ტურიზმი267 Videos

glonti
0

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროს თამარ კაიკაციშვილთან და ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელ ირინე ურუშაძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის მიზანი ხორვატიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების რეგიონში დანერგვაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტურიზმის სამინისტროს, ასევე დუბროვნიკის რეგიონისა და ქალაქის […]
maxu
0

ღვინის სახლი და მახუნცეთის ჩანჩქერი – რა მოსწონთ ტურისტებს ქედაში

მიმდინარე წელს, ქედაში ტურისტების 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვიზიტორებს ძირითადად ღვინის სახლებთან მიმავალი მარშრუტები და მახუნცეთის ჩანჩქერი იზიდავთ. ტურისტული საინფორმაციო ცენტის წარმომადგენლის თქმით,  უცხოელ და ქართველ მოგზაურებს ორ მარშრუტს სთავაზობენ.  ეს სოფლების გუნდაურისა და მახუნცეთის მიმართულებაა. დამსვენებლებს საშუალება აქვთ ისტორიული ზენდიდის ციხე, თამარ მეფის ხიდი, ღვინის მარანი, საოჯახო სასტუმროები  და მახუნცეთის ჩანჩქერი მოინახულონ. კანადელი ტურისტი ლიატ აჰარონსონი აჭარაში წელს პირველად ჩამოვიდა. ამბობს, რომ მეგობრის რჩევა გაითვალისწინა და საქართველოს სხვადსხვა […]

ფესტივალი ”განდაგანა” გრძელდება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” გრძელდება. პროგრამა 4 საათზე განახლდება, დამთვალიერებელს გამოფენების, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, ხალხური რეწვის ნიმუშების, და ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონანტების, ნახვის საშუალება ექნება. მოეწყობა ფოლკლორ – შოუც. დღესვე დაწურავენ ყურძენს და დაამზადებენ ფესტივალის სახელობის ღვინოს. ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფესტივალი “განდაგანა” წელს მესამედ ჩატარდა. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
mirian qata
0

მირიან ქათამაძე: ქობულეთს თავისი სავიზიტო ბარათი, ბულვარი უნდა ჰქონდეს

“არ შეიძლება ფიქრი ინვესტიციაზე, თუ ჩვენ არ გვექნება მოწესრიგებული სანაპირო ზოლი, ალბათ 2018 წლის განმავლობაში აღარ უნდა არსებობდეს იგივე ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ქობულეთის სანაპირო ზოლთან“, – ასეთი მოსაზრება აქვს „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატს მირიან ქათამაძეს. რა გეგმები აქვს ქობულეთის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ექნება თუ არა ქობულეთს ბულვარი და რა ფაზაშია ამ საკითხზე მუშაობა […]
leq
0

რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია ბსუ-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რატი ამაღლობელის შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან. პოეტის საჯარო ლექცია საქართველოს, ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს შეეხებოდა. რატი ამაღლობელმა ხაზი გაუსვა ისეთ კონცეპტებსა და ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, შრომისმოყვარეობა, განათლება, ტრადიციები და ლიტერატურა. პოეტ რატი ამაღლობელის შეხვედრა სტუდენტებთან პროექტის ,,მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის’’ ფარგლებში გაიმართა. წყარო:”Batumi Shota Rustaveli State University”
est
0

ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესტონელი ჟურნალისტები ტელერეპორტაჟებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟურნალისტები რეგიონს 4 დღით სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში სტუმრები ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ თავადვე ჩართულიყვნენ კულინარიულ მასტერკლასში და აჭარული კერძი „სინორი“ მოემზადებინათ. ენვერ ხაბაძის სახელობის აჭარის სახელმწიფო ანსამბლში „ბათუმი“ კი ჟურნალისტებმა […]
22279615_470019363384564_1867540786552724006_n
0

ქედის ტურისტულ მარშრუტს ახალი ობიექტი “აჭარის ველი” შეემატა

ქედაში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ მარშრუტთან – თამარის ხიდთან, “KTW” ჯგუფის საფირმო მაღაზია „აჭარის ველი“ გაიხსნა. დღეიდან, ქედის ღვინის ქარხნისა და “KTW” ჯგუფის პროდუქცია ტურისტებისათვის მიმზიდველ გარემოში იქნება წარმოდგენილი. ახალი ტურისტული ობიექტის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საფირმო მაღაზიის „აჭარის ველის“ მნიშვნელობას ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ტურისტებისათვის […]
mag achara
0

ანზორ ბოლქვაძე: მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

ამის შესახებ “აიპრესთან” საქართველოს პარლამენტში  ხულო, ქედა, შუახევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა. “შავნაბადაზე იქ სადაც ხანძარი იყო უამრავი ტურისტი შეგვხვდა, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. დღესაც არ კლებულობს ტურისტთა ნაკადი, პირიქით, ზამთრის პერიოდისთვის იმ ადამიანებს ვისაც სასტუმროები აქვთ დაკვეთები უკვე მიიღეს და ზამთრისთვის ელოდებიან უცხოეთიდან ვიზიტორებს. გოდერძის უღელტეხილზე 80 მილიონია ჩადებული, სადაც 6 სასტუმრო შენდება, […]

ტურისტული ინფრასტრუქტურა

მახუნცეთის ჩანჩქერთან  მისასვლელი  ბილიკი კვლავ არადაპტირებულია, ,ასევე მოსაწესრიგებელია პარკის ტერიტორია.  როგორც ქედის გამგეობაში განმარტავენ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული ნაკადის კლების შემდეგ დაიწყება. მუნიციპალიტეტში მოსაწესრიგებელია , საღორეთისა და ზესოფლის ციხეებთან მისასვლელი გზებიც.  უგზოობისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ტურისტებისთვის ქედაში დღემდე 20 ჩანჩქერი უცნობია. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით, დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელს ეტაპობრივად განხორციელდება. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
tur kon
0

უკრაინული ტურისტული სააგენტოების ინფოტური აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონის ტურისტულ და სასტუმრო იფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშენიშნაობებს ეცნობიან. ინფოტურის მონაწილეებს რეგიონის გაცნობის მიზნით უკვე ჩაუტარდათ პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული გარემოს შესახებ. იქვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. უკრაინელი სტუმრები რეგიონს ოთხი დღით […]
fex
0

ზებურ ბოლქვაძის სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში ჩატარდა. შეჯიბრში მიმდინარე წელს 6 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს სიგელები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სპორტული შეჯიბრები ყოველწლიურად ახალშენის სპორტულ მოედანზე ტარდება, რომელსაც გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ბასილაძე და გამგეობის თანამშრომლები დაესწრო. წყარო: “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
dakvi
0

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი მიმდინარეობს

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სოფელ ჩაისუბანში, სადაც ფრინველებზე დასაკვირვებლად სპეციალური პლატფორმაა მოწყობილი სტუმრებისთვის მიღება გაიმართა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რეგიონში გადამფრენი მტაცებელი ფრინველების და ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის მიღწევების შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს. ღონისძიებას 25 ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, მოხალისეები, ტურისტები, გიდები, ასევე კერძო და სახელმწიფო […]
tur.raod
0

აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია. მიმდინარე წლის, იანვარ-აგვისტოში რეგიონს ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით  1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც.  ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების სიმრავლის მხრივ გამორჩეულია. მას მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან […]
0

აჭარაში 10 ტურისტული მარშრუტის მარკირება განხორციელდა

აჭარაში ტურისტული მარშრუტების მარკირება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ნიშნულებს ამჟამად, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ ცენტრალურ გზებზე ამონტაჟებს. მათ შორისაა კინტრიშის ეროვნული პარკამდე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიამდე, მტირალასა და მაჭახელას ეროვნულ პარკებამდე  არსებული გზის მონაკვეთი, რომლის სრული მარკირებაც მიმდინარეობს.   2017 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჯამში 50-ზე მეტი მანიშნებელი 10 ტურისტული მარშრუტის […]
romaeli kaci
0

“რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში”

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის ციხეში, ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე ’’ გაიმართა. ეს ღონისძიება გასულ წელს ჩატარდა პირველად და ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. წარმოდგენილი იყო რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა და მისი ყოველდღიური კვების რაციონი, ჯარისკაცის ცხოვრებასთან , საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები და რომაული კერამიკული ნაწარმი. მოეწყო სანახაობა ,,გლადიატორების ორთაბრძოლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა […]
chex
0

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი იწყება

15 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირმა სოფლის განვითარების კიდევ ერთი ახალი პროექტი წარადგინა. პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ჩეხეთს რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. პროექტი ითვალისწინებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალური თანამონაწილეობას სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში. ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე […]
batumi
0

ადგილები აჭარაში , რომლებიც ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ

ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, პეტრას ციხე, გონიო – აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი, მტირალას ეროვნული პარკი  – ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ.  გაზრდილია ვიზიტორთა სტატისტიკაც.  ვინ, რატომ და როდის სტუმრობს აჭარას? აღმოჩნდა, რომ რეგიონში ყველაზე მეტი ტურისტი ივნისი-ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჩამოვიდა.  გართობის, თავგადასავლების და მშვიდი დასვენების მოყვარულებს რეგიონში სტუმრობისას სრული თავისუფლება აქვთ. არჩევანი კი დიდია. ვისაც გსურთ მსოფლიოს სუბტროპიკული ფლორა აღმოაჩინოთ, […]
maxu
0

მახუნცეთში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა იგეგმება

მახუნცეთში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა იგეგმება, რისთვისაც ქედის გამგეობა 47 ათას 400 ლარს დახარჯავს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ვიზიტორების სიმრავლის გამო გადაწყდა. ამჟამად ტურისტული ცენტრი მხოლოდ დაბა ქედაში ფუნქციონირებს. “აჭარის ტელევიზია”
SHEXVEDRA
0

ზურაბ პატარაძე ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონის გუბერნატორს შეხვდა

ბათუმს ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის (BBSC) პრეზიდენტი და ჩრდილოეთ ეგეოსის (საბერძნეთი) რეგიონული გუბერნატორი ქრისტიანა კალოგირუ სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქრისტიანა კალოგირუსთან, რომელიც აჭარაში შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციის „ლურჯი ეკონომიკა“ ფარგლებში იმყოფება, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პერიფერიული საზღვაო რეგიონების ასოციაციას (CPMR) შორის სამომავლო თანამშრომლობის არეალის […]
FINANSTA SAMINISTRO
0

2018-2021 წლებში სამინისტრო ინოვაციურ პროგრამებს განახორციელებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში საინვესტიციო პროცესის გაძლიერების მიზნით ახალ პროგრამებს განახორციელებს. რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა 2018-2021 წლებში 2 165 600 ლარით დაფინანსდება  ახალ ბულვარში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები:  ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტებით დაახლოებით 520 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად ქალაქში გაჩნდება:  1700 სასტუმრო ნომერი  დაახლოებით 2600 ახალი სამუშაო ადგილი გმირთა ხეივანში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები: […]
zura
0

ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დაამტკიცეს

გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის(UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. “აღსანიშნავია რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის […]
xulo1
0

ევროკავშირი ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

15 სექტემბერი 2017, ხულო, აჭარა – ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭრას საქართველოში. 15 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში ახალ პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ოფიციალურად გახსნის. ღონისძიება გაიმართება ხულოს ცენტრალური ბიბლიოთეკაში 12 საათზე და გაგრძელდება 14:30 საათამდე.მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, პროექტის […]
zgva
0

სანაპირო კურორტებზე ხავერდოვანი სეზონი გრძელდება

12 და 13 სექტემბერს, თბილი ჰაერის მასები უფრო ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას, რის ფონზეც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. განსაკუთრებით  დასავლეთ საქართველოში დაცხება, სადაც ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთის ბარში +31, +33, ხოლო სანაპირო კურორტებზე +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი. ზღვის წყლის ტემპერატურა ამ მომენტისთვის კომფორტულია და +25 გრადუსი ფიქსირდება.  “აჭარის ტელევიზია”
jebirebi
0

ქობულეთში ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება

ქობულეთში  ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სანაპირო ზოლი კომპანია „ალიანსის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად განხორციელებაზე ისაუბრეს. „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე […]
zgva
0

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა

შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საშტორმო ვითარება გამოცხადდა. ზღვაში ბანაობა აიკრძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა გამაფრთხილებელი წითელი ალმები აღმართეს. “აჭარის ტელევიზია”

დაჭაობებული არხი კვარიათის სანაპიროზე

ღია სანიაღვრე არხი კვარიათის პლაჟთან ახლოს. ანტისანიტარია, გაუსაძლისი სუნი და ქვეწარმავლები – ადგილობრივები და დამსვენებლები დისკომფორტს უჩივიან. ამის გარდა, ტერიტორია გასაწმენდია სარეველა ბალახებისგან, მოუვლელი ტერიტორიები ასევე აწუხებთ ბათუმის რამდენიმე უბანში. “აჭარის ტელევიზია”
gon1
0

ონიო-კვარიათში ქუჩების შეკეთება-განათებისთვის 3,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

გონიო-კვარიათის დასახლებაში გარკვეული ქუჩების კაპიტალური შეკეთება და გარე განათების ბოძების დამონტაჟება იგეგმება. სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აფსაროსის, ანდრია პირველწოდებულის, მატათა მოციქულის, მეფე მირიანის, სვიმონ კანანელის, წმინდა ნინოს ქუჩებისა და ჩიხების შეკეთებასა და გარე განათების მოწყობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონ 742 ათას 162 ლარია გამოყოფილი. მთლიანი თანხიდან 592 ათას 424 ლარი გარე განათების […]
shavizgvisfestivali
0

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად წელსაც ჩატარდება

მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტიმრავალფეროვნება! შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად  აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და  1-ელ სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება.  ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს,  ,,Check in Georgia”-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება. წელს ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 […]
gomarduli
0

დაყადაღებული კურორტი და მთავრობის გეგმა

სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ შესაძლოა ყადაღა მოეხსნას. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა. მთავრობა დააფინანსებს ასევე კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და გაზის მიყვანასაც. სანაცვლოდ დამფუძნებლებმა კურორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აიღეს. შეთანხმების სხვა დეტალებზე  „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ უპასუხა. ბატონო რამაზ, დღეს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა მთავრობის თავმჯდომარის […]
patadze xixanze
0

ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 28 აგვისტოს სხალთის ხეობას ესტუმრა და მარიამობა რეგიონის მოსახლეობას ხიხანის ციხიდან მიულოცა. ზურაბ პატარაძემ ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხიხანის ციხეზე იმყოფებოდნენ აჭარის კულტურული მემვიდრეობის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი […]
nagavi
0

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქში, ზღვის პირას

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ნაგავს დღემდე ყრიან. რამდენიმე თვის წინ თუ აქ ძირითადად სამშენებლო ნაგავს ყრიდნენ, ამჯერად ეს ადგილები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა სავსე. ვინ ყრის ნაგავს, „ბათუმელებს“ მონიტორინგი არ ჩაუტარებია, თუმცა ტერიტორია ქალაქის საკუთრებაშია. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, როცა ზღვის სეზონის დაწყებამდე აქ არსებულ სიტუაციაზე ვწერდით, ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ […]
jvarimindoroba
0

ფოლკლორული ფესტივალი გომის მთაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოსდაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარეები გომის მთაზე, ფოლკლორულ ფესტივალ „ჯვარიმინდორს“ დაესწრნენ. „ჯვარიმინდვრობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც 6 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სოფელ ჭვანას მცხოვრებლებმა, […]
ami
0

დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება

დღის ბოლოდან სანაპირო კურორტებზე, გავრცელებას დაიწყებს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური ნაკადი, რის გამოც საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია – წვიმა და ელჭექი, ზოგან ლოკალურად შესაძლებელია ძლიერი ნალექი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ზღვაზე შესაძლოა შეიქმნას ხანმოკლე პერიოდის შტორმული სიტუაცია. “აჭარის ტელევიზია”
PATARADZE
0

ზ.პატარაძე გომარდულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ შუახევში , კურორტ გომარდულზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონის პირველი პირი აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდულის 4,4 კმ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო 70 გრძ/მ გაბიონი, 1170 გრძ/მ რკინაბეტონის კიუვეტი და 27 გრძ/მ ლითონის მილი. […]
jvari
0

შუახევში მე-6 ფოლკლორული ფესტივალი ,,ჯვარიმინდორი” გაიმართება

5 Photos · Updated 13 minutes ago 28 აგვისტოს აჭარა-გურიის ალპური ზონის ისტორიულ გზაგასაყარზე, თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-6 ფოლკლორული ფესტივალი “ჯვარიმინდორი” გაიმართება. ფოლკლორულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჭვანის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ყოფაცხოვრების ნიმუშები და ფოლკლორი. გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ფესტივალი ,,საზოგადიოება ჭვანელი“-ს ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 2012 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანს წარმოადგენს ჩვენი კუთხის კულტურისა და სამთო ტურიზმის […]

”ბლექსი არენაზე” ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა

“ბლექსი არენაზე” ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა. როგორც ყოველთვის, მომღერალმა ცნობილი კომპოზიციები ახალი იმპროვიზაციებით შეასრულა. გაიმართა ახალი სიმღრრისა და კლიპის პრეზენტაციაც. კონცერტი ჩექინ ჯორჯიას ფარგელბში შედგა. “აჭარის ტელევიზია”
tye
0

ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ამჯერად 467 ერთეული ხე მოიჭრება. 4 სახეობის ხე, რომლებიც უნდა მოიჭრას, „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიეცა: „აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში არსებული, საქართველოს […]

ცვლილება ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი. 2 თვით ადრე, ბათუმის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი  ლარით გაიზარდა. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი ქალაქის მთავრობას რეგიონის მთავრობამ გადასცა, ფული ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა შემოსულობების ხარჯზეც, 200 ათასი ლარი კი ტრანსფერის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაემატა. რაში დახარჯავს მერია ფულს? გაზრდილი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი […]

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე  საფუძველი ჩაეყარა. კომპლექსის შემადგენლობაში იქნება სასტუმრო და სამორინე. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობაც. მშენებლობისთვის კომპანია “Crystal building”- ი 200 მილიონი ლარის  ინვესტიციას  ახორციელებს.  ქობულეთში აღნიშნული ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით მილიონ 648 ათას ლარად რამდენიმე კვირის წინ გაასხვისა. “აჭარის ტელევიზია”
kolxoba
0

კოლხობა 2017

აჭარაში  სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2017” აღინიშნა. კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ და მასში მონაწილეობას ღებულობს როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები. სარფის ულამაზეს სანაპიროზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები. კოლხობის დღესასწალი ლაზებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეუღლესთან ერთად მიულოცა. […]
koncerti
0

ნიაზ დიასამიძისა და „33ა“-ს კონცერტი ბეშუმში

კურორტ „ბეშუმში“ ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას უამრავ დამსვენებელთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტმა მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა. “ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”
gonios cixe
0

რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. გონიო-კვარიათის ქუჩების და ტროატურებისთვის ბიუჯეტიდან 963 700 […]

ბალახისგან გაუწმენდავია ტერიტორია პეტრას ციხეზე

პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორია სადაც დამთვალიერებლები მრავლად არიან ბალახისგან გაუწმენდავია. გაცელილი მხოლოდ შესასვლელი ბილიკია, რის გამოც ვიზიტორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აქ აღმოჩენილ უძველეს ქვევრში დაგუბებული წვიმის წყალი კი დაჭაობების პირასაა. კულტურული მემკვიდრეობების დაცვის სააგენტოში მდგომარეობას ციხის რეაბილიტაციით ხსნიან და აცხადებენ, რომ დიდი ინტერესის გამო მნახველებს გამონაკლისის სახით უშვებენ თუმცა ძეგლი ოფიციალურად არ ფუნქციონირებს. “აჭარის ტელევიზია”

2 მილიონი გზის რეაბილიტაციისთვის

კურორტ გომარდულთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია ღორექთიდან- გომარდულის მიმართულებით 4 კილომეტრი და 400 მეტრი გზის მოასფალტება. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით სამუშაოები ზამთრის სეზონამდე დასრულდება და მას“შპს ბონდი” ასრულებს. გზის კეთილმოწყობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. “აჭარის ტელევიზია’

ტურისტული ობიექტები ბანერების გარეშე

ტურისტული ობიექტები აბრების გარეშე. ქედაში, სოფლებისა და უბნების მიმართულების აღმნიშვნელი ბანერების განთავსებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებულია ძეგლების საინფორმაციო დაფებიც. აღმოჩნდა, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკვე ამზადებს 15 ბანერს. “აჭარის ტელევიზია”
te
0

ზაფხულის ბოლოს ყველაზე ცხელი დღე 21 აგვისტოს იქნება

საქართველოს ტერიტორიაზე ცხელი ჰაერის მასების, უფრო ინტენსიური გავრცელების გამო, 21 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და იქნება – სანაპირო კურორტებზე +30, +35, დასავლეთის დაბლობში +34, +39, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი. აგვისტოს ბოლო დღეები უმეტესად ცხელი და მზიანი იქნება, თუმცა ტემპერატურა +40 გრადუსამდე აღარ მოიმატებს. “აჭარის […]
awa
0

სამეწარმეო მარკეტი ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში ,,სტარტაპ მარკეტი“ გაიხსნა. სამეწარმეო მარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „აწარმოე საქართველოს“ დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად დაესწრო. გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე მონაწილეობს, სადაც თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს თავისი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა აქვთ წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო […]
turi
0

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

8-9 სექტემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას „სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები“ უმასპინძლებს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, ღვინის ტურიზმის სტანდარტები, ასევე ტურისტების მოზიდვა და სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისებისა […]
mwvane tba
0

ბოლქვაძე: მაღალმთიანი აჭარა ყოველთვის იქნება ტურიზმის ერთადერთი ძირითადი წამყვანი რეგიონი

მაღალმთიანი აჭარის დებუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ „აიპრესთნ“ ტურიზმის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დებუტატის განცხადებით ხულო, ქედა, შუახევში ტურიზმი უფრო მეტად განვითარდება. „მწვანნე ტბა, გოდერძის სათხილამურო ბაზა, ბოტანიკური ბაღი, კურორტი ბეშუმი ეს ყველაფერი არის იმის მომასწავლებელი, რომ სულ მალე მაღალმთიან აჭარაში ტურიზმი უფრე მეტად განვითარდება და მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და […]
md
0

მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. ამჯერად, სააგენტომ გიდებსა და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. ბათუმიდან 56 კილომეტრში არსებული, ჩანჩქერით, მინერალური წყლითა და ულამაზესი ბუნებით გამორჩეული მერისის ხეობა შესანიშნავი ადგილია ჰაიკინგის, კემპინგის, ისტორიულ-კულტურული ადგილებისა და ადგილობრივი […]

საჩუქარი ბოტანიკურ ბაღს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მცენარეთა დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სარეველა ბალახებთან საბრძოლველად გამოსაყენებელი სამუშაო ხელსაწყოები გადაეცა. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თიკას თანამშრომლებმა, ბოტანიკურ ბაღს გასულ წელს რამდენიმე ათასი დოლარის საჭირო ინვენტარი გადასცეს.  “აჭარის ტელევიზია”
amindi
0

ღამით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ღამით ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდა. აჭარის სანაპირო ზოლში 54 მმ ნალექი მოვიდა.ღამით ამინდი ისევ გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. უხვი ნალექის და მეტეოროლოგიური პარამეტრების  ცვლილების მიუხედავად, ზღვაზე შტორმული სიტუაცია არ შეიქმნება და შენარჩუნდება სუსტი ღელვა. დღისით ნალექი შეწყდება და გამოიდარებს. “აჭარის ტელევიზია”
sau
0

მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ტურისტული სეზონის პარალელურად, მახუნცეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოეწყო სავაჭრო დახლები, შენდება ტურისტული ცენტრი, ღია სცენა, ხელოვნური საფარით მინი სპორტული მოედანი, სველი წერტილების ობიექტები, კეთილმოეწყო ავტოსადგომი და მიმდინარეობს კიდევ ერთის მოწყობა, ეწყობა ჩანჩქერის სათავის მიმდებარე ტერიტორია დეკორატიული ხიდით, დაგეგმილია ჩანჩქერის მიმდებარედ ადაფტირებული ბილიკების მოწყობა და ა.შ. მახუნცეთის კეთილმოწყობისთვის წელს ადგილობრივ ბიუჯეტში […]

ფერადი პიანინოების ისტორია

დახარჯული ათი ათასი ლარი და პიანინოები, რომლებიც ახლა სავარაუდოდ მერიის საწყობშია, დღეს ჩვენ არ გვაჩვენეს. რატომ არ გამოიტანა კულტურის ცენტრმა ისინი წელს ბულვარში? ამ კითხვაზე არ გვპასუხობენ. ინსტრუმენტები მხოლოდ ერთ სეზონზე იყო განთავსებული ქალაქში, ნაწილი წვიმისგან დაზიანდა, იყო ვანდალური ფაქტებიც. საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეს – სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს, გვითხრეს, რომ პროექტ “ჰიტ ბათუმის” ორგანიზატორი საჯარო სამართლის იურიდიული […]
ma
0

მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ურეკსა და ბათუმში 27 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ურეკსა და ბათუმში 27 ადამიანი გადაარჩინეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს. იგი ასევე აღნიშნავს რომ მაშველებმა 6 დაკარგული ბავშვი მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს. “ipress.ge”
DAJ
0

შსს: ზღვაზე მაშველებმა წელს საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ, ბათუმში, 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. შსს-ს მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი […]
GOMI
0

შუამთობა გომის მთაში

სახალხო დღესასწაული მოიალაღეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა, ბოლნისის ეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა, შუახევის მუფთმა ასლან შარაშიძემ, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მთაში გაიმართა სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა კი საზეიმო კონცერტი გამართეს. ‘აჭარის უმაღლესი საბჭო”

თაფლის ფესტივალი გაიხსნა

ბათუმი თაფლის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება ამ წუთებში ბულვარის კოლონადასთან მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ქართული თაფლი იმ პროდუქტების ჩამონათვალშია, რომლის ევროკავშირის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები არსებობდა. მეფუტკრეებს თაფლთან ერთად, სხვადასხვა დასახელების თაფლის ნაწარმიც აქვთ გამოფენილი. “აჭარის ტელევიზია”

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ბათუმში რიგი ღონისძიებებით აღნიშნეს 6 მაისი პარკში უკვე მოეწყო მძლეოსნური გარბენი, ასევე გამომგონებელთა კლუბის მიერ  ძრავიანი თვითმფრინავების მოდელების გამოფენა და ავიაშოუ. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.      ახალგაზრდების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  მახუნცეთშიც გაიმართა. ,,დაუვიწყარი საღამო” – ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც გამგეობის […]
QEDA
0

ქედაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მახუნცეთში აღნიშნავენ

12 აგვისტოს, დღის 17 საათზე,  მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ მინისპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ინფორმაციას  ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატითაა დაგეგმილი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, ტურისტებს შეეძლებათ ჩაერთონ მოწვეული ანიმატორების მიერ გამართულ სხვადასხვა გასართობ შოუპროგრამებში და კონკურსებში, ნახონ დიჯეის, ფრანებისა და ფეიერვერკების შოუები და ა.შ. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა […]
kon
0

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გეგმავს. კონფერენციის თემაა – „სოფლის ტურიზმის თანამედროვე სტანდარტები და ტენდენციები“. სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები. კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს, […]

დაჭაობებული მდინარე პლაჟზე

ქობულეთში მეგობრობის ქუჩის მიმდებარე სანაპიროზე მდინარე კინტრიშის კალაპოტის დარღვევის გამო, წყალი პლაჟზეა შეჭრილი. კალაპოტი გაასწორხაზოვნეს თუმცა, შეჭრილი მდინარე დაგუბებულია და  ჭაობდება, რაც როგორც მწერების ასევე დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის. ერთი თვის წინ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში გამგეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას შეაკეთებდნენ და რამდენიმე დღეში გუბეს ამოავსებდნენ. თუმცა ამ დროისთვის სამუშაოების […]

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზენდიდის ციხესთან

ქედაში, ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცალფეხო ბილიკს, მოეწყო კიბეები. მიმდინარეობს მოაჯირეების მოწყობა და განათების მონტაჟი. ციხესთან მოეწყობა მოსასვენებელი ადგილიც. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 ათას 800 ლარია გამოყოფილი. ზენდიდის ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ‘აჭარის ტელევიზია”

19 აგვისტოს ნადირობის სეზონი იწყება

19 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება. მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. “აჭარის ტელევიზია”

Black sea Arena-სთან შადრევანი ამოქმედდა

დარბაზ “ბლექ სი არენას” მიმდებარედ  ამოქმედდა უნიკალური, მრავალფუნქციური შადრევანი. შადრევანთა კომპლექსი 1300 კვ. მეტრ  ფართობზე განთავსდა.  ერთმანეთთან დაკავშირებულია 1 დიდი და 8 მცირე ზომის კომპიუტერიზებული აუზები. შადრევანი აღჭურვილია ლაზერითა და სპეციალური პროექტორით,  რომელთა მეშვეობითაც წყლის ფარდაზე შესაძლებელია ნებისმიერი სახის ვიდეო და ფოტო მასალის პროექცირება. ტექნიკური აღჭურვითა და სისტემის სირთულით, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მრავალფუნქციურ შადრევანს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.შადრევანის მშენებლობა შეუკვეთა და დააფინანსა ფონდმა […]

“სოულის ღამე”

ორი ამერიკელი ვარსკვლავის ერიკ ბენესა და სიი ლო გრინის კონცერტი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა ბლექ სი არენას სცენაზე. ათასობით მაყურებლის წინაშე ჯერ ერიკ ბენე  გამოჩნდა და ცნობილი ჰიტები შეასრულა. მასთან ერთად იმღერა ქართველმა რეპერმა ბერა ივანიშვილმაც. მოგვიანებით კი სცენაზე მელომანების წინაშე  ხუთი გრემის მფლობელი სილო გრინი წარსდგა.  კონცერტის დასასრულს კი  მსმენელებს ჯემსეიშენი შესთავაზეს. ,,სოულის ღამე” ბლექ სი არენაზე გვიან ღამით დასრულდა.  ვარსკვლავებს მედიისთვის კომენტარი არ […]

თხილნარის მცხოვრებლების პროტესტი

ტურისტული ზონა გადავსებული სანაგვე ურნებით. თხილნარში, მდინარის გასწვრივ განლაგებულ რესტორნებთან ახლოს არასასიამოვნო სუნი, ნაგვით სავსე ურნები და გარკვეულ მონაკვეთზე გარე-განათების პრობლემაა. რას ამბობენ პასუხისმგებელ სამსახურებში? “აჭარის ტელევიზია”

“საქართველო ღვთის საჩუქარი”-უკრაინელი მხატვრის გამოფენა

უკრაინელი მხატვრის  ოდარკა დემა-პისნას პერსონალური გამოფენა ბათუმში. მხატვარმა აჭარის ხელოვნების მუზეუმში დამთვალიერებლისთვის ქართული თემატიკაზე შესრულებული 25 ნახატი წარმოადგინა. როგორც, თავად მხატვარი ყვება, ნამუშევრების შექმნის იდეა, გასულ წელს საქართველოში ჩამოსვლის  შემდეგ გაუჩნდა. ბათუმის შემდეგ მისი ნამუშევრების გამოფენა თბილისში იგეგმება. “აჭარის ტელევიზია”

არდაგანის ტბის პრობლემა

როდის შეისწავლიან არდაგანის ტბის პრობლემებს ჯერ უცნობია. ტბაზე რამდენიმე დღეა წყლის შეფერილობა შეიცვალა და ზედაპირის ნაწილზე მწვანე ნადები გაჩნდა. ტბა ბულვარს 1 იანვრიდან წლის ბოლომდე აქვს დროებით სარგებლობაში გადაცემული.   ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ივნისში ჩატარდა და ტერიტორიიდან შლამი გაიტანეს. დამატებითი თანხა ტბაზე სხვა სამუშაოების ჩასატარებლად წლის ბოლომდე ბიუჯეტში გაწერილი არ არის, თუმცა ბულვარის დირექტორის […]