ცეცხლის ახალი კერა ხულოს მუნიციპალიტეტში

ცეცხლის ახალი კერა დაფიქსირდა ხულოს მუნიციპალიტეტში.  ხანძარი  სოფელ კვატიაში სამსმელოსმთაზე ბუჩქნარს გაუჩნდა. ცეცხლი  200  კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

სამაშველო სამსახურის   ინფორმაციით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის და  ხანძრის  ქრობისპროცესი  ინტენსიურად  მიმდინარეობს. ადგილზე  იმყოფებიან სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და მეხანძრე მაშველები.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები