯიასა”  და კომპანია  „ბედეგი ბილდინგს“ საპრივატიზაციო პირობები შეეცვალათ. “აჭარის […]
kolxoba
0

კოლხობა 2017

აჭარაში  სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2017” აღინიშნა. კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ და მასში მონაწილეობას ღებულობს როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები. სარფის ულამაზეს სანაპიროზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები. კოლხობის დღესასწალი ლაზებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეუღლესთან ერთად მიულოცა. […]
mag achara
0

ანზორ ბოლქვაძე: მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

ამის შესახებ “აიპრესთან” საქართველოს პარლამენტში  ხულო, ქედა, შუახევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა. “შავნაბადაზე იქ სადაც ხანძარი იყო უამრავი ტურისტი შეგვხვდა, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. დღესაც არ კლებულობს ტურისტთა ნაკადი, პირიქით, ზამთრის პერიოდისთვის იმ ადამიანებს ვისაც სასტუმროები აქვთ დაკვეთები უკვე მიიღეს და ზამთრისთვის ელოდებიან უცხოეთიდან ვიზიტორებს. გოდერძის უღელტეხილზე 80 მილიონია ჩადებული, სადაც 6 სასტუმრო შენდება, […]
gomarduli
0

“გომარდული” ხუთწლიანი პაუზის შემდეგ

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კურორტი გომარდული ვიზიტორების მიღებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეძლებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსა და აქციონერებს შორის ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით  შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის თანახმად – კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდება. აშენდება 40 ნომრიანი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო და არსებულ კოტეჯებს კიდევ რამდენიმე შეემატება. რაც შეხება  იქ არსებულ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აქციონერებს უკვე დაწყებულია აქვთ კოტეჯების […]
xulo sabgiro
0

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს და კეთილმოწყობა გაზაფხულიდან დაიწყება. ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებია. საბაგირომ გასულ წელს 10 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ხულოს საბაგირო თავისი სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

კლიპის პრეზენტაცია

სიმღერა ბათუმზე. დათუნა მგელაძის შესრულებით კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. ტექსტისა და სიმღერის ავტორი ვაჟა ტუღუშია. სიმღერა ოთხი წლის წინ დაიწერა. ვიდეო რგოლის გადაღება “თავისუფალი ინიციატივების” პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიამ დააფინანსა. “აჭარის ტელევიზია”
evropa
0

„ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად მიდის“

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“, პირველ პანელზე განსახილველი თემა იყო აღმოსავლეთ პარნიორობს შორის ახალი პერსპექტრივები და შესაძლებლობები. ასევე, 2017 წლის სამიტი ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე დაისვა კითხვები როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე ასევე ასევე ევროკავშირთან დაახლოებაზეც. ლორ დელკურმა, რომელიც პროექტ EU-STRAT-ის მკვლევარია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდს წარმოადგენს, ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და […]

”შუამთობის” სამზადისი

ხულოში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობისთვის“ ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ეთნოგრაფიული კუთხე უნდა მოეწყოს, ასევე გამარჯვებულ კომპანიას ევალება საკონცერტო სცენის მოწყობა და 8,5 გრამიანი ოქროს სამკაულის შეძენა. ტენდერი 6 742 ლარზეა გამოცხადებული. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება, ჯამში ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათას ლარამდე დაიხარჯება. “აჭარის ტელევიზია”
FB_IMG_1501505919893
0

კურორტ “გოდერძიზე” 1761 მეტრის შიდა გზის მოწყობა დაიწყო

ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან დააკავშირებს. სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილესთან კონსტანტინე მეგრელიშვილთან და “გოდერძის”დირექტორთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კომპანია “ბონდი 2009”-ს პროექტის მენეჯერმა მამუკა ჟღენტმა მიაწოდა. პროექტი კურორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებით სრულიად ახალი გზის მოწყობას და განათების ბოძების განთავსებას ითვალისწინებს. […]
kon
0

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გეგმავს. კონფერენციის თემაა – „სოფლის ტურიზმის თანამედროვე სტანდარტები და ტენდენციები“. სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები. კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს, […]
gomarduli
0

დაყადაღებული კურორტი და მთავრობის გეგმა

სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ შესაძლოა ყადაღა მოეხსნას. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა. მთავრობა დააფინანსებს ასევე კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და გაზის მიყვანასაც. სანაცვლოდ დამფუძნებლებმა კურორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აიღეს. შეთანხმების სხვა დეტალებზე  „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ უპასუხა. ბატონო რამაზ, დღეს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა მთავრობის თავმჯდომარის […]

როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი ხულოში?

როგორ გეგმავენ ხულოს მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას? რა მოხვდა მათი მიზნების არეალში? კანდიდატებს მიაჩნიათ, რომ ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტებია და უნდა განავითარონ ინფრასტრუქტურა ხიხანის ციხეზე, ასევე მწვანე ტბაზე და კურორტ გოდერძზე. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ექსტრემალური, ევროპაში სიგრძით და სიმაღლით მეორე ადგილზე მყოფი თაგოსსაბაგიროს მოწყობა და გაახლება კი ყურადღების მიღმა დარჩა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
sabagiro
0

3 მილიონ 139 306 ლარი კურორტ „გოდერძიზე“ კერძო პირებისგან მიწის გამოსასყიდად

აჭარის მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსასყიდი კომპენსაციის გამოყოფაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს თანხა 3 მილიონ 139 306 ლარია. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მინიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის, წელს, მთლიანობაში 17 მილიონ 200 000 ლარი გამოიყო. აქედან 2 მილიონ  551 673 ლარი არის ტედერების და პროექტების ნაწილის […]
54255361_2710419475640346_2791181198494269440_n
0

უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებსა და ბლოგებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ბლოგერები და ჟურნალისტები სტუმრობენ. მედიატურის ფარგლებში ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, მტირალას ეროვნულ პარკსა და კურორტ გოდერძის მოინახულებენ. ჟურნალისტები ასევე, ეწვევიან ქედის მუნიციპალიტეტს, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. მედიატურის შედეგად, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები და ბლოგები უკრაინის წამყვან მედიაპლატფორმებზე ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წამყვანი […]

უსაფრთხოების ზომები პარკებში

47 ათას 400 ლარი ქობულეთისა და ჩაქვის პარკების დასაცავად. ტურისტულ სეზონის განმავლობაში ორივე დასასვენებელ ობიექტს შეიარაღებული პოლიცია დაიცავს. თანხა „ქობულეთის პარკის“ ბიუჯეტიდან დაიფარება. პარკის წარმომადგენელი აცხადებს, მიზანი ტურისტულ ზონაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. “აჭარის ტელევიზია”

”ჯაზ ბიგ-ბენდის” კონცერტი

”ბათუმური ზაფხული 2017” გრძელდება. გუშინ საღამოს მაყურებლის წინაშე ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ჯაზ ბიგ-ბენდი წარსდგა. კონცერტი ერთ საათს გაგრძელდა, შესრულდა რამდენიმე კომპოზიცია. დღეს, 20 საათზე კონცერტს ანსამბლი ”თარიკონი” გამართავს. ქართული კულტურისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების პოპულარიზაცის მიზნით, კონცერტები ბათუმის ბულვარში ყოველდღე 31 ივლისამდე გაგრძელდება. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. “აჭარის ტელევიზია”