ვიდეო23 Videos

მცირეკონტინგენტიანი სკოლების დაფინანსება

განსხვავებული დაფინანსება სკოლებისთვის მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ერთი მოსწავლისთვის სკოლას დაახლოებით 200 ლარით მეტი ერიცხება, ვიდრე დაბაში. ამის მიუხედავად, მცირეკონტიინგენტიან სკოლებს თანხა მხოლოდ გათბობისა და პედაგოგების ხელფასებისთვის ჰყოფნით, მაშინ როცა მაღალბიუჯეტიანი სკოლების ადმინისტრაციებს თანხა მოსწავლეთა წახალისებისთვისაც რჩებათ. წყარო: “აჭარის ტელევიზია”

ბიაფი ხვალ გაიხსნება

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12  საერთაშორისო კინოფესტივალის დაწყებამდე ერთი დღე რჩება.  უკვე ცნობილია,    რომ   ბიაფი ქართული კინო – პრემიერით გაიხსნება.  კინომოყვარულები გიორგი ოვაშვილის    ფილმ   “ხიბულას” ნახავენ, რომელიც  საქართველოს პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებს  ასახავს.  კინოფესტივალში 35-მა ქვეყანა მონაწილეობს. 7 დღის განმავლობაში 40 მოკლემეტრაჟიანი და ამავე  რაოდენობის  სრულმეტრაჟიანი ფილმის  ჩვენება  მოეწყობა.  მაყურებელი დოკუმენტური ფილმების ხილვასაც შეძლებს. კონოფესტივალი  ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ხვალ 18 […]

კვატიაში ხანძრის კერა ლოკალიზებულია

“კვატიაში ხანძრის ყველა ძირითადი კერა ჩამქრალია,” -ასეთია ბოლო ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტიდან. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე რჩებიან მაშველები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, მიმდინარეობს მონიტორინგი. ცეცხლი  სოფელ კვატიაში სამსმელოს მთაზე ბუჩქნარს დღეს გაუჩნდა, იგი  200-დან 400 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას მოედო. რაც შეეხება შავნაბადას მთას, აქ ქარი აღვივებს ხანძრის მცირე კერებს. შეგახსენებთ,  ღორჯომის მთა შავნაბადაზე ხანძრის ოთხი კერა გასული კვირას დაფიქსირდა, რამაც […]

ავტოავარია ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე

ავტოავარია ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. პორშეს მარკის ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა.შემთხვევის  შედეგად პატრულის  2 თანამშრომელი დაშავდა.  დაშავებულები სასწრაფო დახმარების ექიმებმა  ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ისინი სამედიცინო დაწესებულებებიდან დილით გაწერეს. გამოძიება 276 -ე მუხლის  1 ნაწილით დაიწყო,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, […]

ენმ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს

ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ  სააგენტოს მიმართავს. მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ შენობა, რომელიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის აშენდა,შპს „ბათუმი თაუერმა“ საპრივატიზაციო თანხად, 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად იყიდა, ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. ქამადაძის მტკიცებით, კომპანიამ ბოლოს ვალდებულების შესრულების გადავადება 2018 წლის სექტემბრამდე ითხოვა. ნაციონალური მოძრაობა კორუფციული გარიგებაზე მიუთითებს. ჩვენ დავუკავშირდით ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც ამ ეტაპზე […]

ინციდენტი ქობულეთში

ქობულეთში, პოლიციელებს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ. ახალგაზრდები, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ, აცხადებენ რომ გვიან ღამით ერთ-ერთ რესტორანთან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურეობრივ მაისურებში ჩაცმულმა დაახლოებით 8 პოლიციელმა სცემა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, აცხადებენ, რომ მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია და ძალოვანი უწყების თანამშრომელთა მონაწილეობა არ ფიქსირდება. “აჭარის ტელევიზია”

საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში

საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში ყაზახეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ნაკრებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 8-3 დაამარცხა. ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირს ბათუმი უკვე მერვედ მასპინძლობს. წელს შეჯიბრებაში ხუთი საერთაშორისო კატეგორიის ნაკრები და სამი ქართული გუნდი მონაწილეობდა. საპლაჟო ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირს ზღვისპირა ქალაქი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. “აჭარის ტელევიზია”

ვითარება სტიქიის ზონაში

ხულოში, შავნაბადის მთაზე სადაც ოთხი დღეა ხანძარს ებრძვიან, დღეს დილით გაწვიმდა. ცუდი ხილვადობის გამო ამ დრომდე სალიკვიდაციო სამუშაოები არ განახლებულა სტიქიის ზონაში. ცეცხლის ლოკალიზებაში მესამე ვერტმფრენი უნდა ჩაერთოს. რეგიონს დახმარებას ისევ თურქული მხარე გაუწევს. მეხუთე დღეა, უწყვეტ რეჟიმში  ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს ასეულობით მეხანძრე – მაშველი, მეტყევეები და მოხალისეები. გუშინ ცეცხლის  ახალი კერა გაჩნდა, მაგრამ რთული […]

ძლიერი წვიმის გამო ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი გასართობი კლუბი დაზიანდა

ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი გასართობი კლუბი დაზიანდა. ჩამოინგრა მარცხენა ფლიგელის ნაწილი, დაზიანდა ინვენტარი. როგორც კლუბის წარმომადგენელი აცხადებს,  ერთი თანამშრომელი დაშავდა, რომელიც საკუთარი ძალებით სახლში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას  საფრთხე არ ემუქრება. კლუბის წევრებმა სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს. “აჭარის ტელვიზია”

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

წლის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ, ე.წ. ,,ციანიდის საქმეზე”  მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.     მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა – განზრახ ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი მამალაძე ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დეკანოზ გიორგი […]

საპროტესტო აქცია ცეცხლაურში – შეკრებილები შპს “ანრიკისგან” კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

საპროტესტო აქცია ცეცხლაურში – შეკრებილებმა შპს “ანრიკისგან” კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვეს. როგორც მოცვის მეურნეობაში  დასაქმებულები ამბობენ რომ მათ ხელფასები ერთი თვის წინ უნდა აეღოთ. მათი თქმით, ობიექტზე 150 ადამიანია მუშობდა და თითოეულის დავალიანება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს.  აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოცვის კრეფაზე უკვე 4 წელია მუშაობენ და ეს პირველი შემთხვევაა ხელფასის დაგვიანების. შპს “ანრიკში” ხელფასების […]

”შუახევი ჰესის”გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა

”შუახევი ჰესის” გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა.ჯერ-ჯერობით არავის დაუდგენია როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები მომავალში, თუმცა მახლობლად მდებარე სოფლების მოსახლეობა საფრთხეებზე უკვე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. “აჭარის ტელევიზია”

დაჭაობებული არხი კვარიათის სანაპიროზე

ღია სანიაღვრე არხი კვარიათის პლაჟთან ახლოს. ანტისანიტარია, გაუსაძლისი სუნი და ქვეწარმავლები – ადგილობრივები და დამსვენებლები დისკომფორტს უჩივიან. ამის გარდა, ტერიტორია გასაწმენდია სარეველა ბალახებისგან, მოუვლელი ტერიტორიები ასევე აწუხებთ ბათუმის რამდენიმე უბანში. “აჭარის ტელევიზია”

სავაჭრო დახლები საბავშვო ბაღის შესასვლელთან

სექტემბერში ბათუმში, ეტაპობრივად საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყება, თუმცა შესაძლოა შეფერხდეს მე-12 ბაღის გახსნა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემას ქმნის შენობის შესასვლელთან გარე – ვაჭრობა – ეს წერეთლის ქუჩაა და პრობლემა, რომელიც ქალაქის მერიამ წლებია ვერ მოაგვარა, ეს ის საკითხია, რომლის მოგვარებაზე ზრუნვა ალბათ, ერთ-ერთი მთავარი იქნება ბათუმის მომდევნო მერისთვისაც. “აჭარის ტელევიზია”

“ღამის სერენადები”

”ღამის სერენადები” გრძელდება. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მეორე საკონცერტო დღეს მაყურებლის წინაშე გურფინკელების ოჯახი წარსდგა. კლარნეტისტი ძმები და მათი მამა დირიჟორი მიხაილ გურფინკელი ისრაელიდან ჩამოვიდნენ და ეს მათი პირველი კონცერტია ბათუმში. ღონისძიების მეორე ნაწილი ჯაზსს დაეთმო, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ”ღამისსერენადების” დამფუძნებელს ლიანა ისაკაძეს, მას კომპოზიციები მეუღლესთან ერთად უნდა შეესრულებია, თუმცა ფესტივალის გახსნის დღეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მუსიკოსი თამაზ ჩაჩავა კონცერტის მიმდინარეობისას გულის შეტევით […]

სახალხო დღესასწაულზე ადგილობრივი შემსრულებლები განაწყენდნენ

რატომ გადაიფიქრა ქობულეთის გამგეობამ დაგვის სახალხო ზეიმის დაფინანსება? ადგილობრივები მიზეზად იმ წერილს ასახელებენ, რომლითაც პრემიერს მიმართეს და სოფლის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია ითხოვეს. ეს წერილი საბოლოოდ ქობულეთის გამგეობაში მოხვდა, სწორედ ამიტომ დაგვაში  მცხოვრები მოქალაქეები ფიქრობენ, რომ გამგეობამ დაფინანსება განაწყენების ნიადაგზე შეწყვიტა. რა გახდა ამის მიზეზი – ამას გამგეობაში არ გვიკონკრეტებენ. ეს ღონისძიება უკვე მეთერთმეტე წელია ტრადიციულად მარიამობის დღესასწაულზე იმართება, […]

“ ღამის სერენადები” გაგრძელდება

ფესტივალი “ღამის სერენადებს” გაგრძელდება.  ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ნინო ცაგარელის ინფორმაციით, დაგეგმილი საფესტივალო საღამოები  მსოფლიო კლასიკური მუსიკის ვარსკვლავების მონაწილეობით 28 და 29 აგვისტოს აუცილებლად  ჩატარდება და ის ლიანა ისაკაძის მეუღლის, თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება. რაც შეეხება ფესტივალის დასრულებას , პროგრამის მიხედვით ის 31 აგვისტოს ლიანა ისაკაძის, იუსტუსფრანცისა და “მსოფლიო ვირტუოზების” გრანდიოზული გალა კონცერტით თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა […]

სემინარი ფერმერებისთვის

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში ფერმერებს პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ. ისინი მთავარ პრობლემად თევზის გასაღებასა და მისთვის საჭირო საკვების სიძვირეს ასახელებენ. ფერმერების  თქმით პრობლემას თანამდეროვე ტექნოლოგიის არარსებობა წარმოადგენს. ფერმერებმა რჩევები მიიღეს სასაქონლო თევზის გაზრდასთან დაკავშირებულ მახასიათებლებზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარული ქვეპროგრამის ფარგლებში, საველე პირობებში, სწავლება- კონსულტაციებს  27 საკალმახეში გეგმავს. კონსულტაციები ფერმერებთან დეკემბრამდე გაგრძელდება. “აჭარის ტელევიზია”

დაზიანებული სახურავი

მიქელაძეების ოჯახი ქედის გამგეობისგან დახმარებას ითხოვს. მათ საცხოვრებელს სახურავი დაზიანებული აქვს, რის გამოც წვიმის დროს წყალი ჩამოდის. მიქელაძეებმა გამგეობისგან სახურავი გასულ წელს მიიღეს თუმცა, როგორც ისინი ამბობენ მეორადი და გამოუსადეგარი იყო. ქედის გამგეობაში კი ამბობენ, რომ კომისია შემოსულ თითოეულ განაცხადს სწავლობს და იმ ოჯახებს ეხმარება, რომლის სახურავიც უფრო მეტადაა დაზიანებული. ქედის გამგებლის მოადგილის გურამ ბერიძის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნით 240 […]

”სტუდენტები არჩევნებისთვის” – პროექტის პრეზენტაცია

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტს იწყებენ. მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტი იქნება ჩართული და მიზანი არჩევნებში ქალთა ჩართულობის ზრდა იქნება. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის იგეგმება სოციალური კამპანიის – „გაიზიარე ქალთა მონაწილეობა არჩევნებში“ წარმოება საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობს მნიშვნელობის შესახებ ტრენინგებისა და დისკუსიების დასაწყებად.  ჯამში პროექტში 6 რეგიონული უნივერსიტეტია […]

ბათუმი 2020 / batumi 2020

ბათუმი 2020 / batumi 2020

აჭარული ხაჭაპური სოფო ხალვაშის რეცეპტით

აჭარული ხაჭაპური სოფო ხალვაშის რეცეპტით / acharuli xachapuris recepti sofo xalvashisgan dgis show / დღის შოუ აჭარული ხაჭაპური / acharuli xachapuri sopo / sofo / khalvashi / xalvashi / სოფო ხალვაში

პროტესტი მდინარიდან ნატანის ამოღების გამო

ქობულეთის სანაპიროზე მდინარე კინტრიშის შესართავიდან ქობულეთის გამგეობა ნატანს იღებს. ფაქტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნული ადგილიდან ქვა-ღორღის ამოღება საფრთხის შემცველია. ქობულეთის გამგებელი ირწმუნება, რომ ნატანი აღნიშნულ ადგილას ჭარბია და პლაჟის სხვა მონაკვეთზე გადანაწილება საფრთხეს არ შემნის. სულხან ევგენიძე აცხადებს, რომ ნატანი კვლავ ქობულეთის პლაჟის გასწორებას ხმარდება, ამიტომ სამუშაოები ნებართვას არ საჭიროებს. აჭარის […]